რეტროგრადული ურანი X სახლში

რეტროგრადული ურანი X სახლში

აქ ადამიანი შინაგანი იდენტობის გრძნობას ეძებს, რომელიც მის ხასიათს უნიკალობას მიანიჭებს, იმ საზოგადოების ფარგლებში, სადაც ცხოვრობს. ის ერთგვარ კონფლიქტს განიცდის, როდესაც თავის იდივიდუალიზმთან კომპრომისზე წასვლა უწევს, იმ მდგომარეობის შესანარჩუნებლად, რომელიც თვითგამოხატვის საშუალებას აძლევს.  ის არაერთგზის იცვლის მიმართულებებს, სანამ იმ განსაკუთრებულ ნიშას არ მიაგნებს, სადაც მართლა შეძლებს საკუთარი თავის გამოხატვას.

ეს განსაკუთრებით კარგი მდებარეობაა სარეკლამო  და მასობრივი საინფორმაციო საშუალებების სფეროებში კარიერისთვის, სადაც ადამიანს საკუთარი უნიკალური იდეების რეალიზების შანსი ეძლევა.

მას საკმარისი სივრცე უნდა ჰქონდეს, რომ თავის შემოქმედებით ინსტინქტებს მისდიოს. პასუხისმგელობის ჩარჩოები კი მას მხოლოდ ხელს შეუშლის. ის მშვენივრად უმკლავდება პასუხისმგებლობას, თუმცა მაშინ, როდესაც არ იცის, რომ ამას აკეთებს. როდესაც მას დღევანდელი დღით ცხოვრების საშუალებას აძლევენ, ის გაცილებით უფრო პროდუქტიულია, ვიდრე მაშინ, როდესაც ხანგრძლივვადიანი პროექტებით არის დატვირთული, სადაც საჭიროა  პერსპექტიული დაგეგმარება. თუმცა აღსანიშნვია, რომ ის საოცარ უნარებს ავლენს სტრატეგიულ გეგმებშიც, თუ ამ  გეგმებს „ფუტლიარად“ არ განიხილავს  თავისი მომავლისთვის.

ჩვეულებრივ, ის დიდ დროს ატარებს III ფაზაში, გარემომცველი საზოგადოების მოთხოვნების ათვისებაში. ასე ახერხებს იმის გაგებას, როგორ გაუმკლავდეს ყველაფერს, რაც გარს აკრავს. და მაინც, არსებობს დროში სინქრონიზაციასთან დაკავშირებული პრობლემები, განსაკუთრებით იმ თვალსაზისით, რომ ურანი მართავს მომავალს, სატურნი კი წარსულს. ამ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ტენდენციის შერევისას, ინდივიდმა უზარმაზასი სამუშაო უნდა ჩაატაროს დროის ფაქტორის დასაბალანსებლად. ის ძალიან კრეატიულია და შეუძლია იშვიათი ნიჭიერება გამოავლინოს იმის გაგებაში, როგორ გააკეთოს ისეთი საქმე, რაც სხვებს საერთოდ არ ესმით.

კარმულად, ეს ადამიანი თვითდისციპლინის გაკვეთილებს სწავლობს, რომ მთელი მისი შინაგანი კრეატიულობა ნაყოფიერად გამოიყენოს მიმდინარე ცხოვრებაში. ამრიგად, მისი ვალია ისწავლოს, როგორ იყოს არაჩვეულებრივი, იმ სტრუქტურების შენარჩუნებით, რომლის გაუმჯობესებაც სწადია.

 

მარტინ შულმანი “კარმული ასტროლოგია”


About Qet

Scroll To Top