ქორწინების თარიღის შესარჩევად ასტროლოგიური კალენდარი გამოიყენება. ასტროლოგიურად, ყველაზე ხელსაყრელი პერიოდია მე-3, მე-6, მე-7, მე-10, მე-12, მე-17 და 21-ე მთვარის დღეები. ამ დღეებში ნებისმიერი მოქმედება წარმატების მომტანი იქნება და შესაძლებელია არამხოლოდ ახალი საქმეების წამოწყება, არამედ ძველი ეტაპის დასრულებაც. ქორწინება კი ითვლება როგორც ახალი ეტაპის დასაწყისად, ასევე, ძველი, მარტო ყოფნის დასასრულადაც.
მთვარის კალენდრის მიხედვით, ქორწინება რეკომენდებული არაა ახალმთვარეობის და სავსემთვარეობის პერიოდებში, მზის ან მთვარის დაბნელების დღეებში.
ქორწინებისთვის არახელსაყრელია დღეები, როდესაც მერკური უკანმავალი, ანუ რეტროგრადულია. 2013 წელს ასეთი პერიოდებია: 23 თებერვლიდან 18 მარტის ჩათვლით, 26 ივნისიდან 20 ივლისის ჩათვლით, 21 ოქტომბრიდან 11 ნოემბრის ჩათვლით. თუ თქვენი პირადი რუკის მიხედვით მერკური რეტროგრადულია, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი სახის დაბრკოლება მოსალოდნელი არაა.
რაც შეეხება კვირის დღეებს, სამშაბათი ითვლება ენერგიისა და აგრესიის პლანეტა მარსის დღედ. შესაბამისად, ამ დღეს ქორწინება მოგიტანთ რთულ, აქტიურ ცხოვრებას.
ოთხშაბათი მერკურის, ანუ გონების მმართველი პლანეტის დღედ ითვლება. ამ დღეს დაქორწინების შემთხვევაში სიყვარულზე მეტად მოსალოდნელია ანგარიშიანი, ხელშეკრულებებითა და დაპირებებით სავსე თანაცხოვრება.
მიუხედავად წარმატების მომტანი პლანეტა იუპიტერის გავლენისა, ხუთშაბათს ქორწინება რეკომენდებული არაა, რადგან მეუღლეებს ოჯახში უფროსის როლისთვის შესაძლოა ბრძოლა მოუწიოთ, რაც კამათის მიზეზად იქცევა. თუ ქორწინება მხოლოდ სიყვარულზე არაა დაფუძნებული და ერთად მუშაობას, ერთმანეთის ხელშეწყობას მოიცავს, მაშინ ხუთშაბათი ერთ-ერთი კარგი დღე იქნება ქორწინებისათვის.
მიუხედავად ეკლესიური აკრძალვისა, ასტროლოგიურად ქორწინებისათვის ყველაზე წარმატებულ დღედ პარასკევი ითვლება, რადგან სიყვარულის პლანეტა ვენერის დღეა. ამ დღეს ქორწინება ხასიათდება ხანგრძლივობით, ბედნიერებით, მუდმივი პატივისცემით, სიყვარულით და წინააღმდეგობების ერთად გადალახვით.
შაბათი დღე სატურნისაა, ამ დღეს ქორწინება ზრდის პარტიორებს შორის გაუგებრობას, აგრესიის პროვოცირებას.
ქორწინებისთვის კარგი დღეა კვირა, რომლის მმართველადაც მზე ითვლება. თანაცხოვრების დროს ცეცხლი დიდხანს და აქტიურად შენარჩუნდება, ინტიმური ურთიერთობა კი წლების განმავლობაში სასურველი და ვნების გამომხატველი იქნება. თვითგამოხატვა არამხოლოდ პროფესიაში იქნება მოსალოდნელი, არამედ ქორწინებაშიც – პარტნიორთან ურთიერთობა საკუთარი თავის რეალიზებას უწყობს ხელს.
ქორწინების თარიღის შერჩევის დროს, გასათვალისწინებელია ტრანზიტული მთვარის (მთვარის ამჟამინდელი მდებარეობა) ნიშნებში მდებარეობაც.
ქორწინების დაგეგმვა არაა სასურველი, როდესაც მთვარე იმყოფება ტყუპების, ქალწულის, მორიელის, მერწყულის, თხის რქისა და ვერძის ნიშნებში.
ყველაზე მეტად წარმატებული პერიოდებია, როდესაც მთვარე გადის კირჩხიბის, კუროსა და სასწორის ნიშნებს. დანარჩენი ნიშნების შემთხვევაში დასაშვებია.
მთვარე თევზები აირჩიეთ, თუ ქორწინების „მიზეზი“ ფეხმძიმობაა ან ქორწინება გარიგებით ხდება.
მთვარე ლომი – კარგი დღეა ელეგანტური, მდიდრული გაფორმების ან ხალხმრავალი ქორწინებისთვის.
მთვარე მშვილდოსნის პერიოდში დაქორწინება წარმატებული იქნება იმ წყვილისთვის, რომლებიც იმავე დღეს ხელს მოაწერენ საქორწინო ხელშეკრულებას ან საქორწინო მოგზაურობას მოიწყობენ.
წყარო: Н.ПОПОВА