მერკურის პრინციპები

მერკურის პრინციპები

მერკურის პრინციპები დაკავშირებულია ადამიანის მისწრაფებასთან, კონტაქტში შევიდეს გარესამყაროსა და გარშემომყოფებთან; გაიგოს საკუთარი და სხვების რეაქციები.

1.კავშირი

(ბიოფიზიკური დონის)

კავშირის პრინციპი ასახავს ადამიანის მეტყველების ან სხვა, არავერბალური, საშუალებით ინფორმაციის გადაცემისა და მიღების უნარს. ლოგიკურად,ის დაკავშირებულია გონებრივი აქტიურობის ფუნქციებთან. ტვინი, როგორც სწავლის ორგანო, მეხსიერებაში სახებებსა და გრძნობებს ინახავს. ის ადგენს კავშირს ჩვენს წარმოდგენებსა და რეალობას, ასევე გარე მოვლენებს და ჩვენს რეაქციებს შორის. ადამიანის ხასიათში მოცემული პრინციპები ისეთი შტრიხებით ვლინდება, როგორიც არის ცოდნისმოყვარეობა და ცნობისმოყვარეობა, სწავლისა და ანალიზის უნარი, ინფორმაციის მიღებისა და გადაცემის მეთოდები. სწორედ ამიტომ, მერკურის ბიოფიზიკური პრინციპი მართავს მეტყველებას, მიმიკებს, ჟესტიკულაციას, მოტორიკას, კალიგრაფიას.

მერკური შიდა პლანეტაა (მისი ორბიტა მზესა და დედამიწას შორის მდებარეობს) და რადგან ის სწრაფად მოძრაობს (1,2/1,5 გრადუსით დღე-ღამეში), თითოეული ადამიანი თავად ირჩევს გარესამყაროსთან, ახალ მოვლენებთან, ადამიანებსა თუ ნივთებთან კონტაქტში შესვლის მეთოდს, რომელმაც მისი პიროვნული ინტერესი დაიმსახურა და როგორც თავად მიაჩნია, მისი გაგება შეუძლია.

კავშირის პრინციპი ასტროლოგიაში დაკავშირებულია „ინტელექტის ტიპთან“, რომელიც აბსტრაქტული და ხატოვანი ან ლოგიკური და ტექნიკური აზროვნების სახით ვლინდება. ის განსაზღვრავს ადამიანის დამოკიდებულებას სქემებთან, სისტემებთან, მანქანებთან ან ადამიანებთან. ინტელექტის დონე დამოკიდებულია ადამიანის თანდაყოლილ უნარზე, ჩამოაყალიბოს, შეინარჩუნოს და საკუთარ თავს დაუკავშიროს თავისი წარმოდგენები გარესამყაროზე. ეს მერკურიული პრინციპი პასუხისმგებელია ასევე ადამიანის უნარზე,კონტაქტში შევიდეს სხვებთან, მიიღოს და გადასცეს საჭირო ინფორმაცია. ისვე განსაზღვრავს დამოკიდებულბას უახლოეს გარემოცვასთან: ძმებთან,დებთან, მეზობლებთან, თანატოლებთან და თანამშრომლებთან_ყველასთან, ვინც ინდივიდს სხვადასხვა ცნობას აწვდიან გარესამყაროსა და ადამიანებზე.

კავშირის პრინციპი პასუხიმგებელია ასევე ახლო მოგზაურობებზე (რადგან მერკური არ შორდება დიდი მანძილით მზეს), ნებისმიერ სტრანსპორტო საშუალებასა და  ფოსტაზე.

