კარმული დაავადებები

კარმული დაავადებები

ყოველ დაავადებას აქვს თავისი კონკრეტული მიზეზი.

მიზეზი შეიძლება იყოს ბინაში არასწორად განლაგებული ავეჯი, რომელიმე საგნის, მოვლენის ან სიტუაციის მიმართ ჩვენი განწყობა, ადამიანებზე და სამყაროზე ჩვენი არასწორი შეხედულებები და ა.შ.

ბევრი ადამიანი მედიკამენტურ მკურნალობას არჩევს, ბევრი ქირურგიული გზით ცდილობს გამოჯანმრთელებას, ძალიან ცოტა თუ ცდილობს გაერკვეს ადამიანის ავადობის მიზეზში. ყველა ადამიანს აქვს არჩევანის უფლება.

რატომ გვტკივა ზურგი და არა თავი, რატომ მაწუხებს მხედველობა, სხვას კი გული? ამის მიზეზი, რომ გავიგოთ პირველ რიგში უნდა გავერკვეთ კარმულ რეცეპტებში და აღმოვფხვრათ ჩვენში ნეგატიური ესა თუ ის თვისებები.

ქვემოთ თქვენი ლილიტის მდებარეობა და შესაბამისი დაავადებები ნახეთ

 ლილიტი ვერძში

  • 1949 წლის 16 აპრილიდან – 1950 წლის 11 იანვრამდე
  • 1958 წლის 19 თებერვლიდან – 1958 წლის 16 ნოემბრამდე
  • 1966 წლის 26 დეკემბრიდან – 1967 წლის 21 სექტემბრამდე
  • 1975 წლის 1 ნოემბრიდან – 1976 წლის 28 ივლისამდე
  • 1984 წლის 7 სექტემბრიდან – 1985 წლის 2 ივნისამდე
  • 1993 წლის 13 ივლისიდან – 1994 წლის 8 აპრილამდე
  • 2002 წლის 18 მაისიდან – 2003 წლის 11 თებერვლამდე
  • 2011 წლის 23 მარტიდან – 2011 წლის 16 დეკემბრამდე

ალბათობა (და არა აუცილებლობა) არის, რომ შემდეგმა დაავადებებმა იჩინოს თავი: ჭრილობები, მოტეხილობები, ტრავმები, დაჟეჟილობები, წარუმატებელი ქირურგიული ოპერაციები, თავის ტკივილი, ცხვირის დაავადებები, კბილების პრობლემები. კარმული რეცეპტი: მიუტევეთ სხვებს უხეშობა და უტაქტობა, ნუ იქნებით ფეთქებადი, უარი თქვით პრობლემების ძალისმიერ მოგვარებაზე, ფიქრშიც კი ნუ დაუშვებთ ვინმეს ლანძღვა-გინებას, არ არის სასურველი სამხედრო სამსახური.

 ლილიტი კუროში

  • 1950 წლის 11 იანვრიდან – 1950 წლის 6 ოქტომბრამდე
  • 1958 წლის 17 ნოემბრიდან – 1959 წლის 12 აგვისტომდე
  • 1967 წლის 22 სექტემბრიდან – 1968 წლის 17 ივნისამდე
  • 1976 წლის 28 ივლისიდან – 1977 წლის 23 აპრილამდე
  • 1985 წლის 2 ივნისიდან – 1986 წლის 25 თებერვლამდე
  • 1994 წლის 8 აპრილიდან – 1995 წლის 2 იანვრამდე
  • 2003 წლის 12 თებერვლიდან – 2003 წლის 7 ნოემბრამდე
  • 2011 წლის 16 დეკემბრიდან – 2012 წლის 12 სექტემბრამდე

ალბათობა (და არა აუცილებლობა) არის, რომ თავი იჩინოს: ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებმა, ასევე საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებებმა, სისუსტე, ძალების დაქვეითება, სიმსივნეები და სხვა. ასევე ადამიანებთან ურთიერთობაში სირთულეები იჩენს თავს.

