პრაქტიკული მეთოდი პროგნოზირებისთვის

პრაქტიკული მეთოდი პროგნოზირებისთვის

სტატიაში მოკლედ გაგაცნობთ პროგნოზირების ერთ-ერთ პრაქტიკულ მეთოდს, რომელზეც ასტროლოგიით დაინტერესებულ ჯგუფთან ვისაუბრე. მისი გამოყენება უკეთესია ნელამოძრავი პლანეტების (იუპიტერი, სატურნი, ურანი, ნეპტუნი, პლუტონი) შემთხვევაში. მეთოდის გასაგებად გვინდა: პლანეტების, სახლებისა და ასპექტების ზოგადი ცოდნა.

სწრაფ და ნელამოძრავ პლანეტებს შორის განსხვავება

სწრაფად მოძრავი პლანეტები – ყოველდღიურ მოვლენებს წარმართავს. სწრაფად აქტიურდება და ასევე სწრაფად გადის; ხოლო ნელამოძრავი პლანეტები (იუპიტერი, სატურნი, ურანი, ნეპტუნი, პლუტონი) – ხანგრძლივი დროისა და მნიშვნელოვან მოვლენებზე მიგვანიშნებენ. ისინი ცვლიან არამხოლოდ გარემოებებს, არამედ პიროვნული განვითარების მიმართულებასაც.

ნელა მოძრავი პლანეტის ასპექტი სწრაფად არ ირთვება: ნელა იკრებს ძალას და მისი გავლენა (ეფექტი, რაც მოახდინა) შეგვიძლია შევამჩნიოთ კვირის ან თვის შემდეგ. დადებითი ასპექტის შემთხვევაშიც მსგავსად ხდება – ადამიანი მუშაობს, აკეთებს, მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ აღმოაჩენს თუ „რა კარგად გრძნობდა თავს და რა კარგად აეწყო ყველაფერი“. ნელამოძრავი პლანეტის შემთხვევაში სასურველია Asc, IC, Dsc, MC-სთან ასპექტსაც მივაქციოთ ყურადღება.

 

პროგნოზირების ასტროლოგიაში ასპექტების მნიშვნელობა

შეერთება (0°) – პიროვნული ფაქტორს ან თვისებას ეხება. ტრანზიტული პლანეტა იკავებს ნატალურის „როლს“, ადგილს. მაგ: ტრ. სატურნის შეერთებამ მზესთან შესაძლოა ადამიანს დარწმუნება მოუტანოს, რომ ავტორიტეტია ან პასუხისმგებლობა აქვს კონკრეტულ საკითხზე. ადამიანები იცვლიან მახასიატებელს, მიზეზის უცოდინრად.

ოპოზიცია (180°) – ვინმე ან რამე გაიძულებს გადაწყვეტილების მიღებას. ტრ. პლანეტის ენერგია აღიქმება როგორც შენი მახასიათებლებიდან საპირისპირო. ვინმე ან რამე მოქმედებს ისე, რაც შენი სურვილის საპირისპირო ვარიანტს წარმოადგენს და იძულებული ხარ გააკეთო. თუმცა არჩევანის გაკეთების საშუალება გაქვს – მოიქცე „შენნაირად“ ან იმოქმედო სხვა მეთოდით.

კვადრატურა (90°) – მოვლენა, რომელიც არავის ბრალია და მოქმედების ახალ მეთოდს გაყენებინებს, მოქმედებისკენ გიბიძგებს. ამ მოვლენაში დამნაშავე არავინაა და საბოლოოდ იღებ შედეგს, რომელიც ჯერ უცხოა შენთვის. მაგ: მანქანა გაგიფუჭდა, საზოგადოებრივ ტრანსპორტის სისტემას კი არ იცნობ, ადრე გიწევს ადგომა, რათა სამუშაოზე არ დააგვიანო. მაგ: სატურნის კვადრატი თქვენს მზესთან – შესაძლოა მამა ავად გახდეს, მის მოსავლელად კი სახლში დარჩენა მოგიწიოს და ნაკლებად მიხედო თავს. ოპოზიციისგან განსხვავებით არჩევანის გაკეთება არ შეგიძლია, მხოლოდ მოქმედება.

