მარსის პრინციპები

მარსის პრინციპები

1.აქტიურობა

(ბიოფიზკურ დონეზე)

მარსის პირველი პრინციპი დაკავშირებულია ადამიანის ნგრევისა და პირველობისკენ  სწრაფვასთან,თუმცა ყველაზე მეტად ის გადაჯაჭვულია ადამიანის აუცილებლობასთან,მოიშოროს დაგროვილი,დაუხარჯავი ენერგია. ჩვენ ისე ვართ მოწყობილები,რომ მუდმივი შინაგანი და გარეგანი ცვლილებები გვირღვევს წონასწორობას. წონასწორობიდან გამოსული ენერგია ბადებს დაძაბულობას,რომელიც ვლინდება ფიზიკურად და ფსიქიკურად. წონასწორობის აღდგენის ინდივიდუალური მეთოდები განისაზღვრება აქტიურობის პრინციპის თავისებურებებით.

დაძაბულობისგან განთავისუფლების სურვილი ადამიანს მოძრაობისკენ უბიძგებს,აქტიურ მოქმედებებზე გადაჰყავს. მოძრაობა ყოველთვის ჰარმონიის აღდგენისკენ არის მიმართული. პირველ იმპულსს,რომელსაც მზარდი ფიზიკური თუ ფსიქიკური დაძაბულობის მდგომარეობიდან გამოვყავართ,ჩვენ სურვილად აღვიქვამთ. მხოლოდ ცოცხალ არსებებს შეუძლიათ ისურვონ და ყველაფერი ცოცხალი სურვილით ცოცხლობს. ჩვენს ზოგიერთ სურვილს აქვს სახელწოდება,ზოგს_არა. ადამიანები საკუთარ სურვილებს განსხვავებული ინტენსიურობით განიცდიან. საკუთარი სურვილის რეალიზებისთვის ადამიანის მოქმედებაში ჩართვის მეთოდი დამოკიდებულია მის კუნთებში არსებულ ენერგიასა და სისხლში გამოყოფილი ადრენალინის რაოდენობაზე.

ყველა ადამიანი სხვადასხვაგვარად ეპყრობა საკუთარ სურვილებს: ზოგიერთი იძულებულია შეაკავოს დაძაბულობის მოხსნა,სხვებს არ გამოსდით მოთმინება და საჭირო მომენტისთვის დალოდება. აქედან გამომდინარეობს,რომ მარსის პირველი პრინციპი მართავს ადამიანის იმ ფსიქოლოგიურ თუ ფიზიკურ ძალას,რომლითაც ის,საკუთარ თავთან ან გარესამყაროსთან კონფლიქტში,სურვილებს ისრულებს.

აქტიურობის პრინციპი გულიხმობს მოქმედებათა სისწრაფეს და განსაზღვრავს წარმოქმნილი დაძაბულობის მოხსნის მეთოდს. სრულიად ცხადია,რომ შეუძლებელია ყველა სურვილის დაკმაყოფილება მყისვე. ვენერა მართავს ფასეულ სურვილებს,მარსი კი მათი რეალიზებისთვის ირთვება,თუმცა გარკვეული სურვილების დაკმაყოფილებამ შეიძლება სხვა სურვილების დაძაბულობის გაზრდა გამოიწვიოს. მარსის პირველი პრინციპი აჩვენებს,როგორ უმკლავდება ადამიანი დაძაბულობას,როგორ იქცევა სტრესულ და როგორ ჩვეულ სიტუაციაში,როგორ იბრძვის საკუთარი სურვილების დასაკმაყოფილებლად. პრინციპის მოქმედება შეფერილია ადამიანის ინდივიდუალური მოტორიკით,მისი კუნთოვანი სისტემის ენერგეტიკული პოტენციალით. ამ თანდაყოლილი თავისებურებების შედეგად ადამიანი ირჩევს გარკვეული ხასიათის სოციალურ აქტიურობას,საკუთარი აქტიურობის ადეკვატურ სფეროს.

ეს პრინციპი განსაზღვრავს ადამიანის მიდრეკილებას ტრავმების მიმართ. ასტროლოგს შეუძლია განსაზღვროს,როგორ რეაგირებს ადამიანის ორგანიზმი სხვადასხვა დაძაბულობაზე: როგორ იცვლება ორგანიზმის ტემპერატურა,კანის ფერი,როგორია დაავადების სიმპტომების ინტენსიურობა მაშინ,როდესაც ორგანიზმი დაავადებას ებრძვის.