კარმული რეცეპტი: ნუ ეცდებით რაიმეს დაგროვებას, ნურც წინასწარ რაიმე მარაგის შექმნას, ნუ იქნებით ეჭვიანი და მესაკუთრე, მოერიდეთ ექსტრასენსებთან და პარაფსიქოლოგებთან ურთიერთობას. უნდა გააცნობიეროთ, რომ ბედნიერება არაა გქონდეს ის რაც გინდათ, არამედ გინდოდეთ ის, რაც უკვე გაქვთ.

ლილიტი ტყუპებში

  • 1941 წლის 3 დეკემბრიდან – 1942 წლის 27 აგვისტომდე
  • 1950 წლის 7 ოქტომბერიდან 1951 წლის 3 ივლისამდე
  • 1959 წლის 13 აგვისტოდან 1960 წლის 9 მაისამდე
  • 1968 წლის 17 ივნისიდან 1969 წლის 13 მარტამდე
  • 1977 წლის 23 აპრილიდან 1978 წლის 16 იანვრამდე
  • 1986 წლის 26 თებერვლიდან 1986 წლის 23 ნოემბრამდე
  • 1995 წლის 2 იანვრიდან 1995 წლის 28 სექტემბრამდე
  • 2003 წლის 8 ნოემბრიდან 2004 წლის 4 აგვისტომდე
  • 2012 წლის 12 სექტემბრიდან – 2013 წლის 9 ივნისამდე

ალბათობა (და არა აუცილებლობა) არის, რომ თავი იჩინოს: სასუნთქი სისტემის დაავადებებმა, ხელების, მყესების პრობლემებმა, მეტყველებასთან დაკავშირებულმა სხვადასხვა დარღვევებმა.

კარმული რეცეპტი: მკაცრად აკონტროლეთ სიტყვები, ერიდეთ ჭორაობას და ინტრიგებს, ნუ დაუშვებთ ურთიერთობებში ფამილარობას, ნუ აიღებთ უკითხავად სხვის ნივთებს, ნუ მოატყუებთ სხვებს და ნურც მისცემთ საბაბს თქვენ მოგატყუონ, ერიდეთ კონფლიქტებს, განსაკუთრებით ნათესავებთან და ახლობლებთან.

 ლილიტი კირჩხიბში

  • 1942 წლის 28 აგვისტოდან – 1943 წლის 24 მაისამდე
  • 1951 წლის 3 ივლისიდან – 1952 წლის 29 მარტამდე
  • 1969 წლის 14 მარტიდან – 1969 წლის 8 დეკემბრამდე
  • 1978 წლის 17 იანვრიდან – 1978 წლის 13 ოქტომბრამდე
  • 1986 წლის 23 ნოემბრიდან – 1987 წლის 18 აგვისტომდე
  • 1995 წლის 29 სექტემბრიდან – 1996 წლის 24 ივლისამდე
  • 2004 წლის 4 აგვისტოდან – 2005 წლის 29 აპრილამდე
  • 2013 წლის 9 ივნისიდან – 2014 წლის 4 მარტამდე

ალბათობა (და არა აუცილებლობა) არის, რომ თავი იჩინოს: კუჭ-ნაწლავის სისტემის, ცენტრალური ნერვული სისტემის და გენეტიკურმა დაავადებებმა. ნუ გახდებით თქვენივე ნეგატიური აზრების შთაგონების მსხვერპლი.

კარმული რეცეპტი: გაუფრთხილდით და დაიცავით ნაციონალური, ოჯახური ტრადიციები. შეეცადეთ მხარში დაუდგეთ ასაკოვან ნათესავებს, მაქსიმალურად შეუმსუბუქეთ ცხოვრება უფროს თაობას, ნუ დატოვებთ უყურადღებოდ წინაპართა საფლავებს.

