ასტროლოგიაში პლანეტებს გააჩნიათ ფუნქციები: მზე – მზის ნიშანი არის ის, რომელსაც ჩვენი დაბადების ზოდიაქოდ ვიცნობთ. მზეს შემდეგი ფუნქციები აქვს: ჩვენი ეგო, მე, ძირითადი მახასიათებლები. ესაა ის, რაც ხარ გულით, რა ურთიერთობა გაქვს მამრობით სქესთან, განსაკუთრებით მამასთან. თუ მზე ძლიერია რუკაში, მიანიშნებს ავტორიტეტულ, ღია ადამიანზე ყურადღების ცენტრში ყოფნის მოთხოვნილებით. მზე მართავს ლომის ზოდიაქოს. მთვარე – ინსტინქტები, ჩვეულებები, შიშები (ფობიები), არაცნობიერი ნაწილი, ქმედებები. ასევე მიანიშნებს რა ტიპის ოჯახური გარემო მოგწონს, რა ურთიერთობა გაქვს ქალებთან, განსაკუთრებით დედასთან. თუ მთვარე ძლიერია რუკაში, განწყობა და მისი ცვლილებები უფრო მეტადაა გამოხატული, გრძნობების, ემოციების გავლენით გადაწყვეტილებების მიღებაზე მიანიშნებს. მთვარე მართავს კირჩხიბის ზოდიაქოს. მერკური – ფიქრი, კომუნიკაცია, ინფორმაციის ... Read More »
Category Archives: ასტროლოგიის საფუძვლები
12 ნიშნის ელემენტი და მოდალობა
ძირითადად ჩვენ ვიცნობთ ასტროლოგიის 12 ნიშანს, რასაც ჩვენს ზოდიაქოს ვუწოდებთ ხოლმე. “ზოდიაქო” იგივე მზის ნიშანია, მაგრამ რა თქმა უნდა, მზის გარდა არსებობს სხვა პლანეტები, რომლებიც აუცილებელი არაა იგივე ნიშანში, იგივე ზოდიაქოს ნიშანში მოხვდეს. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს სხვა ნიშნების მეტნაკლები გავლენა. თითოეულ ნიშანს გავლენა და უნიკალური თვისებები აქვს, მათი დაყოფა მსგავსების პრინციპის მიხედვით ჯგუფებად ხდება. ელემენტი – ეს არის ნიშნების ძირითადი მახასიათებელი. გარდა ელემენტებისა, გვაქვს ხარისხიც, ანუ როგორ მოქმედებს ესა თუ ის ნიშანი განსხვავდება ელემენტის და ხარისხის მიხედვით. კარდინალური ნიშნები – მოქმედება მათი დამახასიათებელი ნიშან-თვისებაა, ისინი იწყებენ საქმეს, არიან ინიციატორები, ენერგიულები, მიზანმიმართულები. ამ ჯგუფში ერთიანდებიან ვერძი, კირჩხიბი, სასწორი და თხის რქა. ... Read More »
შეთავსების (სინასტრული) რუკის შედგენა
შეთავსების რუკის შედგენის დროს ერთმანეთს დარდება ორი რუკა: პარტნიორების, მეგობრების, დედა-შვილის, მამა-შვილის, და-ძმის, ადამიანისა და ქყვენის და ა.შ. მის შესადგენად: 1. ჯერ შეადგინოთ მხოლოდ ერთ-ერთი ადამიანის რუკა (იხილეთ გვინდა მხოლოდ პირველი 2 პუნქტი, ანუ რუკის შედგენა). 2. შემდეგ დააწკაპუნეთ სურათზე მითითებულ ადგილზე (N1 მოქმედება) და ჩამონათვალიდან დამატებით აღნიშნეთ Синастрия (აღნიშნული უნდა იყოს натал და Синастрия) (N2 მოქმედება). ავტომატურად მეორე რუკად “ჯდება” ამჟამინდელი პლანეტარული მდებარეობები, დააწკაპუნეთ მითითებულ ადგილზე (N3 მოქმედება) და გადახვალთ მასზე. შეიყვანეთ მეორე ადამიანის მონაცემები (რიცხვი, თვე, წელი, საათი, დაბადების ადგილი) და დააჭირეთ “выполнить” -ს. და თქვენ მიიღებთ შეთავსების რუკას. პ.ს. ინტერპრეტაცია შეგიძლიათ ზუსტად ისევე ნახოთ, როგორც თქვენი რუკის შემთხვევაში ... Read More »
პროგნოზირების (ტრანზიტული) რუკის შედგენა
