ვენერა თევზებში

ვენერა თევზებში

ეგზალტაცია

რბილი, დამყოლი გრძნობები და სურვილები. სიყვარულის, ჰარმონიის, სიმშვიდის, გაგებისა და სულიერი ერთიანობის ძლიერი წადილი. მოსწონს ყველაფერი გასაიდუმლოებული. ჰიპნოტური სწრაფვა სასურველისკენ.

საუკეთესო შემთხვევაში: სამყაროს სიყვარულის,სილამაზისა და ჰარმონიის შეგრძნების უნარი.

უარეს შემთხვევაში: უხერხემლობა/უფხობა, მორჩილება, გულუბრყვილო გრძნობები და სურვილები.

 პაველ გლობა „პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში“

ვენერა თევზებში ნეპტუნსა და იუპიტერს სტუმრობს და მისი საუკეთესო მდებარეობაა, რადგან თევზები ვენერას ეგზალტაციის ნიშანია.    ვენერა თევზებში ბადებს მგრძნობელობის უმაღლეს ხარისხს ემოციურ ურთიერთობებში. ანუ თქვენთვის დამახასიათებელი იქნება პარტნიორის შეგრძნება, მასთან საკუთარი თავის სრულად გაიგივების დონემდე. ასეთ დროს ემოცია პარტნიორის არსის ყველაზე ღრმა წერტილისკენ მიემართება, ხდება საკუთარი თავის სრული უარყოფა, საყვარელი ადამიანის შემეცნებაში განზავება. თქვენთვის დამახასიათებელი იქნება სინაზის, სითბოს, ჩახუტების ძლიერი მოთხოვნა,რომელიც ყველაფერს დაგავიწყებთ ამ ქვეყანაზე. კირჩხიბისგან განსხვავებით, თევზებში არ იმალება ეგოისტური მოტივები და საკუთარ ქვეცნობიერზე ჩაციკლვა. ვენერიელი თევზები მზადაა, თავიც კი გაწიროს საყვარელი ადამიანისთვის.

მოცემული მდებარეობა განსაკუთრებით დადებითია ქალებისთვის. ასეთი ქალი ითვლება იდეალურ საყვარლად, დედად და ცოლად. ნებისმიერი ქალური საწყისის გამოვლენის იდეალად.  როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ვენერა თევზებში ნეპტუნის გავლენას განიცდის. ამიტომ, ხდება, ასე ვთქვათ, კოსმიური სიყვარულის(ნეპტუნი) მატერიალიზება კონკრეტული ადამიანის მიმართ (ვენერა). აქიდან ენიჭება თევზებს ძალიან ღრმა გრძნობების განცდის უნარი. თუმცა ეს სიღრმისეული გრძნობები რომ გამოვლინდეს, თქვენთვის აუცილებელია პარტნიორიც ასეთივე ძლიერ გრძნობებს განიცდიდეს თქვენს მიმართ.

აქ მოქმედებს პრინციპი “წყალი ითხოვს ინვესტიციებს”, ანუ ვენერიელი თევზებისთვის არ არის თვისებრივი ინიციატივის გამოვლენა. როგორც ჩანს, ვინმემ რომც გაგიტაცოთ, მან აუცილებლად უნდა მოახდინოს საკუთარი გრძნობების ენერგიის დაბანდება, რათა გახსნას თქვენი დარაბები და ჩაგირთოთ საპასუხო გრძნობები. აღსანიშნავია, რომ ხანდახან საკმაოდ მცირე ინვესტიციაც  საკმარისია დიდი კაპიტალბრუნვისთვის. ჩვეულებრივ, თქვენ გიზიდავთ ძალიან სათუთი და რაფინირებული ადამიანები, ვისაც შეუძლია, სათანადოდ შეაფასოს თქვენი შემეცნება და შემოვიდეს უაღრესად ფაქიზ რეზონანსში. ყველაზე ხშირად ასეთ პარტნიორებს ტყუპების, კირჩხიბის, მორიელის, მერწყულისა და თევზების ზოდიაქოს ნიშნებს შორის აღმოაჩენთ.

 “ბოროტი” ვენერას შემთხვევაში, თქვენთვის დამახასიათებელი იქნება ცრურწმენები, მოვლენებისა და ადამიანების ბუნდოვნად აღქმა; უკიდურესად გამძაფრებული მგრძნობელობა, რაც ხელს შეგიშლით ნორმალურად ცხოვრებაში; ასევე წვრილმანებზე განაწყენება საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში, მისგან თანაგრძნობის ისტერიული ფორმებით მოთხოვნა.

