აქ ინდივიდი ყველაზე კომფორტულად გრძნობს თავს I ფაზაში, როდესაც მომავლის მოლოდინი იუპიტერის ექსპანსიურობით არის გამსჭვალული. პრობლემა ის არის, რომ ინდივიდი ყოველ ახალ სიტუაციას წინასწარ განსაზღვრული მოლოდინით ეგებება. შედეგად, იმის ნაცვლად, რომ ახალი გამოცდილების წყალობით წინ წაიწიოს, ის თავის ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენების გაკონტროლებას ცდილობს. ამიტომ, ამ მდებარეობისთვის დამახასიათებელია წარსულის თავიდან განცდის ძლიერი წადილი, რადგან ინდივიდს მიაჩნია, რომ სწორედ ასე ისწრაფვის მომავლისკენ.
ის უკიდურესად თავდაჯერებულია საკუთარ სიმართლეში და ეს თავდაჯერება მისი აზროვნების მთავარი მამოძრავებელი ძალაა, რასაც თან ახლავს თავისუფლების სულისკვეთება ყველაზე ინსტინქტურ დონეზე.
ის ყოველთვის საკუთარი ღირსების გრძნობისკენ ისწრაფვის და ამიტომ, მიდრეკილია სხვების განსჯისკენ, რადგან მიაჩნია, რომ ისინი მორალურად ნაკლებად ღირსეულნი არიან. ის შეიძლება ზღვარგადასულ თავდაჯერებას ავლენდეს, როდესაც საქმე სულიერ ან რელიგიურ საკითხებს ეხება. ამიტომ, ის არაერთ შეცდომას უშვებს, როდესაც ადამიანებს, საკუთარი ფილოსოფიის მიხედვით, კატეგორიებად ახარისხებს.
შინაგანი მოუსვენრობა მუდმივად ახალი გამოცდილებისკენ უბიძგებს. ის შეიძლება ბავშვივით გულუბრყვილო იყოს, რადგან ძალიან უჭირს სურათის მთლიანობაში აღქმა. ამის გამო, მას ხშირად უწევს იმ სიტუაციებიდან თავის ამოთრევა, სადაც საკუთარი ინიციატივით გადაეშვა.
ბუნებრივია, ეს მდებარეობა საკმაოდ რთულია ქორწინებისთვის, რადგან პიროვნება ძალიან არასტაბილურია. კარმულად, მან უნდა მიაკვლიოს საკუთარ პირად ჭეშმარიტებებს ყველაზე ძირითად დონეებზე. ამ მდებარეობის კარმული გაკვეთილი ის არის, რომ თავდაჯერებისა და საიმედოობის მთავარი გასაღების მოსაპოვებლად, პირველ რიგში, ინდივიდი საკუთარ თავთან უნდა იყოს მართალი.
მარტინ შულმანი “კარმული ასტროლოგია”