 

2. ორობითობა/დუალიზმი

(ფსიქო-სოციალური დონის)

მერკურის ხშირად უწოდებდნენ „ღვთაებრივ წყალს“, „წყალს, რომელიც ხელებს არ ასველებს“. იმავდროულად, ის წარმოადგენს ცეცხლს _ “საიდუმლო ჯოჯოხეთის ცეცხლს. სამყაროს სასწაულს. უზენაეს ძალთა სისტემას უმდაბლესთაგან“, ასევე „ბუნებრივი სინათლის ყოვლისმომცველ ცეცხლს,რომელიც საკუთარ თავში ციურ სულს ატარებს“. მერკური არაპროგნოზირებადია,რადგან მასში ჩადებულია წინააღმდეგობები ერთიანობაში. ამიტომ ზუსტად არავინ იცის, რომელი სახით არის ის წარმოგზავნილი ღვთისგან. მერკურიზე საუბრისას, ალქიმიკოსი იტყვის: “ ჩემი წყალი და ცეცხლი ანადგურებენ და აერთიანებენ ერთდროულად“.

მერკურის ორობითობა ადამიანს საშუალებას აძლევს იყოს მოქნილი, გონებამახვილი, ირონიული, სარკაზმამდე დამცინავი და ცინიკური. მერკურისგან მოტანილი სიტყვას შეუძლია გააცოცხლოს და გააბედნიეროს ერთი და მოკლას და გააუბედუროს მეორე. მას შეუძლია ერთი აზრი ამცნოს „უმაღლეს“ (განვითარებულ) და სხვა აზრი გადასცეს „უმდაბლეს“ (განუვითარებელ) არსებებს.

მერკური ელექტროობის გამტარია. შესაბამისად, ის საკუთარ თავში მოიცავს ადამიანის პოტენციალის დადებით და უარყოფით პოლუსებს. ის არის ყველგან, რაც სამყაროში დაფუძნებულია ბიპოლარობაზე. ეს არის ახალგაზრდობა და სიბერე, მასკულინური და ფემინური, უძლიერესი და უსუსტესი, სითბო და სიცივე, სიკვდილი და აღდგომა, ხილული და უხილავი, უმძიმესი და უმსუბუქესი და ა.შ. ის მოძრაობს ზემოდან (ნათელი ღთაებრივი სამყაროდან) ქვემოთ (ბნელ ადამიანურ სამყაროში).

ორობითობის პრინციპი ადამიანის ხასიათში პარადოქსალიზმით, ორაზროვნებითა და  წინააღმდეგობრიობითა სახით ვლინდება. ის დაკავშირებულია შეცნობის სიხარულთან და სახიფათოა მათთვის, ვინც ფიქრობს, რომ ყველაფრის შეცნობა შეუძლია. ორობითობა აჩვენებს, რომ ის, რაც გარკვეული დროის წინ ნოვატორულად და პროგრესულად ითვლებოდა, უცებ მოძველებული, მავნებელი და განვითარების შემაფერხებელი მუხრუჭი ხდება. ეს პრინციპი ასახავს სამყაროს მუდმივ ცვალებადობას. აჩვენებს, რომ ერთიდაიგივე მოვლენითა და აღმოჩენით ზოგი პოზიტიურად, ზოგიც დესტრუქციულად სარგებლობს.

შესაბამისად, ეს პრინციპი ადამიანისგან მოითხოვს მოქნილ მენტალურ აღქმას ცვლილებების მიმართ. ის დაკავშირებულია ადამიანის უნართან, სწრაფად ადაპტირდეს ახალ გარემოსთან, ახალ მოვლენებთან, გადაუხვიოს უკვე არჩეულ გზას, გაჰყვეს სხვა თანამგზავრებს, აღიაროს სამართლიანად განსხვავებული ხედვის წერტილი. ეს უნარი შეიძლება, პროფანაციის შედეგად, გადაიზარდოს ღალატში, მუხანათობაში, ცბიერებაში, თუმცა, მეორეს მხრივ, საღად აზროვნების უნარსა და საზრიანობაშიც. როგორც ალქიმიკოსები მერკურიზე ამბობდნენ: “სიკეთე კეთილთან, ბოროტება ბოროტთან“.

მოცემული პლანტარული პრინციპი ადამიანში ავითარებს მოთხოვნას, კარგად გაანალიზოს თავისი ქცევები და უპოვოს გონივრული ახსნა და აზრი საკუთარ რეაქციებს.

