ლილიტის მნიშვნელობის განსხვავებული, ფსიქოლოგიური ხედვა ლილიტი – რა ფუნქცია აკისრია ადამიანის განვითარების მხრივ? როდესაც ჩვენს ცხოვრებაში „სინათლე“ შემოანათებს, ბნელ მხარეს და ქვეცნობიერს აშიშვლებს, ილუზიებს გვანახებს. თვალის გასწორების შემდეგ ხელახლა ვიბადებით, ახალ ცხოვრებას ვიწყებთ. – ეს შავი მთვარის გზაა. ასტროლოგიაში არასწორი მნიშვნელობით სიბნელეში დიდხანს მოუწია ყოფნა და ახლა დროა სინათლეზე გამოვიდეს და მისი მნიშვნელობა ბოლომდე გავაცნობიეროთ. მისი გააზრება რთულია, რამდენადაც რეალური პლანეტის სხეული არ გააჩნია, თუმცა, ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად, წარსულში პლანეტა იყო და Laura Walker-ი მარსსა და იუპიტერს შორის ათავსებს. მისი განადგურების ორი ვერსიაა – ბუნებრივი კოსმოსური კატასტროფა ან ხელოვნური ჩარევით გამოწვეული. Joseph Farrell-ის მოსაზრებაზე დაყრდნობით, ამ პლანეტის ფიზიკური განადგურებით, ის ... Read More »
Category Archives: ასტეროიდები და ფიქტიური პლანეტები
შავი მთვარე და სიყვარული
როგორ შეუძლია ჩრდილივით ბნელს ჭეშმარიტ სიყვარულზე რამე გვითხრას? შავ მთვარეს ეს ნამდვილად შეუძლია, რადგან ჩვენი გულის ყველაზე ძლიერ სურვილებს აშიშვლებს და მართავს. ჩვენ მიდრეკილება გვაქვს, თუ ვინმე გვთავაზობს მას, რასაც ჩვენი სული ეძებს, გვეჩვენება თითქოს „სულები გაერთიანდა“, შეგვიყვარდა. სიყვარული მარტოობისა და განცალკევების განცდას გვიმსუბუქრებს. მარტოობა კი ჩვენი ერთ-ერთი მთავარი შიშია. მაგალითად, ქალი, რომელსაც შავი მთვარე თხის რქაში აქვს, მისი მთავარი შიში უარყოფას და უღიარებლობას ეხება. როდესაც ვინმე მის ნიჭს, ძალისხმევას, უპირატესობებს, ინტერესებს აღიარებს და აქებს, ქალი გრძნობს რომ “შეყვარებულია”. ჩვენ დანაკლისის შევსებისკენ მიდრეკილები ვართ, მაგრამ გვიყვარდება ადამიანი, ვინც მთლიანობაში გვიღებს ისეთს, როგორიც ვართ. მთავარი პრობლემა კი ჩვენი წარმოდგენაა – წარმოდგენა ... Read More »
კარმული დაავადებები
ყოველ დაავადებას აქვს თავისი კონკრეტული მიზეზი. მიზეზი შეიძლება იყოს ბინაში არასწორად განლაგებული ავეჯი, რომელიმე საგნის, მოვლენის ან სიტუაციის მიმართ ჩვენი განწყობა, ადამიანებზე და სამყაროზე ჩვენი არასწორი შეხედულებები და ა.შ. ბევრი ადამიანი მედიკამენტურ მკურნალობას არჩევს, ბევრი ქირურგიული გზით ცდილობს გამოჯანმრთელებას, ძალიან ცოტა თუ ცდილობს გაერკვეს ადამიანის ავადობის მიზეზში. ყველა ადამიანს აქვს არჩევანის უფლება. რატომ გვტკივა ზურგი და არა თავი, რატომ მაწუხებს მხედველობა, სხვას კი გული? ამის მიზეზი, რომ გავიგოთ პირველ რიგში უნდა გავერკვეთ კარმულ რეცეპტებში და აღმოვფხვრათ ჩვენში ნეგატიური ესა თუ ის თვისებები. ქვემოთ თქვენი ლილიტის მდებარეობა და შესაბამისი დაავადებები ნახეთ Read More »
