ვენერა VII სახლში

ვენერა VII სახლში

ურთიერთობების ჰარმონია

პარტნიორობის ძლიერი მოთხოვნილება. მუდმივად საყრდენს ეძებს თავის გარემოცვაში. საკუთარ პრობლემებსა და სულიერ მდგომარეობაზე ემოციურ გამოხმაურებას ელის ნებისმიერი ადამიანისგან,ვისთანაც რაიმე ფორმით არის დაკავშირებული, იქნება ეს პირადი კონტაქტი თუ ოფიციალური.

ის უყვართ და მარტივად უგებენ,როგორც პარტნიორს, ამიტომ ქორწინების შანსები საკმარისზე მეტია. უნარი აქვს,საერთო ენა გამონახოს ნებისმიერ ადამიანთან და დამსახურებულად სარგებლობს გარშემომყოფთა სიყვარულით. კარგად ფლობს ურთიერთობის ხელოვნებას. სიამოვნებით ეხმარება ყველას პრობლემების მოგვარებაში. სიხარულსდა ოპტიმიზმს ასხივებს და სანაცვლოდაც ბევრს იღებს.

ქორწინებას,მეგობრობასა და საზოგადოებრივ კონტაქტებს მისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ჩვეულებრივ,მას ბედნიერი და იღბლიანი ქორწინება აქვს,რომელსაც მისთვის სოციალური პატივი და მატერიალური კეთილდღეობა მოაქვს. მისი პარტნიორი სილამაზითა და კეთილშობილებით გამოირჩევა. როგორც წესი დღეგრძელია, უზრუნველი სიბერე და მშვიდი სიკვდილი აქვს.

მუშაობის პროცესში,ჩვეულებრივ,არ აწყდება წინააღდეგობებს. იურისტის ზუსტი და ზომიერი გონება აქვს,რაც ოპონენტთან მოლაპარაკებისა და ურთიერთმომგებიან კომპრომისამდე მისვლის საშუალებას აძლევს. წარმატებულია მშვიდობისმყოფლის, შუამავლისა და კონფლიქტოლოგიის საკითხებში. მოხერხებულია ვაჭრობასა და ფსიქოლოგიაში. ყველაზე დიდი მიღწევები აქვს თანამშრომლობისა და თანაავტორობის დროს. იღბლიანია საზოგადოებრივი ურთიერთობების მოგვარების საკითხებში. ხელოვნების სფეროებიდან წარმატებულია თეატრალურ და ვოკალურ სფეროებში.

პლანეტის დაზიანება იწვევს უიღბლო ქორწინებასა და სკანდალებს,უცნაურ უსიამოვნებებს, რაც არასაიმედო მეგობრებს მოაქვთ. გაუგებარი დევნა არაკეთილმოსურნეთა მხრიდან.

პაველ გლობა

+ ქორწინება სიყვარულით, კონფლიქტების და სკანდალების გარეშე. პიროვნება ქორწინების მეშვეობით იძენს პოპულარობას,მატერიალურ კეთილდღეობასა და ბედნიერებას. ჰარმონიული საზოგადოებრივი კონტაქტები,ურთიერთობის ხელოვნება. შეუძლიათ კონფლიქტების მოგვარება,კომპრომისზე წასვლა და დაყოლიება. სალმიანი და ტაქტიანია, ყოველთვის იპყრობს ყურადღებას.

– უიღბლო ქორწინებას გაკოტრებამდე მიჰყავს. კონფლიქტური ურთიერთობა მეუღლესთან, კამათი და ჩხუბი ოჯახში. უახლოეს ადამიანებს მისი არ ესმით. სუბიექტი ყოველთვის კომპრომისზე მიდის და წაგებაშია. სასიყვარულო ურთიერთობების გამომჟღავნება და გახმაურება.

 

ფრენსის საკოიანი

ეხერხებათ ადამიანებთან ურთიერთობა, ამიტომაც პოპულარობითა და საყოველთაო სიყვარულით სარგებლობენ. მათთვის უმნიშვნელოვანესია ქორწინება და მეგობრები. ყოველთვის ცდილობენ მოლაპარაკებას, შეთანხმების მიღწევას. მზრუნველი და მოსიყვარულე მეგობრები არიან და მათ ცხოვრებაში ბევრი ისეთი ადამიანია, ვინც ანებივრებს. მარტო ყოფნას საზოგადოება ურჩევნიათ. თავს არასრულყოფილად გრძნობენ,თუ მათ ცხოვრებაში არ არის ადამიანი, ვისაც სიყვარულს გაუნაწილებდნენ. მათთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, თავი იგრძნონ “მთლიანის ნახევრად”.

