Category Archives: ანთროპოსოფია

რ. შტაინერი – სქესებად დაყოფა

როგორც არ უნდა განსხვავდებოდეს თანამედროვე ადამიანის იერი „აკაშა-ქრონიკის“ წინა თავებში აღწერილი უძველესი დროის ადამიანის იერისაგან, თუკი კაცობრიობის ისტორიაში უფრო ღრმად ჩავიხედავთ, მივალთ კიდევ უფრო განსხვავებულ მდგომარეობამდე. ვინაიდან, კაცისა და ქალის ფორმებიც წარმოიქმნენ ასევე მხოლოდ დროთა განმავლობაში, ამასთან კიდევ უფრო ძველი ძირითადი ფორმისაგან, როცა ადამიანი არც კაცი იყო და არც ქალი, არამედ ერთდროულად ერთიცა და მეორეც. ვისაც სურს წარმოდგენა შეიქმნას ამ შორეულ, უკვე განვლილ პერიოდზე, ცხადია, მთლიანად უნდა გათავისუფლდეს იმ ჩვეულებრივი წარმოდგენებისაგან, რომლებიც ადამიანის გარშემო მომხდარისა და ნანახის საფუძველზე აღმოცენდნენ. დრო, რომელზეც ახლა ვისაუბრებთ, განეკუთვნება იმ ეპოქის რამდენადმე ადრეულ ხანას, რომელსაც წინა თავებში ლემურია ვუწოდეთ. იმ პერიოდის ადამიანური სხეული რბილი პლასტიკური ... Read More »

რ. შტაინერი – ჩვენი ატლანტიდელი წინაპრები

ჩვენი ატლანტიდელი წინაპრები გაცილებით მეტად განსხვავდებოდნენ თანამედროვე ადამიანებისგან, ვიდრე საკუთარ შემეცნებაში მხოლოდ გრძნობადი სამყაროთი შემოფარგლულმა შეიძლება წარმოიდგინოს. ეს განსხვავება არა მარტო გარეგნულ იერ-სახეს, არამედ სულიერ უნარებსაც ეხება. მათი შემეცნებები და ტექნიკური შესაძლებლობები, მთლიანად მათი კულტურა არ ჰგავდა იმას, რასაც ჩვენს დროში შეიძლება დავაკვირდეთ. თუკი მივუბრუნდებით ატლანტიდის კაცობრიობის პირველ პერიოდებს, ჩვენგან აბსოლუტურად განსხვავებულ სულიერ უნარებს აღმოვაჩენთ. Read More »

შტაინერი – სულისმეცნიერება, როგორც მომზადება ახალი ეთერულისთვის

ჰაიდელბერგი, 27 იანვარი 1910 ამ ლექციებით ჩვენ წინ ვერ წავიწევთ, თუ კაცობრიობის სულიერი ცხოვრების უფრო ინტიმურ პროცესებზეც არ ვისაუბრებთ. ჩვენ, როგორც ამ წრის წევრები, მაღალი სულიერი ჭეშმარიტებების შესაცნობად უნდა მოვემზადოთ, მაგრამ ამავე დროს უფლება არ გვაქვს ამაში მხოლოდ თეორიებისა და იდეების შესწავლა ვიგულისხმოთ. ის, რასაც ჩვენ უმაღლესი ჭეშმარიტებებისთვის მომზადებას ვუწოდებთ, უფრო მეტად განეკუთვნება ჩვენი სამშვინველების გრძნობითი და შეგრძნებითი მდგომარეობების სფეროს. ამ შტოებში (Zweige) ცხოვრებით, იმის გამო, რომ კვირეების მანძილზე ჩვენს შტოებში ვიკრიბებით, ჩვენი სამშვინველები თანდათან უნდა მომწიფდნენ სულისმეცნიერების გარკვეული ნაწილის მისაღებად, ანუ იმისთვის, რაც მაღლდება იმ საყოველთაო ჭეშმარიტებებზე, რომლებსაც ეგზოთერული ლექციების დროს, ცხოვრების კონკრეტულ ფაქტორებთან დაკავშირებით უკვე ვაცნობთ მრავალრიცხოვან მსმენელებს. ... Read More »

