მთვარე ვერძში

მთვარე ვერძში

წყარო: www.aquarun.ru

მთვარის ზოდიაქოს ნიშნებში მდებარეობა უჩვენებს: 

  • – განსაზღვრულ პირად სიტუაციებზე უშუალო ემოციონალური რეაქციის უნარს;
  • – ქცევასა და ურთიერთობაზე, რომელიც ბავშვობის ასაკში, ოჯახში მუშავდება;
  • – როგორც ადრეული გამოცდილება, _ რომელიც აყალიბებს იმ ემოციონალურ პლატფორმას-საფუძველს, _ როგორ მოახდენს ადამიანი გარეგან ზემოქმედებებსა და სხვების ქცევებზე რეაგირებას;
  • – ცხოვრების საოჯახო სახეს და ურთიერთობას დედასთან და საერთოდ ქალებთან;
  • – უთითებს ფართე საზოგადოებრივობაზე, რა უფრო აღმატებული იქნება ყოველდღიურ ცხოვრებაში, საოჯახო მეურნეობაში;
  • – ახასიათებს კვების ჩვევებს, უთითებს ადამიანის საყვარელ საჭმელზე.

 მთვარე ვერძში

გრძნობა + სურვილი = ემოციონალური ნებისყოფა (ნებელობა)

ეს მდებარეობა ადამიანს დიდ ენერგიას მისცემს, გახდის პატივმოყვარესა და გადაჭარბებულად აქტიურს. შესაძლებელია, ამაღლებული იმპულსურობა, თვითკონტროლის უკმარისობა და გაღიზიანების დროს ფეთქებადობა. დამახასიათებელია თვითნებობა, გადაჭარბებული გულითადობა, სიჯიუტე, აჩქარებულობა, ძალაუფლებისმოყვარეობა, დაუფიქრებელი და გაუაზრებელი ქმედებებისკენ მიდრეკილება, სენსაციების მოთხოვნილება და ხშირად კამათის სურვილი. პოზიტიური კუთხით, ასპექტი გვაუწყებს მოქცევის ინტუიციურობაზე, სიმამაცეზე, საკუთრ თავში დარწმუნებულობაზე, პასუხისმგებლობის გრძნობაზე და სხვების ხელმძღვანელობის კარგ უნარზე. იმპულსის აღქმისას ადამიანი აქტიურად და მიზანდასახულად რეაგირებს, ნაკლებად აქცევს ყურადღებას გარშემომყოფებს. მუდამ ცდილობს სამყაროს გადაკეთებას. დამახასიათებელია აღიარების წყურვილი, კაპრიზულობა (ჭირვეულობა), მოუთმენლობა. ხშირია მოულოდნელი სიმკვეთრე და კამათები ცუდი განწყობისა და წინდაუხედავად ნათქვამი სიტყვების გამო.

ცხოვრებაში ხშირად რაღაც არ გამოსდის და ეს შობს სწრაფად და თამამად მოქმედების სურვილს. გრძნობა, აშკარად ჩანს, რომ გონებას ფლობს. ტემპერამენტი ცოცხალი. ეკონომიკური დამოუკიდებლობისკენ აქტიური სწრაფვა, მეომრულობა, არამუდმივობა და ლიდერობის წყურვილი. წარმოსახვა ძლიერი. ხასიათი დამოუკიდებელი და პრაქტიკული. ბუნება ძლიერი, ფლობს მრავალ უნარებს. ხშირად აღივსება ენთუზიაზმით და გამოკვეთილად დასახული მიზნისკენ მისწრაფებით. დამახასიათებელია ფეთქებადობა, აპილპილება, აგრესიულობა და ენერგიის გამოხატული დანაკარგები. ასეთი ადამიანისთვის რთულია სხვების მიერ მართული ანდა ერთი ქცევის ხაზის მიმდევარი იყოს. დამახასიათებელია წარმოებულობა, ორიგინალურობა და გამომგონებლურობა. ძალიან უყვარს მოგზაურობა და სარისკო და მოულოდნელ საქმიანობაში ჩართვა. ცხოვრებაში საკუთარი გზის პოვნას ცდილობს, ამასთანავე, შეუძლია იყოს ცეცხლოვანი ლიდერი და მკვეთრად გამოიკვეთოს საკუთარი გავლენის სფეროში. ადამიანს შეიძლება ვუწოდოთ აზარტული, უშუალო და ადვილად აღმგზნებადი, შეჯიბრითობისკენ მიდრეკილებით, რომელიც მუდამ რაიმე, კონკრეტული მიზნის გამო მუშაობს, მისკენ მთელი სულიერი ძალისხმევით ისწრაფვის. ადამიანი _ შემოქმედებითი, თამამია გადაწყვეტილებების მიღებისას, ადვილად შთააგონებს გარშემომყოფებს. უყვარს ფიზიკური ვარჯიში.

