რეტროგრადული ვენერა  XII  სახლში

რეტროგრადული ვენერა XII სახლში

აქ ინდივიდი დროის უმეტეს ნაწილს III ფაზაში ატარებს. მას არ უყვარს გრძნობების ღიად გამოვლენა, თუ ფიქრობს, რომ  შეიძლება უარყონ. ძალიან ხშირად მიჯაჭვულია წარსული ცხოვრების სიყვარულზე. ამიტომ, მიმდინარე ცხოვრებაში ის აგრძელებს წარსულის აღდგენის მცდელობებს. მართალია, ის შეიძლება სრულიად ბედნიერი იყოს  მარტოობაში, მაგრამ  ძალიან არ მოსწონს მიტოვებულობის შეგრძნება. უარყოფის უმცირესი მინიშნებაც კი საკმარისია, რომ საკუთარი თავის მიმართ სიბრალულით განიმსჭვალოს, რადგან ინტუიციურად გრძნობს, რომ როგორც კი ამ ინკარნაციაში შემოვიდა, ნამდვილი სიყვარული უკან, წარსულში დატოვა.  მიმდინარე ცხოვრებაში ის ცდილობს დაიკმაყოფილოს თავი ძველი სიყვარულის სიმბოლური ასპექტების პოვნით იმ ადამიანებში, ვისაც ხვდება. თუმცა! მთელი მისი ემოციური ენერგია ძველებურად მიჯაჭვულია წარსული დროის რომანტიულ კონცეფციაზე. ამრიგად, მას ძალიან უჭირს სრული კმაყოფილების განცდა ამ ცხოვრებაში, რადგან ყველაფერს, რასაც ახლა აღიქვამს, მიკერძოებული კონცეფციების ფერადი სათვალით უყურებს.

ეს ინდივიდი ცხოვრებაში ჩუმი ტკივილით დააბიჯებს და ძალიან არ უყვარს, როდესაც სხვები რაიმე ტიპის მოთხოვნებს უყენებენ. როგორც წესი, ამ ვენერის მფლობელის გრძნობები ყოველთვის დაფარულია. სხვა ადამიანები იშვითად ხედავენ მის ნამდვილ განცდებს. თავად ინდივიდი კი მუდმივად გრძნობს საკუთარ თავში იმ ნაწილის გავლენას, რომელიც კატეგორიულ უარს აცხადებს, შეაბიჯოს მიმდინარე ცხოვრებაში.

მას შეუძლია იყოს ჭეშმარიტი შემოქმედი, თუ არ აძალებენ. ის დიდ დროს ატარებს საკუთარ თავთან, რადგან სწორედ მარტოობაში იმუხტება, როდესაც  ქვეცნობიერში  წარსულის მოგონებებს ალაგებს, რომ  ჭეშმარიტ ჰარმონიაში იყო საკუთარ თავთან.

ეს ადამიანი არ ეძებს პოპულარობას. მისი პრიორიტეტი შინაგანი სიმშვიდეა. ამ მდებარეობისთვის დამახასიათებელია საიდუმლო სასიყვარულო კავშირები, რისი მეშვეობითაც ინდივიდი ცდილობს აწმყოში შეინარჩუნოს იმის ილუზია, რაც წარსულში მისი რეალობა იყო. მას ძლიერი ემოციური კავშირი აქვს დროსთან და განსაკუთრებით წარსულთან. სწორედ ამიტომ, ცხოვრების უამრავი შესაძლებლობა გვერდს უვლის.  ბედნიერებას მაშინ მიაღწევს, როდესაც გააცნობიერებს, რომ ის არ დაკარგავს წარსულს, თუ აწმყოში იცხოვრებს.

 

მარტინ შულმანი “კარმული ასტროლოგია”


About Qet Adastra

Не от мира сего...
Scroll To Top