რ. შტაინერი – ქადაგება მთაზე. ქვეყანა შამბალა

მიუნხენი 15 მარტი, 1910 გუშინწინ მივუთითეთ, რომ დღევანდელი კაცობრიობა მძიმე გამოცდის წინაშე დგას. ამის გაგებას შევძლებთ მხოლოდ მაშინ, თუ ჩვენს თანამედროვეობას განვიხილავთ კაცობრიობის განვითარების გზასთან მიმართებაში. ამიტომ, საქმე გვექნება როგორც ნაცნობ, ასევე უცნობ ფაქტებთან. როგორც იცით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოწოდება, რომელიც წარმოითქვა ქრისტეს მოსვლის წინ, იყო შემდეგი: „შეინანეთ (შეიცვალეთ მშვინვიერი წყობა), რამეთუ მოახლოებულია სასუფეველი ცათა!“, და ამ სიტყვებს უღრმესი მნიშვნელობა აქვთ, რადგან ისინი მიანიშნებენ ადამიანის მშვინვიერ განვითარებაში მომხდარ მაშინდელ მნიშვნელოვან მოვლენაზე. Read More »

რ. შტაინერი – ეთერულ სამყაროში ქრისტეს გამოცხადების შესახებ

ეთერულ სამყაროში ქრისტეს გამოცხადების შესახებ კარლსრუე, 25 იანვარი, 1910 ადამიანს უამრავი კითხვა დაებადება, თუ იგი გარკვეული დროის მანძილზე სულისმეცნიერული მსოფლმხედველობის კვლევითაა დაკავებული და ამ გზით მოპოვებულ სხვადასხვა იდეებს, აზრებსა და ცოდნას თავის არსებაში მოქმედების საშუალებას მისცემს. იმისათვის, რომ სულისმეცნიერი ეწოდოს, მან ეს კითხვები, რომლებიც არსებითად გრძნობადი, მშვინვიერი, ხასიათებრივი, მოკლედ ცხოვრებისეული მნიშვნელობისაა, სულისმეცნიერულ იდეებს უნდა დაუკავშიროს. Read More »

რ. შტაინერი – კოსმიური საიდუმლოებანი. კომეტარული და ლუნარული

რუდოლფ შტაინერი კოსმიური საიდუმლოებანი. კომეტარული და ლუნარული შტუტგარტი, 5 მარტი 1910წ. ნათელ ვარსკვლავიან ღამეში ციურ სიღრმეებს მზერას რომ ვაპყრობთ, ჩვენ გვეუფლება ურიცხვ ვარსკვლავთა სიმშვენიერით გამოწვეული ამაღლებულობის განცდა, ზოგ ადამიანში უფრო მძაფრია, ზოგში ნაკლებად მძაფრი, თითოეულის განსაკუთრებული, ინდივიდუალური მიდრეკილებების მიხედვით. მაგრამ ყველა შემთხვევაში, – და ეს სწორედ ვარსკვლავიან ცასთან, როგორც მოვლენასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, _ ადამიანში მალევე იბადება იმის ნატვრა, რომ შეიცნოს კოსმოსის საიდუმლოებანი, რომლებიც ამ დროს თავს დაჰყურებენ. და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მოთხოვნილებას, სწორედ ვარსკვლავიან ცასთან მიმართებით, ვერ დააბრკოლებს ის მოსაზრება, თითქოს ვარსკვლავთა სამყაროს საიდუმლოებების ამოხსნით ამაღლებულობის შეგრძნება იკარგებოდეს. მართლაც, სრულად გამართლებულია, რომ შემეცნება და გაგება განსაკუთრებით ამ ... Read More »

რ. შტაინერი – როგორ მოქმედებს ანგელოზი ჩვენს ასტრალურ სხეულზე

ჩეფალუს საკათეტრო ტაძრის მოზაიკა. სიცილია, იტალია. რუდოლფ  შტაინერი   როგორ მოქმედებს ანგელოზი ჩვენს ასტრალურ სხეულზე ციურიხი, 9 ოქტომბერი, 1918წ. გიორგი ნიშნიანიძის თარგმანი სინამდვილის ანთროპოსოფიული წვდომა მხოლოდ თეორიული მსოფლმხედველობის არეალით არ უნდა შემოიფარგლოს. იგი უნდა იქცეს ცხოვების შინაარსად, სასიცოცხლო ძალად. მხოლოდ მაშინ შეასრულებს იგი თავის ამოცანას, როცა ჩვენივე მეცადინეობით იმდენად მომძლავრდება ჩვენში, რომ ჭეშმარიტ სასიცოცხლო ძალად იქცევა. რაკიღა ჩვენს საფშვინველს ანთროპოსოფიულ წვდომასა და შემეცნებას ვუკავშირებთ, ძალაუნებურად კაცობრიობის განვითარების გარკვეული მნიშვნელოვანი პროცესების მონაწილედ და მეთვალყურედ წარმოვჩნდებით. ცნობილია, რომ ადამიანები, ეზიარებიან რა ამა თუ იმ მსოფლმხედველობას, დარწმუნებულები არიან, რომ აზრები და წარმოდგენები, გარდა იმისა, რომ ისინი მათ საფშვინველში წარმოიშვებიან, არაფრით არ ეხებიან, არ ... Read More »