ეს მშვიდობისმყოფელნი კარგი ურთიერთობისათვის მზად არიან, დათმობებზე წავიდნენ, მიესადაგონ, ყველაფრის ჰარმონიზება მოახდინონ. მათი მომხიბვლელობა და შეთანხმებისთვის მზადყოფნა ხელს უწყობს მათ პოპულარობას. წარმატების ალბათობა თეატრში, ვაჭრობისა და ფსიქოლოგიის სფეროში.

 

ავესალომ პადვოდნი: “სილამაზე ცხადია იარაღია,მაგრამ არა ატომური”

ვენერა VII სახლში სიმბოლურ მმართველობაშია.

მოწინააღმდეგესთან ურთიერთობისას,ამ ადამიანში ჩადებულია შემარბილებელი საწყისი; რაც, კერძოდ, გამოიხატება მისი მტრების ხასიათით, რომელნიც უმეტესად მდედრობითი სქესის, სასიამოვნო გარეგნობის არიანდა ურჩევნიათ,როგორც თავად სუბიექტს,კონფლიქტებისა და საომარი მოქმედებების საკმაოდ დიპლომატიური მეთოდებით წარმოება. მას მოსწონს ლამაზი შერკინებები. შეიძლება დიდი დრო,ძალა და ენერგია დახარჯოს ისეთი იარაღის მოსაპოვებლად და ასათვისებლად,რომელიც მის ესთეტურ შეხედულებებს შეესაბამება.

აქ მოწინააღდეგესთან კონსტრუქციული თანამშრომლობის იდეა სადღაც ჰაერში დაფრინავს და მართალია, მისი რეალიზება არც ისე მარტივია,კარმულად სწორედ ეს მისია იგულისხმება.მეორეს მხრივ,მისი სიყვარული მარტივად გადაიზრდება ეჭვიანობასა და სიძულვილში. გუშინდელი შეყვარებული დღეს შესაძლოა მოსისხლე მტრად ექცეს. თუმცა მოკლევადიანი საომარი მოქმედებების შემდეგ მისი სიყვარული კვლავ განახლდება,შესაძლოა უფრო მეტი მხურვალებითაც.

პლანეტის დაზიანების შემთხვევაში,შეიძლებაგამოვლინდეს ძლიერი შინაგანი მტერი,რომლიც კატეგორიული წინააღდეგია სიყვარულის იდეის,როგორც ასეთის. მიაჩნია,რომ სიყვარული ვინმეს მიმართ ან სხვების სიყვარული მის მიმართ მოყვარეს მტრად აქცევს და ამ დამცავ მექანიზმს ხშირად მიჰყავს ნამდვილ ტრაგედიებამდე.

მოქმედებაში ირთვება ქვეცნობიერი თავდაცვითი პროგრამა,რომელიც მას შესაძლო საფრთხეებისგან იცავს. საფრთხეები სიყვარულის უარყოფით ემოციებს უკავშირდება. ასეთი მტრის სახით ადამიანს ხშირად ევლინება სოციუმი. განსაკუთრებით,როდესაც ვენერასთან დაკავშირებულ პროფესიულ სფეროებში მოღვაწეობს(ხელოვნება, საზოგდოებრივი საქმიანობა,სოციალური პრობლემები). ასეთ დროს კი აუცილებელი ხდება საზოგადოებსთან ურთიერთობის მიღებული ფორმების ძიება და პირადი ამბიციების შემცირება,მით უმეტეს I სახლთან ოპოზიციის გათვალისწინებით. პარტნიორთან თავაზიანი და ფაქიზი. არადელიკატურობა და ჭუჭყიანი სამოსი სულს უწამლავს,თუმცა ნაკლებ სავარაუდოა,რომ პრეტენზიები ხმამაღლა გამოთქვას.

პლანეტის დამუშავება იძლევა ძალიან თბილ და ჰარმონიულ ურთიერთობას. წინააღდეგ შემთხვევაში,პრეტენზიების პროეცირება საკუთარ თავზე ხდება.

