იუპიტერისა და სატურნის დაავადებები

იუპიტერისა და სატურნის დაავადებები

                                                                                          იუპიტერის დაავადებები

მართალია იუპიტერი  კეთილი პლანეტაა, მაგრამ მიუხედავად ამისა უარყოფით გავლენასაც ახდენს, მაგ: როდესაც არის მე 6 სახლში და აზიანებს ჰილეგს ან ასცენდენტს. ზოგადად კი, ის არის ზომიერი და დამცავი ბუნების პლანეტა.

დაზიანების შემთხვევაში ვლინდება ისეთი დაავადებები, რომლებსაც ახლავს სისხლის ფორმულის შეცვლა, სითხის შეგუბება, სიმსივნური პროცესები, წყალმანკი. ის ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს ღვიძლის მართვაში და შესაძლოა იყოს პლევრიტების, აბსცესების განვითარების მიზეზი.

როდესაც იუპიტერი იმყოფება მე 6 სახლში და არ არის დაზიანება – ეს საკმაოდ კარგ ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ავადობისგან დაცვაზე მიუთითებს. ხოლო, მისი მიზეზით განვითარებული დაავადებების უმეტესობა უკავშირდება დიეტის (კვების სწორი რეჟიმის) დარღვევასა და თავშეუკავებლობას.

იუპიტერის ამა თუ იმ ნიშანში ყოფნისას გამოვლენილი დაავადებები:

ვერძი – თავბრუსხვევა, გულყრა, თავში სისხლის მიწოლა, ინსულტი და სხვა.

კურო – ნიკრისის ქარი (პოდაგრა), ყელის სხვადასხვა დაავადებები, კვების გადამეტებისას განვითარებული პათოლოგიები.

ტყუპები – პლევრიტი, სისხლის, ფილტვების დაავადებები.

კირჩხიბი – წყალმანკი, მოუნელებლობა, მეტეორიზმი, სურავანდი.

ლომი – პლევრიტი, სისხლის პრობლემები, ცხელებით მიმდინარე დაავადებები, აპოპლექსია, გულის ცხიმოვანი დეგენერაცია.

ქალწული – ნაწლავები სისუსტე, სისხლის მოწამლვა, ღვიძლის დაავადებები. ღვიძლის, ნაწლავების აბსცესი, სიყვითლე და სხვა.

სასწორი – თირკმელების პრობლემები, დიაბეტი, სიმსივნური პრობლემები, რომელიც თირკმელებს უკავშირდება(კენჭოვანი დაავადებები და სხვა).

მორიელი – ბუასილი, შარდსასქესო დაავადებები, შარდში ცვლილებები, აბსცესი, წყალმანკი და სხვა.

მშვიდლოსანი – ნიკრისის ქარი (პოდაგრა), იშაზი.

თხის რქა – ეგზემა, კანის დაავადებები, საკვებისმიერი დაავადებები, სისხლის ცირკულაციის დარღვევა.

მერწყული – ლუმბაგო, სისხლის მოწამლვა, სისხლის შესქელება და სხვა.

თევზები – შეშუპება, სიმსივნეები, სისხლის ცუდი მდგომარეობა.

                                                                                   სატურნის დაავადებები

დაავადებების განვითარებაში სატურნი წამყვანია.

ბუნებით ცივი და შემბოჭველი პლანეტაა, ამ გაგებით ის საპირისპირო გავლენას ახდენს როდესაც მე 6 სახლშია ან როდესაც აზიანებს ჰილეგს ან ასცენდენტს.  გაცივების ნიადაგზე დროში გაწელილ და ქრონიკულ დაავადებებს იწვევს.

ძირითადად დაავადებები  სიცივის, დეპრესიის, ზეწოლის, ოკლუზიის, დახშობის შედეგად ვითარდება.

სატურნისეული დაავადებები –  ქრონიკული პროცესები, რევმატიზმი, ნიკრისის ქარი(პოდაგრა), ენის ბორძიკი, სიყრუე, დამბლა, ატროფია, მალარია, კანის დაავადებები, ფილტვების ტუბერკულოზი, განგრენა და რადგან სატურნი ძვლოვან სისტემას, ჩონჩხს განაგებს ისეთი დაავადებები, როგირიცაა – გაძვალება, ხერხემლის სხვადასხვა პათოლოგიები – სწორედ მას უკავშირდება.

ყურადღება უნდა მიექცეს მის ამა თუ იმ სახლში ყოფნას.

განვიხილოთ თითოეულ ნიშანში სატურნის მდგომარეობის შედეგად წარმოქმნილი დაავადებები:

ვერძი – კუჭის და ღვიძლის პრობლემები, გაცივებით მიმდინარე დაავადებები. თავის, კბილის ტკივილი, ცერებრალური დაავადებები, სიყრუე.

კურო – დიფტერია, ანგინა, ყბაყურა, ხმის ჩახლეჩვა, ლარინგიტი (ხორხის ანთება), საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები, სიყრუე.

ტყუპები – ფილტვების ტუბერკულოზი, პნევმონია, ბრონქიტი, ხელებისა და მხრების რევმატიზმი, სასუნთქი სისტემის ორგანოების დაავადებები.

კირჩხიბი – გასტრიტი, საჭმლის მომნელებელი და სასუნთქი სისტემის დაავადებები, მკერდის კიბო, დისპეპსია, ქალებში – საშვილოსნოს დაავადებები.

ლომი – გულის სისუსტე, გულყრა, სიყვითლე, ზურგის დაავადებები, ნიკრისის ქარი, ღვიძლის დაავადებები.

ქალწული – შეკრულობა, ნაწლავური გაუვალობა, კვების არასათანადო რეჟიმის შედეგად წარმოქმნილი დაავადებები, ნაწლავების კატარი და კოლიკა.

სასწორი – თავისა და თირკმელების, სისხლის დაავადებები, თირკმელების ანთება, შარდის შეკავება.

მორიელი – ბუასილი, ფისტულები, შარდის ბუშტის კენჭოვანი დაავადებები. ქალებში – ციკლის დარღვევა და საშვილოსნოს დაავადებები.

მშვილდოსანი – ნიკრისის ქარი, იშიაზი, მენჯ-ბარძაყის ზონის დაავადებები, ფილტვების ტუბერკულოზი, ბრონქიტი, ნერვული სისტემის სისუსტე.

თხის რქა – რევმატიზმი, მალარია, კანის დაავადებები, შეკრულობა და ნაწლავების, ტკივილით მიმდინარე და ქრონიკული დაავადებები, რომლებიც მუხლის სახსარს უკავშირდება.

მერწყული – კრუნჩვები, ანემია, ხერხემლის პრობლემები, სისხლის ცუდი ცირკულაცია, თვალების დაავადებები, კოჭ-წვივისა და ზოგადად ქვედა კიდურების პრობლემები.

თევზები – ფილტვების ტუბერკულოზი, კატარი, ნიკრისის ქარი, რევმატიზმი, სუსტი ტერფები. ქვედა კიდურების გაცივებით მატულობს სხვადასხვა დაავადებების განვითარების რისკი.

რაფაელი “სამედიცინო ასტროლოგია”

ავტორი: ქეთი


About Kate

Scroll To Top