მთვარის კვანძები ნატალურ რუკაზე გავლენას ახდენენ. ეს უხილავი კოსმიური ძალები ჩვენი მნიშვნელობის, კარმული პოტენციალის, არსებობის ჭეშმარიტი აზრის ჩამოყალიბებას ხელს უწყობენ. რა შეუძლია მთვარის კვანძებს თქვენს ცხოვრებისეულ გზაზე გითხრათ? მთვარის კვანძების მდებარეობა ზოდიაქოს ნიშნებში, სახლებში, სხვა პლანეტებთან დამოკიდებულება, ასპექტების გაგება ხელს შეგიწყობთ ცხოვრებისეული ამოცანების ამოხსნაში, პირადი რუკის ანალიზში. Read More »
Category Archives: ელ.ბიბლიოთეკა
რ. შტაინერი – ქადაგება მთაზე. ქვეყანა შამბალა
მიუნხენი 15 მარტი, 1910 გუშინწინ მივუთითეთ, რომ დღევანდელი კაცობრიობა მძიმე გამოცდის წინაშე დგას. ამის გაგებას შევძლებთ მხოლოდ მაშინ, თუ ჩვენს თანამედროვეობას განვიხილავთ კაცობრიობის განვითარების გზასთან მიმართებაში. ამიტომ, საქმე გვექნება როგორც ნაცნობ, ასევე უცნობ ფაქტებთან. როგორც იცით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოწოდება, რომელიც წარმოითქვა ქრისტეს მოსვლის წინ, იყო შემდეგი: „შეინანეთ (შეიცვალეთ მშვინვიერი წყობა), რამეთუ მოახლოებულია სასუფეველი ცათა!“, და ამ სიტყვებს უღრმესი მნიშვნელობა აქვთ, რადგან ისინი მიანიშნებენ ადამიანის მშვინვიერ განვითარებაში მომხდარ მაშინდელ მნიშვნელოვან მოვლენაზე. Read More »
ოთარ ქვრივიშვილი – კოლხური რუნები
წინამდებარე გამოკვლევა მიზნად ისახავს აჩვენოს, რომ ძველ კოლხეთში კარგად განვითარებული რუნული ნიშნების სისტემა არსებობდა. კოლხეთის არქეოლოგიურ მასალაში, კერძოდ, ძველ კოლხურ კერამიკაზე, სამკაულებზე, მონეტებსა და სხვადასხვა რიტუალურ ნაკეთობაზე გამოსახული ცალკეული გრაფიკული ნიშნები სწორედ ის მაგიური გამოსახულებებია, რომლებსაც ძველი კოლხები სულიერ სამყაროსთან ურთიერთობის გარკვეულ ფორმად იყენებდნენ. არგონავტიკის პერიოდში რუნები ბრძოლის ღმერთის -ვოტანის (ოდინის) კულტთან ერთად კოლხეთიდან დასავლეთით, ევროპის კონტინენტზე გავრცელდა.მოგვიანებით, სწორედ ეს მაგიური ნიშნები დაედო საფუძვლად ევროპული რუნული დამწერლობის ჩამოყალიბებას. Read More »
კარდაკარ ჩამოვლა, ბერიკაობა და ტყავის სიმბოლო
დასაწყისი: ნაყოფიერებასთან დაკავშირებული რიტუალები – პირველი ხნულის გატანა კალენდარული წეს-ჩვეულებების მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენდა კარდაკარ რიტუალური ჩამოვლა (ჭონა, ალილო, ლაზარობა, ბერიკაობა). რიტუალის შემსრულებლები სათითაოდ ჩამოუვლიდნენ ოჯახებს და წარმოთქვამდნენ (ან დაამღერებდნენ) სპეციალურ ტექსტებს, რომელთა ძირითადი მოტივები იყო დღესასწაულის მილოცვა-მიხარება, დალოცვა, სანოვაგის მოთხოვნა. Read More »
რ. შტაინერი – ეთერულ სამყაროში ქრისტეს გამოცხადების შესახებ
ეთერულ სამყაროში ქრისტეს გამოცხადების შესახებ კარლსრუე, 25 იანვარი, 1910 ადამიანს უამრავი კითხვა დაებადება, თუ იგი გარკვეული დროის მანძილზე სულისმეცნიერული მსოფლმხედველობის კვლევითაა დაკავებული და ამ გზით მოპოვებულ სხვადასხვა იდეებს, აზრებსა და ცოდნას თავის არსებაში მოქმედების საშუალებას მისცემს. იმისათვის, რომ სულისმეცნიერი ეწოდოს, მან ეს კითხვები, რომლებიც არსებითად გრძნობადი, მშვინვიერი, ხასიათებრივი, მოკლედ ცხოვრებისეული მნიშვნელობისაა, სულისმეცნიერულ იდეებს უნდა დაუკავშიროს. Read More »
ნაყოფიერებასთან დაკავშირებული რიტუალები – პირველი ხნულის გატანა