ლილიტი ასპექტები-კვადრატურა
ლილიტის კვადრატი(90) პლანეტებთან მზე ძლიერი მაცდუნებელი ასპექტი. აძლიერებს შემოქმედებით უნარებსა და ეგოცენტრიზმს. მოქმედებები ხშირად გამოწვეულია შინაგანი ძლიერი ენერგიით. მათი ენერგია შეიძლება უარყოფითად გამოვლინდეს ქედმაღლობაში, ამპარტავნებაში, ამბიციებში. მთვარე აძლიერებს მგრძნობელობას, მედიუმის თვისებებს. მათ ახასიათებთ ძლიერი, ტკივილამდე მისული მგრძნობელობა, რაც შეიძლება უარყოფითად განვითარდეს და გადაიზარდოს უარყოფით აზრებში, ფსიქიკურ არამდგრადობაში. შესაძლოა ჰქონდეთ გადაჭარბებული შიშები, ფობიები. გაურბიან სპორტის სახიფათო სახეობებს. Read More »
ლილიტი ასპექტები-ტრინი/სექსტილი
ლილიტი ასპექტები-ოპოზიცია
ლილიტის ოპოზიცია(180) პლანეტებთან მზე აძლიერებს შემოქმედებით უნარებს. საკუთარ თავს ხედავენ მასისგან განსხვავებულად. ცნობადობა, პოპულარობა უარყოფითად ან დადებითად. მათი ძირითადი უარყოფითი თვისებაა უარყოფითი, ნეგატიური ინფორმაციებისკენ სწრაფვა, მიზიდვა, ფიქრი. მოქმედებები ძირითადად ძლიერი ენერგიითაა წარმართული. დადებითის მხრივ- კავშირი აქვთ ნათელ მხარესთან, სიყვარულის გამოვლინებასთან. ძალიან დამოკიდებული ხდება საზოგადოებრივ აზრზე (ან პირიქით), საკუთარ თავში დაურწმუნებლობა, შესაძლოა პიროვნების გაორებაც.შესაძლოა ჰქონდეს სურვილი-სხვებისგან არ განსხვავდებოდეს.ძლიერი ენერგია და სურვილები. მტკივნეულად განიცდის საზოგადოებრივ აზრს მთვარე აძლიერებს მგრძნობელობას, მოგზაურობებისკენ, გადაადგილებებისკენ სწრაფვას (ან გარე ფაქტორების გამო უწევთ გადაადგილება). მგრძნობელობა და სენსორიკა ძლიერ განვითარებული, მტკივნეული განცდები. სხვადასხვა შიში, ფობია, კომპლექსი. დადებითი კუთხით- ადვილად გამოსდით სულიერი კავშირების დამყარება.ყველაფერი, რაც სიმშვიდეს, კომფორტს დაარღვევს, უარს ... Read More »
ლილიტის შეერთება
ლილიტის ასპექტები პლანეტებთან (ზოგადი)
ლილიტი ცალკე აღებული უფრო ნაკლებ ძალას ფლობს. ის ძლიერია სხვა პლანეტებთან ასპექტების შემთხვევაში, როდესაც ერთდება ლილიტისა და მეორე პლანეტის ენერგიები. ლილიტი ააქტიურებს პლანეტების უარყოფით მხარეებს, გამოვლინებებს და მათ სფეროებში ადვილად აღწევს. მზე მზის სისტემაში მხოლოდ მზე გამოსცემს სინათლეს, ნათელს. ის წარმოადგენს ცნობიერ ნაწილს.მზის გავლენა სხვა პლანეტების გავლენისგან განსხვავდება.