აქტიურობის პრინციპი ასევე მართავს ხასიათის ისეთ თვისებებს,როგორიც არის იმპულსურობა, მიზანდასახულობა,ამტანობა,გულწრფელობა,გაღიზიანება,სიფიცხე,სიუხეშე,პირდაპირობა,გახსნილობა.

 

 

 

2.აგრესია

(ფსიქო-სოციალურ დონეზე)

აგრესიის პრინციპი გამომდინარეობს ადამიანის დესტრუქციული სწრაფვისგან. მას მოქმედებაში მოჰყავს მტრობა,სიძულვილი,ბრმა რისხვა,სისასტიკით ტკბობა.

ეს პრინციპი მართავს ადამიანის ნებას სიკვდილის მიმართაც,როდესაც სუბიექტის დესტრუქციული ენერგიის ობიექტი მისი ნამდვილი მტერია. ამ პრინციპის კულმინაცია  საკუთარი თავის ან სხვისი მკვლელობაა; განადგურება ფიზიკურ,ემოციურ ან მენტალურ დონეზე. ამიტომ აგრესიის პრინციპი მართავს ძალას,რომლითაც ადამიანი თავის სიყვარულს ან სიძულვილის გამოხატავს საკუთარი თავის ან სხვების მიმართ და ამ ძალას ჩვენ აგრესიულობას ვუწოდებთ.

ადამიანში არსებული დესტრუქციული ძალები ყოველთვის ხილული ფორმით არ ვლინდება,თუმცა ეს იმას არ გულისხმობს,რომ ის არ არის. ყველასთვის ცნობილია,რომ პატარა ბავშვები დემონსტაციულად ბრაზდებიან და ღიად გამოხატავენ  მტრულ დამოკიდებულბას. ასაკის მატებასთან ერთად ,როგორც გამოცდილება აჩვენებს,ადამიანი კი არ თავისუფლდება ამ ემოციებისგან,უბრალოდ აგრესიის უფრო ფრთხილი და დახვეწილი ფორმებით გამოხატვას სწავლობს.

აგრესიის პრინციპი მართავს ადამიანის უნარს,დაინახოს სხვაში მტერი,მეტოქე და კონკურენტი; განიცადოს მის მიმართ სიძულვილი,ეჭვიანობა,ბრაზი; ჩავარდეს რისხვის ან აფექტის მდგომარეობაში. ეს პრინციპი მართავს ადამიანის სურვილს ეკამათოს,ეჩხუბოს,ცემოს,აჯობოს და დაამარცხოს სხვა; გამოუცხადოს გამოწვევა; ჩართოს კონკურენციულ ბრძოლაში; გადალახოს და გაანადგუროს ნებისმიერი წინააღმდეგობა,რომელიც გზაზე ეღობება.

აგრესია შეიძლება გამოიხატოს სექსუალობით,ადამიანის მიდრეკილებით ავსიტყვაობისა და კრიტიკულობის მიმართ,ნეგატიური შეფასებებითა და პროგნოზებით; ძალადობის სცენების მიმართ სიმპათიით; რისკიანი,კონკურენტული და დესტრუქციული ქცევებით.

 

 

 

3. კონფლიქტი

(იდეალურ დონეზე)

მარსის მესამე ასტროლოგიური პრინციპი მართავს ობიექტური რეალობის განვითარებას,რომელიც დიალექტიკის კანონებში აისახება. ის ნებისმიერი ადამიანის ცხოვრების და ნებისმიერი განვითარებული სახელმწიფოს მუდმივი თანამგზავრია.დაკავშირებულია ფენომენთან,ნებისმიერ ფასად წარმოიქმნას ახალი, ძველის უარყოფით. მასში ასახულია ადამიანი უნარი განიცადოს დაძაბულობა წინააღმდეგობასთან შეტაკებისას,თავისი განვითარების გზაზე. შესაბამისად ის მართავს ბუნებრივი გადარჩევის პროცესსაც.

ფუნქციები: განწმენდა,შეცვლა,წინსვლა,ზრდა.

კონფლიქტი წარმოიშვება განსხვავებული მოტივების შეჯახებისას,როგორც ადამიანის შიგნით,ისე სხვებთან ინტერაქციის დროს და მას თან ახლავს წონასწორობის დარღვევის მძაფრი შეგრძნება,სიმშვიდის დაკარგვა და სურვილის გაჩენა,იმოქმედოს,შეცვალოს,გზიდან ჩამოიშოროს,დაჯაბნოს,დაძლიოს. კონფლიქტის პრინციპი ხელს უწყობს ადამიანის მობილიზებას და აქტიურ მოქმედებაზე გადასვლის მზადყოფნას.

