ლილიტი ასპექტები-ტრინი/სექსტილი

ლილიტი ასპექტები-ტრინი/სექსტილი

ლილიტის  სექსტილი(60°*) ან ტრინი(120°▲)

 

მზესთან

მიუთითებს შემოქმედებით უნარებზე, ადვილად შეუძლია გარშემომყოფების ყურადღების მიქცევა, მოსწონს პირველობა და ახალი გზების ძიება.

აძლიერებს შემოქმედებით შესაძლებლობებს. ეს ადამიანები თავს გარშემომყოფებისგან განსხვავებულად აღიქვამენ. ოპტიმისტები არიან. წარმატებული ცხოვრება და ენერგიის კონცენტრაცია ხელოვნების, შემოქმედებით სფეროებში. ყურადღების ცენტრში ყოფნა, ცნობადობა, პოპულარობა როგორც დადებითი კუთხით, ასევე უარყოფითით.

 

მთვარესთან

ძლიერი მგრძნობელობა, კონცენტრირების შემთხვევაში – მისტიური უნარები, შესაძლოა მოგზაურობებისადმი, ხეტიალისადმი მიდრეკილება.

აძლიერებს მგრძნობელობას, მედიუმის შესაძებლობებს. შესაძლოა ხშირი გადაადგილება მოუწიოს, განსაკუთრებით იზიდავთ და უყვართ წყალი, ცურვა. სულიერად განვითარებული ადამიანების შემთხვევაში მიუთითებს მედიუმის ნიჭზე, აინტერესებთ მისტიკის სფერო, კარგად ხედავენ სხვა ადამიანების სულიერ მდგომარეობას. კარგი ასპექტია ფსიქოლოგებისა და ფსიქოთერაპევტებისთვის.

 

 

მერკურისთან

ლიტერატურული შესაძლებლობების განვითარება, აქვთ ორატორული ნიჭი, გეოგრაფიული ან სხვა მეცნიერების, პოლიტიკის მიმართ ინტერესი. შესაძლოა ინტუიციით ან სხვა დაუჯერებელი მეთოდებით ინფორმაციის მიღება.ძლიერი ინტელექტუალური შესაძლებლობები

აძლიერებს კონტაქტურობას, აზროვნებას. ამ ადამიანებს პრაქტიკული აზროვნება ახასიათებთ, საჭირო ინფორმაციას ყოველთვის იღებენ, უყვართ კონკრეტულ საკითხებზე საუბრები ადამიანებთან. შეუძლიათ საჭირო დროს საჭირო სიტყვების თქმა. მათგან კარგი კრიტიკოსი, ჟურნალისტი გამოდის.

 

 

ვენერასთან

კინემატოგრაფიასთან (მსახიობი,რეჟისორი) და პოეზიასთან (პოეტი) დაკავშირებული ტალანტი.აძლიერებს ხელოვნების სფეროში წარმატებულობას. ამ ადამიანებს კარგად ესმით რას ნიშნავს სილამაზე, ხელოვნება, სიყვარული. განსხვავებულად აღიქვამენ სილამაზის ყველა სფეროს. კაცის რუკაში – ბედნიერი და წარმატებული ქორწინება,სიყვარულში წარმატება, ქალებთან კარგი ურთიერთობა.

 

 

მარსთან

დამახასიათებელია ძლიერი ენერგია,სიმამაცე, ბრძოლისუნარიანობა, სამხედრო სფეროებში წარმატება. შესაძლო პროფესიები: ქირურგი, სექსოლოგი, გინეკოლოგი, არაორგანული ქიმია

აძლიერებს მოქმედებისკენ და გადაწყვეტილებების მიღებისკენ სწრაფვას. მატებს ენერგიას, სიძლიერეს, სიმამაცეს. კარგი ასპექტია ისეთი პროფესიებისთვის, რომლებშიც ფიზიკური ძალაა საჭირო

 

 

იუპიტერთან

ინტერესი ფილოსოფიისადმი, მეცნიერებისადმი, ეზოთერული ცოდნის მიღების ძიება.

აქვთ განვითარებული და გაფართოებული ცნობიერება, ძლიერი ფანტაზია, მიდრეკილია მოგზაურობებისკენ, სხვა კულტურების შესწავლისკენ. მათგან კარგი მკვლევარები, სწავლულები გამოდიან.

 

 

სატურნთან

ძალაუფლების სურვილი, ტირანიისკენ, ტოტალიტარიზმისკენ შესაძლო მიდრეკილება. სუიციდური აზრები გონებაში, განსაკუთრებით დეპრესიის დროს.

აძლიერებს ძიებისკენ მიდრეკილებას და ლოგიკურ აზროვნებას.ყოველთვის დადებითი ასპექტი არაა (სატურნი ენერგიას „გვართმევს“, ჰარმონიული ლილიტი კი ამას აძლიერებს. ამიტომ შეიძლება პასიური ადამიანი მივიღოთ). სურთ ყველაფრის შესწავლა, ხელმძღვანელობა, მართვა, უარყოფით ვარიანტში დიქტატორობისკენ მიდრეკილება იჩენს თავს. მიზნების მისაღწევად შეიძლება გამოიყენონ „აკრძალული მეთოდებიც“.