პროგნოზირებისთვის (ტრანზიტებისთვის) პირად რუკას დარდება ახლანდელი ან რომელი დღეც გაინტერესებთ, იმ დღის პლანეტარული მდგომარეობა. ტრანზიტული რუკის შესადგენად: 1. ჯერ შეადგინოთ მხოლოდ ერთ-ერთი პარტნიორის რუკა (იხილეთ პირადი რუკის შედგენა ზეტში გვინდა მხოლოდ პირველი 2 პუნქტი, ანუ რუკის შედგენა). 2. შემდეგ დააწკაპუნეთ სურათზე მითითებულ ადგილზე (N1 მოქმედება) და ჩამონათვალიდან დამატებით აღნიშნეთ транзит (აღნიშნული უნდა იყოს натал და транзит) (N2 მოქმედება). ავტომატურად მეორე რუკად “ჯდება” ამჟამინდელი პლანეტარული მდებარეობები, დააწკაპუნეთ მითითებულ ადგილზე (N3 მოქმედება) და გადახვალთ მასზე. შეიყვანეთ იმ დღის მონაცემები (რიცხვი, თვე, წელი, საათი, ადგილი სადაც ცხოვრობთ), რომელ დღეზეც გაინტერესებთ და დააჭირეთ “выполнить” -ს. პ.ს. არ დაგავიწყდეთ GMT დროის გასწორება. და თქვენ მიიღებთ ... Read More »
პირადი რუკის შედგენა ზეტ-ში
ზეტი წარმოადგენს ერთ-ერთ ასტროლოგიურ პროგრამას, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ: პირადი რუკის, შეთავსების, პროგნოზირების შესადგენად და სხვა ასტროლოგიური ფუნქციებისთვის. გადმოწერეთ პროგრამა ზეტ-ი და დააყენეთ. გადმოსაწერილი ლინკი იხ. ამ სტატიაში პირადი რუკის შესადგენი საიტები 1. გახსენით და შედით “ჰოროსკოპში” (იხ. სურათი. პ.ს. გადიდებისთვის დააწკაპუნეთ) 2. შეიყვანეთ პირადი მონაცემები: სახელი, დაბადების თარიღი, საათი, ადგილი. (იხ. სურათი) 3. თქვენი რუკის მოკლე ინტერპრეტაცია შეგიძლიათ ნახოთ ზეტ-ში. მითითებულ ღილაკზე დაჭერის შემდეგ გამოვა ცალკე ფანჯარა თქვენი რუკის ახსნით. 4. თუ გსურთ დამატებით ფიქტიური პლანეტების (ლილიტი,სელენა და ა.შ), ასტეროიდების (ქირონი, პალადა და ა.შ), დაღმავალი კვანძის აღნიშვნა რუკაზე,მიყევით სურათებზე არსებულ ინსტრუქციებს. თითოეულ შემთხვევაში ცალკე ფანჯარა გამოვა, რომელშიც ცხრილზე მოძებნით სასურველ ... Read More »
ასტროლოგიის საკვანძო საკითხები
ასტროლოგიის საკვანძო საკითხები, ანუ ის, რასაც პირველ რიგში უნდა გავეცნოთ: ასტროლოგია მხოლოდ ზოდიაქოს ნიშანი და მისი დახასიათება არაა. რეალურ და ზუსტ დახასიათებას იძლევა პირადი რუკა, რომელიც დაბადების რიცხვის, თვის, წლის, საათისა და ადგილის მიხედვით დგება. ასტროლოგიურ რუკაში შეგვიძლია “ამოვიკითხოთ” ცხოვრების ძირითადი 12 სფეროს დახასიათება. თითოეულ ჩვენგანს გააჩნია პირადი რუკა, რომელიც 12 ნაწილად, 12 სახლად (ზოდიაქოს ნიშნებიც ხომ თორმეტია) არის დაყოფილი. მათში პლანეტებია განლაგებული და ყველა პლანეტა რაღაც გავლენას ახდენს ადამიანზე, მის ფსიქოტიპს აღწერს. მზე ზოდიაქოს ნიშანს განსაზღვრავს, ანუ თუ თქვენი ზოდიაქოს ნიშანი ტყუპებია, ნიშნავს, რომ თქვენი დაბადების მომენტში მზე ტყუპების თანავარსკვლავედს გადიოდა. ყოველ პლანეტას გააჩნია თავისი ფუნქცია. მაგალითად: მთვარე -ემოციების ... Read More »
ასტროლოგიის განვითარება და მიმართულებები
ასტროლოგიის ისტორია იმდენი ხნისაა, რამდენისაც კაცობრიობის ისტორია. ასტროლოგია მუდმივად არსებობდა, რაც არსებობს პლანეტები, ვარსკვლავები, ვარსკვლავური სამყაროები. ატლანტიდის მე–4 რასის პერიოდში ასტროლოგია ყველაზე უკეთ იყო გაცნობიერებული, მათ პერიოდში ცოდნაც მეტი ჰქონდათ და სულიერ დონეზე ბევრად მაღლა იყვნენ. ასტროლოგიის გავრცელებაში დიდი როლი ბერძნებმა შეასრულეს, თუმცა ცას მანამდეც აკვირდებოდნენ ასირიელები, ბაბილონელები, მაიას ტომი, იწერდნენ მონაცემებს და ვარსკვლავების განლაგებით ცდილობდნენ მნიშვნელოვანი მოვლენების წინასწარმეტყველებას. პირველ ცნობილ ასტროლოგად მიაჩნდათ პტოლომეუსი, რომელიც ეგვიპტეში ცხოვრობდა. ბერძნებმა კი ყველაზე ძველი ეფემერიდები (ცხრილები, რომლებიც პლანეტათა მდებარეობის ყოველი დღის მონაცემებს მოიცავს) შექმნეს, რაც თავდაპირველად საზღვაო საქმეში გამოიყენებოდა. მე–17 საუკუნემდე ასტროლოგია მიაჩნდათ ვარსკვლავების და მათი გადაადგილების შემსწავლელ სფეროდ. მე–19 საუკუნემდე კი მისადმი ... Read More »
