ქირონის მახასიათებლები და დამუშავების დონეები

ქირონის მახასიათებლები და დამუშავების დონეები

ქირონი ერთგვარი დამაკავშირებელი ხიდია მაღალი და დაბალი გამოვლინების მქონე პლანეტებს შორის. ის არ ახდენს სასწაულებს, თუმცა ადამიანს შეხედულებებსა და მენტალურ წარმოდგენებს უცვლის, რეალობის პერეფოკუსირება, სხვა კუთხით დანახვა და შეფასება ხდება. ქირონი შინაგანი პროგრამების მართვას გვასწავლის. ის ერთმანეთთან აკავშირებს და მატერიალიზებას უკეთებს ადამიანის უმაღლეს და უმდაბლეს „მე“-ს (ასევე, შინაგან და გარეგან სამყაროს) და მართავს სულიერი განვითარების პროცესებს ამ სიტყვის („მართავს“) პირდაპირი მნიშვნელობით.

ქირონი დაკავშირებულია შინაგან და გარეგან ჩიხებთან, პრობლემებთან, რომელთა გადალახვა ისევ ქირონის დახმარებითაა შესაძლებელი. ეს პლანეტა კარმის არსებობაზე ძლიერ მინიშნებას აძლევს. როდესაც ქირონი გააქტიურებულია, ინდივიდი ნიშნებს, მინიშნებებს იღებს, რომლებიც სიმბოლურად უახლოეს მომავალს აჩვენებენ (მიანიშნებენ). შინაგან დონეზე ქირონის გამოვლენა ხასიათდება ინდივიდის მიერ იმ ქვე-პროგრამების დანახვით, რომლებიც ხელს უწყობენ უმაღლესი და უმდაბლესი საწყისების დანახვას.

ხშირად, რასაც ქირონი იძლევა მინიშნებების სახით, უნდა წარმოვიდგინოთ როგორც „ნიშანი მომავლიდან“, მაგრამ არა როგორც ზეგ მოსახდენი (როგორც ეს ურანის შემთხვევაში ხდება), არა როგორც მიუწვდომელი ღმერთისგან უშუალოდ გამოგზავნილი (როგორც ეს ნეპტუნის ან პლუტონის შემთხვევაში ხდება), არამედ ქირონის ნიშნები ესაა უახლოესი, შესაძლოა ხვალაც მოსახდენი ამბების მაუწყებელი. ქირონისეული რეალობა ხშირად განიცდება ფსიქოლოგიური ნორმების ზღვარზე.

ქირონის პირველ ფუნქციას ცნობიერების გაფართოება წარმოადგენს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი თითქოს დაუკავშირებელი მოვლენების დაკავშირებაა. ქირონისმიერი ცნობიერების გაფართოება განსხვავდება მერკურისეულისგან (ერთი მენტალური მოდელის შიგნით ცოდნის გაფართოება), იუპიტერისეულისგან (ცოდნის სფეროების გაფართოება სოციუმის მენტალურ ჩარჩოებში) და სატურნისეული ცნობიერების გაფართოებისგან (შინაგანი განვითარება და თვითგაგება ასევე სოციალურად განპირობებულ ჩარჩოებში). ქირონი იძლევა პირადი ცნობიერების გაფართოების საშუალებას, რომელიც ჯერ კიდევ არაა დაშვებული საზოგადოებრივ ცნობიერებასა და არაცნობიერში.

ქირონი – ფაქიზი (მატერიალურში ჯერ არარსებული) გეგმების მატერიალიზების პლანეტაა. ამიტომ, სასურველია რუკაში გაანალიზების დროს ყურადღება მიექცეს, რადგან ის აღნიშნავს ადამიანის ფაქიზ, ჯერ კიდევ ბოლომდე გაუცნობიერებელს (იგივე შეიძლება სხვა ადამიანისთვის უკვე გაცნობიერებული იყოს). ის, რასაც ქირონი დღეს აკეთებს და ავლენს, მომავალში, 30 წლის შემდეგ შესაძლოა სასწავლო მასალადაც გამოდგეს, თუმცა იგივე 30 წლის შემდეგ ქირონის გამოვლენა უკვე სხვა დონეზე მოხდება.

