Category Archives: რელიგია

ს. მაკალათია – ჯეგე-მისარონის კულტი ძველ საქართველოში

(სურათზე: ილორის წმინდა გიორგის ხატი. დაცულია ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში). სერგი მაკალათია   ჯეგე-მისარონის კულტი ძველ საქართველოში   ქრისტიანობის წინამორბედ წარმართ ღვთაებათა შორის ძველ მსოფლიოში უპირველესი ადგილი ღვთაება მირსას ან მითრას ეჭირა. მითრაიზმი წარმართული მოძღვრების უკანასკნელი და უძლიერესი სიტყვა იყო; მისი მკვლევარნი ერთხმად გვარწმუნებენ, წარმართულ მსოფლიოს ქრისტიანობა რომ არ მოვლენოდა, კაცობრიობა მითრას იწამებდაო. როგორც მითრაიზმის შესახებ არსებული წყაროებიდან და საკმაო დიდი მეცნიერული ლიტერატურიდან ჩანს, ამ ღვთაების კულტის გავრცელების ისტორია შესაძლებელია ორ ხანად დაიყოს. Read More »

ისლამი

ე.წ. მსოფლიო რელიგიებს შორის ყველაზე ახალ რელიგიად მიიჩნევა ისლამი, რომელიც მიმდევართა რაოდენობით მეორე ადგილზეა მსოფლიოში. მეშვიდე საუკუნეში წარმოქმნილი რელიგია, არაბთა დაპყრობითი ომებისა და მათ მიერ ისლამის გავრცელების შედეგად, თავიდანვე სწრაფად გავრცელდა. ისლამის პირველი მქადაგებელი იყო მუჰამადი, რომელიც დაიბადა 570 წელს არაბეთის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთით მდებარე ჰიჯაზის მხარეში. ისლამის მიმდევრების, მუსულმანების რწმენით, მუჰამადი არის ბოლო და ყველაზე დიდი წინასწარმეტყველი ყველა წინასწარმეტყველს შორის. მის მოსვლამდე იყვნენ ცნობილი წინასწარმეტყველები, როგორებიც არიან, მაგალითად, ნუჰი(ნოე), იბრაჰიმი(აბრაამი), ისმაილი(აბრაამის ძე და, გადმოცემის თანახმად, არაბთა მამამთავარი) დავუდი(დავითი), ისა(იესო ქრისტე, რომელსაც ისლამი არ თვლის ღვთის ძედ, უარყოფს რა მის ღვთაებრივ ბუნებას) და სხვანი. ხოლო მუჰამადი მათ შორის უდიდესია და ითვლება ... Read More »

ლილიტი რელიგიასა და მითოლოგიაში

ლილიტზე ლეგენდის ყველაზე ადრეულ ფორმას მე-8-მე-10 საუკუნეში მოღვაწე ბენ სირის ნაშრომში ვხდებით, რომელმაც იცოდა ლილიტის საწინააღმდეგო ავგაროზის არსებობის შესახებ, რომლებზეც სამი ანგელოზის სახელი იყო დატანებული, მსგავსი ავგაროზების დამამზადებელი  ბენ სირი იყო. ბენ სირი თავსი თხზულებაში ანგელოზთა სახელებსაც გვამცნობს: სნვი, სნსვი და სმნგლოფი, რომლებიც ადამზე პირველ თქმულებასთან არიან დაკავშირებულნი. ადამის პირველი ცოლის შესახებ თქმულებაში ვკითხულობთ: „ღმერთის მიერ ადამის შექმნის შემდეგ, მარტოსული ადამის მომზირალ უფალს შეეცოდა თავის ქმნილება და თქვა: არ არის კარგი ადამიანისთვის მარტო ყოფნა, და  ადამის მსგავსად მიწისგან ქალი შექმნა. სახელად კი  ლილიტი უწოდა. ადამს და ლილიტს მალევე მოუვიდათ კამათი. ლილიტმა თქვა, ჩვენ თანასწორნი  ვართ, ორივენი მიწისაგან შეგვქმნეს  და ურთიერთობაში ... Read More »

