დადებითი და უარყოფითი ფენ-შუი ჩვენი სამყარო ერთი დიდი ორგანიზმია, რომლის ნაწილებიც ერთმანეთთან დაკავშირებულნი არიან. ყოველ ობიექტს, ბუნების ან ადამიანის შემოქმედებას, ნებისმიერ მოვლენას საკუთარი დანიშნულება აქვს. ყველაფერი, რაც მატერიალურ სამყაროშია, ერთმანეთზე მუდმივ გავლენას ახდენს. გარდა მატერიალური სამყაროსი, არსებობს სამყარო, რომელიც შეიძლება ვერ დავინახოთ, მაგრამ ვგრძნობთ მის გავლენას. იმისთვის, რომ ზუსტად გავაცნობიეროთ როგორ მოქმედებს უხილავი სამყარო ჩვენზე, გაიხსენეთ ადამიანი, რომელიც გიყვართ ან ოდესმე გყვარებიათ. რას განიცდით? რა გაგახსენდათ? თავი როგორ იგრძენით? ახლა გაიხსენეთ ადამიანი, რომელმაც რამე დაგიშავათ. წინა შემთხვევისგან განსხვავებულ ემოციებს იგრძნობთ. აზრები, რომლებიც გავლენას ახდენენ; სტიმულები, რომლებიც ძალას გვაძლევენ -აი, არაფიზიკური სამყაროს გავლენის ნათელი მაგალითები. Read More »
Category Archives: ფენ – შუი
ფენ-შუის მიხედვით რამდენიმე სასარგებლო რჩევა
სანამ კონკრეტული საკითხებისა და პრობლემების განხილვაზე გადავალთ, რამდენიმე მნიშვნელოვანი რჩევა გამოგვადგება. რჩევები სახლის ენერგიის გაძლიერებისა და გაწმენდვისთვისაა. ნუ „შეურაცხყოფთ“ სარკეებს, მცენარეებს, ორმანენტებსა და ა.შ., გახსოვდეთ, რომ ნებისმიერმა საგანმა ოთახში აყვავება, პროპორცია და შესაფერისი მდებარეობა უნდა დაიკავოს. აირჩიეთ ის საგნები, რომლებიც თქვენი ცხოვრების სტილს შეეფერება. თქვენს გემოვნებას დაუჯერეთ და არა სხვისას. აუცილებელი არაა ჩინური ან აღმოსავლური სიმბოლოები იქონიოთ თუ მათ მიმართ განსაკუთრებულ მიზიდულობას არ გრძნობთ. ახლა კი…რამდენიმე რჩევა სახლში ფენ-შუის გასაძლიერებლად. Read More »
ბაგუას სიმბოლო
ბაგუას სიმბოლო რვაკუთხოვანი „საგანია“, რომლის მხარეები ცენტრიდან გამოდის. ყოველ მხარეს შესაბამისი ენერგია, ელემენტი, მიმართულება, რიცხვი, ემოცია, ცხოვრების სფერო, ფერი, გემო, სულიერი მახასიათებელი და ა.შ. შეესაბამება. ბაგუას სიმბოლო შეგვიძლია გამოვიყენოთ ადამიანის, სახლის, დროის აღსაწერად. მისი მიხედვით არჩევენ სახლის სფეროებს, მიმართულებებს, ავეჯისა და საგნების განლაგებას, რათა სახლში ჰარმონია იყოს. ცენტრი სიტყვა-გასაღები: საყრდენი, სტაბილურობა, ერთიანობა, ჰარმონია, კავშირი, მთლიანობა. ეს ადგილი ჯანმრთელობას, ერთიანობას, ჰარმონიას წარმოადგენს (სიმბოლოა). ყველა ნაწილს ერთმანეთთან აკავშირებს. სიბრძნისა და ჰარმონიის ცენტრს თავად წარმოადგენს და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ემოციური ჯანმრთელობა შეესაბამება. სასურველია, რომ ცენტრში არ იყოს კედელი, ტიხარი, საკუჭნაო და სველი წერტილი. რამდენიმე კარი ოჯახის ნაწილებად დაყოფას იწვევს. სამხრეთი (N9) სიტყვა-გასაღები: განახლება, შედეგი, ... Read More »
ფენ-შუის ძირითადი თეორიები და პრინციპები
მოკლედ გავიცნოთ ფენ-შუის ძირითადი თეორიები, პრინციპები და ტერმინები. ფენ–შუი– ძველი ჩინური სწავლებაა გარემოსა და საცხოვრებელ ადგილს, ადამიანსა და საცხოვრებელს შორის ენერგეტიკული ურთიერთქმედების შესაძებ. ფენ-შუიში მთავარი ენერგიაა ცი. ფენ-შუის მოქმედების შეფასებისთვის გამოიყენება 19 წლიანი პერიოდები და მათ ეპოქებს უწოდებენ. თითეული ეპოქა 1-დან 9 ციფრის ჩათვლით რომელიმეს სიმბოლიზებას წარმოადგენს. მაგალითად: 1964-1983 წლები ცნობილია როგორც მე-6 ეპოქა, 1984-2003 წლები – მე-7 ეპოქა. ამჟამად მე-8 ეპოქაა. დაო – პირველსაწყისი ენერგია, სამყაროს იდუმალებით მოცული პირველსაწყისი მიზეზი. ენერგია ცი ჩვენი სამყარო დიდი ორგანიზმია, რომლის ნაწილებიც ერთმანეთზე მოქმედებს. ყველაფერი, რაც მატერიალურ სამყაროში არსებობს, ბუნების ან ადამიანის მიერ შექმნილი, თავად ადამიანიც, საკუთარი უნიკალური ენერგიის მატარებელია. ეს ენერგიები ერთმანეთზე ... Read More »
ფენ-შუი (შესავალი)
ფენ-შუი ძველი ჩინური მეთოდია გარესამყაროსა და ადამიანის ურთიერთქმედებასა და მათ შორის ჰარმონიის დამყარებაზე. მისი მიხედვით ჩვენს ცხოვრებაზე თვალისთვის უხილავი ძალები მოქმედებენ, ბუნების, ყველა მატერიალური ფორმის მქონე საგნის ენერგეტიკულ დამუხტვას იწვევენ. ამ ენერგიის დადებითად გამოყენება შესაძლებლობას გვაძლევს ჰარმონია და დადებითი ენერგიები მოვიზიდოთ, წარმატებას მივაღწიოთ. ფენ-შუის შესწავლით, გარე სამყაროზე დაკვირვებით, ანალიზით შეგვიძლია შევიცნოთ ის კანონები, რომლითაც სამყარო ცოცხლობს, მოძრაობს, ვითარდება, ჩვენი ცხოვრება გავაუმჯობესოთ, დადებითად დავიმუხტოთ და წარმატებაც მოვიზიდოთ. კლასიკური ფენ-შუის მიხედვით, ადამიანის ცხოვრებაზე სამი რამ მოქმედებს: პირველი – ბედი, მეორე – იღბალი და მესამე – ფენ-შუი. ამ უკანასკნელის შესწავლით სამყაროს კანონების ჩაწვდომას მოვახერხებთ. ფენ-შუი ადამიანის ჰარმონიული ცხოვრებაა სამყაროში. ის საუბრობს სიცოცხლის ფორმების, ... Read More »