ვენერა თევზებში ბადებს განსაკუთრებულ სიყვარულს მუსიკის მიმართ. მუსიკა თქვენს ცხოვრებაში ძალიან დიდ როლს ასრულებს, რადგან ნეპტუნი დაკავშირებულია მუსიკასთან. თუმცა აქ იგულისხმება კლასიკური მუსიკა (მისი თანამედროვე სახეობები უფრო მარსისგან იღებს სათავეს). ნეპტუნის მუსიკა რბილია, მშვიდი და ჰარმონიული. ასევე განსაკუთრებულად უნდა მოგწონდეთ თეატრი და პოეზია.

ესთეტური კრიტერიუმების ფორმირებისა და ემოციური სფეროს ნორმალური განვითარებისათვის, თქვენ გჭირდებათ მშვიდი და დაცული, სრულყოფილებასთან მიახლოებული გარემო. თქვენთვის აუცილებელია, მოგეცეთ საკუთარი თავისა და შინაგანი სამყაროს შეგრძნების, საკუთარ გრძნობებსა და ქვეცნობიერთან შეხების შესაძლებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში,”უპატრონო ეკლესიას ეშმაკები დაეპატრონნენს” პრინციპით, სანუკვარი ნავსაყუდელი ილუზიებითა და ნარკოტიკებით “აშენდება”. ანუ როდესაც თქვენ რეალურად არ გეძლევათ საკუთარ თავთან შერწყმის ბუნებრივი შესაძლებლობა, იწყებთ ამ პროცესის იმიტირებას საკმაოდ მავნე მეთოდებით. თუ ჰარმონიული განვითარების პირობები შენარჩუნებული არ იქნება, მოხდება მათი ჩანაცვლება მყარად ფორმირებული ილუზიებით ემოციურ ურთიერთობებში.

ვენერა თევზებში ძლიერ წყვეტს ადამიანს რეალურ სამყაროს და ნეპტუნის გავლენით, წარმოშობს გრძნობებს ილუზორული სუბიექტებისა და ობიექტების მიმართ. სუბიექტის მთელი ემოციური ცხოვრება ქვეცნობიერ, წარმოსახვით სამყაროში გადაინაცვლებს.   განვითარების ნეგატიურ ვარიანტში, შესაძლოა, წარმოიქმნას “ემოციური გაროზგვის” ტენდენცია,რომლის შედეგად ადამიანი იმდენად მყიფე ხდება, ცდილობს, საერთოდ აღარ გამოავლინოს გრძნობები. თქვენ შეიძლება, განგივითარდეთ უკიდურესად მცდარი წარმოდგენები ემოციურ ურთიერთობებზე, შეგიყვარდეთ მიუწვდომელი ადამიანი. იქნებით მოდუნებული, დაგიქვეთიდებათ ძალების აღდგენის უნარი.

დასვენების თვალსაზრისით, განსაკუთრებით რეკომენდებულია ზღვისპირა ადგილები, რადგან ნეპტუნი დაკავშირებულია ზღვის სტიქიასთან. ზღვის სანაპირო თქვენთვის საუკეთესო ადგილია დასვენებისა და ძალების აღდგენისათვის. ნეპტუნი ასევე იძლევა მედიტაციურ უნარებს. დასვენების დროს, მედიტაციით რეალაქსაცია ძალიან დადებით ეფექტს მოგცემთ როგორც სულიერი გაჯანსაღების, ისე ფიზიკური ჯანმრთელობის კუთხით.

ავესალომ პადვოდნი „პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში“

ვენერა ანიჭებს თევზებს დიდ ესთეტურ სიფაქიზეს და სილამაზის აღქმის უნარს. ეს ბუნებით ესთეტი ადამიანია. განვითარებული ვენერიელი თევზები არიან მხატვრები, მუსიკოსები, პოეტები, მაგრამ გაცილებით მაღალ მხატვრულ დონეზე, ვიდრე მთვარეული თევზები (რომელთაც, სამაგიეროდ, უფრო ძლიერი ინტუიცია აქვთ). ესთეტურობა მრავალ შემთხვევაში განსაზღვრავს ვენერიელი თევზების ეთიკას ანუ მათთვის “ლამაზი ქცევა” ხშირად გულისხმობს ეთიკურ ქცევის, რაც თვითშეგნების დაბალ დონეზე შეიძლება ნიშნავდეს უკიდურეს უპრინციპობასა და უპასუხისმგებლობას.

ვენერას ეს მდებარეობა, თუ არ არის ძლიერი დაზიანება, მიუთითებს შესანიშნავ სოციალურ ადაპტაციაზე. ისინი დაინტერესებულნი არიან გარშემომყოფთა ცხოვრებით და ნებისმიერ კოლექტივს ალამაზებენ საკუთარი პერსონით. ვენერიელი თევზები ყველას უყვარს ელეგანტურობის, ყურადღებიანობის და ტაქტიანობის გამო.

 ძლიერი დაზიანებისას, ვლინდება კაპრიზულობა ქცევებში, განსაკუთრებით საზოგადოებაში. სუბიექტი მაღალ ესთეტურ მოთხოვნებს უყენებს საზოგადოებას. ვენერას ეს მდებარეობა დამახასიათებელია “პრიმადონებისთვის”.

