მთვარის მე-5 დღე

მთვარის მე-5 დღე

სიმბოლო: მარტორქა (უნიკორნი), რომელიც ნაწილობრივ აღნიშნავს პრინციპების, ვალდებულების ერთგულებას.

მთვარის ამ დღეს, რომელიც სიმბოლურად საკვების ათვისებას და მის ტრანსფორმაციასაც ნიშნავს, საჭიროა დიდი ყურადღება დაეთმოს კვების გავლენას.

კარგია სადმე გამგზავრება, ბალახის შეგროვება, გაშრობა და დამზადება, ცრემლებით დავტოვოთ ყველაფერი, რაც არ გვჭირდება. ბედნიერი დღეა ნებისმიერი წარმოებისთვის, დაკარგული ნივთების მოძებნისთვის.

მთვარის ამ დღის პირველი ნახევარი უარყოფითია, რამდენადაც იზრდება ორჭოფობა, დაბნევა, მერყეობა და საკუთარი თავის რწმენის დაკარგვა. წინა საღამოს კონფლიქტებს ან/და მიღებულ უარყოფით ინფორმაციას შეუძლია გავლენა მოახდინოს ადამიანის გეგმებზე. ამიტომ პირველ ნახევარში საჭიროა ყველაფრის გაცნობიერება და შეძლოთ ნეგატიურ ზეგავლენებს წინააღმდეგობა გაუწიოთ. უფროსობასთან და პარტნიროებთან კონტაქტები, პირველ ნახევარში გართულებულია.

დღის მეორე ნახევარი შედარებით დადებითია და საშუალებას იძლევა ახალი თანამშრომლებისგან, უფროსობისგან ანდა მეგობრებისგან მხარდაჭერა მიიღოთ. მაღლდება სექსუალური პოტენციალი – მთვარის ეს დღე დადებითია საპირსპირო სქესის პარტნიორებთან ურთიერთობისთვის.

ფატალური, შეიძლება ითქვას, საბედისწეროც კი, დღეა დამნაშავეებისთვის, ნებისმიერი მათი დანაშულებრივი ქმედება აუცილებლად გაიხსნება და დაისჯება.  ეს არის ვალდებულებების, პრინციპების, ერთგულების სიმბოლო. ლეგენდის თანახმად ის ადამიანის ცხოვრებაში ჩნდება მაშინ, როდესაც მას ელოდება მნიშვნელოვანი ცვლილება, სულიერი განვითარების ახალი ეტაპი.

მთვარის ამ დღეს უნდა ვიყოთ განსაკუთრებით ყურადღებით ნებისმიერი ქმედების, აზრების მიმართ. აკონტროლეთ ფიქრები, დღევანდელი ჩანაფიქრები ხშირად რეალიზდება.

მე-5 მთვარის დღე გლობალური ცვლილებების, გარდაქმნის დღეა. თუნდაც მოგეჩვენოთ რომ ყველაფერი თავზე გენგრევათ არ იდარდოთ, ჭია კვდება „ჭუპრში“ და იბადება პეპელა, ასე განიხილეთ თქვენი ცხოვრების ეს ეტაპიც. ეს არის უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლის ეტაპი.  მყარად იდექით თქვენს პრინციპებზე, შეგიძლიათ ჩაებათ ნებისმიერ კამათში, რომელიც ეხება ვინმეს დაცვას.

ამ დღეს ტირილი (სიზმარშიც და ცხადშიც) წმენდას უწყობს ხელს.

ბიზნესი: კარგია რადიკალური ცვლილებების შეტანა კომპანიებში, თუნდაც ავეჯის გადაადგილება, ან შეცვლა, ბიზნესპროექტების კონცეფციის შეცვლა და ა.შ. ნებისმიერი საქმე, რომელიც იქნება მიმართული სიახლისკენ, უკეთესობისკენ და ტრანსფორმაციისკენ წარმატების მომტანი იქნება. კარგია რემონტი, ტექნიკის განახლება, ხელმძღვანელობის სტილის შეცვლა. ნუ შეგეშინდებათ სიახლეების, მაგრამ გახსოვდეთ, ეს არ არის აღმოჩენების დღე ახალი ჰორიზონტების დასაპყრობად, ეს არის ღრმა წვდომის, თქვენი ცნობიერების ტრანსფორმაციის დრო.

ქორწინება: კარგი დღეა, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც მრავალფეროვანი ცხოვრება მოსწონთ.

კვება: საკვების მხრივ ზომიერება დაიცავით, არ ვარგა არც გადამეტება და არც შიმშილობა. საკვების ათვისება და ტრანსფორმაცია კარგად ხდება, ამიტომ მიაქციეთ ყურადღება თვითონ საკვებს. ეს ერთადერთი დღეა, როდესაც საკვები მთლიანად შეითვისება ორგანიზმის მიერ. უკეთესია უპირატესობა მივანიჭოთ რძესა და ხაჭოს, უკუჩვენება აქვს ცხოველურ (ხორცს) საკვებს.