 

ბორის იზრაიტელი

დელიკატური და ტაქტიანი ადამიანია. ყველა საკითხს სამართლიანობის მიხედვით წყვეტს. თუ ვენერა ქალურ ნიშანშია,მყარია და დაზიანებული არ არის, მოსალოდნელია გვიანი ქორწინება. ქორწინებას მისთვის კეთილდღეობა მოაქვს, ჰარმონიული ურთიერთობა აქვს მეუღლესთან, ყოველთვის ახერხებს წონასწორობშენარჩუნებას, მჭიდროდაა მიჯაჭვული პარტნიორზე.

 

ბილ ჰერბსთი

არეკლილი შემეცნება. ნათალური ვენერას VII სახლში,პიროვნება საკუთარ სილამაზესა და გრაციას არა უშუალოდ საკუთარი თავი,არამედ პარტნიორულ ურთიერთობის მეშვეობითშეიმეცნებს. მის შინაგან ქალურობას მხოლოდ მაშინ აღიქვამს,როდესაც ისეთ ადამიანთან ურთიერთობს,ვინც მოსიყვარულე სარკის როლს ასრულებს. მახე ორგვარია:
1)მართლა ძალიან გა
მოიფიტებითიმ თვისებების გარეგნული ფორმების დევნით,რომელიც რეალურად შინაგანად გაქვთ. “სწორი” სარკის დაუსრულებელმა ძიებამ შესაძლოა,სასოწარკვეთილებამდეც მიგიყვანოთ.
2)თქვენ შეიძლება მართლა დაიჯეროთ,რომ სილამაზე და ჰარმონია სხვა ადამიანებისგან მომდინარეობს,რაც თქვენში საკუთარი უნაყოფობის შეგრძნებას გამოიწვევს და გარესამყაროს სილამაზის ყალბ ფორმებზე მიგაჯაჭვებთ.
ამოცანა: შეიმეცნოთ და აითვისოთ სილამაზის ის გრძნობა,რომელსაც პარტნიორთან ურთიერთობაში განიცდით და შეურწყათ ის საკუთარ ცნობიერებას. რადგან როდესაც მარტონი დარჩებით,
თქვენ კვლავ უნდა გრძნობდეთ სილამაზესა და სინაზეს,რაც დაბადებიდან თქვენ გეკუთვნით სამართლიანად.

თანასწორი ურთიერთობა. სურს მისი ურთიერთობა იმ მშვენიერ ცეკვას ჰგავდეს,სადაც ორივე ლამაზად ჩაცმულია პარტნიორი ბედნიერად იღიმიან,გრაციოზულად ავსებენ ერთმანეთს უნისონში მოძრაობებით,ჯინჯერ როჯერსისა და ფრედ ასტერის მსგავსად. ეს ზესიხარულია მისთვის,ნამდვილი სამოთხე. თუმცა უნდა აღინიშნოს,რომ იმდენად დაკავებული ჰარმონიის შექმნით,ხშირად უგულვებელყოფს სერიოზულ სამუშაოს,რაც ნებისმიერ პარნტიორულ ურთიერთობას ახლავს თან. ინდივიდუალური განსხვავებები ბუნებრივად იწვევს კონფლიქტებს,აი კონფლიქტებს კი ის ვერ იტანს. ხანდახან ძალიან უნდა შიგნით შეითრიოს,თვითონ “გადაყლაპოს”,რაც საკმაოდ დიდხანს შეიძლება გაგრძელდეს,სანამ რეალური მახე არ იჩენს თავს:ის ზედაპირულობის სატყუარაზე ებმება. ამოცანა:მან არამხოლოდ უნდა შექმნას პარტნიორული ურთიერთობები,არამედ შეინარჩუნოს ჭეშმარიტი წონასწორობა უკვე არსებულ პარტნიორთან. ფუჭი კონფლიქტების მინიმუმამდე დაყვანა უდაოდ კარგი თვისებაა,თუმცა მზად იყავით უთანხმოებებისმოსაგვარებლად,როდესაც ისინი წარმოიშვებიან.