დამუშავებისას, ვენერიელი თევზები იძლევიან ღვთაებრივი სილამაზისა და ჰარმონიის შეგრძნებას. ისინი უხვად აფრქვევენ წყალობას. სადაც არ უნდა გამოჩნდნენ, ჩვეულებრივი ადამიანი, მათ გვერდით, შეიგრძნობს არა იმდენად სიყვარულს, რამდენადაც მოწიწებას, რიდს, მოკრძალებას. ისინი თითქოს მინის ხუფში უნდა ჩასვა, რომ ჭუჭყსა და ტალახს მოარიდო, რაც უცნაური მიზეზების გამო, მათ რატომღაც არ ადარდებთ. თუმცა ამის მიღწევა საკმაოდ რთულია, რადგან განვითარების გზაზე ვენერიელ თევზებს მრავლად ხვდებიან გუტალინით, კუპრითა და გუდრონით შეიარაღებული “შავი მასწავლებლები” და მათ არც ისე მცირე გამბედაობა, ჩაყლაპული ცრემლი და თავდაუზოგაობა დასჭირდებათ, რომ ამას თავი აარიდონ.

 

დრიუ ბერიმორი. ვენერა თევზებში

 სერგეი შესტაპალოვი „ასტროფსიქოლოგიის ცნობარი“

ვენერას ერთერთი ყველაზე ძლიერი მდებარეობაა, რადგან თევზების ნიშანი მისი ეგზალტაციის ადგილია. ჰარმონიული ასპექტების შემთხვევაში, ვენერა თევზებში ადამიანს ანიჭებს კეთილშობილებასა და მზრუნველობას, მოწყალებასა და თანაგრძნობას, სინაზეს, თავმდაბლობასა და სიმორცხვეს.

ის უაღრესად რომანტიული, ყურადღებიანი და კეთილსინდისიერი ადამიანია. მოსწონს ყველაფერი ლამაზი. განსაკუთრებული უნარი აქვს,გამოიწვიოს სიმპათია საკუთარი პერსონის მიმართ. დახვეწილი გემოვნება აქვს და მდიდარ წარმოსახვას ფლობს,მუდამ შთაგონებულია. აინტერესებს პოეზია, მუსიკა, ფერწერა,ხელოვნება,რელიგია,ესთეტიკა,რელიგიისა და სულიერების საკითხები. შეუძლია მსხვერპლის გაღება სიყვარულისა და ხელოვნებისთვის.

თუ ვენერა დაზიანებულია, სუბიექტის ხასიათში თავს იჩენს პასიურობა, გაუბედავობა, მორჩილება, არააკურატულობა, მფლანგველობა, ექსტრავაგანტულობა, ელიტარობა და მანერულობა. მივიღებთ მეოცნებე იდეალისტს, გადაჭარბებული გრძნობებით.

 ფრენსის საკოიანი „პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში“

მგრძნობიარე და რომანტიული ვენერიელი თევზები მხოლოდ სიყვარულით ქორწინდებიან. განსაკუთრებული უნარი აქვთ, შეიგრძნონ სხვათა განცდები. ხშირად წარმოიდგენენ საკუთარ თავს წმინდა მოწამის როლში, რამაც შეიძლება, გამოიწვიოს ნევროსტენული რეაქციები და სულიერი დაავადებები. შემოქმედებითი უნარები პოეზიასა და მუსიკაში. უზადო გემოვნება. სილამაზის შინაგანი გაგების უნარი. ისინი ვერ ბედავენ გამოამჟღავნონ გრძნობები და მალავენ მათ. ამიტომ, არაერთი რომანტიული ურთიერთობის შანსს უშვებენ ხელიდან. ზღვარგადასული მგრძნობიარობა, ცრემლიანი თანაგრძნობა. სიყვარულში განიცდიან სხვის გავლენას. ძლიერი გრძნობები ხელს უშლით რეალობის აღქმაში. მომგებიანი საქმიანობა სისხლით ნათესავების დახმარებისგან. წარმატება იურისპუდენციაში.

გამორჩეულად რბილი გულის ადამიანი ხართ. მთლიანად უძღვნით საკუთარ თავს საყვარელ ადამიანს, რასაც ხშირად მიჰყავხართ ისეთ მდმომარეობამდე, რომ თავზე გაჯდებიან. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ძლიერ რომანტიულ გრძნობებზე მეტად, თქვენთვის დამახასიათებელია თანაგრძნობა. ამიტომ, რომანტიულ ურთიერთობებს იწყებთ იმის გამო, რომ მეორე მხარეს სჭირდება სიყვარული, ხოლო თქვენ მისი დახმარება გწადიათ და არა იმიტომ, რომ ეს ურთიერთობა სიამოვნებას განიჭებთ ან მის მიმართ ლტოლვას განიცდით. თქვენ გიზიდავთ მძაფრი მგრძნობიარობით და მდიდარი წარმოსახვით გამორჩეული ადამიანები: პოეტები, მუსიკოსები, მეოცნებენი და ისეთი ხალხი, ვისთანაც სულიერ სიახლოვეს გრძნობთ. თქვენთვის დამახასიათებელია სიყვარულის იდეალიზება. თქვენ გადაჭარბებულად რომანტიული წარმოდგენა გაქვთ იმაზე, რა არის სიყვარული.

