Category Archives: ზოროასტრიზმი

ზოროასტრიზმი

ფარავაჰარი – ზოროასტრიზმის სიმბოლო. ფრთიანი დისკო, კეთილი სულის გამოსახულებით. ძველ ახლო აღმოსავლეთში, სპარსული სახელმწიფოს მნიშვნელოვანი გავლენის გათვალისწინებით, გავრცელებული იყო ზოროასტრიზმი (მაზდეანობა), იგივე ცეცხლთაყვანისმცემლობა. დღეს ამ რელიგიის მიმდევართა რიცხვი მცირეა, განსახლებულნი არიან ძირითადად ირანისა და ინდოეთის ტერიტორიებზე. ამ რელიგიის დაფუძნებას მიაწერენ ნახევრადლეგენდარულ ზარათუშტრას, რომელსაც ბერძნები თავიანთ ენაზე ზოროასტერს უწოდებენ. ტრადიციის მიხედვით, ზარათუშტრამ მიიღო გამოცხადება ღმერთ აჰურა მაზდასგან, რის შემდეგეც გამოცხადების არსი იქადაგა ხალხში და ამ სწავლებამ აქტიური გავრცელება ჰპოვა ძველ სპარსეთში. ბიოგრაფიული ცნობები ზარათუშტრას შესახებ საკმაოდ დიდ დავებს იწვევს, ისტორიული წყაროების ბუნდოვანების გამო. არსებობს განსხვავებული მოსაზრებები მისი დაბადების თარიღის და სხვა გარემოებების შესახებ, რაც ზარათუშტრას ცხოვრებაზე, ობიექტური თვალსაზრისით, ვერ ქმნის გარკვეულ, ... Read More »

Scroll To Top