ნახევარკვადრატი (45°) – უარყოფითი მოვლენა, რომელსაც არ აქვს შედეგები. ამ ასპექტს ტრანზიტის დროს ერთი მიზანი აქვს – გვასწავლოს მოთმინება და ჟინიანობა. მისი ჩართვის დროს გაუთავებელ მოვლენებში ეფლობი, ერთს აგვარებ, მეორე იწყება, მაგრამ შედეგს ვერ ხედავ. მოითმინეთ, ნაკლებად იმოქმედეთ და დააცადეთ ასპექტს გავიდეს.

ერთნახევარიკვადრატი (135°) – ფეთქებადი სიტუაცია, რომელიც შედეგს გვიან, მაგრამ მაინც გამოიღებს. აქ მოქმედება ხდება კვადრატის საშუალებით, თუმცა მას შემდეგ, რაც ნახევარკვადრატის სიტუაციაში იმედი გიცრუვდება. ადამიანს ეძლევა ახალი მოქმედების საშუალება მას შემდეგ, რაც მანამდე რამდენიმეჯერ უშედეგოდ ცდის.

ტრინი (120°) – სიტუაციის სწრაფად აღმოცენება დადებითი „აწყობის“ გამო. მოულოდნელად სურვილს ისრულებ, ფრთები გესხმება, წინააღმდეგობას ნაკლებად გრძნობ.

სექსტილი (60°) – ისეთი მოვლენა, რომელიც შეგიძლია გამოიყენო აუცილებლად მისაღწევის შესასრულებლად (ან არ გამოიყენო). ეს შემთხვევითობაა. ან თავად ქმნი შესაძლებლობას ან სამყარო გიქმნის. სექსტილის დროს ადამიანმა საკუთარ თავს უნდა კითხოს – „რა კარი იხსნება ახლა ჩემს წინ, რაც არ გახსნილა აქამდე?“, „რა ახალი შესაძლებლობა მაქვს ახლა?“

ნახევარსექსტილი (30°) – დროის არჩევა, როდესაც საჭირო დროს საჭირო ადგილას ხვდები. ნაკლებმნიშვნელოვანია პროგნოზირების დროს.

კვიკონსი (150°) – ახალ სიტუაციაზე გადასვლა, ცვლილება, გათავისუფლება. მაგ: სატურნის ტრანზიტი ნატალურ მზესთან – ძველი ვალდებულებებისგან გათავისუფლება, ციხიდან გამოსვლა და ა.შ.

 

რა ორბისი გამოვიყენოთ?

ასპექტების ზოგადი დახასიათებიდან ვიცით, რომ ასტროლოგიაში მხოლოდ ზუსტი ასპექტები არ არსებობს და შეგვიძლია ± რამდენიმე გრადუსით „გადაცდენაც“ ასპექტად ჩავთვალოთ. ორბისის დადგენა დაგვეხმარება ზუსტად განვსაზღვროთ მოვლენის სავარაუდო დრო. ტრანზიტულ ასტროლოგიაში ორბისები ნაკლებია, ვიდრე ნატალურში. ამ შემთხვევაში ვიღებთ ± 1°-იან გადახრას.

როცა პლანეტა თქვენი რუკის პლანეტას 1 გრადუსით მიუახლოვდა, ასპექტი უკვე იწყებს მოქმედებას, გადაცდება 1 გრადუსით და – ასპექტი მოქმედებას წყვეტს. მაგ: თქვენი მარსი მდებარეობს ლომში 27’58° და  ტრანზიტული (ახლანდელი) მერკური ამჟამად მერწყულის ნიშანს გადის. ოპოზიცია იმოქმედებს, როდესაც მერკური აღმოჩნდება მერწყულის  26’58°-სა და 28’58°-ს შორის. მზისა და მთვარის შემთხვევაში შეგვიძლია გამოვიყენოთ ± 2°-იც.

