მერკურის კვადრატი იუპიტერთან

მერკურის კვადრატი იუპიტერთან

დამახასიათებელია არარეალური ოპტიმიზმი; ფიქრობს, რომ შეუძლებელი მისთვის არაფერია. სიზარმაცე, ლაზღანდარობა, რაციონალური აზროვნების დეფიციტი, მიდრეკილება ტრაბახისკენ, არასათანადო საშუალებების გამო, თაღლითობა. ერთ შემთხვევაში ადამიანმა შესაძლოა აიტაცოს სხვისი ტყუილი და ჭეშმარიტებად მიიღოს, მეორე შემთხვევაში – განზრახ აკეთებს ამას, რადგან სათავისოდ მიზანს მიაღწიოს. როდესაც დგება დრო, რომ მოიმკას თავისი კეთილგონიერებით ჩადენილი ქმედება, მუდამ უკმაყოფილო და განაწყენებულია.

დარღვეულია წინასწარგანჭვრეტის უნარი, რასაც თავის მხრივ ადამიანი შეცდომების დაშვებამდე, არასწორ გათვლებამდე მიჰყავს. ვლინდება მიდრეკილება ტყუილებისადმი, უსამართლობისა და უწესრიგობისკენ. გონება ქაოტური, არალოგიკური და არათანმიმდევრულია.

ადამიანი ღრმად ეფლობა ფიქრებში, რომლის რეალიზებაც შეუძლებელია, ნაფიქრი დეტალებში  არ არის განსაზღვრული, სატურნის ძლიერი მდებარეობის დროს ეს მომენტი იხსნება. ასპექტის მქონე ადამიანს წონასწორობის, ორგანიზებულობის, პრაქტიკულობის დეფიციტი აქვს. მიზანსწრაფული და სულსწრაფია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში, პირდება მეტს, ვიდრე ასრულებს. ეკიდება საქმეს, რომლის შესრულებაც არ ხელეწიფება.

ხშირად ფილოსოფიისა და რელიგიის საკითხებში, გული და გონება ერთმანეთთან კონფლიქტშია. ადამიანი  კეთილშობილი და გულუხვია, მაგრამ არ ჰყოფნის საღი აზრი, ზომიერების გრძნობა.

ურცხვია, შესაძლოა საიდუმლო ინფორმაცია გასცეს არასასურველ პირთან. ხელშეკრულებებისა და მნიშვნელოვანი საბუთების ხელმოწერისას შესაძლოა გაიძვერა და არასანდო ადამიანების ხაფანგში აღმოჩნდეს. ხშირად ვლინდება ინტერესი ეზოთერიკის მიმართ.

ზურგს აქცევს ყოველდღიურობას, მხოლოდ იმ საკითხში არის ჩაფლული, რომელიც აინტერესებს. ბევრს და პათოსით საუბრობს, რათა შთამბეჭდავი იყოს სხვების თვალში. ეგოისტი და ამპარტავანია.

ამ ასპექტის დადებითი მხარეა – გამჭრიახობა და გულახდილობა. შესაძლოა ასეთმა ადამიანმა ზემდგომებიც გააკრიტიკოს და სამართლიანობისთვის მებრძოლად მოგვევლინოს.

ბავშვების შემთხვევაში ეს ასპექტი იმპულსურობას და ცნობისოყვარეობას იძლევა. პატარას ბევრი ინტერესის სფერო აქვს.  უყვარს როდესაც ყველაფერში პირველია.  ხშირად პირდება იმაზე მეტს ვიდრე შეუძია გააკეთს.  სხვებისგან ძალიან ბევრს ელის, თვითონ კი ცდილობს პასუხისმგებლობის არიდებას.  აქვს უნარი დამაჯერებლად დაარწმუნოს სხვები  თავისი საუბრით, მიდრეკილია გაზვიადებისკენ.  მშობლებს მართებთ ჩაუნერგონ, რომ უფრო საიმედო იყოს, მეტად დაფიქრდეს და კეთილგონიერება გამოიჩინოს, ასევე დეტალებს მიაქციოს მეტი ყურადღება.

მერკურის კვადრატი: თუ აზრი გონებაში მომწიფდა, მაგრამ სიტყვებში არ გამოვლინდა – ე.ი. ცუდად მოიწვიეს“

მერკურის კვადრატი იძლევა დიდ სირთულეებს პლანეტის პრინციპების ქმედებების დროს რაციონალურ აზროვნებასა და მეტყველებაში. აქ მნიშვნელოვანია რომელი პლანეტა იქნება ძლიერი. თუ მერკურია ძლიერი, პლანეტის სფეროებში ადამიანის აზრი და წარმოსახვა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და ჭკვიანური ჩანს მიუხედავად მეორე პლანეტის პრინციპების უარყოფისა. ან ადამიანი რაციონალურად მის პრინციპებს ვერ იგებს (სიღრმისეული აზროვნების მიუხედავად). თუ კვადრატში მეორე პლანეტაა ძლიერი, აზროვნების პროცესი მისი დისჰარმონიული გავლენის ქვეშ იქნება მოქცეული (ნიშნისა და სახლის მიხედვით. სახლი, რომელშიც პლანეტაა მეტ გავლენას ახდენს სახლზე, რომელშიც მერკურია; ნიშანი, რომელშიც პლანეტაა უცერემონიოდ ერევა იმ ნიშნის გამოვლენის სტილში, რომელშიც მერკურია).

საერთოდ, მერკურის კვადრატისთვის დამახასიათებელია ძლიერი მენტალური დაინტერესება პლანეტის სფეროებში. პირველ რიგში ეს ვლინდება პლანეტით მართულ საქმეებში დამახინჯებულ წარმოდგენაში, ფრაგმენტულ ხედვასა და გაგებაში. თავად ადამიანს ამის დაჯერება უჭირს, მიუხედავად აშკარა წარუმატებლობისა და დაბრკოლებებისა.

