ფლობის, მატერიალური რესურსების სახლი მატერიალური ინტერესები, ფინანსური საქმეები, ფინანსური პერსპექტივები, მოგება ლატარეაში ან სხვა თამაშებში, მატერიალური ღირებულებების დაკარგვა. ბუნებრივი კატაკლიზმების შედეგები. ინდივიდის სულიერი მიღწევები, სულიერი კაპიტალი. მე–2 სახლი დაკავშირებულია იმ მატერიალურ და სულიერ რესურსებთან, რომელიც ადამიანს ცხოვრებისთვის სჭირდება. ნებისმიერი სახლის ფლობა დაკავშირებულია მე–2 სახლთან. ჩვენ ვფლობთ მატერიალურ ნივთებს, უძრავ ქონებას, შესაძლებლობებს და ა.შ. ის ასევე მოიცავს, ჩვენს უზრუნველყოფილ მდგომარეობას. მეორე სახლთან დაკავშირებულია ღირებულებები, მატერიალური მიღწევები, რას ვფლობთ, რა გაგვაჩნია, რა ხერხით შევძლებთ გამომუშავებას, დაგროვებას, პიროვნული თავისუფლება ფინანსური კეთილდღეობიდან გამომდინარე, მატერიალური სტატუსი. მე–2 სახლი მიანიშნებს იმ მატერიალურ რესურსებზე, რომელსაც ვიღებთ მშობლებისგან ან საკუთარი მიღწევებით. პირველი მესამედი – საკუთრება, მიღებული მემკვიდრეობა, შემოსავლის ... Read More »
Category Archives: სახლები
ასცენდენტი – პირველი სახლი
Asc.–ამომავალი ასცენდენტი (ASC) არის ერთ-ერთი „მიზეზი“ იმისა, თუ რატომ განსხვავდებიან ერთიდაიგივე ნიშნის წარმომადგენლები, რატომ არის ერთი აქტიური, იმპულსური, მეორე წყნარი და მორიდებული. ასცენდენტის ნიშნის დადგენა პირადი რუკის შედგენითაა შესაძლებელი. ასცენდენტს მეორენაირად ამომავალ ნიშანს უწოდებენ. ასცენდენტი არის ამომავალი გრადუსი, ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც დაბადების დროს აღმოსავლეთ მხარეს, ჰორიზონტზე იმყოფებოდა, ანუ ესაა ეკლიპტიკის ის წერტილი, რომელიც აღმოსავლეთ ჰორიზონტს უერთდებოდა. ასევე ასცენდენტი ითვლება პირველი სახლის კუსპიდად. ასცენდენტი რუკის „წაკითხვის“ დროს ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია. მის გასაგებად საჭიროა დაბადების ზუსტი საათის ცნობა (4 წუთიანი „აცდენა“ იძლევა 1 გრადუსიან ცდომილებას). ზოდიაქოს ნიშანი, რომელშიც ასცენდენტია, იწოდება როგორც „ამომავალი ნიშანი“, პლანეტას, რომელიც ამ ნიშანს მართავს ეწოდება „ჰოროსკოპის მმართველი“. ზოგიერთი ... Read More »
ზოდიაქოს ნიშნები როგორც სახლის მმართველები
დაუკვირდით რომელი სახლი რომელი ზოდიაქოს ნიშნით იწყება, ეს გარკვეულ ინფორმაციას გვაძლევს. ვერძი– კარდინალური ცეცხლი, არის მოქმედების, ინიციატივის, ახალი წამოწყებების ნიშანი, მისი ძლიერი მდებარეობა რუკაში, მიანიშნებს ადამიანის სურვილზე იყოს ყურადღების ცენტრში და პირველი. მათი საყვარელი ფრაზაა „ახლა!“, ვერძის ნიშანი რომელ სახლშიც მდებარეობს, იმ სფეროებში ვართ აქტიურები, იმპულსურები და ვიღებთ ინიციატივას. კურო– ფიქსირებული მიწის ნიშანი, სწორედაც რომ ფი-ქსი-რე-ბუ-ლი. კურო ნელა, მაგრამ დაფიქრებით დგამს ნაბიჯებს, ასევე ერთ-ერთი მგრძნობიარე ნიშანია, მიისწრაფის ფიზიკური სიამოვნებებისკენ. მას, ვისაც რუკაში კუროს ძლიერი მდებარეობა აქვს, უჭირს გადაწყვეტილებების მიღება და ნელა იღებს მათ. რომელ სახლსაც მართავს, იმ სფეროებში აქცენტირებულია ფიზიკური სიამოვნება, ასევე რიგიდულობა. ტყუპები– მუტაბელური ჰაერის ნიშანი. სახლი, რომელსაც მართავს ... Read More »
სახლების მახასიათებლები ასტროლოგიაში
პლანეტებისა და ზოდიაქოს ნიშნების გარდა არსებობს 12 სახლი, რომელიც შეესატყვისება ნიშნებს. ნიშანი გავლენას ახდენს როგორ მოქმედებს პლანეტა,რა დატვირთვა აქვს,ხოლო სახლი მიანიშნებს სად, რა სფეროზე მოქმედებს პლანეტა (უფრო დაწვრილებით ასტროლოგიის საკვანძო საკითხები). ნებისმიერი სახლის დასაწყისად ითვლება ის გრადუსი, რომლიდანაც სახლი იწყება (იგივე „კუსპიდი“– დასაწყისი გრადუსის აღმნიშვნელი) სახლის მმართველად ითვლება ის პლანეტა, რომელიც მართავს ზოდიაქოს ნიშანს, რომელშიც სახლის კუსპიდი მდებარეობს. იმ შემთხვევაშიც თუ თქვენი პირველი სახლის კუსპიდი ნიშნის 29–ე გრადუსზე მდებარეობს, პირველი სახლის მმართველად ჩაითვლება იმ ნიშნის მმართველი (მაგ: კირჩხიბის 29–ე გრადუსი – მმართველი მთვარე). სუსტი სახლი – რუკაში ერთ–ერთი პრობლემური ადგილი, სადაც პლანეტარული ენერგია არ ტრიალებს და სახლის სფეროები სუსტად ვლინდება. ადამიანს ... Read More »
პირად რუკაში სახლები და მათი მნიშვნელობა
თითოეულის რუკა დაყოფილია 12 ნაწილად, ანუ 12 სახლად. ნიშანი გავლენას ახდენს პლანეტის მოქმედებაზე და მიუთითებს როგორ მოქმედებს პლანეტა, ხოლო სახლი,რომელშიც პლანეტა მდებარეობს მიუთითებს ცხოვრების რა სფეროზე ახდენს პლანეტა გავლენას. I სახლი – ესაა იგივე ასცენდენტი. განაპირობებს გარეგნულ და ზედაპირულ თვისებებს, მოიცავს იმ თვისებებს, რასაც გარშემომყოფები პირველი შეხედვით ამჩნევენ ჩვენში, ხოლო ოპოზიციური მზის ნიშანი მიუთითებს იმ თვისებებზე,რაც შინაგანად გაქვთ. როგორ არვიქვამთ სამყაროს, სამყაროს გაგება ჩვენს მიერ. პირველი სახლის მმართველი არის ვერძი II სახლი – ფული და მატერიალური ფასეულობები, შემოსავლები, საქმიანი აქტიურობა, პირადი ფასეულობები, ღირებულებები. ყველანაირი რესურსები – სულიერიც და მატერიალურიც. მეორე სახლს მართავს კურო III სახლი – გარემოსთან ურთიერთობის სახეები, კომუნიკაციები, ... Read More »