მზე ქალწულში, მთვარე ნიშნებში

მზე ქალწულში, მთვარე ნიშნებში

მზე ქალწული, მთვარე ვერძი

საკუთარ თავში იმდენად დარწმუნებული არაა, როგორც სურს ჩანდეს. მიუხედავად დინამიურობისა და საქმიანობისა, შინაგანად გაუბედავია. თუ ხელმძღვანელ პოსტზე დაინიშნა, დაკისრებული მოვალეობების ბოლომდე შესრულების გარანტია არ არსებობს. მისი ბუნება ურთიერთსაწინააღმდეგოა, რადგან მისი მორალური გამბედაობა ყოველთვის ვერ პოულობს პრაქტიკულ გამოხატვას.

კეთილშობილური იდეების გამოხატვა სიტყვებით უადვილდება, საქმით გამყარება – კი ნაკლებად. შესაძლოა დაწყებული საქმეების დასრულებას ვერ ახერხებდეს, რადგან მალე ბეზრდება. თუ ისწავლის საქმე სხვანაირად დაასრულოს, შედეგის შეუცვლელად მიდგომის გზა შეცვალოს – მეტს მიაღწევს.  შესანიშნავი გონებრივი მონაცემები აქვს, მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას – მისი გონება კრიტიკულ-ანალიტიკური უფროა, ვიდრე შემოქმედებითი.

საკმაოდ პატივმოყვარეა და საკუთარ წრეში ლიდერის პოზიციის დაკავების სურვილი აქვს. პირად აღიარებაზეა ორიენტირებული და შესაძლოა ურთიერთობებში ოდნავ ცივი ჩანდეს. მისთვის სიყვარული ნაკლებად მნიშვნელოვანია, ქორწინება ხშირად გონებაზეა დაფუძნებული. გრძნობებზე მეტად იდეებს ანიჭებს უპირატესობას. სასურველია სხვა ადამიანების გრძნობებსა და განცდებს მეტი ყურადღებით მოეკიდოს.

მზე ქალწული, მთვარე კურო

წარმატებისა და იღბლიანობის მხრივ ერთ-ერთი გამორჩეული მდებარეობაა. მატერიალური პრობლემები ნაკლებად აწუხებს, თავისი ნევროზულობით პრობლემა შეიძლება პრობლემა თვითონ შექმნას. შეიძლება ითქვას მასზე დაბადებიდანვე იზრუნეს: ხელმძღვანელი პოსტის დაკავების კარგი შანსი აქვს. თუ მზეს ან მთვარეს უარყოფითი ასპექტი (კვადრატურა, ოპოზიცია) არ აქვს სხვა პლანეტებთან – პატივმოყვარეობა დამახასიათებელი ნაკლებად იქნება, წყნარი ცხოვრებით ტკბება და აქტიურად მოქმედებს.

ბუნებით მშვიდია, აუღელვებელი ხასიათით გარშემომყოფების მოწონებას ადვილად იმსახურებს. მას აღიარება, დაფასება უფრო მემკვიდრეობით ერგება, ვიდრე წვალებით. ამიტომ შესაძლოა ენერგიულობა ნაკლებად ჰქონდეს განვითარებული, რაც რთულ სიტუაციებში გამომუშავდება.

პირად და საქმიან ურთიერთობებში გონიერი ადამიანია. ცხოვრებაში შემოწმებული, ნაცადი გზებით უყვარს სიარული და აღებული კურსიდან იშვიათად უხვევს. პირად ურთიერთობებში მუდმივი, ერთგული, კონსერვატული პარტნიორია, ვიდრე ვნებიანი. ბევრ საკითხს იღებს როგორც აუცილებლობას, შესაძლოა ამის გამო „მშრალი“ ადამიანის შთაბეჭდილება დატოვოს.

მზე ქალწული, მთვარე ტყუპები

ინტელექტი მისი სიძლიერე და სისუსტეა. სიძლიერეა, რადგან რაციონალური, ანალიტიკურია, დეტალების შეერთებასა და არეულ საკითხებში გარკვევას სწრაფად ახერხებს. ხოლო სისუსტეა, რადგან ინტელექტუალური საკითხების გადაწყვეტისას ემოციურ მხარეს ნაკლებად განიცდის (და რომელსაც არანაკლები ყურადღება უნდა). მისი ცხოვრება ლოგიკას ეყრდნობა და იბნევა, როცა ემოციური გადაწყვეტილებებსა და საკითხებს აწყდება.