სუსტი ტერფები. დაავადებები წარმოიშვება/მწვავდება თავშეუკავებლობის დროს.

 

 

 ინდუბალა „ინდური ტრადიცია“

თევზების ნიშანში ვენერა ეგზალტირებულია და მისი საუკეთესო მდებარეობაა. ეს იქნება მოსიყვარულე, ნაზი ადამიანი, რომელსაც შეუძლია მსხვერპლის გაღება. დიპლომატიურნი არიან, მეგობრული ურთიერთობები აქვთ. შეუძლიათ, განახორციელონ სამშვიდობო მისია და იციან, როგორ შთააგონონ სხვები. დადებითი შესაძლებლობები, დატკბეს სექსით და გართობით. მათ აქვთ კარგი ცოდნა მატერიალურ და სულიერ სამყაროში, რაც წარმატების შანსს აძლევს. ფლობენ სახლებსა და ავტომობილებს.

Het Monster „პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში“

განვითარებული გონება და ტალანტები. ადრე ქორწინდებიან და თან სიყვარულით. ხშირია ოჯახთან კონფლიქტი ქორწინების გამო. ადამიანებს ეპყრობიან სიმპათიითა და თანამონაწილეობით. კარგი ინტუიცია აქვთ. თუ ვერ მიიღეს სიყვარულის დადასტურება, თავს მარტოდ და იმედგაცრუებულად გრძნობენ. ნეპტუნის გავლენა აძლევს შთაგონებას ფერწერაში, პოეზიასა და მუსიკაში.

ცუდი ასპექტების შემთხვევაში, ვლინდება გადაჭარბებული სენტიმენტალობა, სიზარმაცე და სიჯიუტე. თუ ვენერა სატურნისგან არის დაზიანებული განქორწინება და არეულობა ოჯახში ,იგივე შეიძლება ითქვას მთვარესთან შეერთების შემთხვევაშიც.

სემირა და ვიტალი ვეტაში „პროგნოზირების ხელოვნება“

თქვენ მოგეცათ განცდის, თანაგრძნობის, მოწყალების, სილამაზის შეცნობის უდიდესი უნარი. სიყვარული ბუნებისა და ცხოველებისადმი, ემოციური სფეროს ჰარმონია.

ქეთრინ ობიე „ასტროლოგიური ლექსიკონი“

ვენერიელი თევზებსითვის სიყვარული ეგზალტირებულია, რომანტიზმითა და მისტიციზმით აღსავსე. უანგარო თავდადების კოლოსალური უნარი აქვს. თუმცა აღენიშნება სრული უუნარობა, იყოს საკუთარი გრძნობების ბატონი. თევზების წარმოსახვა უმეტეს შემთხვევაში ნეგატიურ როლს ასრულებს მისთვის, რადგან მთლიანად იპყრობს გრძნობები და რისკავს, დაკარგოს საღად აზროვნების უნარი. დადებითი ასპექტების შემთხვევაში, ერთგულება და თავგანწირვა. უარყოფითი ასპექტებისას, მაზოხიზმი, არაჯანსაღი მიჯაჭვულობა ისეთ ადამიანზე, რომელიც ძლიერ ტანჯავს და ზიანი მოაქვს მისთვის.

ვენერიელი თევზები განიცდის აუცილებლობას მთლიანად “ჩაიძიროს” სიყვარულში _ ეს მისი მსხერპლთშეწირვის სფეროა, რომელიც სრულიად განსხვავებული ფორმებით ვლინდება, იქნება ეს მისტიციზმი თუ პროსტიტუცია.

ვენერა თევზებში მისი ყველაზე ძლიერი მდებარეობაა, სადაც ის სრულად ხსნის საკუთარ ტალანტებს და შესაძლებლობებს. ასეთ ადამიანს ძალიან ძლიერი გრძნობები აქვთ. სურთ მთლიანად იძირებიან სასიყვარულო ურთიერთობებში, მიაღწიონ ექსტაზურ მდგომარეობას, სრულად გაითქვიფონ სიყვარულის ობიექტთან. მათ ძლიერ იზიდავთ საიდუმლოებები, არაჩვეულებრივი შეგრძნებები, რომელიც შეფერილია გაურკვევლობის რომანტიკითა და თავგადასავლების წარმოსახვით.