ლილიტთან ასპექტის შემთხვევაში, მზის უარყოფითი მახასიათებლები ვლინდება – ადამიანს ეძლევა ძლიერი პიროვნული შესაძლებლობები, განვითარება, თუმცა ეგოცენტრული. ადამიანი კარგავს უმაღლეს საწყისთან (ამ შემთხვევაში მაღალ მიზნებს, სულიერ განვითარებას) კავშირს. იმატებს დამოუკიდებლობის ძლიერი სურვილი, ეგოცენტრიზმი, აღიარებს მხოლოდ საკუთარ წესებს, თამაშობს მხოლოდ საკუთარი თამაშით.ამით შესაძლოა ის შევადაროთ „დაცემულ ანგელოზს“ . Read More »
ლილიტის ასპექტები ნიშნების მიხედვით
სხვა პლანეტებთან ლილიტს შეიძლება ჰქონდეს დადებითი და უარყოფითი ასპექტები. დადებით ასპექტად ითვლება ტრინი (120°), სექსტილი (60°),ზოგჯერ შეერთება (0°). უარყოფით ასპექტებად ითვლება კვადრატურა/კვადრატი (90°) და ოპოზიცია (180°). პ.ს. შეერთების დროს გააჩნია რომელი პლანეტების შეერთებაა,შესაბამისად მსჯელობენ შეერთების დადებით და უარყოფით ასპექტად მიჩნევაზე. უფრო მეტი ინფორმაციისთვის იხ. ასპექტი შეერთება (მოცემული სტატია სინასტრიას ეხება, თუმცა ასპექტის ჰარმონიულობა-დისჰარმონიულობის პრინციპი ერთნაირად განისაზღვრება) თქვენს რუკაში ნახეთ რომელ ნიშანში მდებარეობს ლილიტი, დაუკვირდით ასპექტებს- ჰარმონიული/დადებითია თუ დაძაბული/უარყოფითი.მისი ასპექტების ნახვის შემდეგ კი მოძებნეთ შესაბამისი ნიშნის დახასიათება. მაგალითად: თუ ლილიტი მდებარეობს კუროში და აქვს დადებითი ასპექტები, ნახეთ “კურო: ფასეულის,ღირებულის ფლობის ილუზია”, ანუ თქვენ გექმნებათ ფასეულობების, ღირებულებების ფლობის ილუზია, რომლებიც შეიძლება ... Read More »
ლილიტი ნიშნებსა და სახლებში (მოკლე მიმოხილვა)
ლილიტი ოდითგან წყვდიადის დედოფლად აღიქმებოდა ადამიანთა შემეცნებაში იმ ეპოქიდან,როდესაც საზოგადოებრივი იდეოლოგია ქალს მეორე პლანზე ანაცვლებდა. ასტროლოგიაში არსებობს მოსაზრება,რომ ლილიტის დომიცილი(სახლი,სამკვიდრო) მორიელის ნიშანია,ხოლო მისი ეგზალტაცია/კულმინაცია მერწყულის ნიშანში ხდება. რადგან მორიელი(ურანის ეგზალტაცია) და მერწყული(ურანის სამკვიდრო) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის სიმბოლურ ნიშნებს წარმოადგნენ. ლილიტი იყო ადამის პირველი ცოლი. გაკერპებულმა ქალმა კაცთან თანასწორობა განიზრახა და არ დაემორჩილა ადამს,არ აღიარა საკუთარი მეორეხარიხოვნება. ჰოროსკოპის ის წერტილი,სადაც იმყოფება ლილიტი,არის ადგილი,სადაც აუცილებელია ქალის როლის გაზრდა. ლილიტი ხომ მთვარის ორბიტის ის აპოგეაა(წერტილი),სადაც ფემინური საწყისი განერიდება მთვარის ყოველდღიურ საზრუნავსა და ვალდებულებებს. Read More »