როგორც არ უნდა განსხვავდებოდეს თანამედროვე ადამიანის იერი „აკაშა-ქრონიკის“ წინა თავებში აღწერილი უძველესი დროის ადამიანის იერისაგან, თუკი კაცობრიობის ისტორიაში უფრო ღრმად ჩავიხედავთ, მივალთ კიდევ უფრო განსხვავებულ მდგომარეობამდე. ვინაიდან, კაცისა და ქალის ფორმებიც წარმოიქმნენ ასევე მხოლოდ დროთა განმავლობაში, ამასთან კიდევ უფრო ძველი ძირითადი ფორმისაგან, როცა ადამიანი არც კაცი იყო და არც ქალი, არამედ ერთდროულად ერთიცა და მეორეც. ვისაც სურს წარმოდგენა შეიქმნას ამ შორეულ, უკვე განვლილ პერიოდზე, ცხადია, მთლიანად უნდა გათავისუფლდეს იმ ჩვეულებრივი წარმოდგენებისაგან, რომლებიც ადამიანის გარშემო მომხდარისა და ნანახის საფუძველზე აღმოცენდნენ. დრო, რომელზეც ახლა ვისაუბრებთ, განეკუთვნება იმ ეპოქის რამდენადმე ადრეულ ხანას, რომელსაც წინა თავებში ლემურია ვუწოდეთ. იმ პერიოდის ადამიანური სხეული რბილი პლასტიკური ... Read More »
Category Archives: ეზოთერიკა
რ. შტაინერი – ჩვენი ატლანტიდელი წინაპრები
ჩვენი ატლანტიდელი წინაპრები გაცილებით მეტად განსხვავდებოდნენ თანამედროვე ადამიანებისგან, ვიდრე საკუთარ შემეცნებაში მხოლოდ გრძნობადი სამყაროთი შემოფარგლულმა შეიძლება წარმოიდგინოს. ეს განსხვავება არა მარტო გარეგნულ იერ-სახეს, არამედ სულიერ უნარებსაც ეხება. მათი შემეცნებები და ტექნიკური შესაძლებლობები, მთლიანად მათი კულტურა არ ჰგავდა იმას, რასაც ჩვენს დროში შეიძლება დავაკვირდეთ. თუკი მივუბრუნდებით ატლანტიდის კაცობრიობის პირველ პერიოდებს, ჩვენგან აბსოლუტურად განსხვავებულ სულიერ უნარებს აღმოვაჩენთ. Read More »
შტაინერი – სულისმეცნიერება, როგორც მომზადება ახალი ეთერულისთვის
ჰაიდელბერგი, 27 იანვარი 1910 ამ ლექციებით ჩვენ წინ ვერ წავიწევთ, თუ კაცობრიობის სულიერი ცხოვრების უფრო ინტიმურ პროცესებზეც არ ვისაუბრებთ. ჩვენ, როგორც ამ წრის წევრები, მაღალი სულიერი ჭეშმარიტებების შესაცნობად უნდა მოვემზადოთ, მაგრამ ამავე დროს უფლება არ გვაქვს ამაში მხოლოდ თეორიებისა და იდეების შესწავლა ვიგულისხმოთ. ის, რასაც ჩვენ უმაღლესი ჭეშმარიტებებისთვის მომზადებას ვუწოდებთ, უფრო მეტად განეკუთვნება ჩვენი სამშვინველების გრძნობითი და შეგრძნებითი მდგომარეობების სფეროს. ამ შტოებში (Zweige) ცხოვრებით, იმის გამო, რომ კვირეების მანძილზე ჩვენს შტოებში ვიკრიბებით, ჩვენი სამშვინველები თანდათან უნდა მომწიფდნენ სულისმეცნიერების გარკვეული ნაწილის მისაღებად, ანუ იმისთვის, რაც მაღლდება იმ საყოველთაო ჭეშმარიტებებზე, რომლებსაც ეგზოთერული ლექციების დროს, ცხოვრების კონკრეტულ ფაქტორებთან დაკავშირებით უკვე ვაცნობთ მრავალრიცხოვან მსმენელებს. ... Read More »
ენერგია და მისი წყაროები
ენერგია ესაა „კომპონენტი“, რომლის გარეშეც ადამიანს ცხოვრება არ შეუძლია და თავად ცხოვრებაც არ იქნება შესაძლებელი ენერგიის გარეშე. თანამედროვე მეცნიერება და მედიცინა არ უარყოფს სასიცოცხლო ენერგიის მნიშვნელობას. ძველ ტექსტებში აღწერილია ენერგიასთან მუშაობის მეთოდები, მის წყაროებს, მოქმედების კანონებს აღწერენ და ა.შ. Read More »
