მთვარე და ჯანმრთელობა

მთვარე და ჯანმრთელობა

ქალის ჰოროსკოპში (ძირითადად, მაგრამ არა ყოველთვის) უნდა მოხდეს მთავრის მდგომარეობის (ნიშანში, სახლში) განხილვა, ასევე მისი დაზიანების ანალიზი. სწორედ ამ საერთო შეფასებით შეგვიძლია განვსაზღვროთ ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობა, სიცოცხლისუნარიანობა, სიცოცხლის ხანგრძლივობა.

განსაკუთრებით კარგია, თუ კარგი ასპექტებია მზესთან, ვენერასთან ან იუპიტერთან.

თუ მთვარე დაზიანებულია მზით, მარსით ან სატურნით – ეს მდგომარეობას უფრო ართულებს.

მარსი – მთვარის ცუდი ასპექტი ( თუ ერთერთი პლანეტა ანგულარულია, ან მარსი მთვარის ზევითაა მოქცეული) არის ძალადობრივი ან ციებ-ცხელებით მიმდინარე დაავადებების, უბედური შემთხვევებისა და უეცარი სიკვდილის მაუწყებელი (სხვა ასპექტებთან ერთად განხილვისას).

მთვარე მე 6 სახლში – თუ ცუდადაა ასპექტირებული, ხშირი, ქრონიკული, მძიმე დაავადებების მაუწყებელია, ორგანიზმის კონსტიტუციაც საკმაოდ სუსტია.

განვიხილოთ მთვარის, როგორც ჰილეგის მდგომარეობა ზოდიაქოს 12 ნიშანში.

მთვარე ვერძში – არ იძლევა ძლიერ ვიტალობას, იწვევს თავის, თვალების დაავადებებს, ტვინის ფუნქციის დარღვევას, თავის ტკივილებს, უძილობას, უსიცოცხლობას, შფოთს უძილობის ნიადაგზე.

მთვარე კუროში – კარგი სასიცოცხლო ძალები, ამტანობა. საყლაპავის, ხმოვანი იოგების სხვადასხვა პათოლოგია. ყელის, (ასევე კისრის) ზონის დაავადებები (მაგ: ჩიყვი და სხვა).

მთვარე ტყუპებში – იძლევა დიდ სასიცოხლო ძალებს. ვლინდება სისხლის, ნერვული სისტემის, ფილტვების (ასვე ბრონქების) სხვადასხვა პრობლემები. ვლინდება – ასთმა, ტუბერკულოზი (ფილტვების) და სხვა სასუნთქი სისტემის დაავადებები.

მთვარე კირჩხიბში – ეს მთვარისთვის კარგი მდგომარეობაა, ამასთან მთვარის აქტივაცია საგრძნობლად გაძლიერებულია. ძლიერ დაზიანებული მთვარე წინასწარგანწყობას ქმნის შეშუპებისკენ (შეშუპებით მიმდინარე დაავადებები), ორგანიზმში არსებულ სითხეების სხვადასხვა პრობლემების მიმართ (სისხლი, ლიმფა, ნერწყვი და სხვა). ასევე დამახასიათებელია ფერმენტაციის და ზოგადად საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონალური დარღვევები.

მთვარე ლომში – სასიცოცხლო ძალების საკმამოდ კარგ მდგომარეობას იძლევა, მაგრამ , როგორც წესი მთვარის ძალა არ გამოიყენება. მეტად ვლინდება გულის დაავადებები, რომელიც უკავშირდება ცირკულაციის დარღვევასა და სისხლის მოწამლვას.

მთვარე ქალწულში – ძალების აღდგენის კარგი უნარი. ძირითადად მსხვილი და წვრილი ნაწლავების სხვადასხვა პრობლემები იჩენს თავს. დამახასიათებელია – კოლიკა, გაუვალობა, დიზინტერია, ეგზემა და კანის დაავადებები.

მთვარე სასწორში – კარგ სასიცოცხლო და აღმდგენ ძალებზე მეტყველებს. ვლინდება – თირკმელების, კანის, შარდგამომყოფი სისტემის პრობლემები. ასევე – ლუმბაგო, ზოგადად სუსტი ზურგი. შესაძლოა ამ მთვარემ გავლენა მოახდინოს თავსა და კუჭზე.

მთვარე მორიელში – კარგი სიცოცხლისუნარიანობა, მაგრამ ამავე დროს მაღალი მგრძნობელობა, სასიცოცხლო ძალები ადვილად სუსტდება დაავადებების ნიადაგზე, შედეგად ვითარდება სხვადასხვა შეშუპებითი და სიმსივნური ბუნების დაავადებები. ხშირია – შარდის ბუშტის, რეპროდუქციული სისტემის ორგანოების პრობლემები, შარდ-სასქესო სისტემისა და მენსტრუაციული ფუნქციის დარღვევები.

მთვარე მშვილდოსანში – კარგი სასიცოცხლო ძალები, მთვარის ამ მდგომარეობისას დაავადებების მიმართ წინასწარგანწყობა ყველაზე ნაკლებად ვლინდება. ძირითადად ვითარდება – ფილტვების(ხშირად ტუბერკულოზი) , სისხლის ( ასევე ღვიძლის) , ნერვული სისტემის დარღვევები, მენჯ-ბარძაყის, დუნდულოების ზონის პრობლემები. მთვარის ძლიერი დაზიანებისას შესაძლოა ადგილი ჰქონდეს – უბედურ შემთხვევებსა და ძვლოვან მოტეხილობებს.

მთვარე თხის რქაში – მიუთითებს სუსტ სასიცოცხლო და აღმდგენ ძალებზე, რის შედეგადაც ჯანმრთელობა კარგი იშვიათად არის. ორგანიზმი ადვილად იფიტება და დაავადებებიც, როგორც წესი ხანგრძლივად და რთულად მიმდინარეობს. დამახასიათებელია – ნიკრისის ქარი (პოდაგრა), რევმატიზმი, შეკრულობისკენ მიდრეკილება, ზურგის, ხერხემლის პრობლემები, ურტიკარია და სხვა.

მთვარე მერწყულში – სასიცოცხლო ძალების აღდგენის მშვენიერი უნარი. დამახასიათებელია – ანემია, ზოგადად სისხლის ფორმულის დარღვევები, ისტერია, გულყრები, საერთოდ სისუსტე.

მთვარე თევზებში – კარგი სასიცოცხლო ძალები და აღდგენის უნარი. ორგანიზმი მგრძნობიარეა და ადვიალდ ექვემდებარება ინფექციურ დაავადებებს, მოწამლვას (სისხლის და ზოგადად), ინტოქსიკაციას, შეშუპებას და სხვა. ხშირია ტერფების სხვადასხვა პრობლემები მაგ: კოჟრები (მაზოლები), ოფლიანობა და სხვა.

შენიშვნა – მთვარის ამა თუ იმ ნიშანში მდგომარეობისთვის დამახასიათებელი დავავადებები სხვა ასპექტებსა და საერთო მდგომარეობასთან სინთეზში უნდა იყოს განხილული. მთვარის კარგი ასპექტები ამცირებენ ან ზრდიან შესაბამისი დაავადების წარმოქმნისა და განვითარების ალბათობას.

დამუშავებულია რაფაელის “სამედიცინო ასტროლოგიის” წყაროზე დაყრდნობით

ავტორი: ქეთი


About Kate

Scroll To Top