ძლიერი ქირონის – მქონე ადამიანი გარშემომყოფების მიერ აღიქმება არაბანალურად, განსხვავებულად. მის გარშემო რეალობა და სიტუაციები ყოველთვის სხვანაირადაა მოწყობილი. თუმცა ფსიქიკურ პათოლოგიად, შორეული მომავლიდან მოსვლად ან ფანატიკურ რელიგიურობად არ აღიქმება. ხშირად ტოვებს განსხვავებულ ან ორმაგ შთაბეჭდილებას. ამ ადამიანს კარგად შეუძლია სხვებს ღვთაებრივი სილამაზე, ნიმუშები, ფორმები აჩვენოს, რაც არ მოიცავს რელიგიურ, ფილოსოფიურ შეხედულებებს, არამედ – გაერთიანებული, ერთიანი საკაცობრიო პოზიციაა. ძლიერი ქირონის მქონე ადამიანს ყველა ოკულტურ მეცნიერებაში შესაძლებლობები და უნარი გააჩნია, განსაკუთრებით ასტროლოგიასთან – თუ ქირონსა და ურანს შორის მაჟორული ასპექტია (პ.ს. მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში დაბადებულთა რუკებში, ბევრთან ურანი-ქირონის ოპოზიცია გვხვდება). ძლიერი ქირონის მქონე ადამიანი გრძნობს ბიოენერგიასა და ენერგეტიკას როგორც ადამიანების, ასევე სიტუაციებისა და საგნების. ზოგჯერ მომავალს წინასწარმეტყველებს. მეცნიერებების შესწავლა კი საფუძვლად უდევს უკვე სხვებისთვის ცოდნის გადაცემას. ამ ადამიანისთვის უმთავრესია – შინაგან სამყაროში გაერკვეს, უმაღლესი და უმდაბლესი საწყისები გააერთიანოს, აირიდოს მათი გავლენა, შექმნას სწორი ქცევის ეთიკა გარესამყაროში. ამის გარეშე შესაძლოა თავი არასწორ ადგილზე იგრძნოს და ბევრი შეცდომა დაუშვას.

სუსტი ქირონი ადამიანის ცხოვრებაში ნაკლებად ვლინდება. არ ქმნის ბევრ ქაოსს, არ უწესებს ზღვარს სიღრმისეულ შეცნობაში, უმაღლესი და უმდაბლესი საწყისების გამოვლენაში. აქ ადამიანი გარკვეულწილად თავისუფალია. განვითარების უმაღლეს დონეზე ეს ადამიანი პროგრესორ-დამკვირვებელია, ანუ ადამიანი, რომელიც ბევრს ხედავს, მათ შორის სხვების ქვეცნობიერ პროგრამებსაც და მათ კავშირებს ადამიანთა ბედთან. მისი ხედვით გარშემომყოფთა სიტუაციები და ცხოვრება იცვლება, რადგან მისი გავლით უმაღლესი ეგრეგორი იყურება, რომელსაც უდიდესი რეალიზების ძალაუფლება აქვს. თავად ადამიანი ნაკლებად გრძნობს და აცნობიერებს საკუთარ მონაწილეობას გარესამყაროს ცვლილებებში. ემოციური დამოკიდებულება არ აქვს სიტუაციების მიმართ, რაც უმნიშვნელოვანესია უმაღლესი ეგრეგორის გამოვლინებისთვის – ემოციები ინფორმაციის გადაცემასა და გააზრებაში ხელს უშლიან. განვითარების დაბალ დონეზე ქაოსი და შინაგანი კონფლიქტები ნაკლებადაა მოსალოდნელი. ნაკლებად ორიგინალური და ძველებური ხედვით გამოირჩევა.