ლილიტი ლომში

  • 1943 წლის 24 მაისიდან – 1944 წლის 17 თებერვლამდე
  • 1952 წლის 30 მარტიდან – 1952 წლის 23 დეკემბრამდე
  • 1961 წლის 1 თებერვლიდან – 1961 წლის 28 ოქტომბრამდე
  • 1969 წლის 8 დეკემბრიდან – 1970 წლის 2 სექტემბრამდე
  • 1978 წლის 14 ოქტომბრიდან – 1979 წლის 9 ივლისამდე
  • 1987 წლის 19 აგვისტოდან – 1988 წლის 14 მაისამდე
  • 1996 წლის 25 ივლისიდან – 1997 წლის 19 მარტამდე
  • 2005 წლის 29 აპრილიდან – 2006 წლის 22 იანვრამდე

ალბათობა (და არა აუცილებლობა) არის, რომ შემდეგმა დაავადებებმა იჩინოს თავი: გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები.

კარმული რეცეპტი: დაამარცხეთ საკუთარ თავში შური, ამპარტავნება, ქედმაღლობა, სიამაყე, ნუ გაგიტაცებთ დიდებისაკენ ლტოლვა, ისწავლეთ სიყვარული, ნურავის ურჩევთ აბორტის გაკეთებას და ნურც თქვენ გაიკეთებთ.

ლილიტი ქალწულში

  • 1944 წლის 17 თებერვლიდან – 1944 წლის 13 ნოემბრამდე
  • 1952 წლის 24 დეკემბრიდან – 1953 წლის 18 სექტემბრამდე
  • 1961 წლის 29 ოქტომბრიდან – 1962 წლის 15 ივლისამდე
  • 1970 წლის 3 სექტემბრიდან – 1971 წლის 30 მაისამდე
  • 1979 წლის 10 ივლისიდან – 1980 წლის 5 აპრილამდე
  • 1988 წლის 15 მაისიდან – 1989 წლის 8 თებერვლამდე
  • 1997 წლის 20 მარტიდან – 1997 წლის 14 დეკემბრამდე
  • 2006 წლის 22 იანვრიდან – 2006 წლის 20 ოქტომბრამდე

ალბათობა (და არა აუცილებლობა) არის, რომ შემდეგმა დაავადებებმა იჩინოს თავი: იპოქონდრია და პესიმიზმი, მუცლის ღრუს ორგანოთა დაავადებები, არასწორად დასმული დიაგნოზი და არასწორად დანიშნული მკურნალობა.

კარმული რეცეპტი: ნუ იქნებით მეწვრილმანე და ბიუროკრატი, ნუ გამოედევნებით თანამდებობის ხარისხებს და ჩინ-მედლებს, მოუარეთ ავადმყოფებს და იზრუნეთ მათზე. უარს ნუ იტყვით თქვენთვის უსიამოვნო სამუშაოზე. ზედმეტად ნუ ჩაეციკლებით თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობას.

  ლილიტი სასწორში

  • 1944 წლის 14 ნოემბრიდან – 1945 წლის 8 აგვისტომდე
  • 1953 წლის 18 სექტემბრიდან – 1954 წლის 14 ივნისამდე
  • 1962 წლის 16 ივლისიდან – 1963 წლის 19 აპრილამდე
  • 1971 წლის 30 მაისიდან – 1972 წლის 23 თებერვლამდე
  • 1980 წლის 5 აპრილიდან – 1980 წლის 29 დეკემბრამედ
  • 1989 წლის 8 თებერვლიდან – 1989 წლის 3 ნოემბრამდე
  • 1997 წლის 14 დეკემბრიდან – 1998 წლის 9 სექტემბრამდე
  • 2006 წლის 20 ოქტომბრიდან – 2007 წლის 17 ივლისამდე

ალბათობა (და არა აუცილებლობა) არის, რომ თავი იჩინოს: კუჭქვეშა ჯირკვლის (პანკრეასი) დაავადებებმა, შარდსასქესო სისტემის და წელის პრობლემებმა. კარმული რეცეპტი: ნათლად გაიაზრეთ და შეასრულეთ შემდეგი ცნება: „ნუ განიკითხავ და არ განიკითხები“.