ყველაფერს მკვეთრად და ნათლად განიცდის, ხშირად დესპოტურია. შეუძლია, ხასიათის ენერგეტიკული მხარის უპირატესობით, სხვა ადამიანებზე ძლიერი შთაბეჭდილების მოხდენა. უყვარს იმ ადგილებში ცხოვრება, სადაც არის აქტიურობა და მოუსვენრობა, უფრო ხშირად, გარშემომყოფების მხრიდან ამაღლებული ყურადღებიანობით სარგებლობს, პოპულარულია. მართალია, ხასიათი თავისუფლებისმოყვარული და მოჩხუბარი აქვს. მკვეთრია პირადი ინიციატივა. დამახასიათებელია მამაცობა და შეუპოვრობა (გმირობა). შეუძლია მოულოდნელად აპილპილება, თუმცა აფეთქებები ხანმოკლეა და სწრაფად ავიწყდება. უყვარს მხოლოდ საკუთარი გზით სიარული, ვერ ითმენს საკუთარ საქმეებში სხვების ჩარევას. აქვს გარშემომყოფებზე ემოციონალური დომინანტობის ტენდენცია და შეუძლია სხვა ადამიანების რეაქციის გულთან ძალიან ახლოს მიტანა. მიდრეკილია ქვეცნობიერი ავანტიურიზმისკენ, მუდმივად მზადაა ბრძოლისთვის. სული _ ცეცხლოვანი, განცდები _ ბობოქარი. დიპლომატიურობა არ აღინიშნება. ხშირად მკვეთრი რეაქციები, მრისხანების შეტევები და უკიდურესი ემოციონალური სპაზმები. ისწრაფვის, რაც არ უნდა მოხდეს, დაიცვას საკუთარი. ბუნება იდეალისტური, განუხრელად ისწრავის მაღალი მიზნებისკენ.

 წყარო: პაველ გლობა (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)

აქ მთვარე მარსთან სტუმრად იმყოფება. ეს ნიშანი ცეცხლოვანი სტიქიისაა, ამიტომაც ადამიანი, რომელსაც მთვარე ვერძში აქვს, საბრძოლო სიტუციებზე, ზღვრულ დაძაბულობაზე უფრო მეტად ქვეცნობიერადაა განწყობილი, შესაძლებელია, ყველაფერი მკვეთრის და მახვილის, ბასრის მიმართ ძალიან მგრძნობიარე იყოს. ზუსტად მარსი აძლევს მას ქვეცნობიერ სითამამეს, იმპულსურობას, მკვეთრ, ბასრ აღქმელობას, იდეალიზმს, ფეთქებადობას, გატაცებულობას, უშიშრობას, თავდაჯერებულობას, ექსტრემალური სიტუაციებისადმი ქვეცნობიერ მზაობას. შეიძლება აღინიშნოს, რომ ცხოვრებაში ხშირად აღმოჩდება იმ კრიტიკის, ექსტრემალური სიტუაციების ზემოქმედების ქვეშ, რომელსაც ნაკლებად ეძებდა. რატომ ხდება ასე? რამდენადაც მთვარე ვერძშია, ამიტომ ამ სიტუაციებზე განწყობა ქვეცნობიერი ძიებით ხდება, ანუ, ადამიანი ქვეცნობიერად ეძებს იმ სიტუაციებს, სადაც შეძლებს დაძაბულობის განცდას. როგორც ჩანს, ნებისმიერ სიტუაციაში ქვეცნობიერად აღიქვამს იმ მხარეებს, რომლებიც დაკავშირებულია ბრძოლასთან, აქტიურ ქმედებებთან, გადალახვასთან, დაპყრობასთან, მისწრაფებასთან მიზანს ერთი ნახტომით, ნებელობითი იმპულსით მიაღწიოს.

შესაბამისად, მისი ხასიათი, ალბათ, ასევე მარსიანული შტრიხებით იქნება შეფერილი, ანუ მას შეიძლება ჰქონდეს გამძაფრებული, მკვეთრი აღმქმელობა, ხშირად იმპულსურია, ფეთქებადი, მთელ რიგ შემთხვევებში უხეში, თუმცა ეს იმდენად უხეშობა არაა, რამდენადაც უშუალობა და მოვლენებების განმუხრუჭება. ალბათ, ეს ადამიანი გატაცებული (რაიმეთი ანდა ვინმეთი) იქნება, რამდენადაც მთვარე აჩვენებს მის აღმქმელობას, ანუ იმას, როგორ მოქმედებს მასზე გარეწრე, და, რამდენადაც მარსიანული გამოვლინების ფორმა აქტიურია, ამიტომ, შეიძლება, მისთვის დამახასიათებელიც კი იყოს ზოგიერთი სახის იდეალიზაცია. ნებისმიერი პლანეტა, რომელიც ვერძში ხვდება, მუდამ იძენს განსაზღვრულ შეფერილობას: მას ექნება „შავ-თეთრი“ აღმქმელობა. ნახევარტონები აქ თითქმის არ არსებობს. ამიტომაც იდეალიზმი აქ არა „წყლის“ ბუნების, არაინტუიციური, არამედ იდეალიზმი უკიდურესი შეფასებებისაა. ანუ, როგორც ჩანს, მას ქვეცნობიერ დონეზე ექნება სითამამის, უშიშრობის გამოვლინება, ასვე რისკისკენ, ბრძოლისა და აგრესიისკენ მიდრეკილება. ასევე შეიძლება აღინიშნოს, რომ ის უფრო ხშირად ხაზგასმულად თავდაჯერებულია, ექსტრემალური სიტუაციებისადმი მზაობა ასეთი სახით ვლინდება.

