პენტაკლის მასტი

პენტაკლის მასტი

სტანდარტული მასტი: აგური

ელემენტი: მიწა

ასტროლოგიური ნიშნები: კურო,ქალწული და თხის რქა

სოციალური კლასი: ვაჭრები

თემები: მფლობელობა,კეთილდღეობა

როგორია თქვენი მიწიერი ცხოვრება? _პენტაკლის მასტის საკვანძო კითხვაა და თუ თქვენ პასუხი არ მოგეწონათ,ე.ი. მიმართულების შეცვლა გჭირდებათ. ის ასევე ცნობილია “დისკოსა” და “მონეტების” სახელით და ყველა იმ საკითხს მოიცავს,რაც მატერიალურ სამყაროს უკავშირდება. როდესაც დასტიდან პენტაკლის ბანქო ამოდის,ის მოითხოვს ყურადღების გამახვილებას თქვენს მატერიალურ ყოფაზე. მთლიანი წყობიდან გამომდინარე,შეიძლება განიმარტოს,როგორც პოზიტიურად_წარმატებული საქმიანი გარიგებისა თუ მემკვიდრეობის მიღების მაუწყებელი,ისე ნეგატიურად_ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების ან წარმატების დამაბრკოლებელი გარემოებების სიგნიფიკატორი.

უმცროსი არკანების მესამე მასტი,პენტაკლები,გამოსახავენ სიმდიდრეს, წარმოებას, ბიზნესს, კომერციას,მატერიალურ პრესტიჟს. თავდაპირველად პენტაკლები  შუა საუკუნეების საზოგადოების ვაჭართა კლასს გამოსახავდნენ. ისინი აწარმოებდნენ და ვაჭრობდნენ როგორც ქვეყნის შიგნით,ისე მის გარეთ. ვაჭრები უზარმაზარი გავლენით სარგებლობდნენ. მათი საქმის წარმოების მანერამ არამხოლოდ იმდროინდელ საზოგადოებაზე იქონია გავლენა,დღემდე მოქმედებს თანამედროვე საზოგადოების აზრებსა და ქცევებზე.

სწორედ ვაჭრებმა დაუდეს საფუძველი საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებს. მართალია,მანამდეც არსებობდა სახელმწიფოთა შორის საქონლისა და მომსახურების გაცვლის პრაქტიკა,მაგრამ ვაჭრები ფულთან,მონეტებთან მუშაობდნენ. ეს კი საქმის წარმოების ყველაზე მოსახერხებელი და ეფექტური მეთოდია. მათ ხელი შეუწყვეს ბანკების შექმნას,ბუღალტრული აღრიცხვისა და სავაჭრო კანონმდებლობის ჩამოყალიბებას.

თავდაპირველად ვაჭრები საზოგადოების საშუალო ფენას მიეკუთვნებოდნენ. ისინი არ იყვნენ გლეხებივით მიწას მიჯაჭვულები,არც დიდგვაროვნების პრივილეგიებით და არც ეკლესიის პროტექციით სარგებლობდნენ. თუმცა,დროთა განმავლობაში,საკუთარი სოციალური სტატუსი მოიპოვეს. ისინი გაერთიანდნენ გილდიებში,რაც თავიდან თავდაცვისა და საერთო სარგებლის მიღების მიზნით შექმნეს. თუმცა მოგვიანებით უზარმაზარი ძალაუფლება და გავლენა შეიძინეს. გილდიების წყალობით,მსყიდველებმა მონოპოლია მოიპოვეს ვაჭრობაში,რამაც თანდათან საშუალება მისცა,გავლენა მოეხდინათ სახელისუფლებო წრეებზე.

ამგვარად,თანამედროვე ტერმინოლოგიით,პენტაკლები განასახიერებენ დიდ ბიზნესს,ბანკებს, ნაციონალურ და საერთაშორისო ვაჭრობას. დღესდღეობით არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს,რომ მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების უკან ძლევამოსილი კომერციული ინტერესები დგას,რისი გავლენაც ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და ძლიერია,ვიდრე თავად პოლიტიკა(სახელისუფლებო წრეების).