ასპექტის დამუშავების დონე კარგად ვლინდება მეტყველების სტილში, როცა ადამიანი პლანეტის პრობლემებზე საუბრობს. დაბალ დონეზე მერკურის კვადრატის მქონეს მოსწონს სხვების სწავლება, მათ ხარჯზე თვითგანმტკიცება იმ დროს, როცა თემაზე წარმოდგენად არ აქვს.

დამუშავება ითხოვს მუდმივ მუშაობას პლანეტარული პრინციპების მენტალურ აღქმაზე, მასზე პირდაპირ მენტალურ ზემოქმედების მოხდენაზე უარის თქმა, სპეკულაციებზე უარის თქმა. შემდეგ უნდა გადალახოს არაბუნებრივი სისულელე (რაც ვლინდება პლანეტის სფეროებში ახლის გაგების დროს) და რაციონალური აზროვნების განვითარების წინააღმდეგ გამოვლენილ ემოციურ აფეთქებებს არ დანებდეს. გვახსოვდეს – მერკურის კვადრატი პლანეტის პრინციპების სიღრმისეული გაგების მქონე  ადამიანების პოტენციური ასპექტია.

 

იუპიტერის კვადრატი:ჭეშმარიტ სიდიადეს არ სჭირდება მტკიცებულებები და საზომი“

იუპიტერის კვადრატი პლანეტას ბევრს პირდება…სამწუხაროდ ამ დაპირებებით იზღუდება. პლანეტით მართულ სფეროებში ინდივიდი გრძნობს საკუთარ სიდიადეს, არამხოლოდ პოტენციურად, ფაქტობრივადაც, მაგრამ გარშემომყოფები იგივეს შესაძლოა ვერ ხედავდნენ ან ეჭვქვეშ აყენებდნენ, თავად ადამიანი კი შესაძლოა მისი სიდიადის და შესაძლებლობების გამოვლენას ვერ ახერხებდეს.

იუპიტერის კვადრატი პლანეტის მახასიათებლებს „აფართოვებს“, მაგრამ არა ისე, როგორც მის მფლობელს სურს: სხვა მიმართულებით, მისი სტილისგან განსხვავებულად ვლინდება. ეს კვადრატი იძლევა სიამაყის ცდუნებას, ზედაპირულობას, ადვილად იღებს იმას, რაც არ უნდა ან რაც მისი ევოლუციური განვითარებისთვის სასარგებლო არაა.

პლანეტის სფეროებში ადამიანისთვის დამახასიათებელია მუდმივი ინტერესი „მაღალი მატერიების“ მიმართ, ფილოსოფიური განხილვა და აბსტრაქტულ-რელიგიური მიდგომა, მაგრამ აინტერესებს იმ კუთხით, რა კუთხითაც მისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი და საინტერესოა, მაგრამ ეს არაა იუპიტერული გამოვლინების ძვირფასი საჩუქარი და ითხოვს ძალის მინიმალურ გამოვლინებას.  მაგალითად, ვენერა-იუპიტერის კვადრატით შესაძლოა ინდივიდი დიდი რაოდენობით სიყვარულს იღებდეს, ერთი შეხედვით ლამაზი, საინტერესო და უჩვეულო იყოს, მაგრამ კონკრეტულ სასიყვარულო ურთიერთობაში პარტნიორზე მცირე ყურადღების მიქცევის ნაცვლად საკუთარი სილამაზის, დიდებულების, მიმზიდველობის შემჩნევით იყოს „დაკავებული“. ასეთი მიდგომა კი მარტოობის განცდას და სოციალურ, ემოციურ, სექსუალური კუთხით უიმედობის განცდას მოიტანს, მიუხედავად ამისა საკუთარ თავზე წარმოდგენა ოდნავადაც არ იკლებს.

კარმული მნიშვნელობით, ასპექტი ნიშნავს პლანეტის სფეროებში ფრთხილად და ყურადღებით მოპყრობის აუცილებლობას საჩუქრებისა და ბედის კარის გახსნის დროს. ინდივიდი უნდა მიხვდეს, რომ ისინი ხანგრძლივ მუშაობას სთავაზობს და სამყაროსთვისაა განკუთვნილი (არა თავად ინდივიდისთვის). დაბალ დონეზე პლანეტის სფეროებში მიდრეკილია მამაცი კეთილისმყოფელის როლის შესრულებისკენ, რაც ცუდად გამოსდის, რამდენადაც გამორჩენის გამო კეთდება ან შეუსაბამო, უსარგებლო დახმარებას სთავაზობს.  შედეგად მადლიერების ნაცვლად დაძაბულობას და უარყოფით შედეგებს იღებს.

დამუშავების შედეგად ინდივიდს საშუალება ეძლევა საკუთარი ბედის კარმულად სწორად წარმართვის, ცრუ შესაძლებლობებსა და ცდუნებებზე უარის თქმას სწავლობს, შეუფასებელ საჩუქრებს იღებს სულიერ გზაზე და სხვებში ანალოგიურ პრობლემას ხედავს. შედეგად სხვების მასავით გზაზე დაყენების უნარი ეძლება, სხვებს ანახებს მისი ცდუნებისა და ვნებების (განსაკუთრებით ქედმაღლობისა და სიამაყის) კარმულ როლს.

წყარო: ფ. საკოიანი;  ჰ.მონსტერი; კ. ობიე; ს.ვ. შესტოპალოვი; ა. პოდვოდნი და სხვები.

ავტორი: ქეთი ოდიშელი


About Tamta

Scroll To Top