ბედის ბანქო – 7 აგური

ბედის ბანქო – 7 აგური

(20 იანვარი; 18 თებერვალი; 16 მარტი; 14 აპრილი; 12 მაისი; 10 ივნისი; 8 ივლისი; 6 აგვისტო; 4 სექტემბერი; 2 ოქტომბერი)

სულიერი ღირებულებების ბანქო

ბანქოს დასტაში (სულ 52) 7 განსაკუთრებული ნიშნის მატარებელია. 7 აგური ერთ-ერთი მათგანია.

ეს ადამიანები გამოირჩევიან სიჯიუტით, გამომგონებლობით და თუ სულიერების გზით იცხოვრებენ, გამდიდრების საშუალება აქვთ. ზოგადად აგურის მასტი ფულს უკავშირდება.

7 აგურს მოუწევს ფულზე მიჯაჭვულობისგან გათავისუფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ფინანსურ სფეროში მუდმივი პრობლემები ელის. 2 გზა არსებობს: ან ფულზე მუდმივი მღელვარება, ან ნერვიულობა უნდა შეწყვიტოს და მაშინ ცხოვრებისგან ყველაფერს მიიღებს, რაც მისთვის აუცილებელია. მესამე ვარიანტი არ არსებობს, სხვა შემთხვევაში მრავალრიცხოვანი პრობლემები და სასტიკი ცხოვრებისეული გაკვეთილები იჩენს თავს.

7 აგურის მეორე პრობლემა პირად ურთიერთობებს უკავშირდება. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საყვარელი ადამიანები და მეგობრები, ახლო და შორი ნათესავები. ოჯახისა და ახლობელი ადამიანების გამო მსხვერპლზეც კი არის წამსვლელი. ამ კარტის ცხოვრებისეული წარმატება დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად შეძლებს ცხოვრებისეული რუტინისა და მატერიალიზმის გადალახვას. ისინი, რომლებიც მიხვდებიან, რომ მათი საჭიროება თავისთავად დაკმაყოფილდება, დიდ წარმატებას მიაღწევენ.

ეს „კარტი“ საკმაოდ მღელვარე ნატურაა, საცხოვრებელ და სამუშაო ადგილს ხშირად იცვლის, მისი პირადი ცხოვრება სავსეა იმედგაცრუებებით, მუდამ უწევს მსხვერპლის გაღება და ეს ყველაფერი გრძელდება იქამდე, სანამ არ ისწავლის პარტნიორისთვის თავისუფლების მინიჭებას.

სულიერი განვითარების გზაზე ეს ადამიანები პოზიტიურად მიმართავენ თავის ცხოვრებას.

პირად ცხოვრებაში 7 აგური მოსიყვარულე და კეთილი ადამიანია, მაგრამ ამასთან ძალიან უნდობი და ეჭვიანი. მას არაერთხელ მოუწევს კარმულ პარტნიორთან შეხვდრა, რადგან ურთიერთობებში პასუხისმგებლობის ახალ დონეზე გადაინაცვლოს.

სიყვარულში მას მაღალი იდეალები აქვს, მაგრამ რეალობა მტკივნეული გამოცდებით მიმდინარეობს. ამ ადამიანებს სახასიათო სიჯიუტე და დამოუკიდებლობა ძლიერ პარტნიორებს „ჩუქნით“, რომლებთან ურთიერთობაშიც საკმაოდ რთულ გამოცდებს აბარებენ.

7 აგურის მამაკაცები მიისწრაფიან ყვავის მასტის ქალბატონებისკენ, ხოლო ქალბატონები – გულის მასტის მამაკაცებს ეტრფიან. ჯვრებთან ურთიერთობა საკმაოდ რთულად ეწყობა.

სხვა კარტებისგან გამორჩეულობა პირველი შეხვედრისთანავე თვალში საცემია. ამ ადამიანების მსოფლხედველობა, იდეები, ჩვევები, სრულიად არ ჰგავს იმას, რასაც ჩვეულებრივი ადამიანები შეჩვეული არიან. ყველაზე თვალსაჩინოა მტკიცე ნება და სიჯიუტე, შეუძლებელია არჩეული კურსიდან გადაუხვიონ. მათზე თავისუფლად შეიძლება დაყრდნობა, მათთან უცნაური უსაფრთხოების შეგრძნება აქვთ, თავს დაცულად გრძნობენ. მაგრამ თავად 7 აგურისთვის საკმაოდ ძნელია სხვისი ხედვის გათავისება, რაც გამაღიზიანებელია. სამაგიეროდ შეუძლიათ გენიალური იდეების გამოგონება.

მერკურის ასაკში (13 წლამდე) უწევთ საცხოვრებელი ადგილისა და შეხედულებების შეცვლა.

ვენერას ასაკში (13 – 26 წლამდე) სწავლობენ სხვათა ინტერესების გამო საკუთარის მსხვერპლად გაღებას.

მარსის პერიოდში (26 – 39 წლამდე) ძველ შეხედულებებთან და ახლობელ ადამიანებთან დაშორების ალბათობაა.

იუპიტერის ასაკში (39 – 52 წლამდე) უფრო დიდი დანაკარგებია მოსალოდნელი, რომელიც უდიდესი ბედნიერებით უნდა მიიღონ, რადგან მხოლოდ ასეა შესაძლებელი კარმული დამუშავება, წმენდა.

სატურნის ასაკში (52 – 65 წლამდე) საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში დიდი სიხარული ელით.

შემდეგ კი, ადამიანების მიმართ უდიდეს სიყვარულს განიცდიან და ეს სიყვარული ორმხრივია.

რჩევა – სძლიეთ შინაგან შიშებს და ნუ იქნებით უკიდურესად ჯიუტი.

წყარო: ნაინა ვლადიმიროვა

ავტორი: ქეთი


About Tamta

Scroll To Top