კონტაქტები და ვალდებულებები. ვალდებულებები მისთვის არც ისე მნიშვნელოვანია. თავად ურთიერთქმედება იმდენად ძლევამოსილ კმაყოფილებას ატარებს თავის თავში,ფორმალური მხარეები იგნორირდება. თუმცა ძალზედ კარგად გრძნობს,რა ფორმით და მეთოდებით უნდა შეერწყას სოციუმს და სწორედ ამასთან დაკავშირებით, კონტრაქტები სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს ცხოვრების განმავლობაში. მახე:დაბნეულობა. ის ცდილობს თავად დადოს ხელშეკრულება და იმავდროულად სურს,დარწმუნებული იყოს,რომ სასურველია პოტენციური პარნტიორისთვის. რაც უფრო ძლიერია დაინტერესება მის მიმართ,მით უფრო მაცდუნებელი ხდება ეს პროცესი. მათ იმდენად უყვართ პირფერობა,შესაძლოა ამ “იარაღით” ბევრი ისეთი რამ გააკეთებინონ,რაც რეალურად არ სურთ. ამოცანა:ესწრაფვონ მართალ და გულწრფელ დამოკიდებულებას.

თანამშრომლობა. კომპრომისი და თანამშრომლობა ბევრად ბუნებრივია ვენერასათვის,ვიდრე ნებისმიერი სხვა პლანეტისთვის. პირად კონტაქტში შეთანხმებისა და გაერთიანების მოთხოვნილება სრულიად კმაყოფილდება. კომპრომისი მარტივად გამომუშავდება,რადგან მისი მიღწევის პროცესში ჩართულია სუბიექტის მთელი პიროვნული გრაცია. საფრთხეს წარმოადგენს არაერთგვაროვანი მოლაპარაკებები: როდესაც უთანხმოება სხვა ადამიანებს შორის წარმოიშობა,მას უნარი აქვს გადგეს გვერდზე,კონფლიქტისგან იზოლირებულად და იყოს თავად ჰარმონიის,სამართლიანობის და წესიერების განსახიერება. მაგრამ სრულიად სხვა საქმეა პირადი პარტიორული ურთიერთობები. ამოცანა: დაეუფლოს გამოთიშვის ხელოვნებას და ძალთა გაზრდას ადამიანებთან ურთიერთქმედებაში. რათა მოლპარაკებები გახდეს ჰარმონიის აღდგენის საშუალება.

პარტნიორი და პარტნიორული ურთიერთობები. მისი ბუნებრივი პარტნიორი ძალზედ ქალურია,რომლის ესთეტურ სილამაზეს ყველა ხედავს. ის უნდა იყოს მშვიდი და რომანტიული; უკიდურესად შემეცნებითი სიყვარულისა და სინატიფისადმი; რბილი ხასიათითა და თბილი გულით. პარტნიორულ ურთიერთობებს ახასიათებთ უხილავი სიამოვნება,სიტკბო,პროპორციები და პატივისცემა გარეგნული სილამაზის მიმართ. იმ შემთხვევაშიც კი,როდესაც პარტნიორთან უთანხმოებაში იმყოფება,თავად ურთიერთობა წონასწორობას ინარჩუნებს,რათა მიიზიდოს გარეშე თვალი თანამშრომლობისთვის. თბილი გრძნობებით აღსავსე ნაზი მიჯნურის ხატება.

 

ინდუბალა

ფლობენ კომერციული საქმიანობის უნარებს. ენთუზიასტები არიან,კარგად მუშაობენ გუნდურ პირობებში. ლამაზი და განათლებული ხალხია. მოსალოდნელია მეგობრული ურთიერთობები ცნობილ ადამიანებთან,მოგზაურობები.
ბედნიერი ქორწინება. ძლიერი ვნებები ან პირიქით_მათი სრული უარყოფა.

 

ბრუნო ჰუბერი

* ლიბიდო პლანეტები,ვენერა და მარსი,ზედაპირულ,დროებით გავლენას  ახდენენ პარტნიორულ ურთიერთობებზე და იშვიათად  წარმოადგენენ გადამწყვეტ ფაქტორს. მხოლოდ იმ შემთხვევაში,როდესაც ლიბიდო პლანეტები მაჟორულ ასპექტებს ქმნიან სინატრიაში,მაშინ შეგვიძლია ვისაუბროთ,რომ ორი ადამიანის ურთიერთობის ფუნდამენტი სექსია ან ფიზიკური მიზიდულობა. მაგრამ თუ რომელიმე ლიბიდო პლანეტა ასპექტს ქმნის პარტნიორის სხვა პლანეტებთან,სექსი არც ისე მკვეთრად დომინირებს ამ ურთიერთობაში. ეს უკანასკნელი ვარიანტი ბევრად უფრო გავრცელებულია.