რომანტიული ან ვნებიანის ნაცვლად სენტიმენტალურია, სასიყვარულო ურთიერთობებში კი შესაძლოა არასაიმედო და გადაუწყვეტელი იყოს. ბუნებით დამოუკიდებელია და შესაძლოა ახლო ურთიერთობებს ერიდებოდეს (ემოციური მიჯაჭვულობის გამო). მაგრამ როცა ვინმესთან ბედის დაკავშირებას გადაწყვეტს – კრიტიკულობა ამ სფეროშიც ვლინდება: ნებისმიერ ადამიანში ნაკლოვანებებს ადვილად აღმოაჩენს ხოლმე, გრძნობას კი უკანა პლანზე წევს.

შესაძლოა ინტელექტუალური სნობიზმი ახასიათებდეს – მასზე ინტელექტით ან განათლებით ნაკლებ ადამიანებთან ურთიერთობას გაურბის. წარმატების მისაღწევად ნებისმიერ საშუალებას იყენებს და ყურადღებას არ აქცევს გზაზე შემხვედრ ადამიანებს. შთაბეჭდილების მომხდენი ადამიანია, მაგრამ კომპლიმენტის დროს ემოციურზე მეტად  ინტელექტუალურ კომპლიმენტზე რეაგირებს. მუდმივი მუშაობისა და ინტელექტუალური პაექრობის გამო სასურველია ფიზიკური და ემოციური ჯანმრთელობას ყურადღება მიაქციოს. ვარჯიში და სულიერი დასვენება მისთვის აუცილებელიც კი არის.

მზე ქალწული, მთვარე კირჩხიბი

იდუმალი, მგრძნობიარე და მორცხვია. წლებთან ერთად საკუთარ თავში დარწმუნებულობა ემატება. თუმცა, თითქმის არ გამოსდის ზოგიერთი  მანერისა და საზოგადოებრივი წესების დაცვის „გამოსწორება“. თავაზიანი და მომხიბვლელია, რაც საკმაოდ კარგად იმალება მისი მორცხვობისა და მგრძნობიარობის უკან. მოსიყვარულე ადამიანია, მაგრამ განმსჯელიც, ეს კი მორცხვობის გამო მოსდის და არა სიამაყის. ნაზი, ერთგული და მგრძნობიარეა პირად ურთიერთობებში. სასიყვარულო პარტნიორებს ემოციებთ  აფასებს და ადვილად მინდობი ხდება.

როგორც წესი, მის წრეში მიღებული წესებით ხელმძღვანელობს, მაგრამ დროდადრო საკუთარი მიზნების შესაბამისად შესწორებების შეტანა შეუძლია. ყოველთვის თადაცვით პოზიციაშია და საკმაოდ გამომგონებლობით სწრაფად იგონებს მიზეზებსა და გამართლებას თუ რატომ შეიძლება ჩაითვალოს მისი ზოგიერთი ქცევა კარგად, როდესაც სხვა ადამიანის იგივე ქცევა შეიძლება გაუმართლებელი იყოს.

როცა საქმე ემოციებს ეხება და ადანაშაულებენ, ლოგიკა თითქმის მთლიანად ტოვებს, სასოწარკვეთილებაში ვარდება, საიდანაც ამოძვრომა მისთვის კარგად ცნობილი მეთოდებით ახერხებს. საკუთარ მგრძნობელობას ჯავშანში ფარავს, რის წინაშეც უძლურია ლოგიკური მსჯელობა და გრძნობები. ამ ციხესიმაგრიდან გამოსვლა მხოლოდ საკუთარი ნებით შეუძლია.

მზე ქალწული, მთვარე ლომი

ესაა ადამიანი, რომელიც ეჭვს არ იწვევს და მოვალეობებს უძღვნის თავს. რა გრძნობაც არ უნდა ტრიალებდეს მის შიგნით, გრძნობები სწორი და ღირსეული გზიდან ვერ გადაახვევინებს. შედეგად ყოველთვისაა რისკი, რომ სხვები საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენებენ. თუ თავი ვალდებულად ჩათვალა – აუცილებლად შეასრულებს.