 

 

ურანთან

კარგი ინტუიციის ერთ-ერთი მანიშნებელი ასპექტი, კარგად შეუძლიათ ინფორმაციის მიღება-გადამუშავება, შორიდან განჭვრეტა.

აძლიერებს პიროვნების ორიგინალურ გამოხატულებას და სიახლეებისადმი მიდრეკილებას. გაძლიერებული ინტუიცია, შინაგანი ცოდნა აქვთ. ადვილად წვდებიან დაფარულ ცოდნას

 

 

 ნეპტუნთან

რელიგიურობის, სულიერების ძლიერი მოთხოვნილება. შესაძლოა ჰქონდეთ მუსიკალური ნიჭი, ფსიქოლოგიისადმი ინტერესი ან პარაფსიქოლოგიური შესაძლებლობები.

აძლიერებს რელიგიურობას, ხელოვნების სფეროებში წარმატებას. შინაგანად სულიერად ძლიერები არიან, აქვთ ძლიერი ფსიქიკა. კარგი ასპექტია მუსიკოსებისთვის და პოეტებისთვის.

 

 

პლუტონთან

ცვლილებების, რეფორმების, საზოგადოებრივი აზრის, მოძრაობის კონტროლის სურვილი. ასევე – საზოგადოებისგან აღიარების სურვილი.

აძლიერებს ლიდერობისა და ძალაუფლებისკენ მიდრეკილებას. შინაგანად რისკიანები, ძლიერები არიან, შეუძლიათ ცხოვრების სხვადასხვა სფეროებში ცვლილებების გამოწვევა. მასაზე გავლენის მოხდენა ადვილად გამოსდით.

 

 

 ქირონთან

ცხოვრების სფეროებში ჰარმონიის ძლიერი სურვილი. იმდენად, რომ ამ ასპექტის მქონე ადამიანს სურს „ყველაფერი კარგად იყოს. მგელი და ცხვარი ბალახს ერთად ძოვდნენ“. რომელ სფეროებში ვლინდება, ნიშნებსა და სახლებში მდებარეობა აჩვენებს.

 

 

მხოლოდ სექსტილი

 მზესთან

სხვებისგან განსხვავებულობა, გამოხატული ინდივიდუალიზმი

 

მთვარესთან

ეს ადამიანები ქარიზმატულები არიან.შესაძლოა ფსიქიკის სფეროების გამოყენების განსხვავებული უნარები და შესაძლებლობები. მისტიკისადმი ინტერესი, ძლიერი მგრძნობელობა. ფანტაზიის სამყაროში მოგზაურობები. შესაძლოა ბავშვობაში ექცეოდნენ როგორც დიდებს ან თავად იქცეოდნენ როგორც დიდები.

 

მერკურისთან

საკუთარი ინდივიდუალური ლიტერატურული სტილის შემუშავება ან კარგი, განსხვავებული ხმა. ინტუიციის დახმარებით შეუძლია საჭირო ინფორმაციის მოპოვება.

 

 ვენერასთან

განსხვავებული შესაძლებლობები ხელოვნების სფეროებში, შარმი, მსახიობური ნიჭი. შესაძლოა ახასიატებდეს როლების მორგება, სიტუაციების გაფორმება.

 

მარსთან

საქმიან სფეროებში განსხვავებული სტილის შექმნა, პრობლემების ორიგინალურად გადაწყვეტა, სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების კარგი და განსხვავებული მეთოდების პოვნა-გამოყენება.

 

 იუპიტერთან

პედაგოგიკაში, იურისპრუდენციაში, რელიგიურ რეფორმებში, ეზოთერულ მეცნიერებებში ახალი ხედვის შემოტანა.

 

სატურნთან

ნებისმიერ სფეროში საკუთარი ადგილის დამკვიდრების სურვილი, ყველაფერი სულიერ განვითარებაზეა დამოკიდებული.

 

 ურანთან

ორიგინალური ქცევა და მასისგან განსხვავებული აზრები, შეხედულებები, შესაძლებლობები. მიდრეკილება შინაგანი თავისუფლებისკენ.გენიალური მიგნებები, დასკვნები, გამოგონებები.

 

 ნეპტუნთან

განსხვავებული , ძლიერი სულიერი განვითარება. ახერხებს სულიერი, რელიგიური, მუსიკალური სისტემების სიღრმისეულ გაგებას.

 

 პლუტონთან

დამახასიათებელია სიტუაციის შეცვლის განსხვავებული შესაძლებლობები და საშუალებების პოვნა. ესაა ერთ-ერთი მაგიური ასპექტი, რომელიც ფსიქოთერაპევტებს ადგებათ რეალური დახმარების გაწევაში.

აღმავალი კვანძთან

ცდუნება მოდის განსხვავებულობისკენ, ცნობადობისკენ მიდრეკილებით.

 

 

წყარო: ველიჩკო , კულაკოვა, ვოლჟინა

astroforum.forum24.ru, vgoroskope.ru, astrotherapy.eu

სტატიის ავტორი: თამთა

 


About Rusa

Scroll To Top