ლიბიდო პლანეტები სხვადასხვა როლს ასრულებენ მამაკაცისა და ქალის ნათალურ რუკებში.

ლიბიდო პლანეტები(ვენერა და მარსი) VII სახლში აქცენტირებენ ისეთივე ძლიერ სექსუალობაზე,როგორც პირველ სახლში,თუმცა არა ასეთი მკვეთრი და თვალშისაცემი გამოვლინებით,უფრო დაფარულად,ესთეტურად და საზოგადოებრივად მიღებულ ფორმებში. მოდისა და სტილის დაცვას უზარმაზარი მნიშვნელობა ენიჭება. ამ მდებარეობის ვენერა და მარსი მარტივად შეიმეცნებენ და მიესადაგებიან მიმდინარე ტენდენციებს,მაგრამ I სახლისგან განსხვავებით,VII სახლი მფლობელს აიძულებს ისე იცვამდეს და იქცეოდეს,რომ მოწონება დაიმსახუროს. ამასთან ეშინია,ჩათვალონ ძველმოდურად ან შეუმჩნეველი და შეუფასებელი დარჩეს.

ის უბიძგებს სუბიექტს ისეთი მოქმედებისკენ,რომ შენიშვნა არავისგან მიიღოს,ე.ი. კორექტულობისკენ. თუმცა თავმოწონების სურვილი სულაც არ უშლის ხელს,იყოს ინტრიგების სახლი,რომელიც საკუთარ თავში დათრგუნულ აგრესიას ატარებს. შინაგანი კულტურა უკრძალავს აგრესიული გრძნობების ღიად გამოვლენას და გამოხატვის მხოლოდ ფარულ,ირიბ მეთოდებს უტოვებს.ქალები,ვენერას ამ მდებარეობით,დახელოვნებული ინტრიგნები არიან, განსაკუთრებით როდესაც ვენერა დაზიანებულია მკაცრი ასპექტებით.

რაც შეეხება პარნტიორის არჩევის საკითხს,VII სახლი ითხოვს სტაბილურ ურთიერთობებს,მაგრამ არა II სახლის მოტივით,არამედ სოციალურ ნორმებთან შესაბამისობის გამო. აქაც ვლინდება ტენდენცია,ქორწინების მეშვეობით აიმაღლონ საკუთარი მდგომარეობა სოციალურ კიბეზე, განსაკუთრებით როდესაც საწინააღდეგო სქესის ლიბიდო პლანეტა ხვდება VII სახლის ბოლოში. ნებისმიერ შემთხვევაში, VII სახლს სურს,მისი პარტნიორი კარგ შთაბეჭდილებას ახდენდეს, იყოს საკუთარი გარეგნობისა და სტატუსის მიხედვით ჩაცმული,რათა მან შეძლოს საკუთარი თავის დემონსტრირება პარტნიორთან ერთად საზოგადოებაში.

 

“გამათხოვე” მშვიდობის მტრედები
Monica Bellucci, Adolf Hitler, Kurt Cobain, Charles Chaplin, Marilyn Manson, Nelson Mandela, Pope John Paul II, Charles Manson, Tyra Banks, Shannen Doherty, Jenna Elfman, Sigourney Weaver, Thierry Henry, John McCain, Mireille Mathieu, Muhammad Ali, Sid Vicious, Isabella Rossellini, Raquel Welch, Samy Naceri, Serena Williams, LeAnn Rimes, Eric Clapton, Franz Schubert, Bo Derek, Joseph Fiennes, Conan O’Brien, Nicholas II, Charles Dickens, Natasha Richardson, Glenn Close, IVAN le TERRIBLE, Hermann Hesse, John Steinbeck, Gerard Philipe, Erich Maria Remarque, Christina Applegate, Paloma Picasso, Augusto Pinochet, Truman Capote, Charlotte Brontë, Zucchero, John Coltrane, Casey Affleck, Claude Chabrol, Rocky Marciano, Robert Schumann, Donald Rumsfeld,Debra Winger….

სტატიის ავტორი: Qet Adastra

 


About Tamta

Scroll To Top