ამ მდებარეობის მქონე ადამიანს შეუძლია ნებისმიერ პოზიციას მიაღწიოს, მთავარია ირწმუნოს, რომ სხვების ხელმძღვანელობის უნარი აქვს და ეს პრაქტიკაში გამოავლინოს. საკუთარი თავის სჯერა, მაგრამ არ სწამს, რომ შეუძლია სხვა ადამიანებმაც დაიჯერონ მისი. შესაძლოა განცდა ჰქონდეს, რომ გარშემომყოფები ვერ აფასებენ; ამასთანავე, უცდის იმ დროს, როცა ადრე თუ გვიან სხვები შეამჩნევენ.

მისი შესაძლებლობები მუშაობის პროცესში ვლინდება. გადაწყვეტის უნარი და აგრესიულობა მეტ წარმატებას მიაღწევინებს. სასურველია შიშზე („მე არაფერი გამომივა“) იმუშაოს, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა აიღოს და  შესაძლებლობები გამოავლინოს.

მზე ქალწული, მთვარე ქალწული

მის ცხოვრებაში ინტეელექტუალური ინტერესები სჭარბობს. ნაზი, სენტიმენტალური და სანდო ადამიანია. მიუხედავად ოჯახზე და ახლობლებზე ზრუნვისა, მისი ცხოვრების წამყვანი მხარე მაინც ინტელექტუალური მუშაობა და ინტელექტის პროდუქტებია. პირად ურთიერთობებში ინტელექტუალურად თანასწორ ადამიანს ეძებს.

სნობიზმამდე მისული შერჩევითობა ადამიანებთან ურთიერთობაში ხელს უშლის. საკმაოდ მომთხოვნია, როცა საქმე ნაცნობებს, საკვებს, ტანსაცმელსა და ავეჯს ეხება. შესაძლოა საკმაოდ კრიტიკული რეაქციაც ჰქონდეს მისი გემოვნების დაწუნებისას. ასეთი შერჩევადობა საზოგადოებრივად მიღებულ ჩარჩოებშიც აქცევს. რაც არ უნდა უცნაური იდეა გაუჩნდეს, საზოგადოებრივ ტრადიციებს არ აბიჯებს.

ამ მდებარეობის ადამიანი მორალისტია, მაგრამ მეტად აღელვებს საზოგადოებრივი მორალი. ყოველთვის წესრიგისა და კანონის მხარესაა და როცა იმ აზრამდე მივა, რომ საზოგადოებაში წესრიგი უნდა შეიცვალოს – თვლის, რომ შეცვლა ნელ-ნელა, ეტაპობრივად და უმტკივნეულოდ უნდა მოხდეს. შინაგანად რევოლუციონერი არაა. მისთვის მნიშვნელოვანია მშვიდობა. მზით და მთვარით ქალწული კარგი აღზრდითა და განათლებით გამოირჩევა. სამსახურში კარგი შემსრულებელი და თანამშრომელია. გამოირჩევა ყურადღებითა და სიზუსტით.

მზე ქალწული, მთვარე სასწორი

თვითკმარი, ჭკვიანი, განმსჯელი, გარეგნულად მიმზიდველი ადამიანია. შესაძლოა მსუბუქად გამკრიტიკებლის შთაბეჭდილებას ტოვებდეს. საკუთარ ქმედებებში, ნაცნობებში, სამოსში შერჩევითია. სადმე წასვლას სახლში წიგნის კითხვას ამჯობინებს. პირველ რიგში საკუთარ თავზე ზრუნვა მოსწონს, ამასთანავე – სნობია, რაც თავიდანვე არაა შესამჩნევი. შეუძლია ცხოვრება ისე წარმართოს, მისთვის უინტერესო, მოსაწყენ ადამიანებთან ყოფნა არ მოუწიოს. შესაძლოა სოციალურ მდგომარეობას მეტ მნიშვნელობას ანიჭებდეს. მისი მანერების უკან  მყარი გადაწყვეტილება იმალება – იცხოვროს ისე, როგორც სურს. მისი ცხოვრებისეული პრინციპია – ‘“იცხოვრე და სხვასაც მიეცი ცხოვრების საშუალება“.