სამედიცინო უკუჩვენებები. ადამიანებს, მთვარით ვერძში, დაუცველი და სუსტი თავი აქვთ, ამიტომაც მან ყველა ოპერაცია თავსა და სახეზე, _ მათ შორის პლასტიკურიც კი, _ უნდა დაგეგმოს იმ დღეებში, როცა მთვარის გავლენა შესუსტებულია, განსაკუთრებით, თავი აარიდოს ახალმთვარეობის ზემოქმედებას. თავზე ოპერციები უკეთესია ჩატარდეს, როცა მთვარე კი არა, მზე იმყოფება ვერძის ნიშანში. ასევე, შესაძლებელია, თავის დაავადებების, თავის ტკივილების გარდა, იყოს თვალების დაავადებების საფრთხეც, ხშირი უძილობა ანდა მოჭარბებული ძილიანობა, განსაკუთრებით, გადაღლისა და ნერვული აღგზნებადობისას. მისი დაავადებები, შეიძლება, დაკავშირებული იყოს ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევასთან. საერთოდ, ვერძში ტრანზიტული მთვარისას, უკეთესია, არ გადაიღალოს, რადგანაც ამ დროს დაუცველია თავი და თვალის ფსკერი (განსაკუთრებით “ბოროტი” მთვარის დროს). ამიტომ ვერძში მთვარის მდებარეობისას ნაკლები უნდა იკითხოს. ალბათობაა, კარგად უმუშავებდეს თირკმელები, რადგანაც ვერძის საპირისპირო ნიშანი _ სასწორი _ დაკავშირებულია თირკმელებთან. თუ ჰოროსკოპში მთვარე არის “კეთილი” და არ იმყოფება უარყოფით ასპექტებში, მაშინ ნაჩვენები რეკომენდაციები შეიძლება უყურადღებოდ დატოვოს: ისინი საერთო ხასიათს ატარებენ, მაგრამ თუ მთვარე იმყოფება ნეგატიურ ასპექტირებაში, ეს წესები მკაცრად უნდა დაიცვას. მაშინ, როდესაც მთვარე ვერძშია, ასევე აქტიურად მუშაობს თირკმელები და შარდის ბუშტის არხი (აღმოსავლური მედიცინით), მაგრამ უკანასკნელის საქმეში ჩართვა დამოკიდებულია ადამიანის დაბადების დროზე.

წყარო: ავესალომ პოდვოდნი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)

მთვარე აშიშვლებს იმ ნიშნის მგრძნობიარე ნაწილს, სადაც იმყოფება; თუ, რა თქმა უნდა, მთლად არაჰარმონიულ მდგომარეობაში არაა, ადამიანს უყალიბდება ქვეცნობიერი პროგრამა, რომელიც იცავს ამ ადგილს, ე.წ. კომპლექსს. ვერძი თავს ენერგეტიკული არხის წინამძღოლად ინსტიქტურად შეიგრძნობს, ამიტომაც ერთადერთი, რაც ნამდვილად აღელვებს ისაა, რომ ეს არხი მივიდეს დანიშნულებამდე _ იქნება ეს კონკრეტული საქმე, რომელიც დატრიალდება ვერძულ ენერგიაზე, ანდა ადამიანი, რომელიც ხვდება არხის-ჭავლის ქმედების ქვეშ. მთვარე ვერძში ამძაფრებს ვერძის მგრძნობიარობას და მის არხს. თუ ის (ანდა თავად ვერძი) დაზიანებულია, მაშინ ეს მგრძნობიარობა პირდაპირ მტკივნეული ხდება: არხი (ობიექტურად) ძალიან არამდგრადი და არამყარია, ადამიანს ადვილად გაგლეჯს, “დაჭრის” და მაშინ ის (მარსისა და სატურნის მდებარეობაზე დამოკიდებულებით) აღწევს ანდა ვარდება უაზრო მრისხანებაში (უაზრო არა როგორც ფსიქოლოგიური დაცვის საშუალება, არამედ იმიტომ, რომ ხდება მისი ჭკუა-გონების „გამორთვა-გადაკეტვა“).

მეორე მხრივ, თუმცა მთვარე (გარდა სრულიად ჰარმონიული მდებარეობისა) ამცირებს ვერძული არხის სიმყარეს და მდგრადობას, ის მას აძლევს შესაძლებლობას უფრო ფაქიზად მოახდინოს რეაგირება ცვლილებაზე (და თავად არსებობაც) და გარემომცველ წრეზე. და თუმცა გარშემომყოფებს შეიძლება მოეჩვენოთ, რომ ვერძი არაფერს ხედავს და არაფერი ესმის, მთლიანად საკუთარი არხის ძალაუფლებაშია, მაგრამ, ამასთანავე, რაღაც ჩაუწვდომელი საშუალებით, ქვეცნობიერად, საკმაოდ ფაქიზად აფასებს, უკიდურეს შემთხვევაში იმას, რაც მას აღელვებს: მისი არხის აღმქმელობის დონეს. ის, თუ შეგრძნობილი რამდენად გადადის ქვეცნობიერად ცნობიერში და ახდენს მის ქცევებზე გავლენას, დამოკიდებულია მის ასაკსა და სატურნის მდებარეობაზე.

