მომსახურება

მომსახურება

ასტრო ბლოგი გთავაზობთ ასტროლოგიური რუკების ანალიზს  სხვადასხვა ბონუს-სფეროს დამატებით: ნუმეროლოგია,  ტაროს 1 წლიანი პროგნოზი (+ბიორიტმები), ენერგეტიკული მატრიცა….

ჩვენს მიერ შემოთავაზებული მომსახურების პაკეტებიდან აირჩიეთ თქვენთვის სასურველი და დაგვიკავშირდით ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე.

რისთვის გინდათ ასტროლოგთან მისვლა?

თქვენი სურვილი

რას ვადგენთ

მინდა საკუთარ თავში უკეთ გავერკვე პირადი ჰოროსკოპის შედგენა
მაინტერესებს პირად ცხოვრება, ამ სფეროში როგორ მოვაგვარო პრობლემები პირადი ჰოროსკოპის შედგენა
მაინტერესებს ჩემი მომავალი კარიერა, კარიერული წინსვლა პირადი ჰოროსკოპის შედგენა
საზღვარგარეთ ვგეგმავ წასვლას. მაინტერესებს რა ცვლილებებს მომიტანს ეს ქვეყანა რელოკაციური რუკის შედგენა
მაინტერესებს როგორ ვიცხოვრებ 2 წლის შემდეგ, 3 წლის შემდეგ… პროგნოზის შედგენა
მაინტერესებს როგორ შევეწყობით მე და ჩემი პარტნიორი, რა პრობლემებს შეიძლება გადავაწყდეთ და რა საშუალებები არსებობს მათ დასაძლევად შეთავსების ანალიზი
მაინტერესებს ამ წლის მოვლენები როგორ განვითარდება პროგნოზის შედგენა

 

ახლა კი ჩვენი შემოთავაზება:

N1. დაბადების საათის დადგენა – 20 ლ. (1 სთ-მდე შუალედი), 30 ლ (1 სთ-დან – 3 სთ-მდე შუალედი)

  • დაბადების საათის დადგენა მნიშვნელოვანია: პირადი რუკის ანალიზის, პროგნოზირების შემთხვევაში. თუ ზუსტი დრო არ ვიცით, მიღებული ანალიზი არასწორი იქნება. საათის დასადგენად ვიყენებთ ცხოვრებისეულ მნიშვნელოვან მოვლენებს, მათ თარიღებს, მუშავდება პროგრამულად და დამატებითი ანალიზით – დაბადების საათის დასადგენი მონაცემები

 

N2. პირადი ჰოროსკოპი – 65 ლ.

  • განიხილება: პიროვნული და ფსიქოლოგიური მახასიათებლები; პირადი ცხოვრება (მშობლები, და-ძმა და მათთან ურთიერთობა; სიყვარული, სიყვარულის მიღება-გაცემის სტილი, სექსუალური მხარე, ქორწინება, პარტნიორის სახასიათო შტრიხები, შვილები, მათდამი დამოკიდებულება; მეგობრული ურთიერთობები); ფიზიკური და სულიერი ჯანმრთელობა; მატერიალური და სულიერი რესურსები; წარმატების სფეროები;  კომუნიკაციის სტილი, განათლება, პროფესია, კარიერა, სამსახური; დასამუშავებელი საკითხები, ენერგეტიკული მატრიცა.

 

N3. რელოკაცია (ქვეყნის შეცვლა) 45 ლ.

  • განიხილება: პირადი რუკის მიხედვით რა ცვლილებებს მოიტანს საცხოვრებლის შეცვლა. ემიგირაციის შემთხვევაში დატვირთული სფეროები, შესაძლებლობები და წარმატების მიღწევის საშუალებები; საქართველოს და სხვა ქვეყნის შედარებითი ანალიზი (რა იყო საქართველოში – რა შეიცვლება გამგზავრებით)

 

N4. პროგნოზირება

  • კვირის მიხედვით, მნიშვნელოვანი თარიღებითა და ბიორიტმებით 1 თვიანი პროგნოზი – 25 ლ.
  • კვირის მიხედვით, მნიშვნელოვანი თარიღებითა და ბიორიტმებით 3 თვიანი პროგნოზი – 35 ლ.
  • კვირის მიხედვით, მნიშვნელოვანი თარიღებითა და ბიორიტმებით 6 თვიანი პროგნოზი – 45 ლ.
  • ერთწლიანი პროგნოზი – წლის ტენდენციები, ცხოვრებისეული სფეროების მიხედვით მონაცემების დამუშავება, პლანეტების გავლენა, წლის დაბნელებების გავლენა ინდივიდუალურ რუკაზე – 45 ლ.
  • ერთწლიანი პროგნოზი – წლის ტენდენციები, ცხოვრებისეული სფეროების მიხედვით მონაცემების დამუშავება, პლანეტების გავლენა, თვეების მიხედვით ანალიზი და მნიშვნელოვანი თარიღების გამოყოფა, წლის დაბნელებების გავლენა ინდივიდუალურ რუკაზე (საჩუქრად ტაროს მიხედვით 1 წლიანი პროგნოზი) – 95 ლ.

 

N5. ტაროს ანალიზი – 35 ლ.

  • განიხილება: ბაზისური არკანი; ფსიქოლოგიური პორტრეტის შედგენა; ბავშვობის, საშუალო ასაკისა და ცხოვრების ბოლო მესამედის დახასიათება; ფარული შიშები, კომპლექსები, შესაძლებლობები, ღირებულებები; ფსიქოლოგიური ჰარმონია; ცხოვრებისეული ამოცანები და მათი შესრულების საშუალებები. ტაროს ანალიზი შედგენილია ორი მეთოდის მიხედვით. ტაროს ანალიზი კეთდება თქვენი დაბადების მონაცემების მიხედვით.

 

N6. მომსახურების უფასო პაკეტი

  • კონსულტაცია
  • პირადი რუკის შედგენა (ანალიზის გარეშე, პირად რუკაში გარკვევა, მდებარეობებისა და სტატიების მიწოდება)
  • პირად რუკასთან დაკავშირებულ კონკრეტულ კითხვაზე პასუხი
  • სამედიცინო მანიპულაციებისთვის სასიკეთო დღეების გაგება
  • ოპერაციის თარიღის დანიშვნა
  • ყოველდღიური ზოგადი პროგნოზები
  • თვის ზოგადი მნიშვნელოვანი მოვლენები და ა.შ.

 

რუკის დამუშავების დრო: სირთულის მიხედვით მერყეობს 5-დან 14 დღემდე.

მიწოდების ფორმა: ელექტრონული ფორმა (დეტალური ანალიზი)

გადახდის ფორმა: გადარიცხვა

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვეკონტაქტეთ: e-mail: contact@astroblogi.com

Scroll To Top