მითრა და ქრისტიანული სამყარო

მითრა (თარგმანში მითრა ნიშნავს-მოლაპარაკებას, შეთანხმებას) ინდოარიული მარად ახალგაზრდა ღვთება, რომელმაც გავრცელება ჯერ აქემენიდურ სპარსეთში, შემდეგ კი მთელს მსოფლიოში ჰპოვა. მითრა სამართლიანობის ღვთაებაა, რომელიც სჯის ყველა ფიცის დამრღევვთ, ასევე დაკავშირებულია მზესთან, ის მზეზე ადრე ამოდის ცის კაბადონზე, ის მეომარი ღვათაებაა რომელიც ბოროტებას, ბოროტ ძალებს ებრძვის.მითრას გამოსახავდნენ, როგორც ცხენზე ამხედებულ ახალგაზრდა უწვერულ ყმაწვილს  ფრიგიული ქუდით და თანმდევი ცხოველებით: ღორი, ყვავი, გველი, მამალი. მითრას კულტი ანტიკური სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და თაყვანსაცემი ღვთაება იყო. მის კულტს რომაელები გნეუს პომპეუსის აღმოსავლური ლაშქრობების დროს გაეცნენ და ჯარისკაცთა შორის თავიდანვე დიდი პოპულარობით დაიწყო სარგებლობა. მითრა უბრალო ხალხის, დაბალი ფენის წარმომადგენელთა მფარველი ღვთაებაა. Read More »

ზოროასტრიზმი

ფარავაჰარი – ზოროასტრიზმის სიმბოლო. ფრთიანი დისკო, კეთილი სულის გამოსახულებით. ძველ ახლო აღმოსავლეთში, სპარსული სახელმწიფოს მნიშვნელოვანი გავლენის გათვალისწინებით, გავრცელებული იყო ზოროასტრიზმი (მაზდეანობა), იგივე ცეცხლთაყვანისმცემლობა. დღეს ამ რელიგიის მიმდევართა რიცხვი მცირეა, განსახლებულნი არიან ძირითადად ირანისა და ინდოეთის ტერიტორიებზე. ამ რელიგიის დაფუძნებას მიაწერენ ნახევრადლეგენდარულ ზარათუშტრას, რომელსაც ბერძნები თავიანთ ენაზე ზოროასტერს უწოდებენ. ტრადიციის მიხედვით, ზარათუშტრამ მიიღო გამოცხადება ღმერთ აჰურა მაზდასგან, რის შემდეგეც გამოცხადების არსი იქადაგა ხალხში და ამ სწავლებამ აქტიური გავრცელება ჰპოვა ძველ სპარსეთში. ბიოგრაფიული ცნობები ზარათუშტრას შესახებ საკმაოდ დიდ დავებს იწვევს, ისტორიული წყაროების ბუნდოვანების გამო. არსებობს განსხვავებული მოსაზრებები მისი დაბადების თარიღის და სხვა გარემოებების შესახებ, რაც ზარათუშტრას ცხოვრებაზე, ობიექტური თვალსაზრისით, ვერ ქმნის გარკვეულ, ... Read More »

ბუდდიზმი

ბუდდიზმი ე.წ. მსოფლიო რელიგიათა რიცხვში შედის და მისი დამაარსებლის, ბუდდა შაკიამუნის შესახებ ცნობებს მივყავართ ინდოეთის ჩრდილოეთში. როდესაც ის მოევლინა ამ ქვეყანას, ინდოეთს ჰქონდა გამომუშავებული დიდი სულიერი კულტურა და გამოცდილება, და ამ გარემოცვაში ბუდდას უნდა ეთქვა ახალი სიტყვა, აღმოსავლეთის სულიერ ცხოვრებაში სიახლის შემომტანი უნდა გამხდარიყო. სიტყვა „ბუდდას“ ფუძე უნდა ვეძიოთ სანსკრიტში, სადაც „ბუდჰ“ ნიშნავს გამოღვიძებას და მოცემულ სწავლებაში აღნიშნავს მძინარე მდგომარეობიდან გამოსვლას. ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით მეექვსე საუკუნეში წარმოშობილი სწავლების ფუძემდებელილ, სახელად სიდჰარტჰა, რომელსაც მოგვიანებით ბუდდა ეწოდა, დაიბადა შაკიების არისტოკრატულ ოჯახში, რომელიც მართავდა მცირე ქვეყანას ინდოეთისა და ნეპალის საზღვარზე. დედამ, სახელად მაიამ, შვილის ჩასახვის ღამეს იხილა სიზმარში, რომ მასში შედიოდა თეთრი სპილო. ... Read More »