თუ ვენერიელ თევზებს არ ესმით სხვა ადამიანების, ისინი მიდრეკილნი არიან ,თავად დაასრულონ მათი ფსიქოლოგიური პორტრეტი, აზრი, გამონათქვამი თუ ქცევა. ამ პროცესში ისეთ თვისებებს მიაწერენ  ტრფობის “გაურკვეველ” ობიექტებს, რაც სრულიად ირეალურია, მაგრამ ვენერა თევზებისთვის ისეთი სასურველი…

“ჩემი მოტყუება სულაც არ არის რთული, მე თვითონ სიხარულით ვტყუვდები…”_ ტიპური თევზების ფრაზაა. მართალია, ყველა შეყვარებულ ადამიანს მეტნაკლებად ახასიათებს სატრფოს გაიდეალება, მაგრამ თევზების შემთხვეაში, იდეალიზაცია ყოველგვარ ზღვარს აჭარბებს, თვითმოტყუებას ემსგავსება და სრულიად მოკლებულია საღ აზრს. და საერთოდ, რა დროს საღი აზრია, როცა სიყვარულია?

მათ ყოველ ჯერზე მაქსიმალური ძალით უყვარდებათ, მაგრამ ეს არ ჰგავს ვენერა ვერძის ვნებას ან ვენერა ლომის დრამატიზმს. ამ შემთხვევაში, ეს არის სიყვარული-ჩაძირვა, სიყვარული-მსხვერპლი და სიყვარული-სიბრალულიც კი, როდესაც გამიჯნურებული ვენერიელი თევზები მზადაა, სრულიად დაივიწყოს თავი და ყველაფერი მიუძღვნას სასიყვარულო ურთიერთობას.

ნეგატიურ ვარიანტში, ზემოთხსენებული პროცესი მიმდინარეობს დიამეტრულად საპირისპირო ფორმით: ისინი მოითხოვენ თანაგრძნობას; ცდილობენ, სიბრალული გამოიწვიონ საკუთარი თავის მიმართ; ყველას უმტკიცებენ, რომ უსამართლობის მსხვერპლნი არიან და მეტი ყურადღება და თანაგრძნობა სჭირდებათ. პრინციპში, მსგავსი მოთხოვნები სრულიად კანონიერია მათი მხრიდან. მათთვის მართლაც აუცილებელია გამოსაცოცხლებელი ყურადღებისა და მზრუნველობის “სინოტივე”, ღრმა გულითადი ურთიერთობები, რომლის გარეშეც ისედაც უზარმაზარი და ლამაზი თვალები კიდევ უფრო უფართოვდებათ და ტანჯვით ევსებათ. ასეთ მდგომარეობაში ისინი თხზავენ ყველაზე დაუჯერებელ ფანტაზიებს, თანაც აუცილებლად ნეგატიურ კონტექსტში.

ქ ა ლ ი, ვენერით თევზებში, ხშირად არის დაჯილდოებული მუსიკალური ან მხატვრული ნიჭით. კარგად ესმის ხელოვნება. სურს დაუახლოვდეს კულტურულ სამყაროს: თეატრი, კინო. რომანტიული ფილმის ყურებისას, იმდენად ერწყმის კინოგმირებს, მისი თვალები ცრემლებით, გული კი თანაგრძნობით ივსება.  იმისათვის, რომ თავი ბედნიერად იგრძნოს, მისთვის უბრალოდ აუცილებელია, იმყოფებოდეს სასიყვარულო თრობის მდგომარეობაში. ამიტომაც იგონებს საკუთარი წრმოსახვის, გრძნობებისა და განცდების სამყაროს. ცხადია, დროდადრო ეღვიძება და შეძრწუნებულია რეალური ცხოვრების და მისი ამაღლებული მდგომარეობის რადიკალური შეუსაბამობით.   ასეთი მკვეთრი კონტრასტის ხილვისას, მას  სურვილი უჩნდება,კვლავ ტკბილ სიზმრებს მიეცეს და იწყებს ძლიერი განცდების ახალი წყაროს ძიებას. ის,პირდაპირი გაგებით, იკვებება და ცხოვრობს ფანტაზიებით.