იმდენად თვითკმარია, შესაძლოა ვნება და ემოციები არცთუ მნიშვნელოვან ადგილს იკავებდეს. სასურველია მეტი ყურადღება დაუთმოს პირად ცხოვრებას. იმდენად გამგები, მომთმენი და რაციონალურია, ნაკლებადაა სავარაუდო, რომ გრძნობები ტკივილს მიაყენებს.

როცა საქმე მის ცხოვრებას ეხება – მორალისტია, მაგრამ სხვებს იშვიათად აკრიტიკებს, რადგან ესმის, რომ ადამიანები საკუთარი აზრით ცხოვრობენ. საზოგადოებრივ ტრადიციებს პატივისცემით ექცევა, მაგრამ შეასაძლოა მისი პირადი ცხოვრება წესრიგიდან შორს იყოს. თვლის, რომ მისი ცხოვრება მხოლოდ მას ეხება იქამდე, სანამ პირადულზე არ საუბრობს. არ უყვარს კამათი და მის ასარიდებლად დიპლომატიას ხშირად იყენებს. თუ ამ ადამიანს ერთი სიტყვით დავახასიათებთ, ეს სიტყვა „პაციფისტი“ იქნება.

მზე ქალწული, მთვარე მორიელი

ჩანს და იქცევა როგორც ინტელექტუალი, მაგრამ მისი მთავარი მამოძრავებელი ძალა ემოციურ ბუნებაშია. საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, ეს მის აზროვნებაზე ანაბეჭდს ტოვებს. არ შეუძლია დაიჯეროს ის, რაც მისი შინაგანი ემოციური მიდრეკილებებისთვის (ჩვევებისთვის) უცხოა, ამრიგად  რა თეორიაც (სფეროც) მიიზიდავს – ნებისმიერის აქტიური მომხრე შეუძლია გახდეს. იმიჯის არჩევა აქტიურად განისჯება (განიხილავს). სინამდვილეში საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბების დროს ხელმძღვანელობს არა გონებით, არამედ ინტუიციით.

გარშემომყოფებისთვის მისი მხრიდან არგუმენტების გამყარების გარეშე საკუთარ პოზიციაზე დგომა აღიქმება როგორც  პიროვნების, ბუნების მთლიანობა. იდეების გასამართლებლად მიზეზებს ადვილად პოულობს, მათ მნიშვნელობაში სხვების დარწმუნება გამოსდის. მისთვის კამათში მნიშვნელოვანია გამარჯვება და არა ჭეშმარიტება. ცხოვრების პირველ ნახევარში ჯერ კიდევ არ იცის, რომ კამათში შეუძლია მოიგოს რამის დამტკიცების გარეშე. შეიძლება დარწმუნებით ითქვას, რომ იმ რადიკალ თეორეტიკოსებს შორისაა, რომლებიც ქაღალდზევე ამტკიცებენ ნებისმიერი რეფორმის მიზნებს, მნიშვნელობას, დამარწმუნებელ დიაგრამებსა და სქემებს ხაზავენ მიუხედავად იმისა, მათი გეგმა მუშაობს თუ არა.

დაბადებით მისიონერია, აინტერესებს სხვების დარწმუნება მათი იდეების ჭეშმარიტებაში, ამასთანავე გულწრფელადაა დარწმუნებული, რომ თუ მის იდეას გაითვალისიწინებენ, მასში (იდეაში) ბოლომდე იქნებიან დარწმუნებულნი. ჭკვიანია, მაგრამ არა რეალისტი. წარმატებას მიაღწევს როგორც მხატვრული ისტორიების, მოთხრობების, ბელეტრისტიკის ავტორი, თავად კი იდეების გამავრცელებლად ჩათვლის თავს. როცა ემოციებზე გონება სჭარბობს – დაუმარცხებელია; როცა პირიქით ხდება (ემოცია – გონებაზე) – საკუთარი თავის მტერი ხდება. სასურველია გამოიმუშავოს ცხოვრების მიმართ ობიექტური დამოკიდებულება და ბევრს მიაღწევს.

