როგორ შევადგინოთ რელოკაციის რუკა

როგორ შევადგინოთ რელოკაციის რუკა

რელოკაცია გულისხმობს ლოკაციის ანუ ადგილმდებარეობის შეცვლას, რასაც მოჰყვება ადამიანის რუკის მოდიფიკაცია. სწორედ ამ შეცვლილ რუკას ეწოდება რელოკაციური რუკა

მხოლოდ! იცვლება მარტო სახლები და შესაბამისად მათი მმართველები. პლანეტები და მათი ასპექტები კვალვ ძალაშია. რელოკაციის მნიშვნელობაზე, ჩართვის პრინციპებზე და ა.შ. დაწვრილებით მოგვინებით, ცალკე სტატიაში ვისაუბრებთ. აქ კი გაგაცნობთ რელოკაციური რუკის შედგენის პროგრამას და წესებს.

ძალიან ბევრი მოყვარული იყენებს ZET ის პროფესიულ პროგრამას, რომელიც საჭიროებს ხელით მართვას.  ხშირად, როდესაც თავიანთ რელოკაციურ რუკას გვაწვდიან, უამრავ შეცდომას ვაწყდებით, ძირითადად, დროის სარტყელთან დაკავშირებით.

ამიტომ, ასტრობლოგი დაბეჯითებით გირჩევთ გამოიყენოთ მოყვარულებისთვის შექმნილი პროფესიონალური პროგრამები. ერთ-ერთი საუკეთესო პროგრამა, და განსაკუთრებით ლოკაციების სიზუსტით გამორჩეული, აქვს  www.astro.com  ს.

1. შეადგინეთ თქვენი ნათალური რუკა. რეგისტრაცია აუცილებელი არ არის. დაურეგისტრირებლადაც მოგცემთ ლიმიტირებული რაოდენობის რუკების შედგენის საშუალებას. საიტი ასევე  ავტომატურად ინახავს შედგენილ რუკებს.

ე.ი. სათაურის ველში დააჭირეთ სექციას “Free hosocopes” (უფასო ჰოროსკოპები) და აირჩიეთ კატეგორია  “Natal Chart, Ascendant”(ნათალური რუკა, ასცენდენტი). შეგყავთ თქვენი დაბადების დრო და ადგილი, რის საშუალებასაც ასტროქომი იძლევა, იმიტომ რომ ლოკაციების ყველაზე დიდი ბაზა აქვს.

 

2.  შემდეგ უკვე უნდა აირჩიოთ “Extended Chart Selection” (რუკების გაფართოვებული შერჩევა).

 

3. დაბადების ადგილის რელოკაციის ადგილით შეცვლა. ამისათვის თქვენ ზუსტად უნდა მიუთითოთ ქალაქი, სადაც გამგზავრებას/გადასახლებას  აპირებთ. მოძებნეთ Reference place.

 

4. ამოშალეთ მონიშვნა  ✔ Use birth place (დაბადების ადგილის გამოყენება)  და ქვემოთ, town ველში, შეიყვანეთ რელოკაციის ქალაქი.

 

5. რელოკაციის რუკის არჩევა. შედიხართ ისევ “Extended Chart Selection” (რუკების გაფართოვებული შერჩევა). Horoscope for ველში მითითებული უნდა იყოს ის სახელი, რომელზეც შეადგინეთ თქვენი რუკა. პირველივე კატეგორიაში “Please select  type of  chart you want” (გთხოვთ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი რუკის ტიპი), ირჩევთ Relocation Chart (რელოკაციის რუკას).

 

6. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თუ ასტრო.ქომის საიტით ისარგებლებთ სხვა რუკებისთვის (ტრანზიტული, სოლარული) უნდა დააბრუნოთ ისევ თქვენი დაბადების ადგილი. >>>Modify reference place>>> use birth place ✔ , რადგან საიტის პროგრამა ავტომატურად იმახსოვრებს ცვლილებებს.

ასტრობლოგი წარმატებულ და ნაყოფიერ რელოკაციას გისურვებთ ✈


About Qet

Scroll To Top