იუდაიზმი

 იუდაიზმი მიეკუთვნება ე.წ. აბრაამისეული რელიგიების რიცხვს და ამ ჯგუფიდან უფრო ძველი რელიგიაა, ვიდრე ქრისტიანობა და ისლამი. მისი მიმდევრები არიან ებრაელები და იუდაიზმი გამოდის როგორც ამ ერის კონსოლიდაციის უმთავრესი ფაქტორი. მის ჩამოყალიბებაში, ტრადიციის მიხედვით დიდი წვლილი მიუძღვის ებრაელი ერის წინამძღოლს, წინასწარმეტყველ მოსეს. ტრადიციის თანახმად, მას შემდეგ, რაც სამოთხეში ბიბლიური გველის მიერ ცდუნების შედეგად ადამიანები დაშორდნენ ღმერთს, უფალი რჩეულთა მეშვეობით ამცნობდა კაცობრიობას თავის ნებას, ხოლო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცხადება და აღთქმა უფლისგან მიიღო შუამდინარეთში მცხოვრებმა აბრაამმა, რომელიც ითვლება ებრაელი ერის მამათავრად. აბრაამის შვილიშვილის, იაკობის თორმეტმა ვაჟმა, გადმოცემის თანახმად, დაუდო საფუძველი მთელს ებრაელობას და იაკობის შთამომავლობა გარკვეულ ხანს იმყოფებოდა ეგვიპტეში, სადაც განიცდიდნენ ჩაგვრას. ... Read More »

ქრისტიანობა

მაცხოვრის ფრესკა ვარძიის მონასტრიდან. ქრისტიანობა მსოფლიო რელიგიებიდან ქრისტიანობას მისი მიმდევრების რაოდენობით პირველი ადგილი უკავია დღესდღეობით. უკვე დაახლოებით 2000 წელია, რაც ეს რელიგია არსებობს, ჰყავს მრავალი მიმდევარი და ქრისტეს აღმსარებლები, შეუდგებიან რა თავიანთი მოძღვრის მიერ მითითებულ გზას და გულით იღებენ იესო ნაზარეველის სწავლებას, გაიაზრებენ თუ რატომ ირჩევენ სწორედ ამ გზას. ქრისტიანის რწმენით, რა მოიტანა იესომ? როდესაც რომის იმპერიას ოქტავიანე ავგუსტუსი მართავდა, პალესტინის მიწაზე ცხოვრობდა ქალი, რომლის მეშვეობითაც უნდა აღსრულებულიყო დიდი საიდუმლო – კაცობრიობის მხსნელის მოვლინება. მას შემდეგ, რაც ადამიანი ცოდვით დაეცა და მოსწყდა უცოდველ მდგომარეობას, თავად ღმერთს, ის მუდამ ეძებდა მხსნელს. მაგრამ მხსნელს რისგან? ქრისტიანთათვის გამოხსნა უნდა მოხდეს ცოდვისგან, რომელიც ადამიანში ... Read More »

რელიგია, მეცნიერება და ეზოტერიკა

რელიგია, მეცნიერება და ეზოტერიკა – მათი მიზნები, მსგავსებები და განსხვავებები ისტორიულ ჭრილში რომ განვიხილოთ, ყველამ კარგად ვიცით, რომ პირველად, როგორც სისტემა ჩამოყალიბდა და ცხოვრებისეულ სცენაზე გამოვიდა რელიგია. რა თქმა უნდა, რელიგიის ჩანასახების ძიება ძალიან შორს წაგვიყვანს და კაცობრიობის განვითარების გზის ძალიან საინტერესო სურათსაც დაგვანახებს, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენ ზოგადად შევეხებით მის საფუძვლებს – ტოტემიზმს, ანიმიზმსა და ფეტიშიზმს, რომელიც ძალიან მჭიდრო კავშირი იყო ადამიანის სოციალური სისტემის შექმნასთან, თუმცა, ეს ყველაფერი საკმაოდ პრიმიტიულ დონეზე ხდებოდა თემისა და გვარის შექმნისა და საერთო მეურნეობის წარმოების მარტივ ფორმებზე გადასვლისას. ამ ეტაპზე გაჩნდა ერთ–ერთი ყველაზე პრიმიტიული ფორმა ტოტემიზმი, ცხოველს ანდა ფრინველსა თუ მცენარეს, რომელსაც ადამიანისთვის გარკვეული ... Read More »

Scroll To Top