Category Archives: სამედიცინო ასტროლოგია

გაჯანსაღება და ძალების აღდგენა მთვარის ნიშნის მიხედვით

მთვარე ვერძი მისთვის  კარგია დასვენება მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაიღლება რაიმე საქმიანობის შემდეგად. ამ ადამიანისთვის აუცილებელია ენერგიის ხარჯვა აქტიური მოქმედებებით რადგან სწორედ ეს ავსებს მას ახალი ენერგიით და ჯანმრთელობაც უმჯობესდება. უნდა მუდმივად ჩართული იყოს საქმეში და ბობოქარი ცხოვრების რიტმში . უსაქმურობისგან იღლებია  და ეკარგება  ძალა. Read More »

იუპიტერისა და სატურნის დაავადებები

                                                                                          იუპიტერის დაავადებები მართალია იუპიტერი  კეთილი პლანეტაა, მაგრამ მიუხედავად ამისა უარყოფით გავლენასაც ახდენს, მაგ: როდესაც არის მე 6 სახლში და აზიანებს ჰილეგს ან ასცენდენტს. ზოგადად კი, ის არის ზომიერი და დამცავი ბუნების პლანეტა. დაზიანების შემთხვევაში ვლინდება ისეთი დაავადებები, რომლებსაც ახლავს სისხლის ფორმულის შეცვლა, სითხის შეგუბება, სიმსივნური პროცესები, წყალმანკი. ის ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს ღვიძლის მართვაში და შესაძლოა ... Read More »

მერკურის, ვენერასა და მარსის დაავადებები

                    მერკურის დაავადებები ეს პლანეტა დაავადებების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს, რადგან განაგებს ნერვულ სისტემას, ტვინს. წამყვანია იმ დაავადებების განვითარებაში, რომლებიც სწორედ ამ სისტემებს აზიანებს. ძირითადი გავლენა უკავშირდება ნერვებს, ისეთი პორობლემები, როგორიცაა თავის ტკივილი, ნევრალგია, უძილობა სწორედ პლანეტა მერკურის მიერაა პროვოცირებული. ამის გარდა ვლინდება უსიცოცხლობა, მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები, თავბრუსხვევა, კონვულსიები და ნერვული ხასიათის ყველა ტკივილი, რომლებიც იმ სხეულის ზონას შეესაბამება, რომელსაც ამა თუ იმ ნიშანში მყოფი მერკური შეესაბამება. Read More »

მე 6 სახლი და ჯანმრთელობა

განვიხილოთ დაავადებების და ზოგადად ავადობის მიზეზები და ბუნება, რომლებიც პლანეტების ასპექტებისა და მათი ამა თუ იმ ნიშანში მდგომარეობიდან გამომდინარეობს. როგორც წინა სტატიებში განვიხილეთ პლანეტები და ნიშნები სხეულის განსაზღვრულ ზონას მართავენ. ამა თუ იმ ნიშანში მდგომარეობის შესაბამისად და განსაკუთრებით ასპექტირებიდან გამომდინარე შეგვიძლია განვსაზღვროთ თუ რა დარღვევებისა და აშლილობისკენაა სხეულის სხვადასხვა ორგანოები და ზონები მიდრეკილი. Read More »

მთვარე და ჯანმრთელობა

ქალის ჰოროსკოპში (ძირითადად, მაგრამ არა ყოველთვის) უნდა მოხდეს მთავრის მდგომარეობის (ნიშანში, სახლში) განხილვა, ასევე მისი დაზიანების ანალიზი. სწორედ ამ საერთო შეფასებით შეგვიძლია განვსაზღვროთ ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობა, სიცოცხლისუნარიანობა, სიცოცხლის ხანგრძლივობა. განსაკუთრებით კარგია, თუ კარგი ასპექტებია მზესთან, ვენერასთან ან იუპიტერთან. თუ მთვარე დაზიანებულია მზით, მარსით ან სატურნით – ეს მდგომარეობას უფრო ართულებს. Read More »

მზე და ჯანმრთელობა

ზოგადად ჯანმრთელობის მდგომარეობისას მრავალი ფაქტორია გასათვალისწინებელი, თუმცა საყურადღებო მომენტები სასურველია ცალკე განვიხილოთ. როდესაც მარსი და სატურნი ერთად აზიანებს მზეს, აუცილებელი არაა ეს ცუდი ჯანმრთელობის მაუწყებელი იყოს, რადგან მარსის მზესთან ასპექტირება ყოველთვის ზრდის ცხოველმყოფელ სითბოს. მარსი, რომელიც მზეს აზიანებს და ამასთან ერთერთი მათგანი ანგულარულ* მდგომარეობაშია ან თუ მარსი მზეზე მაღლაა სავარაუდოდ ეს მდგომარეობა არის ძალადობრივი და ანთებითი დაავადებებისა და უბედური შემთხვევების ან მოულოდნელი სიკვდილის მაუწყებელი. (არაერთი სხვა ასპექტისა და პლანეტის გათვალისწინებით). Read More »

კარმული დაავადებები

ყოველ დაავადებას აქვს თავისი კონკრეტული მიზეზი. მიზეზი შეიძლება იყოს ბინაში არასწორად განლაგებული ავეჯი, რომელიმე საგნის, მოვლენის ან სიტუაციის მიმართ ჩვენი განწყობა, ადამიანებზე და სამყაროზე ჩვენი არასწორი შეხედულებები და ა.შ. ბევრი ადამიანი მედიკამენტურ მკურნალობას არჩევს, ბევრი ქირურგიული გზით ცდილობს გამოჯანმრთელებას, ძალიან ცოტა თუ ცდილობს გაერკვეს ადამიანის ავადობის მიზეზში. ყველა ადამიანს აქვს არჩევანის უფლება. რატომ გვტკივა ზურგი და არა თავი, რატომ მაწუხებს მხედველობა, სხვას კი გული? ამის მიზეზი, რომ გავიგოთ პირველ რიგში უნდა გავერკვეთ კარმულ რეცეპტებში და აღმოვფხვრათ ჩვენში ნეგატიური ესა თუ ის თვისებები. ქვემოთ თქვენი ლილიტის მდებარეობა და შესაბამისი დაავადებები ნახეთ Read More »

სამედიცინო ასტროლოგია

• ნათალურ რუკაში მზე და მთვარე ასცენდენტთან ერთად ძირითად მახასიათებლებს ქმნიან. მამაკაცის ჰოროსკოპში მზე ითვლება ძირითად მმართველად, ქალის ჰოროსკოპში კი – მთვარე. ამომავალი ნიშანი (ასცენდენტის ნიშანი) კი ორივე სქესის შემთხვევაში არის ფიზიკური ძლიერებისა თუ სისუსტის მაჩვენებელი. Read More »

Scroll To Top