Category Archives: მთვარის დღეები

მთვარის მე-20 დღე

სიმბოლო: არწივი სერიოზული დღეა, დაკავშირებულია სულიერ გარდაქმნასთან, კოსმიური კანონის შეცნობასთან, ეჭვების გადალახვასთან. საუკეთესო დღეა სულიერი ჭვრეტისთვის, სულიერი ტექსტების შესასწავლად, შიმშილობისთვის. უკეთესია თუ ამ დღეს სახლში გაატარებთ, ოჯახის საქმეებით, ტრადიციებით დაკავდებით. არწივი – რელიგიური გმირობის სიმბოლოა. საჭიროა დათრგუნოთ სიამაყე, ქედმაღლობა, გულგრილობა. Read More »

მთვარის მე-19 დღე

სიმბოლო: ობობა მძიმე და სახიფათო დღეა. საფრთხე შავი მაგიის ქმედებებისგან, უარყოფითი სულიერი მდგომარეობა, ცნობიერების დაშლა, მოწამვლა. ახალი იდეები და გავლენები “სატანურ ბადედ” შეიძლება იქცეს. დღე დაკავშირებულია მორალურ წმენდასთან: მონანიება, სიამაყისგან, ტყუილისგან, ილუზიებისგან, სხვების აზრებისგან გათავისუფლება. სასარგებლოა კოცონთან ჯდომა, სახლის განწმენდა სანთლის მეშვეობით (კუთხეების შემოვლით). Read More »

მთვარის მე-18 დღე

სიმბოლო: სარკე; ყინული; მაიმუნი დღე საკმაოდ პასიურია, შეიძლება იყოს მძიმეც და შეიძლება ადამიანს მოუტანოს ცოდვად დაცემა, რომელიც გამოწვეული იქნება მიწიერი ინსტიქტებისა და ცდუნებებთან ბრძოლის სურვილის არარსებობით. აუცილებელია იმუშაოთ საკუთარ ცუდ აზრებზე, უარყოთ პატივმოყვარობა და ეგოიზმი, შეიძლება შიმშილი, აბანოში წასვლა, ნაწლავების, კანის გაწმენდვა, მასაჟის გაკეთება. Read More »

მთვარის მე-17 დღე

სიმბოლო: ზანზალაკი, ზარი; ყურძნის მტევანი დღე შინაგანი თავისუფლების მოპოვებისა, დაგროვებისა, ნაყოფიერებისა, ყოფითი სიხარულისა, იდეალური სიყვარულისა, მეუღლეთა ურთიერთობისა, მხიარულებისა, სექსუალური ენერგიის სუმბლიმაციისა. დაკავშირებულია ქალური ენერგიის გარდაქმნასთან. Read More »

მთვარის მე-16 დღე

სიმბოლო: პეპელა, მტრედი ამ დღეს უმეტესად სავსემთვარეობაა. ენერგეტიკულად ყველაზე სუფთა დღეა. აღინიშნება: ჰარმონიით, წონასწორობით, სამართლიანობით.  საჭიროა შეინარჩუნოთ შინაგანი კომფორტი, ყველაფერში ზომიერება დაიცვათ. დადგა დასვენების დრო მე-12, მე-15 მთვარის დაძაბული გავლენისაგან. ეს ის დროა, როცა უნდა ვერიდოთ დაწვრილმანებას, უაზრო მოქმედებებს, ყოველგვარ დაძაბულობას და უბრალოდ დავისვენოთ ან სულაც დავიძინოთ. Read More »

მთვარის მე-15 დღე

სიმბოლო: გველი სატანური დღეა, სხეულის ვნება, ასტრალური ბრძოლები, “შინაგანი გველის” აქტივიზაცია. საჭიროა დაიცვათ სამართლიანობა, დაიცვათ ასკეტიზმი, დაამარცხოთ საკუთარი სხეული. დღე, როგორც ხალხური გამოთქმები ამბობენ: «არც წყალი, არც ღვინო», შეუძლია მოგანიჭოთ მოკლევადიანი სიამოვნებები, რომელიც შეიძლება შემდეგ შეიცვალოს მწარე იმედგაცრუებით, რაც განსაკუთრებით დამახასიათებელია სიყვარულისა და ინტიმისთვის. Read More »

მთვარის მე-14 დღე

სიმბოლო: საყვირი ნებისმიერი მნიშვნელოვანი საქმის დაწყების, ინფორმაციის გამოყენებისა და რაიმესკენ მოწოდების დღეა. შესაძლებელია სინანულის გრძნობის გაგვიჩნდეს, მელანქოლიას ავყვეთ, სხვა სამყაროსთან კონტაქტის დამყარების ალბათობაა. Read More »

მთვარის მე-13 დღე

სიმბოლო: ბორბალი (შიგნით საათის ისრის მიმართულებით მბრუნავი სვასტიკით). სულიერი ძიებისა და მისწრაფების, მაგიური დღეა. კარმაზე მუშაობის, წარსულის კორექციისა, ინფორმაციის დაგროვებისა და კონტაქტების დღეა. შეიძლება მოხდეს სხვა სამყაროებთან კონტაქტი. მისტიური პერიოდია, იხსნება ფარდა სამყაროთა შორის და ადამიანს შეუძლია გააღწიოს საზღვარს მიღმა. Read More »

მთვარის მე-12 დღე

სიმბოლო: თასი კოსმიური სიყვარულის ენერგიის ჩართვის, სიბრძნის დაგროვების, სიმშვიდის მოპოვების, ღვთაებრივი გამოცხადებების, აზრების გაწმენდის, ლოცვების, დამშვიდების, სიბრძნის გონებაზე და გრძნობებზე გამარჯვების დღეა. მთვარე გვეხმარება ავმაღლდეთ წყენაზე მაღლა და შევიგრძნოთ ყოველივეს ურთიერთკავშირი სამყაროში. კარგია  გამოიჩინოთ მოწყალება: აჩუქოთ საჩუქრები, გასცეთ მოწყალება, შეასრულოთ თხოვნები. Read More »

მთვარის მე-11 დღე

სიმბოლო: ცეცხლოვანი ხმალი, გვირგვინი ყველაზე ძლიერი ენერგეტიკული დღე. საჭიროა იყოთ ძალიან ფრთხილი და ყურადღებიანი ნებისმიერი საქმის შესრულებისას. შეიძლება ლოცვა, გასუფთავება, მაგრამ მხოლოდ საფუძლიანი მომზადების შემდეგ. უმჯობესია არ გადაიტვირთოთ და არ დაკავდეთ რაიმე სერიოზულით, მითუმეტეს თუ რამე არ იცით ან/და არაა გაწმენდილი. Read More »

Scroll To Top