სიყვარული მისთვის უძირო ოკეანეა, სადაც არ არის მეწვრილმანეობისა და ანალიზის ადგილი. მას შეუძლია განიცადოს სიყვარულის მთელი სილამაზე მისი კოსმოსური წყაროდან. ბუნებრივია, შედარებით პრაქტიკულ ადამიანს ეს სრულიად მიუღებლად მიაჩნია, მაგრამ ცხოვრებისადმი მსგავს დამოკიდებულებაში ძალიან ღრმა აზრი დევს.  თევზების ნიშანი ასრულებს ზოდიაქალურ ციკლს და ამას გარდა, ვენერას ეგზალტაციის ადგილია, რაც სულაც არ არის შემთხვევითი. აქ ვენერა ყველაზე მაღალ ხარისხში ასწავლის მფლობელს, განუდგეს საკუთარ ეგოს და თავდავიწყებით იცხოვროს სხვისთვის. ის ფაქტი, რომ სიყვარული გონებას ურევს და ხელს უშლის, პიროვნების რეალური სახე დაინახოს, უბრალოდ დამხმარე პროცესია, სრულად შეერწყას საყვარელ ადამიანს და არ ჩაიციკლოს მის ნაკლოვანებებზე. ვენერას თევზებში ხომ, ისე როგორც არავის, უნდა ესმოდეს, რომ სიყვარულის ღირსი ყველა ადამიანია, რა თვისებების და ღირსებების მატარებელიც არ უნდა იყოს. სწორედ ეს არის მისი ამოცანა _ უყვარდეს თავდაუზოგავად და აჩვენოს სხვებს, ასეთი თავგანწირული სიყვარულის ძალა.

 

მ ა მ ა კ ა ც ი, ვენერით თევზებში, რჩეულისგან ელის აბსოლუტურ თავდაუზოგაობას. მას სურს, მუდამ  რჩეულთან იყოს და მასთან ყოფნით ტკბებოდეს სამხრეთის ზღვის თბილ ტალღებში ან მყუდრო სახლში, დედამიწის კიდეზე, სადაც მათ არავინ შეუშლის ხელს ურთიერთშერწყმაში. ქალის მისტიურობა მისთვის დიდი პლუსია. თუ სატრფოს საქმიანობა მსხვერპლის გაღებასაც უკავშირდება, მაგალითად, საჯარო საავადმყოფოებში მოხალისეობა ან გასაიდუმლოებულ ორგანიზაციებში მოღვაწეობა, ის ძალიან დაინტრიგდება და ძლიერ მიჯაჭვება ასეთ ქალს. ამას გარდა, მისთვის მნიშვნელოვანია, საყვარელი ქალი ხელოვნების სფეროსთანაც ახლოს იყოს, უფრო ჰუმანიტარული (და არა ტექნიკურ-მათემატიკური) აზროვნებით, მხარს უჭერდეს მის საუბრებს ფილოსოფიურ-რელიგიურ თემებზე და შეეძლოს დათმობა. მისი აზრით, ემანსიპირებულობა სულაც არ არის ქალის ღირსება. თუმცა როგორიც არ უნდა აღმოჩნდეს მისი რჩეული, მაინც დააჯილდოვებს დანაკლისი თვისებებით საკუთარი ულევი წარმოსახვიდან და შეეცდება,ამ წმინდა ხატებასთან ერთად იცხოვროს. ასეთი მიდგომით,ის ხშირად ასკდება რეალური სამყაროს პრაქტიციზმის კლდეს. რამდენ ხანს გასტანს ეს ფანტასტიკური სიყვარული,დამოკიდებულია მისი წარმოსახვის ძალასა და გრძნობების გულწრფელობაზე.

მარია ქეი სიმსი „თქვენი შესანიშნავი ბავშვი“

თქვენი პატარა შინაგანად ძალიან მეოცნებე და რომანტიული ნატურაა. მას იმდენად უყვარს იდეალიზება,ათასგვარ ფანტაზიას ხლართავს და კვარცხლბეკზე აჰყავს ის ადამიანები,ვინც უყვარს. უანგაროდ ეხმარება ყველას. გააერთიანეთ ეს თვისებები და თავადაც მარტივად მიხვდებით,რომ ეს არის ადამიანი,რომელსაც ბორტს მიღმა გადახტომა შეუძლია სიყვარულისა და ზრუნვის სახელით,მათ შორის ისეთი ადამიანებისთვისაც,ვინც არათუ მისი სიყვარულის,ყურადღების ღირსიც კი არა არის. თუმცა ის კვალვ აგრძელებს მათ იდეალისტურ ხედვას ფანტაზიების სამყაროში და სრულიად დარწმუნებულია,რომ “ის” ასეთია,უკიდურეს შემთხვევაში ასეთი გახდება მისი დახმარებით.  ის ძალიან მგრძნობიარე,რბილი და დამყოლი ხასიათისაა და ასეთივე ტიპის ადამიანებისკენ მიილტვის. უხეში და ხმაურიანი ხალხი მას აშინებს.