ორობითობის პრინციპი საფუძვლად უდევს იუმორის გრძნობასაც, რაც დაკავშირებულია ადამიანის უნართან დაიჭიროს სასაცილო მომენტები ტრაგედიაში და პირიქით, დაინახოს ტრაგედია სასაცილო სიტუაციებში. ის განსაზღვრავს სუბიექტის მიდრეკილებას პოზიტიური ან ნეგატიური აზროვნებისკენ. ამ პრინციპის წყალობით ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ, რატომ ხდება ისე, რომ ერთსადაიმავე სიტუაციაში, ერთნი მხიარულებენ, სხვები იწყენენ.

ეს პრინციპი განაპირობებს ისეთი მოვლენების არსებობას, როგორიც არის ტყუილი, თაღლითობა, მანიპულაცია (როდესაც ვიღაცის სიტყვების, მენტალური ზემოქმედების გავლენით ჩვენ სხვანაირად ვხედავთ ნივთებსა და მოვლენებს, ვიდრე მოგვიანებით ვიხილავთ). ამიტომ მერკური დაკავშირებულია ადამიანის უნართან, მოატყუოს და მოტყუვდეს. ამ პრინციპის გამო ჩვენ შეიძლება თავიდან ერთი შეხედულება შევიქმნათ ადამიანზე და შემდეგ შევიცვალოთ აზრი; სრულიად გულწრფელობით გამოვთქვათ საკუთარი შეხედულება ამა თუ იმ საკითხზე და გარკვეული დროის შემდეგ გადავთქვათ ან მნიშვნელოვნად გადავაკეთოთ; ავხსნათ საკუთარი ქცევები ჯერ ერთი  და შემდეგ განსხვავებული მოტივებით. ორობითობის პრინციპით ჩვენ გვესმის, რომ დასკვნები, რომელიც მოვლენაზე თუ ადამინზე გამოვიტანეთ,საბოლოო არ არის და კიდევ შეიცვლება. ამიტომ, ის აყალიბებს ისეთ თვისებებს, როგორიც არის სიფრთხილე, უნდობლობა, წინდახედულება, აკურატულობა, ზედმიწევნითობა. ის გვაიძულებს ადამიანთა სიტყვებსა და ქცევებში ქვეტექსტები და ფარულად დაშიფრული აზრები ვეძებოთ.

 3. ნეიტრალიტეტი

(იდეალური დონის)

ინტელექტის დონის აქტიურობა, რომელსაც ადამიანი იყენებს და ავლენს,განისაზღვრება მისი უნარით, ჩამოაყალიბოს სწორი წარმოდგენა სამყაროზე_სწორი, მაშასადამე ობიექტური და ემოციების გავლენისგან თავისუფალი (რომლებიც სახებებს ამახინჯებენ და ადამიანს აბრმავებენ ფაქტების წინაშე). მერკურიმ, როგორც ღვთაებრივი ნების გადამცემმა, სწრაფად და ზუსტად უნდა გადასცეს ღვთაებრივი გზავნილი. შემდეგ ასევე სწრაფად ჩააბაროს ღმერთებს ანგარიში, მათი ნების აღსრულების შესახებ.

წელიწადში სამჯერ მერკური მზიდან დედამიწისკენ იცვლის  მიმართულებას. შუამავლის ფუნქცია დაკავშირებულია კონკრეტული ინფორმაციის ზუსტად და ცხადად გადაცემის უნართან. მერკური და ვენერა მზის უახლოესი პლანეტები არიან და ყველაზე მეტად  განიცდიან მასზე დამოკიდებულებას. ისინი მზის ენერგიას გადასცემენ. იმავდროულად, ელექტრომაგნიტური ველის კონკრეტულ გამოვლინებებს განსაზღვრავენ. მერკური მართავს ელექტრობას, ვენერა_მაგნიტიზმს. მერკურის ელექტრობა წარმოადგენს ორგანული ცხოვრებისა და პოტენციალის დინამიურ ბირთვს, რომელიც ყველა ცოცხალ ორგანიზმში  უჯრედშორის გაცვლას, მეტაბოლიზმს უზრუნველყოფს. ნერვულ სისტემაში ეს ენერგია ინარჩუნებს კუნთების აქტივობას და სენსორულ სიგნალებს უგზავნის თავის ტვინს, რომელიც ფსიქოლოგიურ დონეზე განსაზღვრავს აზროვნების პროცესს.

