სინასტრიული ნეპტუნი V სახლში

სინასტრიული ნეპტუნი V სახლში

გათხოვების შემდეგ, დედოფალ გომბეშოს ხშირად ენატრებოდა მშობლიური ჭაობი.

ჩემს სათამაშო სიტუაციებში მე ამ პარტნიორს მოტყუებული დოყლაპიას როლს მივანიჭებ, რომელსაც ის ცბიერი თაღლითის როლად აღიქვამს. რომელი ჩვენგანის აღქმა დგას ჭეშმარტებასთან ახლოს, ამას სიუჟეტის განვითარება აჩვენებს. და მაინც, მას გაცილებით ნაკლები შანსი აქვს ჩვენს შორის მიმდინარე სიტუაციების მართებულად გაგების. საქმე ის არის, რომ როლები და მკაცრი სიუჟეტები თავისთავად პირობითია, მაგრამ თუ პარტნიორის ნათალური ნეპტუნი მის V სახლში არ დგას, მას ძალიან  გაუჭირდება სიტუაციის ჩემეული ხედვის სპეციფიკის გაგება.  მეორეს მხრივ, თუ მე ვერ შევამჩნევ მისი ნეპტუნის გავლენას, მისი ტყუილი მართალია აღმაშფოთებს, მაგრამ არც ისე ძალიან.

საერთოდ, ამ განლაგებაში, პარტნიორს შეუძლია ბანქოების არევა ჩემს სცენარში, თუმცა ეს მაინც ვერ შეცვლის და, მით უმეტეს, ვერ დაარღვევს სცენარს არსებითად, უფრო  გაუგებრობებს და ქაოსს გამოიწვევს. საინტერესო ისაა, რომ ასეთი ჩარევა მას სერიოზულ შედეგებს უქადის, მისი ნათალური ნეპტუნის მდგომარეობის შესაბამისად.

ეს პარტნიორი, ჩემს სიუჟეტში, შეიძლება ღატაკ მაწანწალად და სიბერეში დამპურებლად მომევლინოს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, თამაშის ელემენტი ხელს შემიშლის მისი გრძნობების გულწრფელად აღქმაში.

ჰარმონიულ ვარიანტში ჩვენ შეგვიძლია ერთად დავესწროთ საეკლესიო ღვთისმსახურებას ან სიმფონიური მუსიკის კონცერტებს, მაგრამ წყვილში მედიტაციას მხოლოდ ჩემი V სახლის და მისი ნეპტუნის დამუშავების შემთხვევაში შევძლებთ.

სიყვარული, რომანტიკა, შვილები, დროსტარება და გართობა მაგიურ, ღთვიურ შეფერილობას იძენს. ნეპტუნი მშვენიერ პოზიციას იკავებს იმისთვის, რომ სახლი მისტიციზმისა და ფანტაზიების სამყაროს აზიაროს… ან გაუგებრობებში შეიყვანოს. ის დიდ დახმარებას აღმოუჩენს სახლს შემოქმედებითი თვითგამოხატვისთვის და ძალიან გულისხმიერი იქნება მისი გრძნობების მიმართ.

ვინაიდან ამ ასპექტით ფანტაზიების (ნეპტუნი) და როლების( V სახლი) კვეთა ხდება, ორივე პარტნიორისთვის მნიშვნელოვანია, პირდაპირი და გულწრფელები იყვნენ ერთმანეთთან, ცხადია, თუ ხანგრძლივ და ნაყოფიერ ურთიერთობას გეგმავენ.

 

მომზადებულია ავესალომ პადვოდნისა და სხვა ავტორების მასალებზე დაყრდნობით.


About Qet

Scroll To Top