გრადუსები თევზების ზოდიაქოში

გრადუსები თევზების ზოდიაქოში

 გრადუსთა ხარისხი

მმართველი: ღამის იუპიტერი, ნეპტუნი.

დეკადების მმართველები: იუპიტერი, ნეპტუნი _ 0°° _ 10°°; მთვარე _ 10°°-20°°; მარსი _20°°-30°°;

თერმები: ვენერა _ 0°°-11°°; იუპიტერი _ 11°°-16°°; მერკური _ 16°°-19°°; მარსი _ 19°°-28°°; სატურნი _ 28°°-30°°.

ფაზები: 1°°-10°° _ სატურნი; 10°°-20°° _ იუპიტერი; 20°°-30°° _ მარსი.

ვენერის გავლენა ამაღლებულია (ეგზალტაცია), მერკურის _ შემცირებულია (ტყვეობა და დაცემა ერთდროულად).

კრიტიკული გრადუსები: 4°°,17°°,30°°.

ცალკეული გრადუსების მნიშვნელობები:

1. (იუპიტერი) _ გაორებული ქცევები, ბედნიერება, ბედნიერი პარტნიორობა და ქორწინება, ასკეტიზმისკენ მიდრეკილება.

2. (მარსი) _ ინიციატივის უკმარისობა, ნაკლები სითამამე, შიშები, მუშაობის სურვილის უქონლობა.

3. (მზე) _ სიამოვნების მიღების ჟინი, ნაკლები სიწყნარე, მაღალი მისწრაფებები, ურანით დაზიანებისას _ ბრმა ნაწლავის ანთება. ძლიერი, მაგრამ საეჭვო გავლენაა უძრავი ვარსკვლავ _ ფომაგაუტ-ის.

4. (ვენერა) _ სიმშვიდე, ნაკლები იმპულსები, მისტიკისკენ მიდრეკილება. ასთმა, ასკეზა (EEtym. ბერძ. áskesis „ფიზიკური ვარჯიში“, შემდეგ გვიანლათ. დამკვიდრდა ფორმა ascesis It. Ascesi თავდაპირველად სიტყვა აღნიშნავდა ნებისმიერ ვარჯიშს, – ფიზიკურს, ინტელექტუალურსა თუ ზნეობრივს, — შესრულებულს გარკვეული მეთოდით წინსვლის მისაღწევად. ქრისტიანობაში შეიძინა თითქმის ტექნიკური მნიშვნელობა და აღნიშნავს ძალისხმევათა ერთობლიობას, რომელთა მეშვეობითაც ადამიანს სურს წინსვლა ზნეობრივსა და რელიგიურ ცხოვრებაში, რათა მიაღწიოს მთის ქადაგებაში (მათ. 5:1, შმდ.) ჩამოყალიბებულ ქრისტიანული სრულყოფილების იდეალს. ქრისტიანული ასკეტიზმი, რომელიც განდგომასა და საკუთარი თავის უარყოფას გულისხმობს, სულიერ ცხოვრებაში ღმრთის ქმედების უზენაესობას ექვემდებარება. უცხო სიტყვათა ლექსიკონი). კრიტიკული გრადუსი.

5. (მერკური) _ სიყვარული, მეგობრობა, სიამოვნების მიღების ჟინი, თეატრისა და ხელოვნების სიყვარული, საეჭვო გავლენები, მზაკვრული შემთხვევები (უძრავი ვარსკვლავი დენებ).

6. (მთვარე) _ ქალების მხრიდან დახმარების რწმენა, მძიმე შემოსავალი, უბედური დაბრკოლებები.

7. (სატურნი) _ ორატორული ნიჭი, ხელოვნებისკენ მიდრეკილება, ფანტაზია, კულტისადმი ინტერესი.

8. (იუპიტერი) _ მისწრაფებები, იმედები, სიმდიდრე.

9. (მარსი) _ რელიგიის უცნაური მიმდევარი, ემიგრაცია, მგზავრობები, თვითუარყოფა/განდეგილობა, სისხლის სამართლებრივი დანაშაულებების ალბათობაა, მკვლელობისკენ მიდრეკილება, რევმატიზმი.

10. (მზე) _ ქიმიისკენ, მედიცინისკენ, ექსპლუატაციისკენ მიდრეკილებები: გადაჭარბებული აგრესიულობის და ძალადობის გამო ზიანი. ტიფისკენ მიდრეკილება.