ასტროლოგის ეთიკა
ამ სტატიაში განვიხილავთ ასტროლოგის მორალურ კოდექსს, უფრო სწორად უნივერსალურ და მნიშვნელოვან პრინციპებს, რომლითაც ასტროლოგმა და მისით დაინტერესებულმა ადამიანმა უნდა იხელმძღვანელოს. 1. თავდაუსხმელობის წესი ასტროლოგი უნდა ორიენტირდეს სულიერ სწავლებაზე. მისი სამუშაო კოსმიურ ენერგიებთანაა დაკავშირებელი, ამიტომ მუდმივად უნდა ეცადოს სიწმინდე (როგორც საკუთარი, ასევე წმინდა ეგრეგორის, როგორიცაა ეკლესია, რელიგია, სულიერი სკოლები) დაიცვას. 2. დაწყება–დასრულების წესი (ორიგინალი: შესვლა–გამოსვლის წესი) დაინტერესებულ ადამიანთან შეხვედრის დროს, პირადი რუკის შედგენის დროს და ასევე სამუშაოს დასრულების შემდეგ, მნიშვნელოვანია გარკვეული რიტუალის დაცვა. ეს შეიძლება იყოს გონებაში არსებული რაღაც ფორმულა, სიმბოლო, სიტყვა, აზრი. უნდა იყოს ისეთი, როგორსაც თავად გადაწყვეტს. მაგალითად: დაწყების (შესვლის) დროს – „მზად ვარ“, დასრულების (გამოსვლის დროს) შემდეგ – ... Read More »
ასტროლოგია ეზოთერული ხედვით
თქვენ ასტროლოგიით დაინტერესდით და ამ სფეროს შესწავლა გსურთ? შესაძლოა ეს თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ნაბიჯიც იყოს და ბევრი რამ შეიცვალოს, უფრო მეტიც, შესაძლოა თქვენ შეიცვალოთ და სრულიად სხვა პიროვნება გახდეთ. ასტროლოგიის გათვითცნობიერებით, თქვენ სამყაროს იდუმალ ძალას შეიცნობთ, სამყაროს რიტმს იგრძნობთ. ამის შემდეგ, რა გასაკვირია, რომ ის ილუზიები, რაც საკუთარ თავზე გქონდათ, დაიმსხვრეს (შესაძლოა მტკივნეულად ან უმტკივნეულოდ) და საკუთარ თავს ისეთს შეხედოთ, როგორიც სინამდვილეში ხართ. სამყაროს რიტმის გაგება ნიშნავს ცხოვრების ნამდვილი რიტმის გაცნობიერებას. ადამიანი, რომელიც ასტროლოგიას მიყვება, ერთადერთი სწორი და არჩეული გზით უნდა იაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში ასტროლოგიის შესწავლა მხოლოდ ქაოსსა და პრობლემებს მოიტანს (პ.ს. შენიშვნა: ერთადერთი და არჩეული გზა მხოლოდ კონკრეტული ადამიანისთვის არსებულ ... Read More »
რა არის ასტროლოგია
მოდით, დავიწყოთ იქიდან, რომ 12 ზოდიაქოს ნიშანი არ არის ასტროლოგია, ის მხოლოდ ერთ-ერთი ნაწილია. ხოლო ასტროლოგიის ნაწილს წარმოადგენს: პლანეტები, სახლები და ასპექტები. ის, რასაც ყოველდღიურ ჟურნალ-გაზეთებში წერენ ნამდვილი ასტროლოგია არაა. უბრალოდ ზოგადი პროგნოზებია, რომლებიც ასტროლოგიის შესასწავლად არ გამოგვადგება. ალბათ ბევრ თქვენგანს გაუჩნდება კითხვა: „ჩემი ნიშნის დახასიათებას ვერ ვერგები,რატომ?“. პასუხი ასეთია: სინამდვილეში, რასაც თქვენი ნიშანი ეწოდება, რასაც თქვენ კითხულობთ ზოდიაქოს ნიშნებზე შეესაბამება თქვენი დაბადების მომენტში მზის მდებარეობას რომელიმე თანავარსკვლავედში. სიტყვაზე, თუ ტყუპები ხართ, ეს ნიშნავს, რომ თქვენი დაბადების დროს მზე გადიოდა ტყუპების ნიშანს, თუ მშვილდოსანი – მშვილდოსნის ნიშანს. ანუ, რასაც თქვენ კითხულობთ თქვენი ზოდიაქოს ნიშანზე, მხოლოდ ზოგად, გენერალიზირებულ ინფორმაციას მოგვაწვდით, რომელიც ... Read More »