პიროვნულ დონეზე,პენტაკლები განასახიერებენ ძალიან მდიდარ და გავლენიან ადამიანებს. როგორც წესი,არამხოლოდ მათ,ვისაც ფული აქვს,არამედ მათაც,ვინც აცნობიერებს საკუთარ ძალაუფლებას და მისი გამოყენებაც შეუძლია. თუ პენტაკლის ბანქო ერთ ადამიანზე მიუთითებს,ეს იქნება ბიზნესსა და ფინანსებში წარმატებული მეწარმე. ჩვეულებრივ პენტაკლი მდიდარი ადამიანის სიმბოლოა,მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ისეთ სუბიექტზე მიგითითებთ,რომელიც დიდი ოდენობის ფულს აკონტროლებს(ბანკირი,ფინანსისტი,ბირჟის მაკლერი). წინასწარმეტყველებაში ეს შეიძლება იყოს ადამიანი,ვისაც შეუძლია ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინოს კითხვის დამსმელს. სავარაუდოდ,ეს ისეთი პიროვნებაა,ვისაც კითხვის ავტორი პატივს სცემს,პირველ რიგში,მისი საზოგადოებრივი მდგომარეობისა და სიმდიდრის გამო.

ამრიგად,პენტაკლები სიმდიდრის,სოციალური სტატუსის,მატერიალური ფასეულობების და ზოგადად,კეთილდღეობის მასტია. ის ასევე მიუთითებს მემკვიდრეობით მიღებულ სიმდიდრესა თუ სტატუსზე,ან მდიდარი სპონსორის გამოჩენაზე. ასევე შეიძლება განიმარტოს,როგორც  ვალების გასტუმრება ან სხვა,ფულთან,უფრო სწორად,მის უკმარისობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება. ან სულაც მიგითითებდნენ,რომ თქვენი პრობლემები ფულის მეშვეობით მოგვარდება. კარგია ეს თუ ცუდი,იმაზეა დამოკიდებული,გაქვთ თუ არა ხელში ფული. ნებისმიერ შემთხვევაში,პენტაკლის ბანქო წყობაში იმის მაუწყებელია,რომ საკითხის მოგვარება  დანამდვილებით ფულს გავლენას ექვემდებარება.

როგორც აღვნიშნეთ,პენტაკლი ძალზედ მიწიერი მასტია და ნაკლებად უკავშირდება სულისა და გულის ფაქიზ მატერიებს. ის განასახიერებს კომერციულ და ფინანსურ სიბრძნეს და როგორც წესი,დროებით გავლენას. ის ასევე მიუთითებს,რომ ბიზნესი,ფინანსები და მატერიალური ნივთები ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია,როგორც მინიმუმ,მოცემულ სიტუაციაში.  ამას გარდა,პენტაკლები განასახიერებენ ყველაფერს,რაც შეეხება საზოგადოებრივ მდგომარეობას,პირად ფასეულობებსა და ღირსების განცდას.

 

პენტაკლების სიმბოლიზმის აღწერა

დასტების უმეტესობაში ბანქოებზე გამოსახულია ოქროს დისკზე დატანილი,წრეში მოქცეული ხუთქიმიანი ვარსკვლავი. ზოგიერთ დასტაში პენტაკლი არ არის გამოსახული,თუმცა აუცილებლად ფიგურირებს ხუთკუთხედი გამოსახულება დისკოს ცენტრში ან მთლიან გაფორმებაში. სიმბოლიზმი არამხოლოდ ფულის ძალაუფლებაა,ოქროს მონეტების ფორმით,არამედ ერთგვარი მაგიური ძალაც,რომელიც დამატებით დაცვას იძლევა.

 

„პენტაკლების სამეფო კარი“

მატერიალური  სიმდიდრისა და ყოფითი  ურთიერთობების ალეგორია.


About Qet

Scroll To Top