მთვარის მე-8 დღე

მთვარის მე-8 დღე

სიმბოლო: ფენიქსი

მე-8 მთვარის დღე ცეცხლის სტიქიის, ცეცხლოვანი ტრანსფორმაციის დღეა. ეს პერიოდი ითვლება დროის ხვრელად, რომლის გავლის შემდეგაც ადამიანი შემდეგ საფეხურზე გადადის.

დღე სინანულისა, ცოდვების მონანიებისა, ცეცხლით განწმენდისა, ალქიმიისა. შეიძლება შიმშილობა, ნაწლავებისა და საჭმლის მომნებელი სისტემის გასუფთავება. კარგია  წამლების დამზადება ყველა დაავადებებისთვის.

ტყუილად როდია ამ დღის სიმბოლო მითიური ფრინველი ფენიქსი – დაიწვება რა, იგი ყოველ ჯერზე აღდგება ფერფლიდან. ასევე ხდება ადამიანშიც, როგორც ფსიქიკურ, ასევე უჯრედულ დონეზე. მე-8 მთვარის დღე არის მთვარის მე-2 ფაზის პირველი დღე, ხოლო ამ ფაზის კულმინაცია სავსემთვარეობაა.

ის, რაც მოვა ამ მთვარის დღეს უნდა მიიღოთ, როგორც საჭირო გაკვეთილი განგებისგან, რომელსაც აუცილებლად სჭირდება ჩაღრმავება და შესწავლა.

მნიშვნელოვანია იყოთ მოქნილი და არ შეეწინააღმდეგოთ ცვლილებებს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა წარმოიშვას სერიოზული სირთულე, როგორც ფსიქოლოგიურ, ისე ფიზიკურ დონეზე.

გააანალიზეთ თქვენი ცხოვრება, ჩაინიშნეთ თქვენი უსიამოვნო, ზრახვები და ქმედებები, გამოაძევეთ თქვენგან ნეგატივი, რაც კი აქამდე დაგროვილა და აზრობრივად დაწვით ცეცხლის ალში. ასევე დაიფერფლება ამ დღეს თქვენი სწორი აზროვნებით წარსულის წარუმატებლობები და უიღბლობა.

რთული პერიოდია, რამდენადაც ურთიერთობებში გადაუწყვეტელი პრობლემები, ასევე ძველი გეგმები და მიზნები მოითხოვენ იმაზე მეტ დროს, ვიდრე სასურველია. ამიტომ წარმატებული ქმედებებისთვის აუცილებელია უარი თქვათ პირად ამბიციებზე და ეცადოთ თქვენ საქმეებზე და გეგმებზე ყურადღება მიაქცევინოთ ახალ პარტნიორებსა და თანამშრომებს.

ეს ის დროა, როცა კოლექტივში ურთიერთობები იცვლება, ამიტომ ადამიანს მოეთხოვება თავშეკავებულობა, წინდახედულობა და კეთილგონიერება. ამ დღე-ღამეს შეინიშნება განვითარების ახალ გზაზე ანდა ახალ საქმეებსა და ქმედებზე გადასვლა, ამიტომ საჭიროა დროული მომზადება, ასევე ქცევის ტაქტიკის შეცვლის უნარის გამოვლენა.

ბიზნესი: ეს დღე შეიძლება ჩაითვალოს, როგორც „მეორე შანსი“. თქვენ შეგიძლიათ სცადოთ ძველი განუხორციელებელი პროექტების რეალიზება, მაგრამ ამისთვის საჭიროა ახალი ხედვა და მეთოდები გამოიყენოთ.

ქორწინება: მხოლოდ იმ შემთხვევაშია წარმატებული, თუ პარტნიორები სიახლეებს და რაღაც ახალს ეძებენ. ყველა სხვა შემთხვევაში – კონფლიქტური ცხოვრება ელოდებათ.

ეზოთერიკა: ეს იდეალური დროა ცეცხლის დასამორჩილებლად. ცეცხლი – ერთ-ერთი უძველესი ღვთაებაა, რომელსაც ადამიანი ეთაყვანებოდა. ამიტომ ზოგიერთი ეზოთერული ტრადიციით ამ დღეს ტარდება ცეცხლის თაყვანისცემა. ძველად  დიდ კოცონს ანთებდნენ და მას მიართმევდნენ შესაწირს.

სიზმრები: მიგითითებენ გამოუყენებელ შესაძლებლობებზე, იმ საქმეებზე და შანსებზე, რომლებიც ოდესღაც არ გამოიყენეთ ცხოვრებაში, მაგრამ ღირს მაინც მათი რეალიზება.

მინერალები: წითელი გრანიტი, ქრიზოლითი

მე-8 დღეს დაბადებული: დამახასიათებელია ძლიერი ამტანობა. დანაკარგის შემდეგაც კი ადვილად ახერხებს ფეხზე წამოდგომას. არ გამოირჩევა გარეგნული სილამაზით, ამიტომ უფროსების, გარესამყაროსა და საზოგადოების ყურადღების მიპყრობას შეძლებს მხოლოდ თავისი ცოდნითა და ჭკუით, ასევე მუყაითობით, კეთილსინდისიერებით, კეთილგანწყობით. მისი მტავარი პრობლემა – თვითკონტროლის დაკარგვაა.

არასასურველია: მოშვება, ეგოისტობა, გაბუტვა, ნერვიულობა.

რეკომენდებულია: მონანიება, გაწმენდა, მოგზაურობა, მივლინება, გამყარება, ფორტიფიკაცია, სიმბოლოს, გერბის მიღება. ცეკვები; ჩხუბი; ფიზიკური აქტიურობა; ხელოვნების შესწავლა; საქმეები, დაკავშირებული მიწებთან ანდა სახლებთან; სწავლა; მშენებლობა. ქორწინებისთვის ნეიტრალური დღეა.

ავტორი: ნინო, ქეთი


About Kate

Scroll To Top