სელენა (თეთრი მთვარე)

სელენა (თეთრი მთვარე)

ლილიტი და სელენა – კარმული მნიშვნელობის მქონე ფიქტიური პლანეტებია. ასტროლოგთა ნაწილი მათ ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს, ნაწილი ლილიტის ძლიერ გავლენას მაგიურ შესაძლებლობებს, სელენას – ძლიერ მფარველობას უკავშირებს, ნაწილისთვის „ბოროტი“ და „კეთილი“ პლანეტებია. მოდით, ვცადოთ სელენას და ლილიტის განსხვავება, მათი მნიშვნელობის მეტნაკლებად გაგება.

ასტროლოგთა დიდი ნაწილი სელენას ყოველივე საუკეთესოს, წმინდას მიაწერს, რაც არცთუ სწორი ხედვაა. სელენა, ისევე როგორც ლილიტი და ნებისმიერი სხვა წერტილი, შეიძლება იყოს დადებითი ან უარყოფითი გავლენით. მაინც რა ფუნქციები აქვს სელენას?

როგორც ლაურა ვოლკერის წიგნის მიხედვით ვწერდით, ლილიტს უკავშირებდა ჩვენს მთავარ, ძირეულ შიშს, ქვეცნობიერ გავლენას, იმ მხარეს, რომელსაც საკუთარ თავში ნაკლებად ვიღებთ. ანუ ლაურა ვოლკერისთვის ლილიტს ფსიქოლოგიური მნიშვნელობა უფრო ჰქონდა, ვიდრე კარმული.

დავიდოვიც ამ ორ ფიქტიურ პლანეტას ფსიქოლოგიურ მნიშვნელობას ანიჭებს. მისი სტატიის მიხედვით, სელენასა და ლილიტს შორის ისეთივე განსხვავებაა, როგორც ადამიანის „იდ“-სა (ქვეცნობიერი) და „სუპერეგოს“ (ზეცნობიერი) შორის. „თუ ადამიანს მორალური პრინციპები არ გააჩნია, შეიძლება ჩაითვალოს რომ სელენა მასში არ ვლინდება“ – წერს დავიდოვი.

თუმცა, ფსიქოლოგიური მნიშვნელობის გარდა, ამ ორი ფიქტიური პლანეტას კარმულ მნიშვნელობაც მიანიჭეს. ის, თუ რა სურვილები, მიზნები, პრიორიტეტები, განწყობა ჰქონდა ადამიანს (უფრო სწორად მის სულს) წინა განსხეულებებში, შეიძლება გამოვლინდეს დადებითი ან უარყოფითი პროგრამების სახით. შესაბამისად, ლილიტი მის ცხოვრებაში გამოვლინდება ან „კეთილი ფერიის“, ან „დემონის“ სახით. თუ წინა ცხოვრებაში სხვებს არ აშინებდა, არ აზიანებდა, მორალური პრინციპებით ცხოვრობდა, ამ ცხოვრებაში ლილიტის უარყოფითი გამოვლენა ნაკლებად იქნება. ხოლო, თუ ყველაფერში უარყოფითს, ცუდს ხედავდა, დაბალი გამოვლინების სურვილებს მისდევდა, პიროვნულ განვითარებაზე არ ზრუნავდა – ახლა დაფიქრება მოუწევს… „ლილიტის გაკვეთილების“ შემდგომ.

არც სელენას გავლენაა ყოველთვის დადებითი. თუ ინდივიდი მორალსა და ზნეობას სიყვარულზე მაღლა აყენებს, თუ გმობს და აკრიტიკებს ყველას, ვინც: „მისი“ კანონების მიხედვით არ ცხოვრობს, მასთან ერთად ეკლესიაში არ დადის, საზოგადოებრივ ნორმებს მცირედით მაინც უხვევს და ა.შ. – ამ შემთხვევაში ინდივიდის ყოველგვარი ქმედება „დაიცვას მორალი და კეთილსინდისიერება“ – უშედეგოდ ჩაივლის. ეს სელენას უარყოფით გამოვლინებად ითვლება. შემდგომ განსხეულებაში თავად განიცდის სულიერ სიღარიბეს, შეზღუდულობას. ეშინია, რომ სხვები განსჯიან და შესაძლოა სიყვარულის გამოხატვაზეც თქვას უარი („რას იტყვიან სხვები“).

