მერკურის კვადრატი ნეპტუნთან

მერკურის კვადრატი ნეპტუნთან

დამახასიათებელია: მეოცნებეობა, დაბნეულობა, უიმედო, გრძნობებსა და შეგრძნებებზე ორიენტირება, ცვალებადობა, მცდარი შეხედულებები, დავიწყება, დანაკარგები, ნევროზულობა, დევნის მანია, ჭორებისა და ტყუილისთვის ხელშეწყობა, გადაწყვეტილების მიღების სირთულე. დადებითი კუთხით: ფსიქოანალიზისა და ფსიქოლოგიის მიმართ ინტერესი, ასოციაციების სიუხვე, მდიდარი წარმოსახვა.

ასპექტის მქონე ადამიანისთვის დამახასიათებელია ისეთი იდეალები, რომლებიც ხელს უშლიან ობიექტურ შეფასებებში. წარმოსახვა და იდეები აზოვნების რაციონალურ და ლოგიკურ არ შეესაბამება. შესაძლოა საკუთარი ხედვა და რეალობა ჰქონდეს, სხვებისთვის მისი აზრი გაუგებარი ჩანდეს. ოჯახურ და პირად ურთიერთობებში პასუხისმგებლობის გრძნობის ნაკლებობაა; მორცხვია ან საკუთარი აზრის დაფიქსირებას ერიდება.

ერთ საკითხზე კონცენტრირების პრობლემაა. ნაკლებად შეძლებს ორგანიზებული სამუშაოს შესრულებას. ასპექტის მქონე ადამიანს შემოქმედებითი უნარები და მდიდარი წარმოსახვის უნარი აქვს, რისი დადებითად გამოყენებაც შეუძლია პროფესიული კუთხით.

შესაძლოა გაუფრთხილებლობის გამო საიდუმლო გათქვას. სხვებთან კონტაქტი და აზრების გაცვლა პრობლემურია (ძნელად ახერხებს) აბსტრაქტული, სუბიექტური შეხედულებების გამო. ასპექტის მქონე ადამიანს სხვების ქვეცნობიერი მოტივების გამოცნობა შეუძლია, რის გამოც მათი ქცევის წინასწარ გამოცნობა უადვილდება. როგორ იყენებს ამ ცოდნას – მთლიანად რუკაზეა დამოკიდებული.

მერკურის კვადრატი: თუ აზრი გონებაში მომწიფდა, მაგრამ სიტყვებში არ გამოვლინდა  .. ცუდად მოიწვიეს

მერკურის კვადრატი იძლევა დიდ სირთულეებს პლანეტის პრინციპების ქმედებების დროს რაციონალურ აზროვნებასა და მეტყველებაში. აქ მნიშვნელოვანია რომელი პლანეტა იქნება ძლიერი. თუ მერკურია ძლიერი, პლანეტის სფეროებში ადამიანის აზრი და წარმოსახვა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და ჭკვიანური ჩანს მიუხედავად მეორე პლანეტის პრინციპების უარყოფისა. ან ადამიანი რაციონალურად მის პრინციპებს ვერ იგებს (სიღრმისეული აზროვნების მიუხედავად). თუ კვადრატში მეორე პლანეტაა ძლიერი, აზროვნების პროცესი მისი დისჰარმონიული გავლენის ქვეშ იქნება მოქცეული (ნიშნისა და სახლის მიხედვით. სახლი, რომელშიც პლანეტაა მეტ გავლენას ახდენს სახლზე, რომელშიც მერკურია; ნიშანი, რომელშიც პლანეტაა უცერემონიოდ ერევა იმ ნიშნის გამოვლენის სტილში, რომელშიც მერკურია).

საერთოდ, მერკურის კვადრატისთვის დამახასიათებელია ძლიერი მენტალური დაინტერესება პლანეტის სფეროებში. პირველ რიგში ეს ვლინდება პლანეტით მართულ საქმეებში დამახინჯებულ წარმოდგენაში, ფრაგმენტულ ხედვასა და გაგებაში. თავად ადამიანს ამის დაჯერება უჭირს, მიუხედავად აშკარა წარუმატებლობისა და დაბრკოლებებისა.