ჰარმონიული ქირონის მქონე ადამიანი გამოირჩევა კარგი იუმორის გრძნობით, უმაღლესი ღირებულების მქონე (დასაფასებელი) მეგობრებითა და ნაცნობებით. მას ყველაზე რთული სიტუაციებიდანაც კი უადვილდება გამოსავლის მოძებნა. გამოსდის ყველაფერი, რაც სხვებს არა. ისაა პრაქტიკოსი ჯადოქარი კონკრეტული პრობლემებით, რომლებიც უმეტესად შინაგანი, ფსიქოლოგიური, ევოლუციური და კარმული აღმოჩნდება ხოლმე. თუ ქირონი ჩართულია, არაჩვეულებრივი უნარების გამოვლენა ახასიათებს. არჩევანის გაკეთება უწევს სხვების დახმარებასა და ეგოიზმს შორის. პირველის შემთხვევაში შეუძლია შინაგანი ხედვის განვითარება საკუთარ თავსა და სხვებში, ევოლუციურ კიბეზე სწრაფად ასვლა. თუმცა ამისთვის რთული დავალებებისა და ამოცანების შესულებაც მოუწევს. მეორე შემთხვევაში (ეგოიზმის არჩევა) შეიძლება იქცეს ასტრალურ ვამპირად, ნაზად და შეუმჩნევლად იყენებს სხვების ენერგიას, მისთვის გასაგები კარმული შედეგების გამო.

დაზიანებული ქირონის შემთხვევაში ევოლუციურ კიბეზე ძლიერად არეულ ადამიანს ვიღებთ. მისი უმაღლესი და უმდაბლესი საწყისები ორივე იმდენად აქტიურია, რომ მის სულს ნაწილებად შლიან, რომ აღაფერი ვთქვათ ფსიქიკაზე (ანუ, ორივეს შლიან). ამ მდებარეობის მქონე ადამიანისთვის დამახასიათებელია ძლიერი ინტერესი ცნობიერების გაფართოებასთან და თვითგააზრებასთან დაკავშირებული პრობლემების მიმართ. შესაძლოა დიდხანს და ბევრი იმუშაოს საკუთარ თავზე, დასაფასებელი ცოდნაც დააგროვოს, რომელიც მაინც მცირე აღმოჩნდება. რა თქმა უნდა, კარგია, როდესაც წარსულ განსხეულებებსა და მომენტებს ხედავ, როდესაც კარმული კავშირები (კვანძები) გამოიკვეთება, თუმცა მისი შემოწმება რთულია. ქირონი პრაქტიკულ გამოსავალს მოითხოვს და თუ ადამიანს არ შეუძლია მიღებული ინფორმაციით რეალური პრობლემის გადაჭრა ახლანდელ განსხეულებაში, მაშინ მოუწევს შინაგანი პატიოსნებისა და მოკრძალებულობის პრობლემებთან გამკლავება, რაც მოითხოვს, პირველ რიგში, არაპირდაპირ და შემდგომ კომპლექსურ მიდგომას. საერთოდ, დაუმუშავებელი და დაზიანებული ქირონის მქონე ადამიანს ახასიათებს გამოკვეთილი და თავისებური სიამაყე, რომელიც გამომდინარეობს ეზოთერული ცოდნიდან, გარკვეული პრაქტიკული გამოცდილების მქონეა, თუმცა საკუთარი ცოდნისა და დონის შეფასება, აღმერთებს და ამაღლებს საკუთარ თავში. დროდადრო მკაცრ და ძლიერ დარტყმებს იღებს, მენტალურ წარმოდგენებზე მოქმედებს და აიძულებს წინ იაროს „საჩუქრების“ გარეშე. დაზიანებული ქირონი მოითხოვს მძიმე შრომას ნაკლებადშესწავლილ გარემოებებში, თავზეხელაღებულ ბრძოლას დაბალ საწყისთან, უმეტესად აგრესიასა და თვითმოტყუებასთან. ამ „მტრებთან“ კი არასდროს უნდა იყო ბოლომდე და მითუმეტეს საბოლოო გამარჯვებაში დარწმუნებული.