როგორც ვხედავთ, სელენაც და ლილიტიც შეიძლება გამოვლინდნენ სხვადასხვანაირად, მათ შორის მთავარი განსხვავებაა ის, რომ ლილიტი განასახიერებს სიღრმისეულ ინდივიდუალურ საწყისს, ხოლო სელენა – საზოგადოებრივს.

პირად რუკაში, ლილიტის მდებარეობის ანალიზი დაგვეხმარება შინაგანი პრიორიტეტების, შიშების, კომპლექსების დანახვაში; რა იქნება მისი პრობლემები. სელენას მდებარეობის ანალიზი კი – რა მორალური ნორმებით შეიძლება იხელმძღვანელოს ადამიანმა, დაეხმარება თუ არა მორალური პრინციპები  განვითარებაში თუ პირიქით – შეზღუდავს. ახლა გადავიდეთ უშუალოდ სელენას განხილვაზე.

სელენა (ბერძ. Selas- სინათლე, სხივი)

(თეთრი მთვარე, იგივე მფარველი ანგელოზი)

ლეგენდის თანახმად ღმერთებმა სელენა შექმნეს იმისთვის, რომ ადამიანს ეხილა წყვდიადში სინათლის შესვლა. სიბნელე, ღამე – ოდითქგანვე ილუზიების, ცდუნების, ბოროტი სულების სიმბოლო იყო. სელენას – კაშკაშა მანათობელს, აქვს საწინააღმდეგო დატვირთვა, ის არის ერთგვარი ლამპარი, არღვევს წყვდიადს და ხსნის ნიღაბს ყველა ავ სულს.

თეთრი მთვარე არის ფიქტიური პლანეტა, ის არის ადამიანის გზამკვლევი ცხოვრებაში, მისი დაცვა. სელენა მეტყველებს ადამიანის წინა ინკარნაციის დადებით, სწორ სვლებზე. თუ ადამიანი იღბლიანია ან წარმატებულია ეს სწორედ სელენას დიდი დამსახურებაა, მაგრამ მას სჭირდება კვება, საზრდოობა. ყოველდღიური ქცევით, აზრით და სიტყვითაც კი შეიძლება მისი გაძლიერება ან შესუსტება. ეს არის ადამიანში- სიკეთის პოტენციალი.

სელენას მიაწერენ მოულოდნელ საჩუქრებს, პროტექციას იმ ადამიანებისგან, ვისაც ერთი შეხედვით „მფარველობის მიზეზი“ ნაკლებად აქვთ და რომელთაგანაც ინდივიდი ნაკლებად ელოდება დახმარებას. ესაა კარმული ვალების გასტუმრებისა და მიღების ერთ-ერთი სახე. თუმცა, ამავე დროს შემოწმებაცაა – ხელშეწყობა და საჩუქრები  ჩვენი სიამაყისა და პატივმოყვარეობის შემოწმებაა. ზოგიერთ ადამიანს ადვილად გამოსდის ლილიტის შემოწმების გავლა, მაგრამ სელენას მსუბუქ შემოწმებას ვერ უძლებს.

სელენას აქვს 7 წლიანი ციკლი და 7 თვიანი მიკროციკლი. ბუნებაში ეს ციკლი უკავშირდება ორსულობასაც (7 თვიანი ბავშვები ითვლებიან სელენას შვილებად).
თეთრი მთვარის წლებია: 7; 14 ; 21; 28; 35; 42; 49; 56; 63; 70; 84 და ა.შ.