რ. შტაინერი – ქრისტე გოლგოთას მისტერიის დროს და ქრისტე XX საუკუნეში

“განკითხვის დღე”, ტრიპტიქის ნაწილი. მხატვარი ჰანს მემლინგი. გდანსკის ეროვნული მუზეუმი (იესო ქრისტეს ქვემოთ დგას მიქაელ მთავარანგელოზი სასწორით ხელში). რუდოლფ შტაინერი   ქრისტე გოლგოთას მისტერიის დროს და ქრისტე XX საუკუნეში. 1913 წ. თებერვალი. ლონდონი გიორგი ნიშნიანიძის თარგმანი კაცობრიობის მთელი მისტერიებიდან გოლგოთას მისტერიის გაგება ყველაზე რთულია. იგი მათთვისაც რთულია, ვინც გარკვეულ საფეხურს მიაღწია ოკულტურ განვითარებაში. ყველა ჭეშმარიტებიდან, რომელსაც ადამიანი ეხება, სწორედ ეს ჭეშმარიტება შეიძლება ძალზე იოლად იქნას არასათანადოდ გაგებული. მისი ასეთი სირთულე გაპირობებულია იმით, რომ გოლგოთას მისტერია ერთადერთი მოვლენა იყო დედამიწის მთელს ევოლუციაში და იგი გახლდათ ის უდიდესი იმპულსი კაცობრიობის ევოლუციისათვის, რომელიც ადამიანის განვითარების მანძილზე მანამდე არასოდეს არსებულა და მომავალშიც მსგავსი სახით ... Read More »

რ. შტაინერი – პიროვნულის სამი ასპექტი

პირველი გოეთეანუმი, 1913-1922 წლებში. რუდოლფ შტაინერი   პიროვნულის სამი ასპექტი გერმანულიდან თარგმნა ნოდარ ბელქანიამ ბერლინი, 1907 წლის 12 ივლნისი მიუნჰენის კონგრესი, რომელიც მეოთხეა ამსტერდამის, ლონდონის და პარიზის კონგრესების შემდეგ, ჩვენი თეოსოფიური თვალსაზრისით ერთგვარად აკავშირებს ევროპაში სხვადასხვა ერებს. დღეს კონგრესის შესახებ ინფორმაციის გაკეთებას როდი ვაპირებ, მე მხოლოდ ორიოდე სიტყვა მინდა ვუთხრა იმათ, ვინც მასში მონაწილეობა ვერ მიიღო. მას უნდა ეჩვენებინა ის, რასაც მე გამუდმებით ხაზს ვუსვამდი ხოლმე თეოსოფიაზე საუბრისას – მას უნდა ეჩვენებინა, რომ თეოსოფია მხოლოდ პირადი საჭიროებისა და საკუთარ თავში ჩაღრმავებისთვის არ შექმნილა. თეოსოფია პრაქტიკულ ცხოვრებაში უნდა ჩაერთოს, განათლების ნაწილად იქცეს, პრაქტიკული ყოფიერების ყველა სფეროში შევიდეს. ვისაც საკუთრივ თეოსოფიური იმპულსი ... Read More »

რ. შტაინერი – არგონავტების თქმულება და ოდისეა

ოდისევსი და სირენები. მხატვარი ჯონ უილიამ უოტერჰაუსი. რუდოლფ  შტაინერი   არგონავტების თქმულება და ოდისეა ბერლინი, 14 ოქტომბერი, 1904 (გერმანულიდან თარგმნა ნოდარ ბელქანიამ) სხვადასხვა მითების განხილვით მე მინდა საფუძველი ჩავუყარო გარკვეულ ეზოტერულ მოძღვრებას, რომელსაც მომდევნო ლექციებში შევეხები. დღეს მინდა ვისაუბრო ერთ ძალზე მნიშვნელოვან მითზე, რომელსაც საბერძნეთშიც ვხვდებით და რომელიც, როგორც ყოველი მითი, სხვადასხვა საფეხურზე და მრავალგვარად შეიძლება იქნას გაგებული. ჩვენი მიზანი იქნება მისი რეალური შინაარსის გარკვევა. მაგრამ ვიდრე ამას შევუდგებოდე, ზოგიერთ თეორიულ საკითხს შევეხები. „ლუციფერ-გნოზისის“ ბოლო ნომერში მე ყურადღება გავამახვილე იმაზე, რომ ბოლო სამ ატლანტურ კულტურაში ადამიანის მოდგმაზე ხდებოდა თავისებური ზემოქმედება, რომელიც გარკვეული გაგებით დღესაც გრძელდება. ეს ზემოქმედება იმიტომ დაიწყო, რომ ... Read More »

Scroll To Top