დაიცავით პარტნიორული ერთგულება, ნუ გაექცევით ვალდებულებებს, იყავით სამართლიანი.

 ლილიტი მორიელში

  • 1945 წლის 9 აგვისტოდან – 1946 წლის 5 მაისამდე
  • 1954 წლის 14 ივნისიდან – 1955 წლის 10 მარტამდე
  • 1963 წლის 20 აპრილიდან – 1964 წლის 13 იანვრამდე
  • 1972 წლის 23 თებერვლიდან – 1972 წლის 19 ნოემბრამდე
  • 1980 წლის 29 დეკემბრიდან – 1981 წლის 24 სექტემბრამდე
  • 1989 წლის 5 ნოემბრიდან – 1990 წლის 31 ივლისი
  • 1998 წლის 10 სექტემბიდან – 1999 წლის 5 ივნისამდე
  • 2007 წლის 17 ივლისიდან – 2008 წლის 10 აპრილამდე

ალბათობა (და არა აუცილებლობა) არის, რომ თავი იჩინოს შემდეგმა პრობლემებმა : სასქესო ორგანოების, სწორი ნაწლავის დაავადებები. ნარკომანია, ალკოჰოლიზმი, ფსიქიკური აშლილობა. კარმული რეცეპტი: თავი შეიკავეთ შემთხვევითი სექსუალური ურთიერთობებისგან, არატრადიციული სექსუალური კავშირებისგან, ასევე არ არის რეკომენდებული თქვენთვის ჰიპნოზის და მაგიის გამოყენება. ყურადღება მიაქციეთ აზრების სისუფთავეს, დათრგუნეთ ცხოვრების ბნელი მხარეებისადმი ინტერესი.

ლილიტი მშვილდოსანში

  • 1946 წლის 5 მაისიდან – 1947 წლის 29 იანვრამდე
  • 1955 წლის 10 მარტიდან – 1955 წლის 4 დეკემბრამდე
  • 1964 წლის 14 იანვრიდან – 1964 წლის 20 ოქტომბრამდე
  • 1972 წლის 20 ნოემბრიდან – 1973 წლის 14 აგვისტომდე
  • 1981 წლის 24 სექტემბრიდან – 1982 წლის 20 ივნისამდე
  • 1990 წლის 3 აგვისტოდან – 1991 წლის 30 აპრილამდე
  • 1999 წლის 6 ივნისიდან – 2000 წლის 3 მარტამდე
  • 2008 წლის 10 აპრილიდან – 2009 წლის 3 იანვრამდე

ალბათობა (და არა აუცილებლობა) არის, რომ შემდეგმა დაავადებებმა იჩინოს თავი: საჯდომის ნერვის ანთებამ (იშიაზი), ღვიძლის დაავადებებმა და სისტემურმა დაავადებებმა (მაგ. შარდ-სასქესო სისტემის და სხვა)

კარმული რეცეპტი: ხელმძღვანელ პოსტზე ყოფნის შემთხვევაში შეინარჩუნეთ წონასწორობის და ზომიერების გრძნობა, იყავით იმ კონფესიის მიმდევარი, რომლებიც არიან თქვენი უფროსი თაობის ნათესავები პირდაპირი ხაზით, ისწავლეთ სხვებთან შეგუება, სხვისი აზრის გათვალისწინება, უარი თქვით სხვათა დამოძღვრასა და მიზეზით თუ უმიზეზოდ წუწუნზე.

ლილიტი თხის რქაში

  • 1947 წლის 30 იანვრიდან – 1947 წლის 25 ოქტომბრამდე
  • 1955 წლის 5 დეკემბრიდან – 1956 წლის 1 სექტემბრამდე
  • 1964 წლის 20 ოქტომბრიდან – 1965 წლის 5 ივლისამდე
  • 1973 წლის 15 აგვისტოდან – 1974 წლის 12 მაისამდე
  • 1982 წლის 20 ივნისიდან – 1983 წლის 16 მარტამდე
  • 1991 წლის 1 მაისიდან – 1992 წლის 21 იანვრამდე
  • 2000 წლის 3 მარტიდან – 2000 წლის 27 ნოემბრამდე
  • 2009 წლის 3 იანვრიდან – 2009 წლის 1 ოქტომბრამდე

ალბათობა (და არა აუცილებლობა) არის, რომ თავი იჩინოს: ძვლოვანი ქსოვილის, მუხლებთან დაკავშირებულმა პრობლემებმა, ასევე მოსალოდნელია ართრიტები და ართოზები, ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი დაავადებები.