დაბადებიდან ყოველ მეშვიდე წელს თეთრი მთვარე გიცავთ ნებისმიერი ნეგატიური და არასასურველი სიტუაციებისგან. ასეთ პერიოდში თამამად შეგიძლიათ წამოიწყოთ მნიშვნელოვანი საქმეები და თუ ეს საქმე თქვენი და თქვენი ახლობლებისთვის სასიკეთო იქნა, მაშინ სამყაროსგან დახმარება გაქვთ და ის წარმატებით დაგვირგვინდება, ხოლო თუ დაწყებული საქმე არ შედგა, ან პრობლემები შეიქმნა ე.ი. თეთრი მთვარე მიგანიშნებს – ეს თქვენი გზა, თქვენი საქმე არ არის!

სელენას წლებში ასევე მნიშვნელოვანია დაბადების დღის წინა და შემდეგი თვე, ანუ ამ 2 თვეში თქვენ შეიძლება დაისაჯოთ იმის გამო, რომ სათანადოდ არ გამოიყენეთ განგების საჩუქარი, თეთრი მთვარის უნარები.

35 წლის ასაკში (ხშირად) სელენა და ლილიტი ხვდებიან თავის თავს – ეს ასაკი არის კოსმიური გამოცდების ჩაბარების პერიოდი, 63 წლის ასაკში (სელენაც და ლილიტიც არიან თქვენი დაბადების მომენტში არსებულ ნიშნებში) კი ადამიანი საბოლოოდ აკეთებს არჩევანს სიკეთეს და ბოროტებას შორის.

ინდივიდი, რომელიც შეიცნობს სელენას რეალურ წყალობას, შეიცნობს სამყაროს ერთიანობას და კოსმიური კანონების დაცვას. ის ნაკლებად ცდილობს ნებისმიერი ადამიანისა თუ არსებისთვის ზიანის მიყენებას, რადგან ხვდება, რომ ამ შემთხვევაში ერთიან ორგანიზმს აზიანებს.

თუ ნათალურ რუკაში თეთრი და შავი მთვარე ერთად მოხვდნენ, ეს ნიშნავს, რომ წინა ცხოვრებაში ადამიანი ცუდს და კარგს ვერ არჩევდა, ესეთ ადამიანებს მორალურ-ეთიკური კრიტერიუმების ნორმები არეული აქვთ.

სელენას და მის ოპოზიციას ლილიტს (შავი მთვარე) აერთიანებთ ერთი რამ – „რასაც დასთეს იმას მოიმკი“. ეს ორი სიმბოლო არის ერთი წრის თეთრი და შავი მხარე (ინი და იანი).

სელენას აქვს განვითარების 3 დონე:

1 დონე – ადამიანი განვითარების მაღალ საფეხურზეა, სინათლეს ასხივებს შინაგანად, არ ტკეპნის ერთ ადგილს პროგრესირებს და ვითარდება, ესეთი ადამიანები კარგი წინამძღოლები არიან, მარტივად ლახავენ ცხორებისეულ წინაღობებს. ეს დონე მიუთითებს იმაზე რომ ადამიანი წინა რეინკანაციაში უკვე იყო სიკეთის სამსახურში.

2 დონე – ადამიანი იღებს ჯილდოს თავისი ჩადენილი კეთილი საქმეებისთვის, ის იღებს იმას რასაც გასცემს.

3 დონე – აქ სელენა ადამიანს ხელს უშლის ცუდი საქმეების ჩადენაში, მაგრამ ადამიანი დაბრმავებულია, კმაყოფილების ნაცვლად მას აქვს სინანულის გრძნობა, რომ მისი მზაკვრული გეგმა არ შედგა.