ასტროლოგიური სიმბოლოები
სიმბოლური ენა – უნივერსალურია. ის გვხვდება ხელოვნებაში, სხვადასხვა სწავლებებსა და რელიგიებში, მითოლოგიაში და ა.შ. ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება სიმბოლოებითაა სავსე. სიმბოლოები ასტროლოგიაშიც გვაქვს. ესენია: წრე, ნახევარწრე, ჯვარი, ისარი, ვერტიკალური და ჰორიზონტალური ხაზები. ზოდიაქოსა და პლანეტის თითოეული ნიშანი ამ სიმბოლოების გაერთიანებისგან შედგება. სიმბოლოები გარკვეულ ენერგიებსაც ატარებენ და მათი გაერთიანება ახალი, პლანეტის/ნიშნის შესაბამის ენერგიას ქმნის. Read More »
რ. შტაინერი – ქადაგება მთაზე. ქვეყანა შამბალა
მიუნხენი 15 მარტი, 1910 გუშინწინ მივუთითეთ, რომ დღევანდელი კაცობრიობა მძიმე გამოცდის წინაშე დგას. ამის გაგებას შევძლებთ მხოლოდ მაშინ, თუ ჩვენს თანამედროვეობას განვიხილავთ კაცობრიობის განვითარების გზასთან მიმართებაში. ამიტომ, საქმე გვექნება როგორც ნაცნობ, ასევე უცნობ ფაქტებთან. როგორც იცით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოწოდება, რომელიც წარმოითქვა ქრისტეს მოსვლის წინ, იყო შემდეგი: „შეინანეთ (შეიცვალეთ მშვინვიერი წყობა), რამეთუ მოახლოებულია სასუფეველი ცათა!“, და ამ სიტყვებს უღრმესი მნიშვნელობა აქვთ, რადგან ისინი მიანიშნებენ ადამიანის მშვინვიერ განვითარებაში მომხდარ მაშინდელ მნიშვნელოვან მოვლენაზე. Read More »
ოთარ ქვრივიშვილი – კოლხური რუნები
წინამდებარე გამოკვლევა მიზნად ისახავს აჩვენოს, რომ ძველ კოლხეთში კარგად განვითარებული რუნული ნიშნების სისტემა არსებობდა. კოლხეთის არქეოლოგიურ მასალაში, კერძოდ, ძველ კოლხურ კერამიკაზე, სამკაულებზე, მონეტებსა და სხვადასხვა რიტუალურ ნაკეთობაზე გამოსახული ცალკეული გრაფიკული ნიშნები სწორედ ის მაგიური გამოსახულებებია, რომლებსაც ძველი კოლხები სულიერ სამყაროსთან ურთიერთობის გარკვეულ ფორმად იყენებდნენ. არგონავტიკის პერიოდში რუნები ბრძოლის ღმერთის -ვოტანის (ოდინის) კულტთან ერთად კოლხეთიდან დასავლეთით, ევროპის კონტინენტზე გავრცელდა.მოგვიანებით, სწორედ ეს მაგიური ნიშნები დაედო საფუძვლად ევროპული რუნული დამწერლობის ჩამოყალიბებას. Read More »
თასების მასტი
სტანდარტული მასტი: გული Read More »
მახვილთა მასტი
სტანდარტული მასტი: ყვავი Read More »
რ. შტაინერი – ეთერულ სამყაროში ქრისტეს გამოცხადების შესახებ
ეთერულ სამყაროში ქრისტეს გამოცხადების შესახებ კარლსრუე, 25 იანვარი, 1910 ადამიანს უამრავი კითხვა დაებადება, თუ იგი გარკვეული დროის მანძილზე სულისმეცნიერული მსოფლმხედველობის კვლევითაა დაკავებული და ამ გზით მოპოვებულ სხვადასხვა იდეებს, აზრებსა და ცოდნას თავის არსებაში მოქმედების საშუალებას მისცემს. იმისათვის, რომ სულისმეცნიერი ეწოდოს, მან ეს კითხვები, რომლებიც არსებითად გრძნობადი, მშვინვიერი, ხასიათებრივი, მოკლედ ცხოვრებისეული მნიშვნელობისაა, სულისმეცნიერულ იდეებს უნდა დაუკავშიროს. Read More »