მზე ქალწული, მთვარე მშვილდოსანი

ფართო ინტერესები აქვს: რელიგია, ფილოსოფია, პოეზია, მუსიკა, მეტაფიზიკა. ამასთანავე ყველა შესაძლებლობა და უნარი აქვს მათ დეტალურ შესასწავლად. წარმოსახვა და მოთმინება – მისი შეუფასებელი თვისებებია. ემოციურ და ინტელექტუალურ მხარეებს შორის კონფლიქტი აქვს. აღტკიცინების გავლენით, რისკისკენ მიდრეკილებით, გამოცოცხლებით, შეყვარებულობით ისეთ ნაბიჯებს დგამს, რომელსაც თავადვე განსჯის. ამ მდებარეობის მქონე ადამიანი ლოიალური, გონიერი, კეთილშობილია, მაგრამ შეკამათებას რთულად იტანს. ისეთი განცდა უჩნდება, თითქოს არასწორად გაუგეს. შესაძლოა ასე იმიტომ მოხდეს, რომ რთულად ახერხებს საკუთარ თავში გარკვევას, იდეების მკაფიოდ დაფიქსირებას.

ქალწული მთვარით მშვილდოსანი ფართოდ აზროვნებს, რაც მის ყოველდღიურ საქმიანობებს არ შეესაბამება. მარტივ ცხოვრებისეულ სიტუაციაშიც კი ფილოსოფიურ აზრს ხედავს. მიდრეკილია ფილოსოფიური აზროვნებისკენ, საკუთარი თავის შეცნობისკენ, საკუთარ თავში ეძებს იმას, რაც მისი აზრით უნდა ჰქონდეს.

ამ მდებარეობის მქონე ადამიანი უფრო სენტიმენტალურია, ვიდრე საყვარელი; იდეალურ სიყვარულს, იდეალს ეძებს და ნაკლებად კონკრეტულ, რეალურ ადამიანს. როცა აღმოაჩენს რომ მისი რჩეული იდეალური არაა, შესაძლოა ამის გამო ხშირად გაუცრუვდეს იმედი. შეუძლია მთელი ცხოვრება ოცნებებსა და მსხვილმასშტაბიან იდეებში გაატაროს, თუ  ანალიტიკური შესაძლებლობების იდეებთან გაერთიანებას მოახერხებს – საზოგადოებაში ახლის შექმნა შეუძლია.

მზე ქალწული, მთვარე თხის რქა

საკმაოდ ორგანიზებული ადამიანია შესანიშნავი გონებრივი მონაცემებით. მისი გონება კრიტიკული და ანალიტიკურია. როცა ხუმრობს, მის იუმორს სერიოზულობა, დაძაბულობა და პირქუშობაც კი ეტყობა. გვერდით მყოფი ადამიანის სისუსტეს კარგად ხედავს და ცდილობს მისი ინტელექტუალური დონის ამაღლებას. დაე, სხვამ იზრუნოს კაცობრიობის მატერიალური მხარეების მოსაწყობად, ის ინტელექტუალურ სფეროს მიხედავს.

მისი ვნება ინტელექტუალური უფროა, ვიდრე ფიზიკური. წარმატებას დეტალების, სიზუსტისაა და ვალდებულების გრძნობის წყალობით აღწევს. ცხოვრებაში გზას მიზანდასახულობისა და ძალის წყალობით იკვლევს, მხოლოდ ამის შემდეგ შესამჩნევი ხდება მისი მომხიბვლელობა. სიყვარულსა და მეგობრობაში ერთგული და მუდმივია. კამათში უმცირესობის მხარეს ყოფნა მოსწონს, რისი გადაქცევაც ადვილად გამოსდის უმრავლესობისკენ. იმაზე მეტად მოლაპარაკე და კომუნიკაბელურია, ვიდრე ეს მისი მანერულობიდან ჩანს.

მოგვიანებით, წლების მატებასთან ერთად მისი მომხიბვლელობა ადვილად შესამჩნევი ხდება. მშვიდი, თავშეკავებულია მაშინაც კი, როცა რამისკენ მთელი გულით მიისწრაფვის. საკმაოდ კარგი გემოვნება აქვს, რაც ხარისხიანად ფასდება საზოგადოებაში. იდეის, საკითხის განხილვის დროს გულწრფელია, მაგრამ როცა საქმე სხვა ადამიანების გრძნობებს ეხება – შესაძლოა სითბო გულიანად ვერ გამოხატოს.

