სტატიაში მოკლედ გაგაცნობთ პროგნოზირების ერთ-ერთ პრაქტიკულ მეთოდს, რომელზეც ასტროლოგიით დაინტერესებულ ჯგუფთან ვისაუბრე. მისი გამოყენება უკეთესია ნელამოძრავი პლანეტების (იუპიტერი, სატურნი, ურანი, ნეპტუნი, პლუტონი) შემთხვევაში. მეთოდის გასაგებად გვინდა: პლანეტების, სახლებისა და ასპექტების ზოგადი ცოდნა. Read More »
Category Archives: პროგნოზირება
2014 წლის ქორწინებისთვის სასურველი პერიოდები
როგორც 2013 წლის ქორწინებისთვის ხელსაყრელი პერიოდების სტატიაში ვწერდით, ქორწინების თარიღის შერჩევა მთვარის ნიშნებისა და დღეების, ასევე კვირის დღეების შესაბამისად ხდება. უფრო ზუსტი თარიღის შერჩევისთვის კი ინდივიდუალური რუკების დახმარებით სასურველი პერიოდები უნდა ინახოს. Read More »
მთვარის კვანძების მნიშვნელობა პროგნოზირების დროს
უნდა ჩავთვალოთ თუ არა მთვარის კვანძების ანალიზი ტრანზიტული (პროგნოზირების) რუკის შედგენის დროს? და თუ უნდა ჩავთვალოთ რაზე მიანიშნებს? მთვარის კვანძების თემა საინტერესოა, იმ კუთხით, რომ ჩვენი დაბადების საიდუმლოს ძიებას ხშირად სწორედ ამ წერტილებთან მივყავართ. მათი დახმარებით ვიგებთ ჩვენს ცხოვრებისეულ ამოცანაზე, კარმულ პროგრამაზე, დამუშავებაზე და ა.შ. ამ კუთხით, ნებისმიერი პლანეტა, რომელიც ტრანზიტის დროს უკავშირდება მთვარის კვანძებს – მნიშვნელოვანი მოვლენების ალბათობას ზრდის. Read More »
ნოემბრის პროგნოზი
ზოგადად ნოემბრის თვე არასტაბილურობით ხასიათდება როგორც პირად, ასევე სოციალურ დონეზე. 22 ნოემბრამდე მზე მორიელის ნიშანს სტუმრობს, რაც აძლიერებს ცვლილებების, ექსტრემალური სიტუაციების, კონფლიქტურობის ალბათობას. საპირისპირო სქესის მიმართ ინტერესი მატულობს. კარგი პერიოდია კოლექტიური ურთიერთობებისთვის, საერთო საქმეების მოგვარებისთვის, სიღრმისეული კვლევისთვის, ანალიზისთვის, საკუთარ თავზე მუშაობისთვის და ა.შ. მეტად გააქტიურდება ისეთი საკითხები, როგორიცაა: პირად ურთიერთობებში მნიშვნელოვანი ცვლილებების სურვილი (ან უფრო სიღრმისეულ ურთიერთობაზე გადასვლის ან მძაფრი განცდების გამო ურთიერთობის დასრულების), ძალაუფლების, პატივმოყვარეობის, სხვების მართვის (მანიპულირების), ლიდერობის საკითხები, ფინანსური საკითხები (სხვების რესურსები, მემკვიდრეობა, ბანკებთან და სადაზღვევო სისტემასთან ურთიერთობა), ეზოთერული და ოკულტური საკითხები. 22 ნოემბრიდან მზე მშვილდოსანში გადავა, რაც მგზავრობების, თავგადასავლების რიცხვს გაზრდის. იმატებს უცხო კულტურების გაცნობის სურვილი, ... Read More »
2013 წლის ოქტომბრის პროგნოზი
23 სექტემბერს (00:45 სთ-დან) მზე სასწორის გადაინაცვლებს და „სასწორების პერიოდი“ დგება, რომელიც 23 ოქტომბრის 10:10 სთ-მდე გასტანს. სანამ მზე სასწორშია – ზოგადი ფონი მშვიდი იქნება, ღია კონფლიქტებსა და ომს ნაკლებად უნდა ველოდოთ. კომპრომისებისა და შეთანხმებების დროა. კანონთან, წესრიგთან, ნებისმიერი სახის პარტნიორობასთან (რომანტიული, საქმიანი…) დაკავშირებული საკითხები წინა პლანზე წამოიწევს. კარგი პერიოდია კონფლიქტებისა და უთანხმოებების მოსაგვარებლად. ეთიკის, სამართლიანობისა და კანონის დაცვის მოთხოვნილება მატულობს. ამ პერიოდში ენერგია და რესურსები მიმართულია ჰარმონიისა და კომფორტის შესაქმნელად, ბალანსის დასაცავად. ამიტომ: იყავით დიპლომატიური სიტუაციების აგრესიულად გადაწყვეტის ნაცვლად კომპრომისი ეძიეთ კანონებსა და სამართლიანობას მეტი ყურადღება დაუთმეთ გამოიყენეთ დრო სასიყვარულო, მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებისთვის, შეხვედრებისთვის. დრო დაუთმეთ ურთიერთშეთანხმებებს, თანამშრომლობას, ხელოვნებასთან ... Read More »