პროგნოზირების მეთოდი

მარტივად რომ აღვწეროთ, ნატალური რუკის გააქტიურებული წერტილი (პლანეტა) – ფილმის გმირია. ის შეიძლება იყოს დიასახლისი, ქალი, კაცი, ჯარისკაცი, მეწაღე…ერთი სიტყვით „დამხვედრი“.

ტრანზიტული პლანეტა, რაც ააქტიურებს წერტილს – მოვლენაა, რომელიც გმირს უნდა გადახდეს. ხოლო ასპექტი, რომელიც ნატალურ და ტრანზიტულ პლანეტებს აკავშირებს – მოვლენის მახასიათებელია. მისი დახმარებით ვიგებთ როგორ განვითარდება მოვლენა. მაგ: შეიძლება წარმატებულად იქორწინოს (ტრინი), ან საქორწინო ცერემონიალზე დააგვიანოს (ოპოზიცია). ქორწინება შეიძლება ძლიერი სიყვარულით შედგეს (ტრინი) ან სიყვარულითა და ჯანსაღი აზრით (სექსტილი) ან სულაც იძულებით (კვადრატი).

ტრანზიტული პლანეტა – რა მოხდება? ნატალური – ვის/რას/რა სფეროში მოუვა? ასპექტი – როგორ მოხდება?

მოვლენის უკეთ გაგებაში ცხრილის აგება დაგვეხმარება

ასპექტი – კვადრატურა

ტრანზიტი

ნატალური პლანეტა

პლანეტა

პლუტონი

მთვარე

ნატალური მდებარეობა

3

9

ტრანზიტული მდებარეობა

7

-(სწრაფად გადის)

სახლი, რომელსაც მართავს

2

4

 

  • მიზეზი: ზედა რიგი (პლანეტის მდებარეობა თქვენს რუკაში)- სადაც ვითარდება მოვლენა, რა მიზეზია რის გამოც ტრანზიტის მოვლენა ხდება. ესაა სიტუაცია, წინა ეტაპი, რომელიც ტრანზიტის გამო მომხდარ მოვლენას წინ უსწრებს.
  • მოქმედება: შუა რიგი (პლანეტა ახლა რომელ სახლს გადის თქვენი რუკის მიხედვით) – სადაც ხდება მოვლენა, „სცენა“.
  • შედეგი: ბოლო რიგი (თქვენს რუკაში, პლანეტა რომელ სახლს მართავს) – შედეგები რა სფეროზე აისახება.

ჩვენს მაგალითში: პლუტონი -ინტენსიური, დრამატული, ემოციური, ტრანსფორმირებადი, გამწმენდი და ა.შ.

კვადრატურა – ესაა ვითარება, რომელიც არავის ბრალია, სადაც ახალი მეთოდის, სიახლის ცდა გიწევთ.

მთვარე – ემოცია, მდედრობითი სქესი, ქვეცნობიერი, მგრძნობელობა, დედა და ა.შ.. ეს შეგვიძლია შევკრათ შემდეგნაირად: ხდება საკმაოდ ემოციური, ძლიერი და მატრანსფორმირებადი მოვლენა, რომელშიც ვერავის დაადანაშაულებ და გიწევს ძველისგან განსხვავებულად მოქმედება.

მიზეზი რა არის? (თქვენს რუკაში პლუტონი 3 სახლშია, მთვარე – 9-ში). გამოდის, რომ: ირთვება სიტუაცია, რომელშიც და-ძმა, ახლო ნათესავი მონაწილეობს ან ახალ ინფორმაციას იღებთ (მე-3 სახლი) და ის შენს განათლებასთან, უმაღლეს სასწავლებელთან ან უცხოეთთანაა კავშირში (მე-9 სახლი).

სად ხდება მოვლენა? 7 სახლში. – მოვლენა მოხდება სასიყვარულო ან საქმიანი პარტნიორობის სფეროში.