წყარო: ს. ვ. შესტოპალოვი (ასტროფსიქოლოგიის ცნობარი)

ჰარმონიული ასპექტებისას სუბიექტს აქვს მდიდარი წარმოსახვა, გადამდები მხიარულება, წარმოებულობა, შთაგონებულობა, სიმამაცე, დაძაბულობა ანდა გადაჭარბებული საქმიანობა, ძალიან დიდი მიდრეკილება აქვს სხვები დაიცვას საშიშროებისგან, გაუწიოს მზრუნველობა. მისწრაფება განახორციელოს ყველა თავისი სურვილი, განზრახვა. ახასიათებს რაიმესადმი მიკერძოებულობა. ხშირად კარგი, სასიხარულო, ოპტიმისტური განწყობა. თვითდამკვიდრება პირად ურთიერთობებში (არა სოციალური კუთხით, არამედ იმასთან მიმართებაში, ვინც იმ წამს ამ ადამიანის წინაშე იმყოფება), ხელს უწყობს პოპულარობას. გრძნობების გამოვლენისას დემონსტრაციულობა, მიდრეკილება სენსაციებისკენ, სანახაობისკენ, შოუსკენ, წარმოდგენებისკენ, არცთუცუდი სამსახიობო უნარები. გონება გრძნობებს ფლობს, მიუხედავად იმისა, რომ მთვარე ამ ნიშანში იძლევა ცეცხლოვან ტემპერამანეტსა და ვნებიანობას, გრძნობების, ურთიერთობების განახლება. უდიდესი დამოუკიდებლობა. ცვლილებებისა და მოგზაურობების, ხეტიალის სიყვარული.

 დაძაბული ასპექტებისას – ხმაურიანობა და მოჩხუბარობა, იმპულსურობა და გამომწვევი ქცევა პუბლიკის წინაშე, სიახლისადმი მისწრაფების უუნარობა, ხანდახან აგრესიულობა, თავხედური, დემონსტრაციული, გამომწვევი ქცევები, ძალაუფლებისმოყვარეობა, ამაღლებულია ემოციონალურობა, გადაჭარბებული მგრძნობიარე მხარე, უსინდისობა, უხეში ბუნება, უგუნური, აზარტული, სწორხაზოვანი, გადაჭარბებული წარმოსახვის ადამიანი.

 წყარო: ფრენსის საკოიანი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)

ამ მთვარის მქონე ადამიანი, ცეცხლოვანი ტემპერამენტისა და იმპულსურობის გამო, ექვემდებარება ემოციურ აფეთქებებს. საკუთარ თავს ავლენს უშუალოდ, ღიად, ასე რომ, არავის სჭირდება მარჩიელობა, როგორია მისი ნამდვილი, ჭეშმარიტი გრძნობები. მხოლოდ ერთია, არ უყვარს საკუთარი სისუსტეების ანდა მხარდაჭერის მოთხოვნილების დემონსტრირება, დამშვიდება, ზრუნვა. ხშირად მოუთმენელია როგორც საკუთარი თავისადმი, ასევე სხვა ადამიანებისადმი. ვერ იტანს ემოციონალურად სხვებზე დამოკიდებულობას და არ უყვარს წუწუნა და მომჩივანი ადამიანები.

ადამიანებს საკუთარი ენთუზიაზმით აქტიური ქმედებებისკენ, ცხოვრებისეულ სირთულეებთან პირისპირ შეხვედრის მზაობით უბიძგებს. იზიდავს ავანტიურული მარაგის (ბაზის), მამაცები, დამოუკიდებელი ადამიანები.

საკმაოდ ძალაუფლებიანი ადამიანია, არ უყვარს იმ ადამიანებთან ურთიერთობა, ვინც წამსვე ემორჩილებიან. ხანდახან სიამოვნებით ერთვება გასასტიკებულ კამათებსა და ჩხუბში. მისი ადამიანებთან ურთიერთობის იდეალი _ ურთირთობა, რომელიც დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემასა და განსაზღვრულ ემოციონალურ დისტანციაზე. ღიზიანდება, თუ საკმაო დოზით ფიზიკურ საქმიანობას წყვეტს. დროდადრო (საკმაოდ ხშირად) სჭირდება ტენისის ანდა ბადმინტონის კორტებზე “ბრძოლის” გამართვა (ანდა რაიმე სხვა სპორტულ შეჯიბრებაში მონაწილეობის მიღება).

თუ არასაკმარისად აკონტროლებს საკუთარ სიტყვებსა და ქცევებს, მაშინ გარშემომყოფები მას თვლიან, როგორც არამუდმივ, ემოციურ, იმპულსური ბუნების მქონე ადამიანს, რომლისთვისაც დამახასიათებელია საკუთარ ქმედებებში აჩქარებულობა და ნაკლებ გააზრებულობა. მისთვის დამახასიათებელია აღიარების წყურვილი, ხოლო იმისთვის, რომ ამას მიაღწიოს _ გადაჭარბებული გულითადობა.

ყველაზე ხშირად დამოუკიდებელი, საკუთარი გზით დაჟინებით მიმავალი ადამიანია. შეუძლია მოულოდნელად აფეთქდეს, რადგანაც სხვა ადამიანების რეაქციები გულთან ახლოს მიაქვს და ვერ ითმენს საკუთარ საქმეებში უცხოთა ჩარევას.

