პირადი რუკის შედგენა ზეტ-ში

პირადი რუკის შედგენა ზეტ-ში

ზეტი წარმოადგენს ერთ-ერთ ასტროლოგიურ პროგრამას, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ: პირადი რუკის, შეთავსების, პროგნოზირების შესადგენად და სხვა ასტროლოგიური ფუნქციებისთვის.

გადმოწერეთ პროგრამა ზეტ-ი და დააყენეთ. გადმოსაწერილი ლინკი იხ. ამ სტატიაში პირადი რუკის შესადგენი საიტები

1. გახსენით და შედით “ჰოროსკოპში”  (იხ. სურათი. პ.ს. გადიდებისთვის დააწკაპუნეთ)

2. შეიყვანეთ პირადი მონაცემები: სახელი, დაბადების თარიღი, საათი, ადგილი.  (იხ. სურათი)

3. თქვენი რუკის მოკლე ინტერპრეტაცია შეგიძლიათ ნახოთ ზეტ-ში. მითითებულ ღილაკზე დაჭერის შემდეგ გამოვა ცალკე ფანჯარა თქვენი რუკის ახსნით.

4. თუ გსურთ დამატებით ფიქტიური პლანეტების (ლილიტი,სელენა და ა.შ), ასტეროიდების (ქირონი, პალადა და ა.შ), დაღმავალი კვანძის აღნიშვნა რუკაზე,მიყევით სურათებზე არსებულ ინსტრუქციებს. თითოეულ შემთხვევაში ცალკე ფანჯარა გამოვა, რომელშიც ცხრილზე მოძებნით სასურველ პლანეტას/ასტეროიდს და აღნიშნავთ “პწიჩკის” დასმით.

პ.ს. სურათებს გადიდებისთვის დააწკაპუნეთ

სტატიის ავტორი: თამთა


About Tamta

Scroll To Top