ასპექტის დამუშავების დონე კარგად ვლინდება მეტყველების სტილში, როცა ადამიანი პლანეტის პრობლემებზე საუბრობს. დაბალ დონეზე მერკურის კვადრატის მქონეს მოსწონს სხვების სწავლება, მათ ხარჯზე თვითგანმტკიცება იმ დროს, როცა თემაზე წარმოდგენად არ აქვს.

დამუშავება ითხოვს მუდმივ მუშაობას პლანეტარული პრინციპების მენტალურ აღქმაზე, მასზე პირდაპირ მენტალურ ზემოქმედების მოხდენაზე უარის თქმა, სპეკულაციებზე უარის თქმა. შემდეგ უნდა გადალახოს არაბუნებრივი სისულელე (რაც ვლინდება პლანეტის სფეროებში ახლის გაგების დროს) და რაციონალური აზროვნების განვითარების წინააღმდეგ გამოვლენილ ემოციურ აფეთქებებს არ დანებდეს. გვახსოვდეს – მერკურის კვადრატი პლანეტის პრინციპების სიღრმისეული გაგების მქონე  ადამიანების პოტენციური ასპექტია.

ნეპტუნის კვადრატი: დიდი შინაგანი პატიოსნებაა საჭირო მისი ნაკლებობის აღმოსაჩენად

რთული ასპექტია. ნეპტუნის კვადრატი იძლევა მედიტაციის დამახინჯებას დაბალ დონეზე, რაც ადამიანს ამოუხსნელად იზიდავს. პლანეტის პრინციპების გაგება რთულია, ჭეშმარიტი და მცდარი გაგება, ილუზია ერთმანეთში ირევა, რომელთა დაჯერება და უფრო მეტად განშორება ადამიანს უჭირს. ნეპტუნი ატყუებს ადამიანს, ინდივიდი ატყუებს სამყაროს და საკუთარ თავს, შემდგომ ტყუილს ამჩნევს და რა საკითხსაც არ უნდა ეხებოდეს (თუნდაც საკუთარი თავის რწმენას) დაჯერება უჭირს, მაგრამ მხოლოდ დროებით. შემდგომ იგივე მეორდება – სამყაროს ატყუებს და თავს იტყუებს.

ამ ფაქტს შეუძლია გამოიწვიოს სასოწარკვეთა ან უმაღლესი ძალებისკენ ძლიერი სწრაფვა. შედეგი რთულად პროგნოზირებადია, ინდივიდი ყოველთვის უნდა იყოს მზადყოფნაში და არ იფიქროს ყველაფერმა ჩაიარა. ამ შემთხვევაში დაბალი საწყისი მედიტაციის დაბალი და ბინძური საშუალებებით იკვებება (მაგ: ალკოჰოლი, ნარკოტიკული საშუალებები, ოჯახური სკანდალი და ა.შ.).

მაგალითად, სატურნ-ნეპტუნის კვადრატმა შესაძლოა წარმოშვას არაფრის კეთებისგან სიამოვნება, დამახასიათებელი იქნება “გამოსწორების” მცირე მცდელობები >> მაზოხისტობისა და უმაქნისობისგან დიდხანს მედიტაცია (ტკბობა) >> “გამოსწორების” მცირე მცდელობები და ასე ციკლურად. საბოლოოდ, ციკლში უახლოესი ნათესავები და ფსიქოანალიტიკოსები ერთვებიან.

ასპექტის კარმული მნიშვნელობა თვითმოტყუებისა და დაბალი დონის მედიტაციის (ე.წ. „ტკბობის“) დამუშავებას ნიშნავს პლანეტის სფეროებში. დამუშავება რთულია, დაბალი დონის მედიტაციის ყველა საშუალებაზე უარის თქმას და პლანეტასთან დაკავშირებულ სფეროებში პატიოსან, კონსტრუქციულ მუშაობას მოიცავს. მაღალ დონეზე ინდივიდი აღწევს კოსმიური სიყვარულის გაგების უნარს, მათ შორის მისი რეალობაში გამოვლენის საშუალებებს ხედავს.  ის სეიძლება სხვების თვალში ნათელმხილველად, წმინდა ადამიანად იქცეს, მაგრამ პლანეტის სფეროებში სამყაროს წინაშე დანაშაულის განცდა არასდროს ტოვებს.

წყარო: Het Monster, ქეთრინ ობიე, ავესალომ პოდვოდნი, ფრენსის საკოიანი, შესტოპალოვი და სხვა წყაროები.


About Tamta

Scroll To Top