რა შედეგებს იღებ? 2 და 4 სახლი – ამ მოვლენის გავლენით შესაძლოა დედასთან ურთიერთობა შეიცვალოს ან სახლის, საცხოვრებლის გამოცვლა მოგიწიოს ფინანსების გამო.

შესაძლოა იყოს ვერსიები: ა)ახლო ნათესავმა (ქალმა – მთვარე), რომელიც უცხოეთშია, სასწავლებლად წასვლა შემოგთავაზა, წახვედი და პარტნიორთან დროებით დაშორება მოგიწია. ბ)უცხოეთიდან მიღებული (არცთუ დადებითი – ასპექტი კვადრატურა) ინფორმაციის გამო პარტნიორთან ურთიერთობაში სირთულე ან უთანხმოება მოაქვს. პრობლემის მოგვარება ოჯახის ფინანსების დახარჯვას იწვევს და ა.შ. აქ უკვე გააჩნია თქვენი ცხოვრების სტილს, ასაკს და ა.შ.

რატომ ასაკს? სწრაფადმოძრავი პლანეტების ასპექტები ყოველ წელს მეორდება, მაგრამ ყოველ წელს იგივე მოვლენა არ ხდება. ამისი მიზეზი წინა წელს თქვენს მიერ მიღებული გამოცდილება და ასაკია. მაგალითად: ყოველ წელს სიყვარულის პლანეტა ვენერა თქვენს იუპიტერს (წარმატების პლანეტას) „გადის“ (ასპექტი – შეერთება). 18 წლის ასაკში ეს შეიძლება ნიშნავდეს ახალ სიყვარულს, 35 წლის ასაკში – ახალ შემოსავალს ან მდგომარეობის გაუმჯობესებას და ა.შ.

ნელა მოძრავი პლანეტების შემთხვევაში ყურადღებას ვაქცევთ მათ დირექტიულ-რეტროგრადულ-დირექტიულ მოძრაობას. მოვლენები ზუსტი ასპექტის (± 1°) შემთხვევაში ხდება:

ა)როცა ასპექტი პირველად დგება – დაკვირვება ხდება, ამ დროს პლანეტისა და სახლის სფეროებში (ქვემოთ იხ. მეთოდი) გვაძლევს იმას, რაც იმ დროისთვის ცნობიერში არ გვაქვს, არ გამოგვიცდია, ჩვენთვის უჩვეულო და უცხოა.

ბ)როდესაც რეტროგრადული ფაზის გამო ნელამოძრავი პლანეტა უკან ბრუნდება და ასპექტი ისევ დგება – გაცნობიერება და გაგება ხდება: როგორ შეგვიძლია ამ უჩვეულო მოვლენის/სიტუაციის/ისტორიის გაკეთება? როგორ ვმართოთ? როგორ მოვაგვაროთ? რას ნიშნავს ეს მოვლენა? რას გვასწავლის?

გ)როდესაც პლანეტა „სწორდება“, ანუ რეტროგრადული ფაზიდან ისევ დირექტიულ ფაზაში გადადის და ასპექტი უკვე მესამედ დგება – მოვლენის/ახალი შენაძენის შეთვისება და მისი ცხოვრებაში გამოყენება ხდება. ამ შემთხვევაში „უჩვეულო“ სიტუაცია და ინფორმაცია ყოველდღიურად გამოყენებადი ხდება.

სახლების მნიშვნელობა მოკლედ (ვრცლად იხილეთ სტატიაში – პირად რუკაში სახლების მნიშვნელობა)

1-ელი სახლი -პიროვნება, ფიზიკური სხეული, გარეგნობა, დამოუკიდებლად მოქმედება. ზედა რიგი – დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება; შუა რიგი – შენს პიროვნებასთან დაკავშირებული მოვლენა, უბედური შემთხვევა (უარყოფითი ასპექტი), სახელის შეცვლა და ა.შ. ბოლო რიგი – შედეგი აისახება პიროვნებაზე და/ან ფიზიკურ სხეულზე.