მზე ქალწულში და მისი გავლენა ზოდიაქოს 12 ნიშანზე (23.08.2013 – 23.09.2013)
23 აგვისტოს ღამის დაახლოებით 3 სთ-დან მზე ქალწულში გადადის, ანუ „ქალწულების პერიოდი“ იწყება და 23 სექტემბრამდე გასტანს. რას შეიძლება ველოდოთ? როგორ ხასიათდება ეს დრო? ყოველ წელს, ამ პერიოდში საშუალება გვეძლევა მიზნების მისაღწევად ვიშრომოთ, შემოქმედებითი შესაძლებლობები გამოვავლინოთ – თუ „ლომის პერიოდი“ წარმოადგენდა შემოქმედებით აქტიურობას, ჰობის წინ წამოწევას, სცენაზე, საზოგადოების წინაშე გამოსვლას, ახლა უშუალოდ შესრულების პერიოდი დადგა. ოცნებებისა და დაგეგმვის დრო დასრულდა, ახლა ჩვენი შემოქმედებითი მისწრაფებები პრაქტიკაში უნდა განვახორციელოთ, მიზნებისთვის ვიშრომოთ. იზრდება ან სულიერი მოთხოვნილებები ან მატერიალური ღირებულებებისადმი მიდრეკილება; ასევე – ანგარიშიანობა, ყაირათიანობა, დეტალებსა და წესრიგზე ორიენტირება, კრიტიკულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა, შრომისუნარიანობა. გამოიყენეთ ეს დრო: ინტელექტუალური საუბრებისთვის, შემეცნებისთვის კონკრეტული საკითხების მოგვარებისთვის საქმეების/დოკუმენტების მოსაწესრიგებლად, ... Read More »
აგვისტოს თვის მოვლენები
აგვისტოს თვეში მოსალოდნელია იდეოლოგიური, რელიგიურ-ფილოსოფიური შეხედულებების რღვევა, აღნიშნულ საკითხებზე კამათი, ავტორიტეტების (ლიდერების, დიქტატორების, გადამეტებული ძალაუფლების მქონე ადამიანების) შერყევა-შეცვლა, ზედმეტი პასუხისმგებლობის აღება, საერთო ფინანსების კუთხით პრობლემები, არასტაბილური ფინანსური მდგომარეობა. შესაძლოა ბევრი ჩვენგანი დაფიქრდეს რისი სწამს. ესაა გადაფასებების პერიოდი. პოლიტიკური და სხვა ტიპის აქციებისთვის არცთუ კარგი დროა. იდეოლოგიის, ავტორიტეტის შენარჩუნება შესაძლებელი იქნება ორგანიზებულობითა და პასუხისმგებლობით, გარკვეული საზღვრების დაწესებით. თუმცა რამდენად გვიღირს – საკითხავი ესაა. ამ პერიოდში მოერიდეთ საკუთარ თავზე ზედმეტი პასუხისმგებლობის აღებას, ძალაუფლების მხრივ გადაჭარბებას – სულერთია ეს ოჯახში მოხდება, სამსახურში თუ პირად ცხოვრებაში. ასევე – ფინანსური საკითხების მოგვარებას, შეთანხმებებს; შორ მანძილზე (საზღვარგარეთ) გამგზავრებას; რელიგიურ საკითხებზე უთანხოებებში მონაწილეობას. ფიზიკური ან ფსიქოლოგიური (უფრო ... Read More »
ტრანზიტული ლილიტის ასპექტები პლანეტებთან
ტრანზიტული ლილიტის ასპექტები პირადი რუკის პლანეტებთან – ლილიტის ახლანდელი მდებარეობის მიერ შექმნილი ასპექტები თქვენი რუკის პლანეტებთან. თუ ინდივიდი სულიერი განვითარების დონით მაღალ საფეხურზეა – ლილიტის ასპექტები გავლენას ან არ ახდენს ან ძალიან მცირე გავლენით მოქმედებს. პირიქით, ეს ასპექტები შესაძლოა რთული სიტუაციების დაძლევაში, უარყოფითი მახასიათებლების დამუშავებაში დაეხმაროს. კარგი პერიოდებია მავნე ჩვევებისა და ცდუნებების გასაანალიზებლად. უარყოფითი კუთხით მოსალოდნელია – გაუბედაობა, პასიურობა, ილუზიები, „ბოროტი ენები“, ნეგატიური აზრები. ტრანზიტული ლილიტის ასპექტი მზესთან – ამ პერიოდში ადამიანს ქვეცნობიერ დონეზე დაურწმუნებლობა ახასიათებს, რაც შეიძლება სიძლიერის დემონსტრირებაში გადაიზარდოს. ფარული საკითხებისადმი შიშს აძლიერებს. საკუთარ პიროვნებაზე და პიროვნულ მახასიათებლებზე არასწორი წარმოდგენების შექმნის ალბათობა იზრდება. უარყოფითი კუთხით სულიერ მხარეს ნაკლები ... Read More »
ლილიტი კირჩხიბში (9 ივნისი, 2013 წ. – 4 მარტი, 2014 წ.)
