კვირის რომელ დღეს დაიბადეთ ?

კვირის რომელ დღეს დაიბადეთ ?

ორშაბათი

ამ დღეს დაბადებულებს მთვარე აჯილდოებთ ღრმა ინტუიციით, მდიდარი შინაგანი სამყაროთი, წარმოსახვის უნარით და მგრძნობიარობით. კარგი მახსოვრობა და იდეების სწრაფად ათვისების უნარი, ეხმარებათ შემოქმედებითი უნარების განვითარებაში. ყოველთვის ისწრაფვიან ჰარმონიისკენ, იციან ადამიანებთან სწორი მიდგომა. მთვარის ნეგატიური გავლენა განაპირობებს გადაჭარბებულ მგრძნობიარობას და შესაძლო საფრთხეების წინაშე გამძაფრებულ შიშის გრძნობას.

სამშაბათი

მარსი უხვად აჯილდოებს ამ ადამიანებს ძალით, სიმამაცით, ბობოქარი ტემპერამენტით, აქტიურობით. გამოირჩევიან არაჩვეულებრივი დაკვირვების უნარით, საზრიანობითა და მოქნილობით. ადვილად აენთებიან ახალი იდეებით, მოქმედებენ საოცრად ენერგიულად. აუცილებელია გააკონტროლონ, რომ თავდაჯერებულობა არ გადაუვიდეთ ამპარტავნებაში.

ოთხშაბათი

ამ ადამიანების სამყაროსთან ურთიერთობის სტილზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პლანეტა მერკური. აქვთ აქტიური ინტელექტუალური შესძლებლობები და საუკეთესოდ ადაპტირდებიან ახალ გარემოსა და სიტუაციებში. უყვართ მოვლენების ეპიცენტში ყოფნა, სიტყვით გამოსვლა. წარმატებულად მოღვაწეობენ ვაჭრობის სფეროში. მერკურის ნეგატიური გავლენა შეიძლება გამოვლინდეს როგორც – ქვეშქვეშობა (ეშმაკობა) და ზედაპირულობა.

ხუთშაბათი

იუპიტერის გავლენის წყალობით, მათთვის დამახასიათებელია – რბილი ხასიათი, სამართლიანობა, გულღიაობა, სიმართლისმოყვარეობა, საკუთარი ძალების რწმენა. ოპტიმისტურ განწყობას და კარგად განვითარებულ ინტუიციას, წარმატება მოაქვს ცხოვრებაში და გარშემომყოფებთან ჰარმონიულ ურთიერთობებში. იუპიტერის ნეგატიური გავლენა შეიძლება იყოს – უკიდურესობაში გადავარდნა. ესაა განსაკუთრებული ღორმუცელობა, ეგოიზმი, გაუმართლებელი რისკის გაწევა და ყბედობა.

პარასკევი

ვენერას გავლენა ამ ადამიანებში განსაკუთრებულად ანვითარებს მშვენიერების აღქმას, აჯილდოებს შემოქმედებითი უნარებით, დელიკატურობით, კეკლუცობითა და მგრძნობიარე ბუნებით. აქვთ კარგი გემოვნება და მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალიზმი. უარყოფითი მახასიათებლებია – პატივმოყვარეობა, ზედაპირულობა, ზოგჯერ – სიზარმაცე და ამორალურობა.

შაბათი

სატურნის გავლენა იწვევს იმას, რომ ეს ადამიანები საკუთარ აზრებსა და ქმედებებში, ხელმძღვანელობენ გამორჩეული რეალიზმით, პასუხისმგებლობით, ერთგულებითა და შრომისმოყვარეობით. სურთ ბევრის მიღწევა, თუმცა პირველ ადგილზე აყენებენ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას. დასახული მიზნისკენ მიმავალ გზაზე ავლენენ გამძლეობას და თანმიმდევრულობას. ნეგატიური თვისებებია: პესიმიზმი, ეჭვიანობა და სიცივე.

კვირა

მმართველი პლანეტაა – მზე. ეს იძლევა უდიდეს ოპტიმიზმს, აყალიბებს თავმოყვარეობის გრძნობას, ნებისყოფას და აღმატებულობის სურვილს. ეს ადამიანები მიისწრაფვიან სიმდიდრისკენ და მაღალი სოციალური სტატუსის დასაკავებლად. მოქმედებისთვის მზაობა შერწყმულია უნართან – აკონტროლონ საკუთარი ცხოვრება. მათთვის აუცილებელია აუდიტორია, ვის წინაშეც „გაიბრწყინებენ“. საკუთარ თავში უნდა დაძლიონ ეგოიზმი, წინააღმდეგ შემთხვევაში კონფლიქტური სიტუაციები შეექმნებათ გარშემომყოფებთან ურთიერთობებში.

ავტორი: რუსა


About Kate

Scroll To Top