ვენერიელ თევზებს ნათელი და შემოქმედებითი წარმოსახვა აქვს. ეს თვისებები დიდად წაადგება, თუ სამსახიობო კარიერას აირჩევს. ასწავლეთ საკუთარი ოცნებებისა და ფანტაზიების გამოხატვა მუსიკალურ, ქორეგრაფიულ თუ ლიტერატურულ სფეროებში. თქვენ ვერაფრით გაადაჩვევთ მას ოცნებას, თუმცა კარგი იქნება თუ ამ თავისებურების ნაყოფიერ რეალიზებაში დაეხმარებით. მას შეუძლია გახდეს უბადლო მსახიობი, აჰყევით როდესაც როლს ასრულებს. ადრეულ ბავშვობაში წაუკითხეთ ბევრი ზრაპარი. როდესაც წამოიზრდება დაეხმაროთ, ხელოვნების ნებისმიერ სფეროში მოსინჯოს საკუთარი თავი,რომ გაიგოს,რა მოსწონს ყველაზე მეტად.  ვენერიელი თევზებისთვის ურთიერთობის საუკეთესო ფორმა ხელოვნება და მუსიკაა. საკუთარი გრძნობების ასეთი ფორმებით გამოხატვის უნარი მნიშვნელოვნად ამდიდრებს მის ცხოვრებას,იმის მიუხედავად,რომელ კარიერას აირჩევს ბოლოს. მისი შემოქმედებითი წარმოსახვა კი თქვენს ცხოვრებასაც მნიშვნელოვნად გაამდიდრებს.

სამანტა დევისი „საბავშვო ასტროლოგია. ბავშვის ფსიქოლოგიის გასარები“

ასეთი ბავშვები აღსავსე არიან სიყვარულით და მზად არიან, მთელი სამყარო უყვარდეთ. ძალიან მარტივად გამოხატავენ საკუთარ გრძნობებს სიტყვებით და ასევე დაუნანებლად გიწილადებენ ყველაფერს, რაც გააჩნიათ. საოცარი სინაზით და თანაგრძნობით ეკიდებიან ყველას. მათ სურთ, იყვნენ სასარგებლონი. ასეთ პირობებში თქვენ უბრალოდ ვალდებული ხართ, ასწავლოთ მეტი სიფრთხილის გამოჩენა ადამიანებთან,რათა მავანმა ცუდად არ ისარგებლობის მათი კეთილი თვისებებით.  ვენერიელი თევზები ყოველთვის ცდილობენ, შეინარჩუნონ ურთიერთობები. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მეორე მხარე ამ ურთიერთობის გაწყვეტას ლამობს. მუდამ მზად არიან სხვათა დასახმარებლად და მიტომ ისინი ხშირად ხდებიან ტყუილებისა და ინტრიგების მსხვერპლნი. აქაც საჭიროა თქვენი დახმარება. როგორმე უნდა ასწავლოთ, ლაგამი ამოსდონ და მართონ საკუთარი გრძნობები და თუნდაც სულ მცირედ დაფიქრდნენ, სანამ პირველ შემხვედრს კისერზე ჩამოკიდებიან.

ისინი ზემგრძნობიარე ბავშვები არიან. ბოლომდე ისრუტავენ და უკიდურესად მძაფრად რეგირებენ ყველაფერზე. ნებისმიერი გაუაზრებელი სიტყვა მწარედ ურტყამს მათ მყიფე ბუნებას და ძლიერ იტანჯებიან. მათ აღზრდას განსაკუთრებული ყურადღება და დაკვირვება სჭირდება.  ყოველთვის ალერსიანი და ნაზები არიან. ძალიან უყვართ მოფერება, კოცნა, ჩახუტება, რაც საოცრად გულისამაჩუყებლად გამოსდით. მარტივად ურთიერთობენ ადამიანებთან, თუმცა ხადახან დამორცხვებაც ახასიათებთ, განსაკუთრებით უცხო ხალხთან. ყველასთან სამეგობროდ არიან განწყობილნი და მათთან ურთიერთობა ძალზედ სასიამოვნოა. ისინი არ ცდილობენ წარმართონ ურთიერთობა _ ბატონობას მორჩილება ურჩევნიათ.

ვენერიელი თევზები,იმის მიუხედავად როგორ წარიმართება მათი შემდგომი ცხოვრება,იმთავითვე რომანტიკოსებად და პოეტებად იბადებიან. უაღრესად ემოციური დამოკიდებულება აქვთ ხელოვნების მიმართ და უზომოდ ნიჭიერიებეი არიან. სამყაროს თავისებური ხედვა აქვთ. სიამოვნებით თხზავენ პოემებსა და რომანებს,ქმნიან შესანიშნავ ფერწერულ ნამუშევრებს. მათი მიდრეკილებები და იდეალები მეტად ამაღლებულია ჩვენი მიწიერი ყოფისთვის. მათ თავადაც ხშირად ექმენებათ განცდა, რომ “სხვა სამყაროს” ეკუთვნიან. თითქმის არავითარ მნიშვნელობას არ ანიჭებენ ფულს, ნივთებსა და საერთოდ მატერიალურ სამყაროს. მათ თავად ადამიანების აინტერესებთ, მათი გრძნობები და შინაგანი განცდები. ძალზედ მდიდარი და მშვენიერი შინაგანი სამყარო აქვთ. დაეხმარეთ თქვენს პატარას, ისწვლოს თავის დაცვა იმ ნეგატივისგან, რაც დამახასიათებელია ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრებისთვის და დიდ ტკივილს აყენებს მის მგრძნობიარე ბუნებას… და მაშინ ის მარტივად აჩუქებს სამყაროს იმ ძვირფასს შინაგან განძს, რაც მის გულშია დამალული.