  წყარო: ინდუბალა (პლანეტები ნიშნებში – ინდური ტრადიცია)

ვერძი – მამრობთი, მოძრავი, დადებითი, “ცეცხლოვანი” ნიშანია, რომელსაც მართავს მარსის ენერგია. ადამიანები, ვისაც მთვარე ამ ნიშანში აქვთ, აღვსილნი არიან ენთუზიაზმით, უშუალობით, უყვართ მოგზაურობა, აზარტი, აღგზნებადობა. მიდრეკილნი არიან შეჯიბრითობისკენ; ხშირად შეიძლება აღმოაჩინონ რაიმე მიზნისთვის მუშაობის პროცესში. ეს ადამიანები შემოქმედებითნი და ორიგინალურები არიან, აგრესიულები და ფეთქებადნი, მამაცები, სხვებზე ახდენენ შთამაგონებელ და შემოქმედებით გავლენას. ფიზიკურად, ჩვეულებრივ, ჯანმრთელები არიან, აქვთ ამტანი, ძლიერი სხეული; წარმოებულები და უყვართ ფიზიკური ვარჯიში. მათი მეტყველება მკვეთრია, შეუძლიათ სხვა ადამიანებზე საკუთარი ხასიათის აღმატების ძალით მოახდინონ ძლიერი შთაბეჭდილება. ნაწილობრივ, დესპოტურები; იმისთვის, რომ მათთან იცხოვროთ, აუცილებელია უბრალო სულის ადამიანი იყოთ. შეუძლიათ დაიტანჯონ თავის ტკივილებისგან ანდა ასთმისგან, ჰოროსკოპის სხვა მახასითებლებზე დამოკიდებულებით, შესაძლებელია, უბედური შეთხვევები და ცეცხლისგან გამოწვეული შემთხვევები. უყვართ ცხოვრება ქალაქებში ანდა იმ ადგილებში, სადაც აღინიშნება მნიშვნელოვანი აქტივობა, რადგანაც, ჩვეულებრივ, აქვთ მოუსვენარი გონება.

ინდუბალას გამოცდილება და კლასიკური ტექსტები ამბობენ იმაზე, რომ ასეთ ადამიანებს უყვართ ცხარე საკვები, იტანჯებიან კბილის ტკივილებით (დაავადებებით), ბევრს მოგზაურობენ (ჩვეულებრივ მიწაზე, რადგანაც შეიძლება წყლის შიში ჰქონდეთ). მათი სული ცხოვრებისუნარიანია (უყვართ ცხოვრება), მოლაპარაკეები არიან, ხშირად ეგოისტურები, საკუთარ თავში დარწმუნებულნი, უყვართ საპირისპირო სქესთან ურთიერთობა. მიდრეკილნი არიან კამათებისკენ, მაგრამ სწრაფად რბილდებიან. არ ფლობენ მუდმივ კმარობას და ძმებსა და დებს შორის უფროსები არიან. მათ, როგორც წესი, აქვთ თვალის მომრგვალებული ჭრილი, სახის კარგი ფერი. ეს პოპულარული ადამიანები არიან, მიდრეკილება აქვთ ხეტიალისკენ, რადგანაც არამუდმივები არიან. სარგებლობენ პატივისცემით, ფლობენ მიწებსა და სიმდიდრეს; ფლობენ მნიშვნელოვან ძალას.

წყარო: ჰეტ მონსტერი (პლანეტები ზოდიქოს ნიშნებში)

არამუდმივი, ემოციონალური, იმპულსური ბუნება. წინასწარ იშვიათად უფიქრდებიან და იაზრებენ საკუთარი ქმედებების შედეგებს. შეუძლიათ მოულოდნელად აფეთქდნენ, თუმცა აფეთქება ხანმოკლე და სწრაფად დავიწყებადია. ხშირად ეს ძალიან დამოუკიდებელი ადამიანები არიან, უდრეკად მისდევენ საკუთარ გზას, არ უყურებენ იმას, სწორია თუ არა ის. არ ითმენენ სხვების ჩარევას.

წყარო: სემირა და ვ. ვეტაში (პროგნოზირების ხელოვნება)