2013 წლის 9 ივნისს ლილიტი კირჩხიბში გადაინაცვლებს და 2014 წლის 4 მარტის საღამოს 21 სთ-მდე დარჩება. წინა პლანზე გადმოდის და ყურადღებას იქცევს: ფსიქოლოგიურ-ემოციური სტრუქტურა, სამშობლო, პატრიოტიზმი, ტრადიციები, ისტორიისთვის ყურადღების მიქცევა, მისი დამახინჯება. მოღალატეობა, გამცემლობა, ინფანტილურობა, ჭირვეულობა, წყენიაობა, სკანდალურობა, განწყობას აყოლა, პირადი უსაფრთხოება. ოკულტური მეცნიერებები; ოჯახური პრობლემები, მშობლიურ ოჯახს „მიწებება“ ან დაშორება, მშობლებსა და შვილებს (თაობებს) შორის დაპირისპირება. მსჯელობა მოიმატებს: ჩვენს პატრიოტულ გრძნობებზე, ისტორიაზე, სამშობლოზე. შესაძლოა გამოვლინდეს ცრუ პატრიოტიზმი, გამიზნულად ან გაუაზრებლად ისტორიული ძეგლების, არქივის, ფაქტების დამახინჯება. პირად დონეზე ორი უკიდურესობა ხდება: ლილიტი კირჩხიბში დედობის, მზრუნველობის, ემოციური დაცვის, ქალურობის „შავ მხარეს“ ააქტიურებს, ანუ გადამეტებული ზრუნვა, შებოჭვა, კაპრიზულობა, პასიურობა, შიშები, განსაკუთრებით უარყოფის ... Read More »
სატურნის ტრანზიტი მორიელში – ტრანსფორმაცია (05.10.2012 – 23.12.2014)
05.10.2012-23.12.2014 15.06.2015-18.09.2015 2012 წლის ოქტომბრის დასაწყისში სატურნი სასწორის ნიშნიდან მორიელში გადადის და 2014 წლის ბოლომდე დარჩება. სატურნის ტრანზიტზე მსჯელობა სხვადასხვა მეთოდით შეიძლება, რაც განსხვავებული ხედვისა და ახსნის საშუალებას გვაძლევს. სანამ სატურნი სასწორის ნიშანს გადიოდა, ძირითადი აქცენტი კეთდებოდა ურთიერთობების ხარისხზე. 2009 წლიდან ალბათ ბევრი თქვენგანის ცხოვრებაში უფრო მნიშვნელოვანი იყო პირადი, საქმიანი, სასამართლო ურთიერთობების შეფასება–გადაფასება. სატურნი სწორედ ამ სფეროებში „ფერად სათვალეს მოგხსნიდათ“ და რეალობას დაგანახებდათ. 2009 წლიდან 2012 წლის ოქტომბრამდე მოგიწევდათ მიღწევების, მოლაპარალებების და ურთიერთობების (როგორც სასიყვარულო, ასევე ღია მტრებთან ურთიერთობაც) შეჯამება. როგორ გავიარეთ – შეზღუდვებით, ტკივილით, ჩაკეტილობით თუ ახალი ხედვის, პრინციპების, სისტემის ჩამოყალიბებით, ასევე რა ვისწავლეთ – მთლიანად ჩვენს ქმედებებზე იქნებოდა ... Read More »