შავი მთვარე და სიყვარული

შავი მთვარე და სიყვარული

 როგორ შეუძლია ჩრდილივით ბნელს ჭეშმარიტ სიყვარულზე რამე გვითხრას?

შავ მთვარეს ეს ნამდვილად შეუძლია, რადგან ჩვენი გულის ყველაზე ძლიერ სურვილებს აშიშვლებს და მართავს.

ჩვენ მიდრეკილება გვაქვს, თუ ვინმე გვთავაზობს მას, რასაც ჩვენი სული ეძებს, გვეჩვენება თითქოს „სულები გაერთიანდა“, შეგვიყვარდა. სიყვარული მარტოობისა და განცალკევების განცდას გვიმსუბუქრებს. მარტოობა კი ჩვენი ერთ-ერთი მთავარი შიშია.

მაგალითად, ქალი, რომელსაც შავი მთვარე თხის რქაში აქვს, მისი მთავარი შიში უარყოფას და უღიარებლობას ეხება. როდესაც ვინმე მის ნიჭს, ძალისხმევას, უპირატესობებს, ინტერესებს აღიარებს და აქებს, ქალი გრძნობს რომ “შეყვარებულია”.

ჩვენ დანაკლისის შევსებისკენ მიდრეკილები ვართ, მაგრამ გვიყვარდება ადამიანი, ვინც მთლიანობაში გვიღებს ისეთს, როგორიც ვართ. მთავარი პრობლემა კი ჩვენი წარმოდგენაა – წარმოდგენა იმისა, რომ რაც გვაკლია სხვა შეგვივსებს – ესაა შავი მთვარის გამოვლინება. თუ პარტნიორს დავაკისრებთ ჩვენი ბნელი მხარეების შევსება-გამოსწორებას, ნამდვილი სიყვარული იფიტება. შავი მთვარე გვაძლევს და გვართმევს კიდეც. შესაბამისად სიყვარული შეიძლება აგვერიოს მთავარი შიშის დასაძლევად „შექმნილ“ სიყვარულში.

თუ ნამდვილი სიყვარულით დასაჩუქრდით, გახსოვდეთ – ეს თქვენი ბნელი მხარის გამოსწორებაზე მნიშვნელოვანია. შიშები თქვენი გადალასახია და ეცადეთ ურთიერთობაში არ შეიტანოთ. თუ ნაკლოვანებებზე პასუხისმგებლობას თავად აიღებთ პარტნიორზე თავსმოხვევის ნაცვლად, ურთიერთობას აუცილებლად შეინარჩუნებთ. ტრაგიკული იქნება თუ სიყვარულს საჭიროებების გამო დაასამარებთ.

ასტროლოგიაში შავი მთვარე მნიშვნელოვან როლს თამაშობს, რამდენადაც ახლო ურთიერთობებში როგორც ბნელი ნაწილი თავს იჩენს. თუ მივხვდებით, რომ პარტნიორში „ვხედავთ“ ჩვენს ნაკლოვანებებს, მაშინ მათი გამოსწორებისთვის ერთი ნაბიჯი გადაგვიდგამს.

ჭეშმარიტი საჭიროებებისა და სურვილების გააზრება შინაგან სიმშვიდისა და სიყვარულის მომტანი იქნება. ახლა კი ვნახოთ ლილიტის მდებარეობების მიხედვით რა არის ჩვენი „სისუსტეები“ და სიყვარულს ვისთან ვპოულობთ.

გაიაზრეთ არამხოლოდ თქვენი შიში, არამედ პარტნიორისაც.

ლილიტი ვერძი

ამ ლილიტის მქონე ადამიანის მთავარი შიში უღირსობას უკავშირდება (ღირსების დაკარგვის შიში). რომანტიულ ურთიერთობას ართულებს იმიტომ, რომ შესაძლოა თავს ჯანსაღი და სასურველი ურთიერთობის ღირსად არ თვლიდეს. უყვარდება ის, ვინც პატივისცემას აფიქსირებს ან ღირსეულ ადამიანად თვლის, ვინც აქებს და მისით ამაყობს.

ლილიტი კურო

მისი შიში რესურსების უკმარისობას უკავშირდება, ჰგონია, რომ კომფორტული ურთიერთობისთვის რაღაც არ ეყოფა. უყვარდება ის, ვისთანაც თავს დაცულად და უსაფრთხოდ გრძნობს. ფინანსური მხარის ზედმეტი შეფასების გამო შესაძლოა კონფლიქტური ურთიერთობა ჩამოუყალიბდეს.

ლილიტი ტყუპები

მისი მთავარი შიში – უარყოფის შიშია. უყვარდება ის, ვინც იღებს როგორიც არის დადებითი და უარყოფითი თვისებებით. იდეალურ პარტნიორს მუდმივად ეძებს. კარგი იქნება თუ ისწავლის იმ ადამიანების განსხვავებას, ვინც მლიქვნელობს და ვისაც ნამდვილად მოსწონს.

ლილიტი კირჩხიბი

მთავარი შიში – მიტოვების შიშია. ნამდვილ სიყვარულს პოულობენ მასთან, ვისგანაც მხარდაჭერას გრძნობენ, ვინც პირობას უსრულებს, პასუხისმგებლობის გრძნობით გამოირჩევა. ეს მდებარეობა პარტნიორზე ზედმეტ დამოკიდებულებაში იზრდება, ამიტომ ზომიერების დაცვა სასურველია.