მე-2 სახლი- პირადი მატერიალური, მენტალური და სულიერი რესურსები, საიმედოობა. ზედა რიგი – მოხდება სიტუაცია, რომელიც უკავშირდება რესურსების საიმედოობას. შუა რიგი – მოვლენა მოხდება რესურსებთან დაკავშირებით. ბოლო რიგი – თქვენს რესურსებზე აისახება.

მე-3 სახლი – მიღებული/გაცემული ინფორმაცია, და-ძმა, ადგილობრივი გარსემორტყმული გარემო, სწავლის დაწყება, აზროვნების ცვლა, მოკლე მგზავრობები, ტრანსპორტი.

მე-4 სახლი – საცხოვრებელი, ოჯახი, კითხვის დასრულება, ფესვები, დედა ან მამა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები, საცხოვრებლის შეცვლა.

მე-5 სახლი – შემოქმედებითი სამუშაო ან მისი შედეგი, ბავშვები, შეყვარებული, ხელოვნებასთან დაკავშირებული საქმიანობა, თამაში.

მე-6 სახლი – ყოველდღიური რუტინა, ჯანმრთელობა ან დიეტა, ჩვევები, ვალი, მსახურება, ჩამოწერილი/გაწერილი სია.

მე-7 სახლი – პირადი და საქმიანი ურთიერთობები, პარტნიორობა, სასამართლო პროცესი; ყველაფერი ღია, ორი და მეტი ადამიანის კავშირი. ზედა რიგი: შენი ურთიერთობის მიზეზით მოხდება მოვლენა. შუა – ურთიერთობას ეხება. ქვედა – ურთიერთობაზე აისახება.

მე-8 სახლი – ტრანსფორმაცია, დაწყება ან დასრულება, გარდაცვალება ან დაბადება, სექსი, ფული (სხვისი), სხვების რესურსების გამოყენება, განმეორებადი ციკლები, მათ შორის ცხოვრების.

მე-9 სახლი – მოგზაურობა, განათლების მიღება და განათლების ადგილი, წიგნები და გამომცემლობები, უცხოეთი.

მე-10 სახლი – სოციალური სტატუსი, კარიერა, როგორ სტატუსს (კლასიფიცირებას ახდენს) გაწერთ საზოგადოება, ცხოვრებისელი აქტიურობა.

მე-11 სახლი – ჯგუფები, მეგობრები, კონსულტაცია.

მე-12 სახლი – მარტოობა, დაფარული მოვლენები, ავადმყოფობა, ინტუიცია, ფსიქიკური შესაძლებლობები, განმარტოება.

შენიშვნა:

  • ადამიანი მეტად რეაგირებს „ნაცნობ“, ანუ ისეთ ასპექტებზე, რომლებიც მის რუკაშიცაა.
  • თუ რამდენიმე ტრანზიტული ასპექტია ჩართული, მოვლენა შესაძლოა მხედველობიდან გამოგვრჩეს ან შევამჩნიოთ ის, რომელიც დიდხანს გრძელდება.
  • ტრანზიტული (ახლანდელი) მთვარის ასპექტი მოქმედებს რამდენიმე წუთიდან 1-2 საათამდე; მზის, მერკურის, ვენერას ასპექტები – 2-3 დღე, მარსის ასპექტები – 3-5 დღე.
  • გახსოვდეთ – პროგნოზირება ეს არის ერთ-ერთი მეთოდი, რომელიც შესაძლო მოვლენებზე ინფორმაციას გვაძლევს. ნელამოძრავი პლანეტების შემთხვევაში – მნიშვნელოვან ცვლილებებზე მიგვანიშნებს, მაგრამ პროგნოზირება არ ნიშნავს 100%-ით მოვლენების მოხდენას ან მასზე დამოკიდებულებას. ეცადეთ განწყობის გამო მოვლენის მოხდენა აირიდოთ, რადგან მომავალი არჩევანსა და ალბათობას გვთავაზობს.

გამოყენებულია ევგენია სალიკოვასა და ბერნადეტ ბრედის მასალები.

 

გამოსადეგი სტატია: პლანეტების მნიშვნელობა ასტროლოგიაში


About Tamta

Scroll To Top