11. (ვენერა) _ საშიშროება, რომელიც შფოთიდან მოდის; დაფიქრებულობა; ასტროლოგიური უნარები. ვენერის დაზიანებისას _ ბრაიტის დაავადება.

12. (მერკური) _ ლაჩრობა, დაკვირვებულობა, მისწრაფებები, სავაჭრო უნარები.

13. (მთვარე) _ დიდი სიყვარული და დიდი ვნება, კარგი მსახიობი, გრძნობების გადაჭარბებული/ფუჭი ცვლილებები.

14. (სატურნი) _ სახიფათო პროფესია და სამუშაო, ბუნების, მიწათმოქმედების და ხელოვნების სიყვარული, ცნობადობა (უძრავი ვარსკვლავი ახერნარ).

15. (იუპიტერი) _ ქირურგიული, სამედიცინო უნარები; სიეშმაკე/მოხერხებულობა, ენეგია, საფრთხე, შორეული გზები. მერკური ვარდნაშია.

16. (მარსი) _ ოჯახის სიყვარული, სიცოცხლისთვის საშიშროების ალბათობა, სიფხიზლე, სიზუსტე/პუნქტუალობა, წარმატებები.

17. (მზე) _ მსხვერპლად შეწირვა/მსხვერპლის გაღება, სიცოცხლისთვის საშიშრების ალბათობა, ვნებიანობა. კრიტიკული გრადუსია.

18. (ვენერა) _ სპორტის, შეჯიბრების სიყვარული; საფრთხე, რომელიც ქალებისგან არის გამოწვეული; დაზიანებისას _ ასთმა, პერიტონიტი.

19. (მერკური) _ ბრძოლები წარმატების გარეშე, იმედგაცრუებები, სითამამის უკმარისობა.

20. (მთვარე) _ ფანტაზია, ნერვიული დაავადებები, ძლიერი ინსტიქტები.

21. (სატურნი) _ კამათები, მოუსვენრობა/შფოთი, ჭრილობები, ტიფი.

22. (იუპიტერი) _ ქალები მის ბედს დაეუფლებიან, უბედურება, ზღვის სიყვარული; დაზიანებისას _ ბრმა ნაწლავის ანთება, შეშლილობის საშიშროებაა; კარგად ასპექტირებული როცაა _ მედიცინისა და ფერწერის უნარი. მარსის და მერკურის დაზიანებისას _ დაშავების/დაბეჟვის, ჩხვლეტის, აფეთქებისა და ცეცხლის საშიშროება (უძრავი ვარსკვლავის _ მაკრაბ-ის გავლენა).

23. (მარსი) _ უზრუნველობა, გაღიზიანებულობა, მგრძნობიარობა, ჩიყვი, მონდომებულობა/სიბეჯითე, დაზიანებისას _ ხერხემლის დაავადებები.

24. (მზე) _ მგრძნობიარობა, ძლიერი სიყვარული, ქორწინება, დაზიანებისას _ კიბოს/სიმსივნის საშიშროებაა.

25. (ვენერა) _ სინდისის ქენჯნა, ჩიყვი, ცდუნება, სიმსივნის/კიბოს, პოდაგრის/ნიკრისის ქარის საფრთხე.

26. (მერკური) _ – გონებამახვილობა/გონებაგამჭრიახობა, მებრძოლი ქმედებები/ქცევები, გამარჯვება. ფერწერითი უნარები. დაზიანებისას _ თვითმკვლელობის საფრთხეა.

27. (მთვარე) _ ქალებზე დანახარჯები, ბუნების სიყვარული, ბედნიერება, ბრაიტის დაავადება, თირკმელების ანთება. ვენერა ეგზალტაციაშია.

28. (სატურნი) _ ყელაფერში სიეშმაკე/მოხერხებლობა, წარმატება, გავლენა. დაზიანებისას – ტუპერკულიოზის საშიშროებაა, მერვე სახლთან და სატურთან ურთიერთობისას _ დახჩობის ალბათობაა (უძრავი ვარსკვლავი შეატ პეგასი)

29. (იუპიტერი) ღვთისმორწმუნეობა/ღთისმოშიშობა, წყლისგან საშიშროებაა, პოლიტიკა.

30. (მარსი) _ ძლიერი მგრძნობელობა, ეგოიზმი, გამოცდა. კრიტიკული გრადუსია.

წყარო:კეფერი

სტატიის ავტორი: ნინო


About Tamta

Scroll To Top