კონფლიქტური სიტუაციების მოგვარების მეთოდები,ისევე როგორც მათში მოხვედრის სიხშირე_ადამიანის, მისი ტემპერამენტის,მისი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ცვლილებების ინდივიდუალური უნარია. რადგან კონფლიქტის გამომწვევი მიზეზი ყოველთვის თვალსაჩინო არ არის,მათი გადაწყვეტის კონსტრუქციული შესაძლებლობა დაკავშირებული უნდა იყოს კონფლიქტის გამარტივებასთან,დიაგნოსტირებასთან(„ჩვენების“ და „სხვების“ გარჩევა),ძალთა შეფარდების შეფასებასთან. საჭიროა ზუსტი ცოდნა,საიდან დაიწყოთ და რისთვის იბრძვით. ამიტომაც,ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ადამიანს განსხვავებულად გადააქვს კონფლიქტის მდგომარეობა და განსხვავებული დამოკიდებულება აქვს მის მიმართ.

ასტროლოგს შეუძლია განასხვაოს ადამიანები,რომლებიც კონფლიქტის მიზეზს საკუთარ თავში ეძებენ,მათგან,ვინც კონფლიქტის მიზეზს სხვებში ხედავს და განსაზღვროს სუბიექტის აქტიურობის მიმართულება_შიგნით ან გარეთ. კონფლიქტის პრინციპი დაკავშირებულია ინდივიდის სურვილთან,შეცვალოს ის,რაც აღარ აკმაყოფილებს საკუთარ თავში ან გარესამყაროში; სურვილთან  დაეუფლოს ახალ ძალას,ახალ უნარებს,განთავისუფლდეს ტკივილისა და დისკომფორტისგან. ადამიანი განიცდის ტკივილს,როგორც რაღაც უსიამოვნოს,მწვავეს,მწველ გრძნობას(აგრესიის პრინციპი),რომელიც მას მოქმედებისკენ უბიძგებს(აქტიურობის პრინციპი).

კონფლიქტის პრინციპი ავითარებს ისეთ თვისებებს,როგორიც არის: მდგრადობა,ამტანობა,ენთუზიაზმი, მიზანდასახულობა,სიმამაცე,გმირობა,გამბედაობა,თავხედობა,ყოყლოჩინობა.

 

მარსის დამცავი მექანიზმი პროტესტის სახით ვლინდება.

მარსის პერიოდი დგება 12-13 წლის ასაკის ბიჭებში,სქესობრივი მომწიფების,ასევე დამოუკიდებელი მოქმედების დასაწყისში(21 წლის შემდეგ).

მარსის როლები რადიქსში:  მამაკაცი. საყვარელი. ზრდასრული ვაჟი. მეომარი, მებრძოლი, დამცველი, მონადირე, კონკურენტი, მეტოქე. ბოროტი,აგრესიული,სახიფათო ადამიანი. მკვლელი,შეიარაღებული ადამიანი. მჭედელი, მეტალურგი, სპოტსმენი, კასკადიორი, მეხანძრე, ბიზნესმენი, მემანქანე.

მარსის მდგომარეობები: მოქმედება, აგრესია, თავგანწირვა, კონფლიქტი, რისკი, აზარტი, სიმამაცე, თავხედობა, ბრაზი, მრისხანება, აფექტი, სიძულვილი, ეჭვიანობა, პაექრობა, ქიშპობა.  ფიზიკური ძალისხმევა, აბსცესი(ჩირქგროვა).

მარსის მოვლენები: ომი, ჩხუბი, კამათი, ოპერაცია, ხანძარი, თავდასხმა, მკვლელობა, შეჭრა, შეჯიბრი, რბოლა.

მარსის გავლენა ფიზიკურ სხეულზე: ცხვირი, კუნთები, სისხლი, ერექცია.  ანთებითი და მძიმე ქრონიკული დაავადებები, ტრავმები, ჭრილობები, სისხლდენა, დამწვრობა.

მარსის მეტალი: ფოლადი, რკინა.

მარსის ფერები: წითელი, ალისფერი, სისხლისფერი.

 

 

ავტორი Qet Adastra


About Qet

Scroll To Top