მზე ქალწული, მთვარე მერწყული

საკმაოდ დამოუკიდებელი პიროვნებაა. რაც არ უნდა ემოციური და რომანტიული ჩანდეს, შინაგანად თვითმყოფადი და ცივია. შესაძლოა ურთიერთობებში ანგარიშიანობა გამოავლინოს. ურთიერთობებს უმიზეზოდ არ აბამს და არ წყვეტს. მისი გაწყვეტა განწყობის გამო შეუძლია, რაც საყვარელ ადამიანებს ტკივილს აყენებს.

განმსჯელია, გონების ზუსტი, მეცნიერული წყობა აქვს და დიდ სიამოვნებას იღებს კონრეტული საკითხების გადაწყვეტით. ფიქრობს, რომ სხვები მის ლოგიკას მიხვდებიან და ახსნის აუცილებლობას ვერ ხედავს. გარეგნული მომხიბვლელობა ხელს უწყობს ნებისმერ საქმიანობაში, რაც სიმპათიას, გაგებას ითხოვს. სხვების განსჯისკენ, კრიტიკისკენ მიდრეკილია. მართალია მეგობრულ გრძნობებს ხშირად არ გამოხატავს, მაგრამ სანდო და საიმედო ადამიანია. შეუძლია სხვებს რთულ სიტუაციებში დაეხმაროს ისე, რომ მწუხარება გულთან ახლოს არ მიიკაროს და ფეხზე წამოდგომაში დაეხმაროს.

სასიყვარულო ურთიერთობებში წადილს, სურვილს უფრო გამოხატავს, ვიდრე ვნებასა და სიმტკიცეს. მიდრეკილია პარტნიორს თავი მოაჩვენოს, თითქოს ბევრს არ ნიშნავს (პარტნიორი) და უმეტეს შემთხვევაში გამოსდის კიდეც. რამდენადაც სიყვარულის ფიზიკურ მდგომარეობაზე დიდად არ ზრუნავს, შეუძლია მარტოობაშიც კარგად გაძლოს. ასეთ შემთხვევაში სიყვარულს და ადამიანურ ურთიერთობებს ინტელექტუალური საქმიანობა ანაცვლებს.

მზე ქალწული, მთვარე თევზები

ინტუიცია მისი დიდი ნიჭია, რაც სიღრმისეულ აზროვნებას კარგად ეთვისება. ერთდროულად ინტელექტუალური და ინტუიციურია, შეუძლია საღი გონებით განსჯა, ფაქტებისა და ციფრების შესწავლა და ამავე დროს ინტუიციური დასკვნების აქტიურად გამოყენებასაც ახერხებს. შესაძლოა გარშემომყოფებზე დაბადებიდავე ბრძენის შთაბეჭდილება დატოვოს, რადგან ისეთი საკითხები იცის, რაც მასთან არავის განუხილავს.

თვითანალიზისკენაა მიდრეკილი და წარმოსახვის უნარითაა დაჯილდოვებული. ამ მდებარეობის მქონე ადამიანს კარგი წინათგრძნობა აქვს. შესაძლოა სამყაროში უარყოფითს, სიბოროტეს ხედავდეს და განიცდიდეს, რომ ამ ყველაფერთან ერთად ცხოვრება უწევს. ადამიანების მიმართ სიღრმისეულ ემპათიას განიცდის.

ამავე დროს პატივმოყვარეა, სულის სიღრმეში საკუთარი უნარებით, შესაძლებლობებით, წარმატებით ამაყობს. მაგრამ უნდა ითქვას, რომ ხელმძღვანელობა – მისი მოწოდება არაა. შესაძლოა არაერთი აღსარების, საიდუმლოს მოსმენა მოუწიოს, რადგან ეს მდებარეობა მოწოდებით სასულიერო პირის პროფესიას შეეფერება. მეგორები, თანამშრომლები თუ ახლობლები ხშირად აკითხავენ პრობლემებზე სასაუბროდ. ადამიანების მიმართ ინტერესი – მისი ძლიერი მხარეა და შეუძლია წარმატებით გამოიყენოს პროფესიის არჩევისა და წარმატების მისაღწევად.


About Tamta

Scroll To Top