იმპულსურობა, ფეთქებადობა, აპილპილება, სიმამაცე, შემოქმედებითი ენთუზიაზმი. ეს მდებარება იძლევა ცხოვრებაში ყველა სირთულის გამარტივებულ აღქმას, მაგრამ აღვივებს შემოქმედებით გზავნილებს. ვერძში მთვარის ემოციონალური სწრაფვა მუსიკისთვის ძალიან გაუწონასწორებელი და მატერიალურია, მაგრამ, უკიდურეს შემთხვევაში, პროდუქტიულია პოეტებისთვის, მწერლებისთვის (ჰესე, გრინი, აკუტაგავა) და მხატვრებისთვის (ტეპელო, კანდინსკი, რენუარი). ლიტერატურული შემოქმედებისკენ სწრაფვა, შეიძლება აიხსნას იმით, რომ ვერძში მთვარის სულიერება, ჩვეულებრივ, ცხოვრებისეულ გამოვლინებებში არაა ძლიერი და ძალიან მკვეთრი, ხოლო წერის ნიჭი (ტალანტი) შესაძლებელია გაიხსნას არაპირდაპირ. გარდა ბუნებრივი რომანტიზმისა და შინაგანი ენთუზიაზმისა, მთვარე ვერძში იძლევა იუმორის გრძნობასაც, რაც მწერლებს, შეიძლება, სატირისკენ ორიენტაციას აძლევდეს. მარკ ტვენი, ო’ჰენრი, ჯეკ ჯერომი, ე. როტერდამსკი, ჩეხოვი _ სატირის თითქმის ყველა კლასიკოსს მთვარე ვერძში ჰქონდა. პირადი ურთიერთობის სფეროში, ამ თვისების შინაგანი სიმკვეთრე, ხშირად დაბრკოლებად იქცევა _ და თან იმ დონემდე, რომ ადამიანს შეუძლია დაფაროს საკუთარი სულიერი გამოვლინებები. მაგრამ ისინი, _ ვისაც მთვარე ვერძში აქვს, _ პირიქით, სხვებში სულიერი სამყაროს გახსნისთვის არიან მოწოდებულნი. რომანტიზმი მათ ძალიან ალამაზებს. ადამიანები, ასეთი მთვარის მდებარეობით, არცთუცუდად ცხოვრობენ ქალაქის განაპირას, სადაც პატარა ტყის მსგავსი გარემოა, მოსწონთ ქალაქგარეთ ცხოვრებაც. არ უყვართ ძველი საგნებით თავის დატვირთვა.

წყარო: კატრინ ობიე (ასტროლოგიური ლექსიკონი)

ქალური საწყისი იძენს განსაკუთრებულ სიმკვეთრეს: ქალი იმდენად არ არის დაცვის ქვეშ, რამდენადაც თავად ხდება დამცველი, ის უფრო წარმოებულია (აქტიურია), ვიდრე თვინიერი. არის ინსტიქტური, “კანის” (შეხებითი) შეგრძნებებით. იმპულსურობა, მძაფრი აღმქმელობა იმ ნებისმიერი სიტუაციებისადმი, რომელიც მოიაზრებს შეჯიბრითობას, დაპყრობას. უარყოფითი გამოვლინებისას _ პრიმიტიული, გამარტივებული აღმქმელობა, რომელიც სიჯიუტემდე ანდა გადაჭარბებულ სუბიექტურობამდე დადის. კაცისთვის _ იზიდავს დამოუკიდებელი და აქტიური ქალები. დედა და ცოლი აღიქმება როგორც ავტორიტეტული პიროვნებები.

  წყარო: ლარისა ნაზაროვა (კარმული ასტროლოგია)

მთვარე ცეცხლოვან ნიშნებში _ იძლევა საკუთარი თავის იმპულსურ გამოხატულებას, საკუთარ მოწყობასთან შესაბამისობაში სამყაროს შეცვლისკენ მიდრეკილებას, ადამიანებისა და გარემოებების მიმართ მორგების, შეგუების სურვილის არ ქონას.

მთვარე ვერძში. აყალიბებს ქვეცნობიერ სითამამეს, იმპულსურობას, მკვეთრ, მძაფრ, მახვილ აღმქმელობას, იდეალიზმს, ფეთქებადობას, თავდაჯერებულობას. ყველაფერი, რასაც სხვები აკეთებენ, არასწორია _ საჭიროა დაუყოვნებლივ გამოსწორდეს. თუ არ გამოსდის, ეწყება დეპრესია და ცუდი განწყობა. არ შეუძლია საკუთარი თავის დატვირთვა, შეზღუდვა. არიან მკვეთრი, უხეში ადამიანები _ გამძაფრებული აღმქმელობით.

 საბავშვო ასტროლოგია

წყარო: მარია კეი სიმმსი (თქვენი ჯადოსნური ბავშვი)

ეს თავად მე უნდა გავაკეთო,

დაუყოვნებლივ, სწრაფად და თამამად;

არ მინდა თქვენი წყენინება,

მაგრამ უკანასკნელად (ბოლო) ყოფნა _ დამამცირებელია.

თქვენი პატარის ემოციური რეაქციები წამიერი და იმპულსურია, _ მრისხანების ნიშნებით, _ მაგრამ ისინი, ჩვეულებრივ, ასევე სწრაფად ქრება. ამიტომაც თქვენ ბავშვს შეუძლია თქვას, რომ, რაც მტკივილს გაყენებთ, რაღაც ისეთია, რაც ფაქტიურად მხედველობაში არც კი ჰქონია და, რამდენიმე წამის შემდეგ სრულიად ვერ გაიხსენებს, რა თქვა ახლახან. უმჯობესია ისწავლოთ ის, რომ ასეთი აფეთქებები გულთან ძალიან ახლოს არ მიიტანოთ. გახსოვდეთ, თქვენ დიდი, ზრდასრული ადამიანი ხართ. ვერ დაეხმარებით ვერც საკუთარ თავს და ვერც ამ პატარას ემოციურ სიწყნარეს, თუ მის ფეთქებადობას საკუთარ გაცეცხლებას დაახვედრებთ. ასე რომ, ისუნთქეთ ღრმად და ეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე. თქვენზეა ამ პატარა “ცეცხლოვანი ბურთის” დახმარების გაცნობიერება _ შეიძლება სხვა ადამიანები ასეთი გულისხმიერები და მომთმენები არ აღმოჩნდნენ. ეცადეთ აუხსნათ პატარას ეს ფაქტი, როცა სიმშვიდე დაუბრუნდება. მაგრამ გაუმეორეთ გამუდმებით, რამდენადაც ყურადღების პერიოდი მისთვის ძალიან მოკლეა.

