მთელი თვის განმავლობაში მთვარე თორმეტივე ზოდიაქოს ნიშანს თანმიმდევრობით შემოივლის. ტრანზიტული მთვარე თევზებში ნიშნავს, რომ ამჟამად მთვარე თევზების ნიშანს გადის. დადებითი კუთხით: ემოციურობა, თანაგრძნობა, ერთიანობის განცდა, ინტუიცია უარყოფითი კუთხით: გავლენის ქვეშ ადვილად მოქცევა, მიმნდობობა, საკუთარი თავის შეცოდება, მოდუნება. გაანალიზეთ წინა პერიოდი, შეაჯამეთ. გაურკვეველ სიტუაციებს აჯობებს თავი აარიდოთ, ამ დღეს მოსალოდნელია სიღრმისეული შეცდომების დაშვება. მეტად მგრძნობიარეები ვხდებით, ამიტომ წყენის ალბათობაც დიდია. ეცადეთ ერთმანეთის გაგებაზე ორიენტირდეთ. ინტუიციასა და შინაგან ხმას დაეყრდენით. ენდეთ, მაგრამ შეამოწმეთ. შემოქმედებითი დღეა. მუსიკას მოუსმინეთ, განიტვირთეთ. თქვენი ჰობი და ინტერესები გაიხსენეთ. ხატვა გიყვართ? დახატეთ. ცეკვა? – იცეკვეთ. ყველანაირი ხელოვნების, პარაფსიქოლოგიური ცდებისთვის, მკითხაობისა და ექსტარასენსორული უნარების გავარჯიშებისთვის წარმატებული პერიოდია. ყველა იმ ... Read More »
Category Archives: ტრ. მთვარე ნიშნებში
ტრანზიტული მთვარე მერწყულში
მთელი თვის განმავლობაში მთვარე თორმეტივე ზოდიაქოს ნიშანს თანმიმდევრობით შემოივლის. ტრანზიტული მთვარე მერწყულში ნიშნავს, რომ ამჟამად მთვარე მერწყულის ნიშანს გადის. დადებითი კუთხით: საზრიანობა, მეგობრულობა, ორიგინალურობა, ყველაფერი სიახლისადმი მისწრაფება, ნოვატორობა, სულიერი და ფიზიკური თავისუფლების წყურვილი, ინტუიციის ზრდა, იუმორი. უარყოფითი კუთხით: ილუზორული იდეები, არაადექვატურობა, ანარქიზმისკენ მიდრეკილება. ამ დღისთვის დამახასიათებელია როგორც სასიამოვნო, ასევე უსიამოვნო მოულოდნელობები. თავის ორიგინალურად გამოხატვის ტენდენციაა. მოქმედებების წინასწარ გათვლა რთულდება. იყავით ორიგინალურები, მეგობრულები, სიახლეების მიმართ გახსნილი. თამამად გამოხატეთ აზრები და იდეები. ხელსაყრელი პერიოდია თვითგანვითარების (განთლების), კვალიფიკაციის ამაღლების, სამეცნიერო, შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის. მთვარე მერწყულში ხელს უწყობს ნოვატორული იდეების, ახალი ტექნიკისა და ტექნოლოგიების დანერგვას. ეს პერიოდი კარგია „მწვანეების” მოძრაობისთვის, ეკოლოგიასა და გარემოს ... Read More »
ტრანზიტული მთვარე თხის რქაში
მთელი თვის განმავლობაში მთვარე თორმეტივე ზოდიაქოს ნიშანს თანმიმდევრობით შემოივლის. ტრანზიტული მთვარე თხის რქაში ნიშნავს, რომ ამჟამად მთვარე თხის რქის ნიშანს გადის. დადებითი კუთხით: მიზანდასახულობა, ორგანიზებულობა, საკუთარი თავის კონტროლის უნარი, სერიოზულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა. უარყოფითი კუთხით: სევდიანობა, მელანქოლია, ემოციური თავშეკავება, პესიმიზმი, გადამეტებული სიმკაცრე. კარგია საპასუხისმგებლო სამეცნიერო -კვლევითი სამუშაოების დასაწყებად, მიწის და უძრავი ქონების ყიდვა -გაყიდვა, იჯარა და ახალი მშენებლობების წამოწყება. კარგი პერიოდია პროექტების დასაწყებად – წარმატებით დაგვირგვინდება გრძელვადიანი პროექტები. მთვარის თხის რქაში ყოფნის პერიოდში ადამიანები უფრო ფრთხილები, მომთმენები, თავშეკავებულები, პრაქტიკულზე ორიენტირებულები, მუშაობისკენ მიდრეკილნი ხდებიან. რაციონალიზმი და პასუხისმგებლობის გრძნობა ბევრ რამეს გადაწონის. შესაძლოა ემოციურმა გამოხატვამ იკლოს. ძირეული, სერიოზული და ხანგრძლივი პროექტები დაიწყეთ. ნუ ... Read More »
ტრანზიტული მთვარე მშვილდოსანში
მთელი თვის განმავლობაში მთვარე თორმეტივე ზოდიაქოს ნიშანს თანმიმდევრობით შემოივლის. ტრანზიტული მთვარე მშვილდოსანში ნიშნავს, რომ ამჟამად მთვარე მშვილდოსნის ნიშანს გადის. დადებითი კუთხით: სამართლიანობა, ოპტიმიზმი, პირდაპირობა, სიმართლის ძიება, ინტერესების, ჰორიზონტის, ცნობიერების გაფართოებისკენ მისწრაფება უარყოფითი კუთხით: უხეშობა, ავტორიტარულობა, ბაქიაობა, გაზვიადება. შორეულ ადგილებში გამგზავრების სურვილი ძლიერდება. ახალი ინტერესები ჩნდება, განსაკუთრებით რაც სულიერებას და იდეოლოგიას ეხება. ერთ ადგილზე გაჩერება გვიჭირს. სადმე წასვლის, სეირნობის, მოგზაურობის, გართობის სურვილი ძლიერია. ამ დღეს პლანეტა იუპიტერი – წარმატებისა და დიდი ბედნიერების პლანეტა მართავს. იყავით აქტიური, მიზანსწრაფული. დადებითი განწყობა შეინარჩუნეთ. იზრუნეთ თვითგანვითარებაზე. ჩამოყალიბდით თქვენს იდეოლოგიაში, რწმენაში, ფილოსოფიურ ხედვაში. სპორტით დაკავდით. თავს ნუ შეიზღუდავთ. კარგი დღეა სამეცნიერო, შემოქმედებითი და ინტელექტუალური მუშაობისთვის, იურიდიული პრობლემების ... Read More »
ტრანზიტული მთვარე მორიელში
მთელი თვის განმავლობაში მთვარე თორმეტივე ზოდიაქოს ნიშანს თანმიმდევრობით შემოივლის. ტრანზიტული მთვარე მორიელში ნიშნავს, რომ ამჟამად მთვარე მორიელის ნიშანს გადის. დადებითი კუთხით: ინტუიცია, სიმამაცე, კრიტიკულ სიტუაციებში სწრაფი მოქმედების უნარი, გაძლიერებული ენერგეტიკული პოტენციალი და ენერგია; მაგნეტიზმი და სექსუალური მიზიდულობა. უარყოფითი კუთხით: აგრესიულობა, კონფლიქტურობა, ეჭვიანობა, მთვარის ამ მდებარეობას ასტროლოგები „ცოფიან მთვარეს“ უწოდებენ, ის ადამიანებს უკიდურესობებისკენ უბიძგებს, სამყაროს აღქმა ხდება შავ-თეთრ ფერებში, არის გაძლიერებული ემოციურობის ტენდენცია, დაუკმაყოფილებლობის განცდით შეზავებული, ამავე დროს ძლიერდება ინტუიცია და გამოძიების, გამოკვლევის სურვილი – იოლია საიდუმლოებების ამოხსნა და დაკარგული ნივთების პოვნა, კარგი დროა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებისთვის. ხელსაყრელი პერიოდია უჩვეულო (ექსტრასენსორული) უნარების გამოყენება-გავარჯიშებისთვის, შემოქმედებითი, ინტელექტუალური საქმიანობის დაწყებისთვის, რაც ენთუზიაზმს და დიდ ... Read More »
ტრანზიტული მთვარე სასწორში
