Category Archives: ასტეროიდები და ფიქტიური პლანეტები (ზოგადი)

ლილიტის ორი სახე – True & Mean Lilith

საკმაოდ საინტერესო შეკითხვა მივიღეთ, ამიტომ ასე ვუპასუხებ, ვფიქრობ ბევრისთვის საინტერესო იქნება “შეკითხვა მაქვს ტქვენთან, ეგრეთწოდებულ True da Mean ლილიტზე. ვიცირომ ეს ორი ერთმანეთს არ ემთხვევა. ისიც ვიცი ორივე როგორ გამოითცვლება ასტრონომიულად. მარა სიმართლე გითხრათ ვერ გავიგე ამ ორიდან რომელს მიეწერება ის თვისებები, რომელიც შავ მთვარესთან ასოცირდება. რომელიმე მათგანს თუ ორივეს? სავარაუდოდ Mean ლილიტს, რომელიც 9 თვეში ერთხელ იცვლის ნიშანს. თუ ეს ასეა, მაშინ როგორია ე.წ. Ture ლილიტის მნიშვნელობა?” Read More »

მთვარის კვანძები – ზოგადი დახასიათება

(დრაკონის თავი და კუდი, რაქუ და ქეთუ, იგივე აღმავალი და დაღმავალი კვანძი) ასტრონომიული ხედვით, ეს წერტილები შეესაბამება ადგილებს, რომლებზეც მთვარის ორბიტა  ეკლიპტიკის სიბრტყეს კვეთს. მთვარის კვანძები მიანიშნებს ადამიანის ინდივიდუალურ ევოლუციურ განვითარებასა და გარესამყაროს ევოლუციურ განვითარებაში მონაწილეობაზე, ანუ კვანძები მოიცავს შინაგან და გარეგნულ განვითარებას. აღმავალი კვანძი – მოიცავს ინფორმაციას, რა მხრივ უნდა განვვითარდეთ, ახალ გამოცდილებას რომელ სფეროებში მივიღებთ. დაღმავალი კვანძი – მოიცავს ჩვენს მიერ დაგროვილ გამოცდილებას, რაც შეგვიძლია ახალი გზებისთვის ფუნდამენტად გამოვიყენოთ. თუ ინდივიდი მხოლოდ დაგროვილ ინფორმაციას იყენებს, ევოლუციური განვითარების კუთხით დეგრადირდება; ხოლო თუ მხოლოდ ახალი გამოცდილებისკენ მიდის –  ფუნდამენტს, ფეხქვეშ ნიადაგს კარგავს. ლეგენდა მთვარის კვანძებზე ლეგენდის თანახმად, ღვთაება ვიშნუმ (უზენაესი ... Read More »

სელენა (თეთრი მთვარე)

ლილიტი და სელენა – კარმული მნიშვნელობის მქონე ფიქტიური პლანეტებია. ასტროლოგთა ნაწილი მათ ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს, ნაწილი ლილიტის ძლიერ გავლენას მაგიურ შესაძლებლობებს, სელენას – ძლიერ მფარველობას უკავშირებს, ნაწილისთვის „ბოროტი“ და „კეთილი“ პლანეტებია. მოდით, ვცადოთ სელენას და ლილიტის განსხვავება, მათი მნიშვნელობის მეტნაკლებად გაგება. ასტროლოგთა დიდი ნაწილი სელენას ყოველივე საუკეთესოს, წმინდას მიაწერს, რაც არცთუ სწორი ხედვაა. სელენა, ისევე როგორც ლილიტი და ნებისმიერი სხვა წერტილი, შეიძლება იყოს დადებითი ან უარყოფითი გავლენით. მაინც რა ფუნქციები აქვს სელენას? როგორც ლაურა ვოლკერის წიგნის მიხედვით ვწერდით, ლილიტს უკავშირებდა ჩვენს მთავარ, ძირეულ შიშს, ქვეცნობიერ გავლენას, იმ მხარეს, რომელსაც საკუთარ თავში ნაკლებად ვიღებთ. ანუ ლაურა ვოლკერისთვის ლილიტს ფსიქოლოგიური მნიშვნელობა უფრო ... Read More »