როდესაც ლილიტის ხაფანგში ამოყოფთ თავს და გგონიათ, რომ უფსკრულს თავს ვერასდროს დააღწევთ, სწორედ მაშინ შესაძლოა თქვენში მოხდეს საოცარი გარდატეხა და მიიღოთ სამყაროს დახმარება, თქვენ დგებით სწორ გზაზე. ხვდებით, რომ რაც არ უნდა დიდი უსიამოვნება შეგვხვდეთ ცხოვრებაში, ყველაფერი მაინც თქვენდა სასიკეთოდ ხდება.

ყველაზე კარგი ინდიკატორი იმისა, თუ რა გზაზე დგახართ, რომელ “ძალებს” ემსახურებით, თქვენი ყოველი ახალი დღეა – თქვენი შეგრძნებები, ცხოვრებისეული სიურპრიზებია (კარგი ან ცუდი).

საუკეთესო იარაღი, რომლითაც შეგიძლიათ აამუშაოთ და “დააპუროთ” თქვენი თეთრი მთვარე – სიყვარულია, ის ერთადერთია, რასაც შეუძლია დააუძლუროს ლილიტი (ჩვენივე ნაკლოვანებები).

ძლიერი სელენას შემთხვევაში (მდებარეობა+ასპექტები) ინდივიდი გაუცნობიერებლად კონტაქტობს და ურთიერთობს სულიერად განვითარებულ ადამიანებთან, თავადაც სხვებისთვის ხშირად იქცევა დამხმარედ.

დადებითი კუთხით სელენა მორალური პრინციპების მიმყოლ ადამიანს აყალიბებს. ფროიდისეული ტერმინით ის „სუპერეგოს“ შეესაბამება. უარყოფითი კუთხით კი – ადამიანს გარემომცველ საზოგადოებაზე და მის აზრზე დამოკიდებულს ხდის. სელენას გამოვლენა დამოკიდებულია მისი მმართველის სტატუსზე, ძალაზე, მდებარეობაზე, ასპექტებზე.

რა ვუწოდოთ – თეთრი მთვარე თუ სელენა? ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ვაწყდებით. ზოგიერთ წყაროში ერთიდაიგივეა, ხოლო ნაწილში ორი სხვადასხვა წერტილია. სახელწოდების პირველი ვერსია (თეთრი მთვარე) გლობას შემოღებულია და ჩვენც ამ მდებარეობას ვიყენებთ, ხოლო მეორე (სელენა) – ტიმაშევის. თეთრი მთვარე წარმოადგენს ჭეშმარიტებას, სინათლეს, უმაღლესი ჰარმონიისკენ სწრაფვას, უმაღლესი აზრის გაგებას. ზოდიაქოს ნიშანში, რომელშიცაა, იმ სფეროებშია ჰარმონია და სულიერი დახმარება. სელენა – ესაა გადარჩენის, წყალობის წერტილი, რომელიც თავად ადამიანის მიერ „მოიზიდება“ მისი ცხოვრების წესის მიხედვით. ესაა ის ნათელი გზა, რომელიც „ჩვენს დაბადებამდე ჩვენთვისვე შეირჩა“. თეთრი მთვარე მიანიშნებს ადამიანის ნათელ საწყისს, უმაღლეს ძალებთან კონტაქტზე, ხოლო სელენას მიხედვით ადამიანის სული იღებს მფარველს და ეს წერტილი არ ექვემდებარება ცდუნებას.

გამოყენებულია სოლოვიევას, გლობას, დავიდოვის სტატიები.

სტატიის ავტორი: ქეთი და თამთა

ლილიტი – ზოგადი დახასიათება

სელენა ვერძში

სელენა კუროში

სელენა ტყუპებში

სელენა კირჩხიბში

სელენა ლომში

სელენა ქალწულში

სელენა სასწორში

სელენა მორიელში

სელენა მშვილდოსანში

სელენა თხის რქაში

სელენა მერწყულში

სელენა თევზებში


About Tamta

Scroll To Top