ლილიტი ლომი

ცვლილებების მიმართ შიშით ცხოვრობს, რაც წესრიგის, კონტროლის გადამეტებულ სურვილში გადასდის. ნამდვილ სიყვარულს „პოულობენ“ მასთან, ვინც პრიორიტეტულს ხდის, მეტ მნიშვნელობას ანიჭებს, წვრილმანებზეც დროს უთმობს. სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს პარტნიორის სურვილებზე მაღლა საკუთარი საჭიროებებისა და სურვილების დაყენების მხრივ (არ გადაამეტოს).

ლილიტი ქალწული

ლილიტი ქალწულის შემთხვევაში მთავარი შიში წარუმატებლობის შიშია. სიყვარულს პოულობენ იმ ადამიანთან, ვინც მათ შესაძლებლობებს აფასებს, მათ მიმართ რწმენას გამოხატავს („მე მჯერა შენი“). ურთიერთობებში დაუცველობას განიცდიან და შესაძლოა ამის გამო ჩამოუყალიბდეთ აზრი, რომ „ნამდვილი სიყვარული არც არსებობს“. მარცხის შიში ურთიერთობებს და ვალდებულებების აღებაში ხელს უშლით.

ლილიტი სასწორი

მარტოობის შიში აიძულებთ ისეთი ურთიერთობები წამოიწყონ, რაც მათთვის სასიკეთო არაა. ზოგჯერ მათთვის უფრო მნიშვნელოვანია „რაღაც“ ურთიერთობა ჰქონდეთ, თუნდაც რთული. ამ ფაქტს დავუმატოთ ისიც, რომ შავი მთვარე სასწორში სრულყოფილებას ეძებს, რაც ილუზიაა და ურთიერთობები (პარტნიორები) ადვილად ეცვლება. როგორც ტყუპები ლილიტის შემთხვევაში, აქაც მნიშვნელოვანია გააზრება – ნამდვილ სიყვარულს პოულობენ მაშინ, როდესაც პარტნიორი იღებს ისეთს, როგორიც არის.

ლილიტი მორიელი

დაკარგვის შიში ყველაზე ძლიერი შიშია. ნამდვილ სიყვარულს პოულობენ იმ ადამიანთან, ვინც თავს „ცოცხლად“ აგრძნობინებთ. სიყვარულს კარგავენ როდესაც ზედმეტად რისკავენ, ზღვარს გადადიან. რამდენადაც დაკარგვის შიში აქვთ, დაძაბული ან უსარგებლო სასიყვარულო ურთიერთობების შენარჩუნების ტენდენციაა. ხშირად მოსწონთ პარტნიორებად ისეთი ადამიანები, რომლებზეც „გაიმარჯვეს“ ან ვისაც „ჯილდოდ“ თვლიან (პარტნიორის საგნად გადაქცევის რისკი).

ლილიტი მშვილდოსანი

უსარგებლობის, უმნიშვნელობის შიში. სიყვარულს პოულობენ მასთან, ვისაც სიღრმისეულ დონეზე ესაუბრებიან, ფიქრობენ, ვინც ჭეშმარიტების მაძიებელია. პატიოსნებას აფასებენ. ურთიერთობა უჭირთ მათთან, ვინც ატყუებთ. მათი ურთიერთობის გაციება ტყუილის თქმას უკავშირდება.

ლილიტი თხის რქა

უარყოფისა და უღიარებლობის შიში აიძულებს შეუყვარდეს ის ადამიანი, ვინც მის გემოვნებას, მოწონებას, ინტერესებს და აზრებს ყურადღებას აქცევს. ვინც კარგი მსმენელია, ამჩნევს ლილიტი თხის რქის მქონე პარტნიორი სხვების მხიარულებას ხელს რომ უწყობს. ლილიტ თხის რქამ აუცილებელია გაიაზროს, რომ მისი გზა ყოველთვის სწორი შეიძლება არ იყოს და პარტნიორს თავისუფლად მოქცევის საშუალება მისცეს.

ლილიტი მერწყული

უუნარობის შიშის გავლენით მოსწონთ ის ადამიანები, რომლებიც ძლიერებად, „ფხიანებად“, ნიჭიერებად თვლიან. ურთიერთობაში (მოგვიანებით – ოჯახში) ძალაუფლების გადანაწილებამ შესაძლოა დიდი პრობლემები გამოიწვიოს.

ლილიტი თევზები

დაუცველობის შიში მათი მთავარი შიშია. უყვარდებათ ის, ვისაც ბოლომდე ენდობიან. ცვალებად ადამიანთან (ვინც „ფერს იცვლის”) ურთიერთობას მტკივნეულად განიცდიან და გადალახვა უჭირთ. ხშირად უჭირთ განსხვავება – ვინ არის მათთვის შესაფერისი და როდესაც ამოარჩევენ, სიმშვიდეს პოულობენ, თუმცა სიმშვიდემდე დიდი გზაა.

დამუშავებულია Laura Walker-ის წიგნის მიხედვით

სტატიის ავტორი: თამთა


About Rusa

Scroll To Top