ჩასახვაზე ზეგავლენა: ამ დღეს ჩასახულებისთვის რთული ბედი. ისინი შეეჯახებიან კარდინალურ ცვლილებებს _ კეთილ და ბოროტს _ ორჯერ და სამჯერაც კი. ამ დღეს ჩასახულს შეიძლება მთელი ცხოვრება თან სდევდნენ ძლიერი და ცივსისხლიანი მტრები. ის ყოველთვის დაისჯება თავისი ბოროტი საქმეებისა და აზრებისთვის. ყველა მისი სიბოროტე დაუბრუნდება უკან. ამ დღეს ჩასახული ადამიანის კარმა ისეთი შეიძლება იყოს, რომ მას განუვითარდეს ზებუნებრივი ინდივიდუალობა. კარგია მთვარის მეხუთე დღეს გზაზე (მგზავრობისას) ყოფნა, ტირილი (ძილში ან ცხადში),

ჯანმრთელობა: მთელი დატვირთვით მუშაობს ნაწლავები და კუჭი. უკუჩვენება აქვს ცხოველურ საკვებს.

ეზოთერიკა: ეს დღე იდეალურია ნათლობისთვის. კარგია სხვადასხვა ენერგიებთან მუშაობა, განსაკუთრებით ვარჯიშები, რომელიც ენერგიის წყაროსთან მუშაობას უკავშირდება. მაგ : „ციგუნი“ „ხუთი სტიქიის შერწყმა“ და სხვა. მკურნალები ამ დღეს ატარებენ გლობალური განკურნების სეანსებს. მაგ: რეიკის ოსტატებს შეუძლიათ ამ დღეს ენერგეტიკულ დონეზე ღრმად შეცვალონ პაციენტის სხეულიც და ცნობიერებაც. რეიკის ენერგიების გამოიყენებით ტრანსფორმაციული პროცესების მეშვეობით შეიძლება მივაღწიოთ პიროვნების კარდინალურ ცვლილებებს, რადგანაც მე 5 მთვარის დღეს ადამიანის ენერგეტიკული სტრუქტურა ღიაა და ადვილად ექვემდებარება ცვლილებებს.

მინერალები: ფირუზი, ვარდისფერი ქალცედონი, მარმარილო.

სიზმრები: ამ დღეს ნანახი სიზმრები სიმბოლურად მიანიშნებს შინაგანი ცვლილებების პროცესებზე, რომლებიც ადამიანში ხდება. სიზმრების ყურადღებით გაანალიზების შემთხვევაში შეგვიძლია აღმოვაჩინოთ ის შინაგანი ბარიერები, რომლებიც ტრანსფორმაციას ბლოკავს (უფრო სწორად ის ბარიერები, რომლებიც ერთიდაიგივე წრეზე გატრიალებთ).

მე-5 დღეს დაბადებულები: ჩვეულებრივ, მოუსვენარები, ლაქლაქის მოყავრული, მოძრავი და ემოციურები არიან, მაგრამ მათში იმალება ძალა, რომელიც უნდა განვითარდეს. მთვარის მე-5  დღეს იბადებიან ნამდვილი  მაგები.  მთავარია მათ თავისი ტალანტი არ  გაანიავონ და არ დაიხარჯონ წვრილმანებზე.  მათ ბევრის მიღწევა შეუძლიათ თუ კონცენტრირებას  მოახდენენ კონკრეტულ მიზანზე.

მთვარის მე-5  დღეს დაბადებული ადამიანები,  როგორც წესი,  ცოტას ჭამენ,  მაგრამ საკმაოდ მომთხოვნი არიან საკვების ხარისხზე. მსუქნები ამ ადამიანებს შორის არ არიან – ყველა მიღებული საკვები სწრაფად გადამუშავდება ენერგიად.  მათ ყურადღება უნდა მიაქციონ ნებისმიერ ინფორმაციას – მისი საშუალებით შეიძენენ ძალას და ცხოვრებისეული მოვლენების გასაღები ჩაუვარდებათ ხელთ.

არასასურველია: არ შეიძლება შიმშილობა და უხასიათობა.

რეკომენდებულია: მგზავრობა, მკურნალობა, ქორწინება, სამკაულების დამზადება. ყველაზე დადებითი მთვარის დღეა კეთილშობილი ქმედებებისთვის, ქორწინებისთვის, ბალახების დასაკრეფად და სამკურნალოდ გამოსაყენებლად.

ავტორი: ნინო, ქეთი


About Kate

Scroll To Top