მთელი თვის განმავლობაში მთვარე თორმეტივე ზოდიაქოს ნიშანს თანმიმდევრობით შემოივლის. ტრანზიტული მთვარე სასწორში ნიშნავს, რომ ამჟამად მთვარე სასწორის ნიშანს გადის. დადებითი კუთხით: დიპლომატიურობა, ჰარმონიისა და სამართლიანობისკენ მიდრეკილება, სამყაროს სიყვარულის, სილამაზის აღქმის მატება. მოწონების სურვილი უარყოფითი კუთხით: მერყეობა, პასიურობა, უინიციატივობა, გადაუწყვეტელობა, კამათისგან გაქცევისკენ მიდრეკილება. მეტი ყურადღება ექცევა ელეგანტურობას, პროპორციებს, გარეგნულ სილამაზეს, სოციალური ნორმების დაცვას. არასასიამოვნო განცდას იწვევს უხეშობის, დისჰარმონიის ყველანაირი გამოვლინება. ამ პერიოდში ადამიანები განწყობილი არიან ცხოვრებით ტკბობისკენ, განსაკუთრებით სასიამოვნოა გასტრონომიული სურვილების დაკმაყოფილება. გამძაფრებულია სილამაზის აღქმა. ხელსაყრელი პერიოდია საზოგადოებრივი ურთიერთობებისთვის, ხელოვნებასთან დაკავშირებული ყველანაირი საქმიანობისთვის, სასულიერო პირებთან ურთიერთობებისთვის და ახალი ნაცნობობისთვის. წარმატებული იქნება ისეთი საქმის წამოწყება, რაც სწრაფად უნდა დასრულდეს. სამართლიანობა და პრინციპები ... Read More »
ტრანზიტული მთვარე ქალწულში
მთელი თვის განმავლობაში მთვარე თორმეტივე ზოდიაქოს ნიშანს თანმიმდევრობით შემოივლის. ტრანზიტული მთვარე ქალწულში ნიშნავს, რომ ამჟამად მთვარე ქალწულის ნიშანს გადის. დადებითი კუთხით: დეტალებზე ყურადღების გამახვილება, ორგანიზებულობა, სიზუსტე, აკურატულობა, წესრიგი, ლოგიკურობა, ინტელექტუალური დონის ზრდა. უარყოფითი კუთხით: გაკრიტიკების სურვილი, პრეტენზიულობა, ეჭვიანობა, გადამეტებული სიფრთხილის გამოჩენა. ყურადღება გამძაფრებულია დეტალებისა და წვრილმანების მიმართ. ეს პერიოდი გვეხმარება უკეთ დავინახოთ არასრულყოფილება შესრულებულ სამუშაოში, აღძრავს სხვების გაკრიტიკების სურვილებს. მეტი პრეტენზიები ჩნდება მომსახურეობის ხარისხის მიმართ, შესაძლოა ამან გამოიწვიოს დაძაბული სიტუაციები საყოფაცხოვრებო ტექნიკის სახელოსნოებში, რესტორნებში და მომსახურების სფეროს სხვადასხვა ორგანიზაციებში. კარგი პერიოდია საქმიანი აქტივობისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური შრომისთვის, სწავლისთვის (მაგრამ არა გამოცდის ჩაბარებისთვის – გამომცდელი გამოდევნება წვრილმანებს!) სწვალებისთვის, ლექციების წაკითხვისთვის, კონფერენციებისა ... Read More »
ტრანზიტული მთვარე ლომში
მთელი თვის განმავლობაში მთვარე თორმეტივე ზოდიაქოს ნიშანს თანმიმდევრობით შემოივლის. ტრანზიტული მთვარე ლომში ნიშნავს, რომ ამჟამად მთვარე ლომის ნიშანს გადის. დადებითი კუთხით: გულუხვობა, სიკეთე, სიმამაცე, თვითშეფასების; ფიზიკური, შემოქმედებითი და სექსუალური ენერგიის ზრდა. ყურადღების ცენტრში ყოფნის სურვილი უარყოფითი კუთხით: პატივმოყვარეობა, სიამაყე, ძალაუფლებისკენ მიდრეკილება, სიზარმაცე ამ პერიოდში მატულობს სიცოცხლისუნარიანობა და