დამუშავების დონეები

პირველ დონეზე ადამიანის შინაგანი სამყარო ქაოსურად ვლინდება, თუმცა ნებისმიერი გრძნობის, ემოციის, სურვილის, შესაძლებლობების ან ქმედებების არჩევანი (რომელსაც რაღაც ღირებულება გააჩნია), მუდმივად ვლინდება. ადამიანმა არ იცის 10 წუთის შემდეგ რას მოისურვებს, რა გეგმები აქვს ხვალისთვის, თუმცა ამის საწინააღმდეგო არაფერი აქვს. შინაგან იმპულსებს ერთნაირად აღიქვამს და ყურადღებასაც არ აქცევს. ვერ აღიქვამს შინაგან სამყაროსა და გარე რეალობას შორის კავშირს. რეალობა მისთვის აგრესიული, წინააღმდეგობებით სავსე და მტრული გარემოა. მეგობრობა, კეთილშობილური აზრები, ნიჭი და შესაძლებლობების მიღება სუბსტანციად აღიქმება (ან არარსებულად) და მასში არანაირ გრძნობას არ აღძრავს. ეკოლოგიური ზრუნვა და გარემო ყურადღებასაც არ იქცევს. უსიამოვნო შინაგანი ხმა და სინდისი მოსვენებას არ აძლევს, ცდილობს ისწავლოს, შეეცადოს უკეთესად მოქცევას, გაექცეს. შინაგანი პატიოსნება უძლურია და ცნობიერებიდან განიდევნება. სულიერება განიხილება როგორც აბსტრაქტული რელიგიურობა ან სოციალურ-კულტურული განვითარება. რწმენა მენტალურია, ლოცვა და თხოვნა არაფერს იძლევა. ქირონის მუშაობა პირველ დონეზე წარმატებულია იმ მხრივ, რომ ადამიანი აღიარებს შინაგანი სამყაროს არსებობას (რამდენადაც შინაგანი კონფლიქტები აქვს და აღიარებას ვერ გაექცევა).

მეორე დონეზე ადამიანი საკუთარ ფსიქიკას აღიქვამს როგორც რთულ წარმონაქმნს, ურთიერთსაწინააღმდეგო იმპულსებს გრძნობს სულში, ზოგიერთ იმპულსს აღიქვამს ნიშნად (განვითარებაში მონაწილეობის მხრივ პროგრესიულ ან რეგრესიულ გამოვლინებად თვლის). თუმცა, უმეტესად არ იცის როგორ გაუმკლავდეს საკუთარ თავს. დაბალი „მე“ ზოგჯერ ძლიერად ვლინდება, ძალას ავლენს, უმაღლეს მესთან ალიანსს ქმნის თუ მის წინააღმდეგაა? ეს უკვე გაუგებარია ინდივიდისთვის. ამ დონეზე ადამიანის ყურადღებას სულიერი მხარე და განვითარება იპყრობს, თუმცა რთულად ერკვევა საკუთარ თავში. ვერ ახერხებს შინაგანი იმპულსების საერთო, კოლექტიური ქვეცნობიერიდან გამოცალკევებას. კოლექტიურ ცნობიერს აღიარებს, თუმცა მის გამოვლინებას საკუთარ თავში – ნაკლებად აცნობიერებს. გარე სამყაროსადმი დამოკიდებულება და ურთიერთობა იცვლება. უკვე ერთ მთლიანობად, ცოცხალ ცხოვრებად აღიქმება. ამ დონეზე პირველად ჩნდება ეკოლოგიური აზროვნება. ადამიანი აცნობიერებს, რომ ბიოსფეროს ნაწილია, რომელიც მნიშვნელოვანია ცოცხალი ორგანიზმებისთვის და მასზე ზრუნვას იწყებს. უკვე აღარ შეუძლია მშვიდად უყუროს წყლის დაბინძურებას, დანაგვიანებულ ქუჩას, გაჩეხილ ტყეს… მეორე დონეზე ადამიანი აცნობიერებს, რომ რეალობაზე გავლენას ახდენს მისი შინაგანი სამყარო და წარმოდგენები. ხვდება, რომ ცუდი საქმის ჩადენის შემთხვევაში – კარგს არ იღებს, დადებითი კი – ეფექტურად მოქმედებს. ამ დონეზე ქირონის მოქმედება ქაოსური და დესტრუქციული აღარაა (აღარ აღიქმება), რადგან ინდივიდი ხვდება მის თავს რაც ხდება და ცდილობს ცნობიერების გაფართოებას, განვითარებას. შინაგანად ბევრად დიფერენცირებული და ამავე დროს გაერთიანებული ხდება, ახალი კავშირები დგება, შინაგანი სამყაროზე ინფორმაციასაც მეტს იღებს. ძლიერად იცვლება და იზრდება სამყაროს მენტალური სურათი.