აღიარეთ მისი გრძნობები: “ვხედავ, რომ შენ ძალიან გაბრაზებული/გაღიზიანებული ხარ იმის, გამო, რომ…” ხოლო შემდეგ უთხარით საკუთარ გრძნობებზე ისე, რომ არ დაადანაშაულოთ: “მე კი ძალიან მტკენს გულს/მაბრაზებს, როცა შენ…” ხოლო შემდეგ უმჯობესია: ”სხვები, ვისაც შენ არ უყვარხარ ისე ძლიერ, როგორც მე, ალბათობაა, ძალიან გაბრაზდნენ, თუ ისევე უყვირებ, როგორც მე. შენ ხომ არ გინდა მეგობრების დაკარგვა?! როცა გრძნობ, რომ იწყებ წყობილებიდან გამოსვლას, ეცადე ღრმად ჩაისუნთქო და დაითვალო სამამდე მანამ, სანამ რაიმეს იტყვი, მაშინ, შეიძლება, ისე გამოთქვა შენი აზრი, რომ ამით სხვებს ტკივილი არ მიაყენო” _ და ამით დაასრულეთ. თქვენი პატარა ცუდ გრძნობებს დიდხანს არ ინახავს, თქვენც არ უნდა შენახოთ გულში ეს. თუ აუცილებელია რეალური დასჯა, მაშინ უფრო უკეთესი იქნება ბავშვი დასაწყნარებლად ოთახში გაუშვათ, ვიდრე იომოთ მასთან. თქვენ ხომ გსურთ ასწავლოთ პატარას ის, თუ როგორ უნდა მართოს ემოციები და არა ის, თუ როგორ გაამძაფროს ისინი.

თქვენი პატარა, მთვარით ვერში, იქნება მამაცი, მწველი, უშუალო და ცოდნისმოყვარე, დააფასებს თავგადასავლებს. მიეცით მას საქმინობისთვის უფრო დიდი ადგილი და წაახალისეთ მისი დამოუკიდებლობა. უფრო მოსიყვარულე და დარწმუნებული გახდება, როცა უფლებას მისცემენ გააკეთოს ყველაფერი თავისებურად, დაუშვას საკუთარი შეცდომები, გამოავლინოს სიმამაცე და გაუმკლავდეს საკუთარი ძალებით. რა თქმა უნდა, ვერ შეძლებთ მისცეთ უფლება გაიქცეს მანქანის სავალ გზაზე! მაგრამ მხედველობაში იქონიეთ, რომ თქვენი მხრიდან ემოციონალურად შეზღუდული ქცევა ამ ბავშვის აღსაზრდელად არაა შესაფერისი საშუალება.

შეეცადეთ მისცეთ მას საშუალება მაქსიმალურად მიიღოს თავისუფლება: მიეცით უფლება იყოს თვითმყოფადი; თქვენი ჯილდო ის იქნება, რომ პატარა გახდება კეთილი, ენერგიული, ჩვეულებრივ, ბედნიერი პატარა ლიდერი, რომელიც არაერთხელ აგიმაღლებთ განწყობას და ცხოვრებაში მრავალ სიხარულს მოგიტანთ.

წყარო: სამანტა დევისი (საბავშვო ასტროლოგია. ბავშვის ფსიქოლოგიის გაგების გასაღები)

ამ ბავშვებს აქვთ საკუთარი ემოციების აგრესიულად და იმპულსურად გამოხატვის ტენდენცია. ისინი თავით ეშვებიან მოვლენების მორევში, მათ საქმის მდგომარეობის გააზრებისა და ირგვლივ მიმოხედვის დრო არ ჰყოფნით. ვიღაც მაინცაა ვალდებული შეაჩეროს, მინიმუმ, სთხოვოს ათამდე დათვლა, რათა გასააზრებლად წამი მაინც ჰქონდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი რთულ სიტუციაში მანამ ვარდებიან, სანამ გააცნობიერებენ, რაშია საქმე. ვერძში ემოციები უბრალოდ ბობოქრობენ, მათი გამოვლინების დონე არაჩვეულებრივია.

ამ ბავშვების მიზნები ეგოისტურია, რადგანაც ქვეცნობიერად სწამთ, რომ მათი გრძნობები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გარშემომყოფების. თქვენ მოგიწევთ აუხსნათ საკუთარ ბავშვს, რომ ის ერთადერთი არაა, რომ არსებობენ სხვა ადამიანებიც საკუთარი სურვილებითა და ემოციებით _ ეს დაეხმარება საკუთარი თავის დატვირთვასა და შეზღუდვაში. უკიდურეს შემთხვევაში, გჭირდებათ ასწავლოთ ბავშვს მანამ ფიქრი, სანამ იტყვის ანდა რაიმეს მოიმოქმედებს, _ წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგები არაპროგნოზირებადი იქნება.