ცნობილი ადამიანები ვენერით თევზებში:

თხის რქები: მაია ჩიბურდანიძე, Семен Альтов, Charles-Louis Montesquieu,Michelle Obama, Martin Luther King, Orlando Bloom, Marilyn Manson, Edgar Allan Poe, Moliere, Rod Stewart, Zooey Deschanel, Richard Nixon, Naveen Andrews, Malcolm Young…

მერწყულები: Антон Павлович Чехов, Чапаев Василий Иванович, Юрий Башмет Марат Сафин, Mikhail Baryshnikov, Mikołaj Kopernik, Thomas More, John Travolta, Jules Verne, Thomas Edison, Ronald Reagan, Nastassja Kinski, Natalie Imbruglia, Geena Davis, Alice Cooper, Athina Onassis Roussel, Charles Dickens, Christian Dior, Jane Seymour, Bridget Fonda, Rene Russo, Jacques Villeret, François Truffaut, Colette, Enzo Ferrari, Joe Pesci, Mimi Rogers, Eva Gabor, Vanessa Redgrave, Benny Hill, Jim Jarmusch, André Citroën, Sonny Bono…

თევზები: Тарас Шевченко, Леся Украинка, Андрей Миронов,Валерий Леонтьев, Любовь Успенская, Alan Rickman, Kurt Cobain, Osama bin Laden, George Harrison, Edgar Cayce, Jon Bon Jovi, Drew Barrymore, Victor Hugo, Justin Bieber, Benicio Del Toro, Rachel Weisz, George Washington, Dakota Fanning, David Gilmour, Galileo Galilei, Michael Caine, Gordon Brown, Sidney Poitier, Joanne Woodward, Eva Herzigová, Steve Irwin, Pier Paolo Pasolini, Quincy Jones, Kyle MacLachlan, Bernardo Bertolucci…

ვერძები: Николай Гумилев, Юрий Нагибин, Гарри Каспаров, Эмиль Кио, Павел Буре, Никита Хрущев, Ирина Хакамада, Алика Смехова, Владимир Пресняков, Gerhard Schröder, Maria Sharapova, Wilhelm Conrad Röntgen,Hans Christian Andersen,Céline Dion, Emma Watson, Heath Ledger, Vincent Van Gogh, Serge Gainsbourg, Ewan McGregor, Victoria Beckham Adams, Kristen Stewart, Johann Sebastian Bach, Shannen Doherty, Fanny Ardant, Guillaume Depardieu, Jesse McCartney, Reese Witherspoon, Kate Hudson, Hugh Hefner, Patricia Arquette, Angus Young, Garry Kasparov, Giovanni Casanova, Harry Houdini, Diana Ross, David Letterman, Norah Jones, Chester Bennington, Dodi Fayed, Robin Wright, Claire Danes, Conan O’Brien, Emile Zola, Francis Ford Coppola, Marvin Gaye, Maria Schneider, Billie Holiday, Sophie Ellis Bextor, Flavio Briatore, Cynthia Nixon, James Woods…

კუროები: Владимир Ильич Ленин, Сергей Прокофьев, Владимир Набоков, Георгий Вицин Андрей Губин , Michelle Pfeiffer, Penélope Cruz, Elizabeth II, Kirsten Dunst, Barbra Streisand, Shirley MacLaine, Iggy Pop, Kelly Clarkson, Andie Macdowell, James McAvoy, Jay Leno, Anthony Quinn…


ეგზალტაცია რბილი, დამყოლი გრძნობები და სურვილები. სიყვარულის, ჰარმონიის, სიმშვიდის, გაგებისა და სულიერი ერთიანობის ძლიერი წადილი. მოსწონს ყველაფერი გასაიდუმლოებული. ჰიპნოტური სწრაფვა სასურველისკენ. საუკეთესო შემთხვევაში: სამყაროს სიყვარულის,სილამაზისა და ჰარმონიის შეგრძნების უნარი. უარეს შემთხვევაში: უხერხემლობა/უფხობა, მორჩილება, გულუბრყვილო გრძნობები და სურვილები.  პაველ გლობა „პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში“ ვენერა თევზებში ნეპტუნსა და იუპიტერს სტუმრობს და მისი საუკეთესო მდებარეობაა, რადგან თევზები ვენერას …


Review Overview

User Rating: Be the first one !
0

About Qet

Scroll To Top