კარმული რეცეპტი: ბოროტად ნუ გამოიყენებთ თქვენს ძალაუფლებასა და თანამდებობას, გახსოვდეთ – მიზანი ყოველთვის არ ამართლებს საშუალებას. გათავისუფლდით ზედმეტი პრაგმატულობისაგან და ისწავლეთ მიიღოთ ცხოვრება თავის პლიუს-მინუსებით.

ლილიტი მერწყულში

  • 1947 წლის 26 ოქტომბრიდან 1948 წლის 23 ივლისამდე
  • 1956 წლის 1 სექტემბრიდან 1957 წლის 27 მაისამდე
  • 1965 წლის 6 ივლისიდან 1966 წლის 1 აპრილამდე
  • 1974 წლის 12 მაისიდან 1975 წლის 4 თებერვლამდე
  • 1983 წლის 17 მარტიდან 1983 წლის 12 დეკემბრამდე
  • 1992 წლის 22 იანვრიდან 1992 წლის 17 ოქტომბრამდე
  • 2000 წლის 28 ნოემბრიდან 2001 წლის 22 აგვისტომდე
  • 2009 წლის 1 ოქტომბრიდან – 2010 წლის 29 ივნისამდე

ალბათობა (და არა აუცილებლობა) არის, რომ თავი იჩინოს: ალერგიულმა რეაქციებმა (განსაკუთრებით მედიკამენტებზე), უძილობამ, სისხლძარღვების პრობლემება. კარმული რეცეპტი: უარი თქვით ხანგრძლივ გეგმებზე, ისწავლეთ მიზნისკენ მიმავალ გზაზე, კარგად მოფიქრებული მცირე ვადიანი გეგმებით სვლა. მოერიდეთ ავანტიურულ საქმიანობას, შეეგუეთ საზღვრებს, ლიმიტებს. ნუ შეუზღუდავთ სხვებს თაისუფლებას, ნუ გამოიყენებთ ბოროტად ირგვლივმყოფთა ყურადღებას და დროს.

ლილიტი თევზებში

  • 1957 წლის 27 მაისიდან – 1958 წლის 20 თებერვლამდე
  • 1966 წლის 1 აპრილიდან – 1966 წლის 27 დეკემბრამდე
  • 1975 წლის 5 თებერვლიდან – 1975 წლის 31 ოქტომბრამდე
  • 1983 წლის 12 დეკემბრიდან – 1984 წლის 7 სექტემბრამდე
  • 1992 წლის 18 ოქტომბრიდან – 1993 წლის 13 ივლისამდე
  • 2001 წლის 23 აგვისტოდან – 2002 წის 17 მაისამდე
  • 2010 წლის 28 ივნისიდან – 2011 წლის 23 მარტამდე

ალბათობა (და არა აუცილებლობა) არის, რომ თავი იჩინოს: ტერფების სხვადასხვა პრობლემებმა, ფსიქიკურმა აშლილობამ, ღამის კოშმარებმა, ალკოჰოლიზმის და ნარკომანიის საფრთხეა. კარმული რეცეპტი: უარი თქვით სპირიტიზმზე და მაგიაზე! უარი თქვით ალკოჰოლზე, ფრთხილად წამლებთან, გამოუცხადეთ ბრძოლა ილუზიებს და თავის მოტყუებას. ნუ დაუმალავთ გარშემომყოფებს საიდუმლოს.

წყარო: ნაინა ვლადიმიროვა

ავტორი: ქეთი


About Rusa

Scroll To Top