მთვარის მე-11 დღე

მთვარის მე-11 დღე

სიმბოლო: ცეცხლოვანი ხმალი, გვირგვინი

ყველაზე ძლიერი ენერგეტიკული დღე. საჭიროა იყოთ ძალიან ფრთხილი და ყურადღებიანი ნებისმიერი საქმის შესრულებისას. შეიძლება ლოცვა, გასუფთავება, მაგრამ მხოლოდ საფუძლიანი მომზადების შემდეგ. უმჯობესია არ გადაიტვირთოთ და არ დაკავდეთ რაიმე სერიოზულით, მითუმეტეს თუ რამე არ იცით ან/და არაა გაწმენდილი.

ასტროლოგიაში მე–11 მთვარის დღე ითვლება ენერგეტიკულ პიკად მიმდინარე მთვარის თვეში. ამ დროს ენერგიის კონცენტრაცია იმდენად ძლიერია, რომ ნებისმიერი მოქმედება შეიძლება აღმოჩნდეს დამანგრეველი ძალის.

ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო მთვარის დღეებიდან, რამდენდაც მას მოაქვს ყველა პოზიტური მომენტების მატერიალიზების შესაძლებლობა, როგორც მთვარის თვის დასაწყისში, ასევე მთვარის დანარჩენ დადებით დღეებშიც. ამავე დროს ნეიტრალიზდება წინა პერიოდების რთული და ნეგატიური ზეგავლენა და ამიტომ ნებისმიერი გააზრებული ქმედება დიდ შანსს გაძლევთ მიაღწიოთ წარმატებას.

მნიშნველოვნად იზრდება სიცოცხლისუნარიანობა, სექსუალური პონტენციალი, პირადი შარმი. საქმეების უმრავლესობას, რომელიც დაწყებულია მეათე დღე-ღამეს, მხარდაჭერა აქვს სულირი იერარქიიდან და წარმატება მოაქვს.

მე-11 მთვარის დღეს, როგორც წესი, ადამიანი გრძნობს დიდ ძალას, ის დარწმუნებულია, სავსეა ენთუზიაზმით და სწყურია მოქმედება. მაგრამ, საკმარისია ერთი წამითაც კი შეეპაროს ეჭვი და წამოწყებული საქმე და ქმედება კრახით დასრულდება. რომ გავიაროთ ეს ცეცხლოვანი გამოცდების პერიოდი, უნდა ვიყოთ მამაცი, გაბედული, გამარჯვებაში დარწმუნებული.

მე-11 მთვარის დღე ენერგეტიკული (ძალებისა)– ნაკადისა და ბუნების ძალების ურთიერთქმედების დღეა. მთვარის მოქმედება ამ დღეს ყველაზე ძლიერ გავლენას ახდენს. მთელი მთვარის ციკლის განმავლობაში ეს ყველაზე დიდი ძალის მქონე დღეა. გამოვიჩინოთ სიფრთხილე და ყურადღება. გაცოცხლებული ძალა მივმართოთ აღმშენებლობისკენ.

ამ დღეს დაწყებული ყველა საქმე მივიყვანოთ ბოლომდე. პასიურობა, უმოქმედობა არაა რეკომენდებული, რადგან ეწინააღმდეგება გარემო ვიბრაციების სინამდვილეს, მაგრამ ზედმეტი დატვირთვაც არ ვარგა. ყველაფერი კარგია ზომიერად.

არც ერთი წუთით არ უნდა შევანელოთ ტემპი! ყოველივე რასაც დავიწყებთ უნდა მივიყვანოთ ბოლომდე! უნდა დავიჯეროთ საკუთარი წარმატების და მივენდოთ მოქმედ სტიქიას. ასევე უნდა მოვიქცეთ მოცემულ მომენტში. დავიმახსოვროთ, ამ დროს დაწყებული ნებისმიერი საქმე ერთვება კოსმიური ენერგიის უსაზღვრო რეზერვუარს.

გადასახლებისთვის, საცხოვრებელი ადგილის შეცვლისთვის დღე დადებითია.

საშიშროების ნიშანია – დანის ან ჩანგლის დავარდნა, დაგდება.

ბიზნესი: ეს კარგი დღეა ფინანსური ოპერაციებისთვის, ბიზნესის სფეროში აქტიური მოქმედებისათვის.

ქორწინება: მხოლოდ მათთვისაა რეკომენდებული, ვინც პარტნიორის გრძნობებში ბოლომდე დარწმუნებულია, მომავალი ცხოვრება ერთად წარმოუდგენიათ, ერთნაირი ინტერესები და შეხედულებები აქვთ. ქორწილში ალკოჰოლური სასმელების გამოყენება პრობლემებს შექმნის.

სოციალური გავლენა: არცთუ სასურველი დღეა სოციალური ურთიერთობებისთვის. ნუ წამოიწყებთ თქვენთვის უცნობ ან გაურკვეველ საქმიანობებს.

მისტიური გავლენა: დღე არაკონტროლირებადია, ახალბედებს არ ურჩევენ პრაქტიკულ საქმიანობას ან რაიმეს წამოწყებას. შეგვიძლია მივხედოთ სხეულს– ვისეირნოთ, ვივარჯიშოთ, რათა გავხდეთ უფრო მოქნილები და ძლიერნი.

ეზოთერიკატანტრის წარმომადგენლები ამ დღეს იყენებენ მისტიური რიტუალებისათვის და სადხანისათვის. რომელიც მიმართულია ხერხემლის ფუძის გამოსაცოცხლებლად, კუნდალინის ენერგიის (გასაცოცხლებლად) გასაღვიძებლად.

მედიტაცია: ცეცხლი. ორგანიზმის შიდა პროცესები

სიზმრებიამ დღის სიზმრებით შეგვიძლია გავაკეთოთ დასკვნა, თუ რამდენად ჰარმონიულად ვურთიერთობთ გარემომცველ სივრცეში, სოციუმში და საერთოდ სამყარიში.

მინერალები: ცეცხლოვანი ოპალი, გემატიტი, სერდოლიკი.

მე-11 დღეს დაბადებულები: გამოირჩევიან მახვილგონიერებით, ენერგიულობით და დღეგრძელობით.  კარგი გონებირივი შესაძლებლობებით დაჯილდოვებულნი იქნებიან, იცხოვრებენ ბედნიერად, ნაყოფიერად და მიაღწევს ღრმამოხუცებულობას. შესაძლოა ცხოველები ხშირად კბენდნენ.

არასასურველია: ბასრი და მჭრელი ინსტრუმენტების გამოყენება, მწერების მოკვლა

რეკომენდებულია: მგზავრობის, მივლინებების, მოგზაურობების დაწყება, დაპყრობა, შელოცვა, გაყოფა, ჩამორთმევა. საკვებში შეზღუდვა; პირობის შესრულება; ქორწინება, ჩხუბი, კამათი; ფიზიკური ვარჯიში; მშენებლობა; გამგზავრება და ჩამოსვლა; რაიმეს მორთვა. ეს დღე არის ეკადაში (განმარტება ეკადაში სანკრისტულად ნიშნავს – თერთმეტს, ანუ მეთერთმეტე დღე – ტიტხი, ყოველი სავსემთვარეობისა და ახალმთვარეობის მეთერთმეტე დღე ინდუისტურ ასტროლოგიაში – მთარგმნელის შენიშვნა) – ყველაზე საუკეთესოა შიმშილობისთვის.

ავტორი: ნინო, ქეთი


About Kate

Scroll To Top