ქირონის მახასიათებლები და დამუშავების დონეები

ქირონი ერთგვარი დამაკავშირებელი ხიდია მაღალი და დაბალი გამოვლინების მქონე პლანეტებს შორის. ის არ ახდენს სასწაულებს, თუმცა ადამიანს შეხედულებებსა და მენტალურ წარმოდგენებს უცვლის, რეალობის პერეფოკუსირება, სხვა კუთხით დანახვა და შეფასება ხდება. ქირონი შინაგანი პროგრამების მართვას გვასწავლის. ის ერთმანეთთან აკავშირებს და მატერიალიზებას უკეთებს ადამიანის უმაღლეს და უმდაბლეს „მე“-ს (ასევე, შინაგან და გარეგან სამყაროს) და მართავს სულიერი განვითარების პროცესებს ამ სიტყვის („მართავს“) პირდაპირი მნიშვნელობით. ქირონი დაკავშირებულია შინაგან და გარეგან ჩიხებთან, პრობლემებთან, რომელთა გადალახვა ისევ ქირონის დახმარებითაა შესაძლებელი. ეს პლანეტა კარმის არსებობაზე ძლიერ მინიშნებას აძლევს. როდესაც ქირონი გააქტიურებულია, ინდივიდი ნიშნებს, მინიშნებებს იღებს, რომლებიც სიმბოლურად უახლოეს მომავალს აჩვენებენ (მიანიშნებენ). შინაგან დონეზე ქირონის გამოვლენა ხასიათდება ინდივიდის ... Read More »

პროზერპინა – ზოგადი დახასიათება

დასაწყისი – პროზერპინა – მისი როლი და მნიშვნელობა ასტროლოგიაში პროზერპინას დახასიათება ს.ა. ვრონსკის მიხედვით (“კლასიკური ასტროლოგია 12 ტომად”) პროზერპინას კოსმიური დახასიათება მოცემულ მომენტში პროზერპინა ყველაზე ამოუცნობი „პლანეტაა“ პლანეტებს შორის, რომელსაც ასტროლოგია იყენებს. ასტრონომიულად (ოფიციალურად) მისი არსებობის დადასტურება არ მომხდარა, ამიტომ მასზე მსჯელობენ სხვადასხვა ჰიპოტეტური წერტილიდან გამომდინარე. ზოგიერთი ასტროლოგი, მიუხედავად მისი მოძრაობის უდიდესი პერიოდისა (650 წელზე მეტი), მას იყენებს პრაქტიკაში, ამტკიცებს, რომ პროზერპინას გავლენა ქალწულის ნიშნის მსგავსია და, მისი მდებარეობა ველებში (სახლებში) ანდა ჰოროსკოპის მნიშვნელოვან წერტილებთან შეერთებებში, საკმაოდ არსებითია. მითოლოგიიდან გამომდინარე, პროზერპინას, როგორც მიწისქვეშეთის სამეფოს მასპინძელსა და დედოფალს, მრავალი საერთო უნდა ჰქონდეს პლუტონთან, მაგრამ მისი ბერძნული ანალოგი – პერსეფონე ასევე ნაყოფიერების ... Read More »