სექსუალური პოტენციალი. ხელსაყრელი პერიოდია საკუთარი თავის სრულყოფისთვის, ხელოვნებისთვის. მთვარის ტრანზიტი ლომში ხელს უწყობს ამბიციური სურვილების რეალიზაციას, თუმცა იქმნება ილუზია რომ საკმარისი ძალა გაქვთ ამ ყველაფრის მოგვარებისთვის, ამ პერიოდში ადამიანები ადვილად ექცევიან მლიქვნელების ზეგავლენის ქვეშ. უყურადღებობას იჩენენ ხელშეკრულებების ხელმოწერის დროს. ხელსაყრელი პერიოდია საჭირო კონტაქტების დამყარებისთვის, კარგი დროა გავლენიან ადამიანებთან ურთიერთობისთვის (მათი პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად) ძველი ... Read More »
ტრანზიტული მთვარე კირჩხიბში
მთელი თვის განმავლობაში მთვარე თორმეტივე ზოდიაქოს ნიშანს თანმიმდევრობით შემოივლის. ტრანზიტული მთვარე კირჩხიბში ნიშნავს, რომ ამჟამად მთვარე კირჩხიბის ნიშანს გადის. დადებითი კუთხით: ინტუიცია, ემოციურობა, ზრუნვა, წარმოსახვა, სხვების გაგების უნარი, მგრძნობელობა. უარყოფითი კუთხით: წყენიაობა, ბუტიაობა, განწყობის ხშირი ცვლა, გაღიზიანება, ჩაკეტილობა. მთვარის კირჩხიბის ნიშანში გადასვლის დროს ძლიერდება დედობრივი ინსტიქტები, მფარველობისა და მზრუნველობისადმი მიდრეკილებები, ოჯახური კერის მოწყობის, მოვლისა და მყუდროების სურვილი. ადამიანები ხდებიან უფრო მიხვედრილი და საღად მოაზროვნე, ამავე დროს – სენტიმენტალურები. აქ მთვარე საკუთარ ნიშანში იმყოფება. უფრო მეტად გააქტიურებულია ქვეცნობიერი პროგრამები. ადამიანები ქვეყნის, სახლისა და ტრადიციების დამცველები ხდებიან. საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნავენ. მიენდეთ ინტუიციას, შინაგან ხმას. იზრუნეთ ოჯახსა და ახლობლებზე. ეს დღე ოჯახური სიმყუდროვის ... Read More »
ტრანზიტული მთვარე ტყუპებში
მთელი თვის განმავლობაში მთვარე თორმეტივე ზოდიაქოს ნიშანს თანმიმდევრობით შემოივლის. ტრანზიტული მთვარე ტყუპებში ნიშნავს, რომ ამჟამად მთვარე ტყუპების ნიშანს გადის. დადებითი კუთხით: კომუნიკაბელურობა, ცნობისმოყვარეობა, სწრაფი აზროვნება და რეაქციები, დინამიური ცხოვრების რიტმი, ინფორმაციის მოძიების სურვილი. უარყოფითი კუთხით: ზედაპირულობა, გაფანტულობა, ჭორაობა, ენერგიისა და დროის ფუჭად ხარჯვა. მთვარის ტყუპებში ყოფნის პერიოდში ცხოვრების რიტმი, სიახლეების გაზიარება მატულობს, ერთდროულად რამდენიმე საქმე ჩნდება. გაზიარებისა და ვინმესთან საუბრის სურვილი მატულობს. მეტი მნიშვნელობა ენიჭება სიტყვებს, აზრებს, გადაცემას, კონტაქტებს. იუმორი რთული სიტუაციების დაძლევაში დაგეხმარებათ. კარგი პერიოდია სწავლისთვის, გამოცდების ჩაბარების, სამეცნიერო საქმიანობის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური შრომისთვის. ინფორმაციის მოძიებისა და შეგროვებისთვის, საქმიანი და ახლობლებთან მიმოწერისთვის, პედაგოგიური საქმიანობისთვის. კომერციისა და კოოპერატიული საქმიანობისთვის, ნებისმიერი ... Read More »