მითოლოგია და რელიგია თავისი წარმოშობით ერთმანეთთან არიან დაკავშირებულნი, მათი განვითარების დონე კი შეესაბამება ადამიანის ცნობიერების მდგომარეობასა და მოთხოვნებს. საზოგადოებრივ ყოფაში ისინი ერთმანეთისგან განუყოფელნი იყვნენ. სამეურნეო საქმიანობა, საკვების მიღება, თუ ყოველდღიური ცხოვრების სხვა მომენტები საკულტო შინაარსით იყო გამსჭვალული, რადგან ადამიანი ცხოვრობდა რელიგიური წარმოდგენებით ნასაზრდოები მითო-რიტუალური სისტემის რეალობაში. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პირველყოფილ ადამიანს უტილიტარული (გამოყენებითი) ინტერესები ჰქონდა (ეს ნიშანი დღესაც მთავარია ადამიანისათვის). მის ყოფაში დიდი ადგილი ეკავა ზრუნვას სიცოცხლის შენარჩუნებისა და უსაფრთხოებისთვის. იგივე ინტერესები განაპირობებდა მის სამეურნეო საქმიანობას (მეთევზეობას, მონადირეობას, მიწათმოქმედებას). ძველ ადამიანებს შრომით პროცესში მიღებული ჰქონდათ საკმაო ემპირიული ცოდნაც: ერკვეოდნენ მცენარეთა სამყაროში, კარგად იცოდნენ ცხოველთა ჩვევები და ამიტომაც მოახერხეს ზოგიერთი ... Read More »
სამონადირეო მითოსი კავკასიურ მითოლოგიაში
სურათზე: “ვერსალის დიანა” (რომაულ მითოლოგიაში – ნადირობისა და ცხოველთა მფარველი ქალღმერთი). მონადირეობა ადამიანის საქმიანობის ერთ-ერთი უძველესი ფორმაა. მიწათმოქმედებისა და მესაქონლეობის განვითარებამდე ნადირობა ადამიანისთვის საარსებო საშუალების მოპოვების ძირითადი წყარო იყო. მიწათმოქმედების განვითარების კვალობაზე ნადირობამ თანდათან დაკარგა ეკონომიურად წამყვანი მნიშვნელობა, მაგრამ დიდხანს საუკუნეების განმავლობაში არსებობდა კავკასიის მკვიდრთა ყოფაში თავისი საუკეთესო ტრადიციებით. Read More »
ვინ იყვნენ ღმერთები
ბავშვობიდან ვიცით რომ ღმერთი მხოლოდ ერთია. ის არის ყველგან და წარმოადგენს სრულყოფილებას. მაგრამ რას წარმოადგენენ “ღმერთები”, რომლებზეც მრავალი მითი ან თუნდაც რელიგიური ლიტერატურა გვიამბობს? თვით ბიბლიაშიც კი ღმერთი მრავლობითად არის მოხსენიებული რომ აღარაფერი ვთქვათ აღმოსავლურ სწავლებებზე. მოდელი რომელიც ზოგადად რალიგიამ შექმნა, შეესაბამება თუ არა სინამდვილეს? ვინ იყვნენ “ღმერთები” ? – წინასიტყვაობა გვერდიდან “ვინ იყვნენ ღმერთები” Read More »
ავესალომ პოდვოდნი – ბიოგრაფია და წიგნები
ნამდვილი სახელი და გვარი: ალექსანდრე კამენსკი დაბადების თარიღი: 11 მაისი, 1953 ინტერესთა სფერო: ფსიქოლოგიური, კაბალისტური, ეზოთერული და სამედიცინო ასტროლოგია. Read More »
კავკასიური მითოლოგია – მიწის ღვთაებები
სურათზე: კერია კავკასიელთა მითოლოგიურ სისტემაში მნიშვნელოვანი და, შეიძლება ითქვას, უპირატესი ადგილი მიწის თაყვანისცემას ეკავა. ეს იყო სხვადასხვა შრეებისაგან შემდგარი ძლიერი კულტი, რომლის ელემენტები ბოლო დრომდე აღინიშნებოდა ხალხის ყოფაში. ამის მიზეზი ის იყო, რომ მიწათმოქმედება დიდ როლს ასრულებდა კავკასიის მოსახლეობის სამეურნეო ცხოვრებაში. ეს რეგიონი ერთ-ერთია, სადაც ძალიან ადრე ჩაისახა მიწათმოქმედება, რაც განაპირობებდა ადამიანის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ხთონურ ღვთაებებთან. ცნობილია, რომ კულტურის შემქმნელნი მიწათმოქმედი ხალხები იყვნენ და ამას სიტყვა „კულტურის“ თავდაპირველი მნიშვნელობაც ადასტურებს (ლათინურ ენაზე ეს სიტყვა „მიწის დამუშავებას“ ნიშნავდა). ერთ ადგილზე მკვიდრი ცხოვრება თავისთავად გულისხმობდა იმ სივრცის „ათვისებას“, სადაც დასახლდა ადამიანი და შექმნა არსებობისთვის აუცილებელი გარემო. სივრცის, ე. ი. მიწის მოშინაურებაში იგულისხმება ... Read More »