პროზერპინა – მისი როლი და მნიშვნელობა ასტროლოგიაში

რას გვეუბნება მითი და ასტროლოგია პროზერპინას (პერსეფონეს) შესახებ ნეპტუნისა და პლუტონის უცნაურ მოძრაობას, რომელიც განსხვავდებოდა გამოთვლებისგან, მოჰყვა ის, რომ ასტრონომებმა მათ კიდევ ერთხელ მიაპყრეს ყურდღება და დაფიქრდნენ, თუ რა იყო ამ მოძრაობის მიზეზი. შესაბამისად, დაკვირვებებისა და ბევრი ფიქრის შედეგად ასტრონომებმა პლუტონის ახლოს ციური სხეულის არსებობა შეამჩნიეს და ზუსტად ეს ციური სხეული იწვევდა ნეპტუნისა და პლუტონის უცნაურ მოძრაობას. ამერიკულმა საერთაშორისო პლანეტარულმა ავტომატურმა სადგურებმა _ „პიონერი-10“-მა და „პიონერი_11“-მა დაადასტურეს ასტრონომების ეს ჰიპოტეზა. მართლაც, დაფიქსირდა ჯერ კიდევ უცნობი (ახლა უკვე ცნობილი) ტრანსპლუტონური „პლანეტის“ არსებობა. 1987 წელს აღმოაჩინეს მზის სისტემაში ეს მეათე„პლანეტა“ (2005 წელს კი ის ხელმეორედ „აღმოაჩინეს“). მოგვიანებით  ასტრონომებმა ის ასტეროიდად მოიხსენიეს. წინასწარი, ... Read More »

ქირონი – ზოგადი დახასიათება

ქირონი აღმოაჩინეს 1977 წელს, მდებარეობს სატურნსა და ურანს შორის და საკმაოდ უცნაური ორბიტა აქვს, რადგან ორივე პლანეტის ორბიტას კვეთს.ამიტომ ასტრონომებმა ივარაუდეს, რომ 2 მილიონი წლის წინ შესაძლოა ქირონი სულაც არ არსებობდა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში რომელიმე პლანეტას შეეჯახებოდა, ან მიიზიდებოდა რომელიმე პლანეტის  მიერ და გახდებოდა მისი თანამგზავრი-მთვარე. ზოგიერთ ასტროლოგს მიაჩნია, რომ ქირონი მართავს ქალწულს (განსხვავებული ვერსიით-კუროს). ბერძნული მითოლოგიის მიხედვით კი ქირონი მკურნალი იყო. მითის მიხედვით, ქირონმა, ისრით დაჭრილმა ადამიანმა-კენტავრმა შეისწავლა განკურნების უამრავი მეთოდი, ცოდნა დააგროვა, ცდილობდა ეპოვნა „განკურნების წამალი“, მაგრამ საკუთარ ჭრილობებს ვერაფრით შველოდა.სამაგიეროდ შეეძლო სხვების განკურნება. სწორედ ესაა ქირონის „ამოცანა-გასაღები“. ასტროლოგები თვლიან, რომ პლანეტის აღმოჩენა და გააქტიურება ხდება მაშინ, როდესაც ... Read More »

ლილიტი – ზოგადი დახასიათება

ასტროლოგიაში შავი მთვარე, იგივე ლილიტი მიანიშნებს ადამიანის მორალურ-ეთიკურ პრობლემებზე, კარმული ასტროლოგიის მიხედვით წინა ცხოვრების არასწორ ქმედებებზე ანგარიშის გასწორებაზე, კარმული ვალების გასტუმრების სფეროებზე, რისთვის ადამიანი „გასამართლდება“, მიანიშნებს იმ ადგილზე, სადაც  ბოროტებისგან  დაცვა სუსტია. ლილიტი ფარულ გავლენას ახდენს მთვარის სფეროებზე და როდესაც ადამიანი იგებს მის არსებობაზე, ფუნქციებზე, მისი გავლენა ხილული  ხდება და მიზანმიმართულად შეიძლება გაექცე ან დაამუშაო.  შავი მთვარე ზოდიაქოს ერთ ნიშანს  გაივლის დაახლოებით 9 თვეში ერთხელ, ხოლო რუკის მიხედვით (სადაც იყო დაბადებისას, ისევ იმ ადგილზე დაბრუნება) უნდება დაახლოებით 8.85 წელი (8 წელი და 310 დღე). ლილიტი წარმოადგენს მდედრობითი სქესის ბოროტ სულს, იუდაისტურ დემონოლოგიაში. ის და მისი სახელი გადმოღებულია ბაბილონური, ან შესაძლოა ... Read More »

Scroll To Top