მესამე დონეზე ადამიანი უკვე კარგად ართმევს თავს შინაგან სამყაროს ცვლილებებს, განვითარებას, დაბალი პროგრამების შესაცვლელად ან ჩასანაცვლებლად საკმარისი ძალა და ცოდნა აქვს. დაბალ და მაღალ „მე“-ს შორის კონფლიქტი თითქმის არაა, ისინი როლებს ინაწილებენ და ადამიანი არა რევოლუციურად, არამედ უფრო ევოლუციურად განვითარებული შინაგანი სამყაროს მატარებელია. კოლექტიური ცნობიერებისგან გამოყოფილია. შინაგანად კარგად ხედავს კარმულ პროგრამებს. ადამიანი აცნობიერებს რა არის ცხოვრების მთავარი მიზანი – მისი შინაგანი განვითარება და სრულყოფა. თუ არ იმოქმედებს, არ გაუგებს შინაგან სამყაროს, შინაგანად არ მოემზადება, ვერ შეძლებს ამ ამოცანის შესრულებას. მესამე დონეზე სამყარო სხვანაირად აღიქმება, პიროვნება არამხოლოდ ადამიანებისა და ცხოველების განვითარებას (ცხოვრებას) ამჩნევს, არამედ არაცოცხალი საგნებისაც. მათ აურას გრძნობს, ხედავს. თუ ყავის ჭიქას შეეხო ფრთხილად და ნაზად, მისი ენერგეტიკა იზრდება, აურა ფართოვდება და ჭიქა ანათებს, არამარტო ემოციურად, არამედ პირდაპირი მნიშვნელობითაც. ინდივიდი გრძნობს ხელოვნების ნიმუშების ენერგიას. ხალხთან ურთიერთობას, პირველ რიგში, განიხილავს როგორც ენერგეტიკულ და ინფორმაციულ გაცვლას. დედამიწა მისთვის ცოცხალ ორგანიზმად იქცევა, რომელზე ზრუნვაც აუცილებელია. მესამე დონეზე ადამიანი იმდენად კარგად ხედავს შინაგან და გარეგან სამყაროებს შორის კავშირს, რომ იცის, ზუსტად რა მოქმედებაა საჭირო გარესამყაროში არსებული პრობლემის მოსაგვარებლად. ყოველთვის ხედავს საკუთარი შესაძლებლობების ზღვარს და გრძნობს, რომ ის კი არა, მის უკან მდგარი ეგრეგორი მუშაობს.

მეოთხე დონეზე ადამიანი გარეგან პრობლემებს თვლის შინაგანი პრობლემების პროექციად. უმეტესად ეს შინაგანი პრობლემები დიდ ეგრეგორებთანაა (მაგ: სოციალური) დაკავშირებული. მათი დამუშავებით ზოგად, სამყაროსეულ კარმაზე გადადის. მისი ენერგეტიკა იმდენად ძლიერია, რომ თუნდაც გამოჩენა ან უმნიშვნელო ჩარევა, შორეულ დონეზეც კი ცვლის მოვლენებს. როგორც წესი, იშვიათად არღვევს წესრიგს, რადგან კარგად ხედავს კარმას და არ ქმნის ზედმეტ კარმულ კვანძებს (შესაძლოა მისი წარმოდგენა კარმაზე არ დაემთხვეს საზოგადო წარმოდგენას). ამ დონეზე ადამიანი კარგად ურთიერთქმედებს ეგრეგორებთან ურთიერთობაში, ხედავს განსაზღვრულ მომენტში კონკრეტული ადამიანი რომელი ეგრეგორის მართვის ქვეშაა. სურვილის შემთხვევაში შეუძლია მართვა საკუთარ თავზე აიღოს და გააკეთოს ისე, რომ ამ ადამიანთან მასთან საუბარი შეძლოს (სულმა). ეს გავს ძლიერ მედიტაციას, გახსნას ან უბრალოდ დაუვიწყარ საუბარს, რომლის დროსაც ადამიანი საკუთარ სიღრმისეულ არსს აცნობიერებს. ესაა ნაციონალური ან სამყაროსეული მასწავლებლის, წმინდანის დონე.

წყარო: პოდვოდნი

სტატიის ავტორი: თამთა


About Tamta

Scroll To Top