მერკურის მესამე პრინციპი ნერვული სისტემის მდგომარეობას  და ორგანული ელექტრონული პოტენციალის ხარისხს ირეკლავს, რომელიც, თავის მხრივ, პასუხიმგებელია მის სიცოცხლისუნარიანობაზე. ეს პრინციპი ვლინდება ადამიანის მოთხოვნით, იცოდეს ფაქტები, პარამეტრები, გაბარიტები _ დაიკმაყოფილოს რეალობის  აღქმის მოთხოვნა. სუბიექტის ხასიათში ის გამოიხატება სიმკვეთრით, დაწვრილმანებით, ჩაკირკიტებით, სკრუპულოზურობით, დეტალებზე ყურადღების გამახვილებით, ფხიზელი და ანალიტიკური აზროვნებით.

მერკურის დამცავი მექანიზმი ვლინდება რაციონალიზაციის სახით_ადამიანის მოთხოვნით, ლოგიკურად ახსნას ის, რაც გაუგებარია მისთვის. ასეთი ახსნა ადამიანს ტრავმატულ განცდებს არიდებს.

მერკური პასუხიმგებელია მოზარდის ასაკის პერიოდზე (უფრო ზუსტად,7-21 წლამდე ეტაპზე), როდესაც ადამიანს განსაკუთრებულად აქვს განვითარებული სწავლის უნარი; როდესაც ის ძლიერ ცნობისმოყვარეობასა და ცოცხალ ინტერესს ავლენს სამყაროს მიმართ. ამავე პერიოდის ეპიცენტრში ხდება საკუთარი სქესობრივი ორიენტაციის გაცნობიერებაც.

 

მერკურის როლები რადიქსში: ძმა, და, მოზარდი, მოსწავლე, სტუდენტი, მეზობელი, ამხანაგი, ნაცნობი, თანატოლი, ნათესავი, თანამშრომელი. მომსახურების ან კავშირგაბმულობის სფეროს წარმომადგენელი, კურიერი, ასაკით ან სოციალური მდგომარეობით უმცროსი ადამიანი. შუამავალი, ჟურნალისტი, დიქტორი, მწერალი, ორატორი, თარჯიმანი, იმიტატორი, ილუზიონისტი, პაროდისტი, ექიმი, გამცილებელი, ვაჭარი, გიდი, გამვლელი, თანამგზავრი.

მერკურის მდგომარეობები: ანალიზი, გაგება, მეტყველება, წერა, კითხვა, გამოკვლევა, დაკვირვება, გამოთვლა.

მერკურის მოვლენები: საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაბარება. სწავლის დაწყება. მოკლე მანძილზე მოგზაურობა, ექსკურსია, მივლინება, გადაადგილება. ხანმოკლე თათბირები. სიტყვით ან წერილობით გამოსვლა. პუბლიკაცია, აზრთა გაცვლა, საუბარი, შეხვედრა, მოლაპარაკება; ცნობის, საბუთებისა და ინფორმაციის მიღება.

მერკურის გავლენა ფიზიკურ სხეულზე:  ხელები,  ჟესტები, მიმიკა, სასუნთქი და ნივთიერებათა ცვლის ორგანოები, ხრტილები და მყესები.

მერკურის მეტალი: ვერცხლისწყალი.

მერკურის ფერთა გამა: „მე ბუნების სინათლეს შევიცავ,მე  ნათელი და ბნელი ვარ… და მზის სხივების წყალობით, ჩემში ყველა ფერი თანაბრად ელავს“.

სტატიის ავტორი  Qet Adastra


About Qet

Scroll To Top