აქ ინდივიდი ყველაზე კომფორტულ მდგომარეობაშია III ფაზაში, როდესაც ვენერასთვის თვისებრივი მშთანთქმელი ბუნება თავიდან აცოცხლებს წარსულის ვიბრაციებს, რაც ინდივიდს საიმედოობის გრძნობას სთავაზობს. ის უკიდურესად მესაკუთრეა წარსულის ფასეულობათა სისტემასთან მიმართებაში. ის სიამოვნებით შთანთქავს გარესამყაროს, რაც მას, კიდევ ერთხელ, თავდაჯერებას და საიმედოობის გრძნობას ანიჭებს. შეიძლება უზომოდ მატერიალისტი იყოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ცდილობს აღადგინოს ან განამტკიცოს საკუთარი წარსული ფასეულობების გრძნობა.
ვინადან II სახლი ძლიერ არის მიდრეკილი იმის განმეორებისკენ, რაც უყვარს და სიამოვნებას ანიჭებს, ის ბევრი ჩვევის ჩამოყალიბებას განაპირობებს. ადამიანის საიმედოობის მოთხოვნა, როგორც ფიზიკური, ისე მატერიალური თვალსაზრისით, ძალიან ძლიერია. ამიტომ, მას უჭირს იყოს ხელგაშლილი და იმავდროულად, არ გრძნობდეს, რომ რაღაც მნიშვნელოვანს კარგავს გაცემის პროცესში. ის ცდილობს საკუთარ თავში შთანთქოს ყველაფერი, რასაც გარესამყაროში აფასებს. ბუნებრივია, ეს ერთი-ორად ზრდის II სახლის მესაკუთრულ თვისებებს. თუმცა მთელი თავისი საიმედოობის მოთხოვნის მიუხედავად, ის არც ისე კონკურენტუნარიანია, რადგან ამ მდებარებისთვის დამახასიათებელია შესამჩნევი სიზარმაცე.
ეს ინდივიდი მნიშვნელოვან სირთულეებს წააწყდება საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობაში და არამარტო თავისი მესაკუთრული თვისებების გამო. მას არანაკლებ ეშინია, ვინმეს საკუთრება არ გახდეს. ის სათუთად უფრთხილდება თავის მიჯაჭვულობებს, თუმცა კი შინაგანად ამლაშებს საკუთარ გრძნობებს. ის ყველაფერს თავისებურად აკეთებს და შეიძლება განრისხდეს კიდეც, თუ იგრძნო, რომ სხვები მის მეთოდებს არ ამართლებენ.
ბევრი ადამიანი, ამ მდებარეობით, ბრწყინვალე ხელოსანი ხდება. თუმცა ისინი უმეტესად წარსული ცხოვრებებიდან მიღებული განცდების შთაგონებით შემოქმედებენ. თუ ოცდამეერთე საუკენეში ვინმე სარჩოს შოვნას დახვეწილად მოჩუქურთმებული ეტლის ან ავეჯის შექმნით გადაწყვეტს, ეს სწორედ მეორე სახლის რეტროგრადული ვენერა იქნება.
ამ მდებარეობის კარმა დაკავშირებული წარსული ცხოვრების კომფორტის სიყვარულთან. ეს ეხება ადამიანებს, ობიექტებსაც და გარემოებებსაც. მიმდინარე ცხოვრებაში მისი თავდაჯერება და საიმედოობა დაფუძნებულია ფორმისა და მატერიის უწყვეტობაზე.
მარტინ შულმანი “კარმული ასტროლოგია”