დაბადებულნი მთვარით ვერში მამაცები არიან და სიამოვნებით ებმებიან სამართლიანი (მათი შეხედულების წერტილიდან) საქმისთვის ბრძოლებში. ისინი იცავენ არამხოლოდ საკუთარ თავებს, არამედ სხვებსაც.

მთავარი, რაც მათ უნდა გააცნობიერონ, ისაა, რომ მათი ქმედებები _ ემოციების შედეგია, და თუ არ შეჩერდებიან და არ დაუფიქრდებიან, თავიდან ვერ აიცილებენ მრავალი შეცდომის დაშვებას.

ასეთ ბავშვებს აქვთ ძლიერი სურვილი გაიგონ სიმართლე. მუდმივად ფიქრობენ იმაზე, რა უნდა იყოს, და ამიტომაც არასდროს კმაყოფილდებიან იმით, რაც არის. ასწავლეთ ბავშვს საკუთარ თავზე მუშაობა და, პირველ რიგში, ცხოვრებისადმი საკუთარი ურთიერთობების დროდადრო ცვლა, მაშინ, შესაძლებელია, არ გახდება საჭირო სამყაროს გადაწყობა და გარდაქმნა. ასწავლეთ გაჩერდეს, უბრალოდ დაჯდეს და წაიკითხოს დიდი ადამიანების ცხოვრებაზე და საქმინობაზე. ეს შესაძლებლობას მისცემს გააფართოოს საკუთარი გაგება იმაზე, რაც არის სიმართლე.

უყვართ ახალი, უბრალოდ იმიტომ, რომ ახალია. აინტერესებთ აბსოლუტურად ყველაფერი. ძალიან გამომგონებლები არიან. და გარდა ამისა _ უშიშრებიც, შეუძლიათ ის გააკეთონ, რაც სხვებს გასაფიქრებლადაც კი აშინებთ.

როცა ასეთი ბავშვები ბრაზდებიან ანდა ღიზიანდებიან, შეიძლება დაეწყოთ თავის ტკივილები. ეს ვერძების დამახასიათებელი შტრიხია (გახსოვთ? მარსი და ვერძი ყველაზე მეტად თავზე ახდენენ გავლენას). ამასთან ვერაფერს გააწყობთ _ მოგიწევთ შეგუება. ამ დაძაბულობის შესამცირებად ორი საშუალება არსებობს. პირველი _ აქტიური საქმიანობა. მეორე _ შესაძლებლობა გამოთქვას საკუთარი განცდები.

მთვარე ვერძში _ შეშლილი ტემპერამენტის ნიშანია. ასეთი ადამიანები _ როგორც ცეცხლი, ისე სწრაფად ინთებიან, მაგრამ ასევე სწრაფადაც ინავლებიან (გრილდებიან, ნელდებიან). სხვა ნიშნებისგან განსხვავებით, გულღრძოები არ არიან. მაგრამ აუცილებლად უნდა ისწავლონ საკუთარი თავის კონტროლი, რადგანაც შეუძლიათ, არ დაფიქრდნენ, ისე აწყენინონ გარშემომყოფებს. შემდეგ, რა თქმა უნდა, ნანობენ, მაგრამ უკვე გვიანია. მათ გამუდმებით თავიდან უნდა აუხსნათ, რომ სხვა ადამიანები შეიძლება არანაკლებ მგრძნობიარენი იყვნენ ვიდრე ისინი არიან.

ეს ბავშვები იდეალისტები არიან. მუდამ და ყველაფერში ცდილობენ საკუთარი გზის პოვნას. ასწავლეთ მათ წარსულისთვის ყურადღებით შეხედვა _ ეს მომავალშიც დაეხმარებათ.

როცა გამოწვევას უგდებთ საკუთარი ბავშვის აზრებს ანდა გრძნობებს, შეიძლება გამოიწვიოთ ბობოქარი ემოციებიც. მოქმედებას იწყებს ჭეშმარიტად ბობოქარი ენერგიით, და კარგია, თუ ეს ენერგია მიმართულია სწორ დინებაში. ასწავლეთ თქვენ პატარას საკუთარი თავის ხელში აყვანა, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია, პირველადი მოურჯულებელი ვნებებით გზაზე ყველაფერი გაანადგუროს.

ბავშვებს, რომლებსაც, დაბადების წამს მთვარე ვერში აქვთ, უპირობოდ ექნებათ კონფლიქტი მშობლებთან და მასწავლებლებთან. თავისუფლების ნებისმიერი შეზღუდვა მიიყანს აღშფოთებადე და აჯანყებამდე. მათ დამოუკიდებლობის ძალიან ძლიერი მოთხოვნილება აქვთ და მისთვის იბრძოლებენ. ყველაზე გონივრულია, რა თქმა უნდა, თუ ეს შესაძლებელი იქნება, მისცეთ მას თავისუფლება. შეეცადეთ ასწავლოთ თავად, ცნობიერად შეზღუდოს საკუთარი დამოუკიდებლობის მოთხოვნილება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნამდვილი ბუნტისთავი დადგება.

სტატიის ავტორი: ნინო


About Rusa

Scroll To Top