მზის კვადრატი პლუტონთან

მზის კვადრატი პლუტონთან

„აფეთქება და გადაწვა“

თემები: თვითგამოხატვა, ძალაუფლება, დომინირება, ანარქია, განახლება.

„ბნელი“ მხარე: პატივმოყვარეობა, ქედმაღლობა, ამბიციურობა, კრიმინალურობა.

ასპექტი აძლიერებს შემდეგ მახასიათებლებს: პოპულარობისთვის, ძალაუფლებისა და წარმატებისთვის ბრძოლა; დიქტატორული ქცევის სტილი, ავტორიტეტულობა, გარშემომყოფებთან კონფლიქტურობა, გაუფრთხილებლობა, მოუთმენლობა, ეჭვიანობა, უბედური შემთხვევების მაღალი რისკი, ანთებითი ხასიათის დაავადებები ან ოპერაციების მაღალი ალბათობა. დადებითი კუთხით: პოპულარობისთვის ბრძოლა შეიძლება იქცეს თვითსრულყოფის სტიმულად, მიზნების მიღწევა, გამარჯვება.

მზე-პლუტონის ოპოზიცია ან კვადრატისთვის დამახასიათებელია: შფოთვა, თვითგანადგურება, დანაშაულის კომპლექსი, მამისეულ მოდელზე უარის თქმა, ძალაუფლებისკენ მიდრეკილება, სხვებისთვის საკუთარი ნებისა და სურვილის თავსმოხვევა, სისტემების დამხობის სურვილი. რამდენადაც პლუტონი ქვეცნობიერ დონეზე მეტად ვლინდება, ასპექტის მფლობელი მახასიათებლებს იგივე დონეზე გამოავლენს (მისთვის შეუჩნევლად). ასპექტის მფლობელი გარემოცვაში გავლენიანი, ძალაუფლების მქონე და ძლიერია. შესაძლოა თვლიდეს, რომ ძლიერი ყოველთვის მართალია და სხვებთან კონფლიქტური იყოს.  საპირისპირო სქესთან ურთიერთობაში კი აგრესიული ქცევა ახასიათებს.

მზე-პლუტონის კვადრატის მქონე ადამიანი საიდუმლოებებისა და კონტროლის თემით ინტერესდება; შესაძლოა მიდრეკილი იყოს ცხოვრების გასაიდუმლოებისკენ, საკუთარი ემოციების დამალვისა და სხვების კონტროლისკენ. კონტროლის სურვილი ვლინდება პირად ურთიერთობებშიც. შესაძლოა ახასიათებდეს სიკვდილის პანიკური შიში; მოვლენების სცენარის გონებაში წარმოდგენა, რაც მის მძაფრ უარყოფით განცდებს მეტად აძლიერებს.

ასპექტის ერთ-ერთი მახასიათებელია დაცულობის ძლიერი მოთხოვნილება. შედეგად ინდივიდი ხშირად გამიზნულად ამბობს უარს თვითგამოხატვაზე, საკუთარ თავზე და თვისებებზე ნაკლებ ინფორმაციას გასცემს. რამდენადაც პლუტონი ტრანსფორმაციის გზით ვლინდება, საკუთარ შიშებთან გამკლავება და შეცვლა უწევს (საკუთარი სურვილის მიუხედავად).

მზე-პლუტონის კვადრატის მქონე ადამიანი მძაფრი განცდების ძიებაშია, მუდმივად ცდილობს თავის გაკონტროლებას და გარშემომყოფებს მისი რეალური სახის, თვისებების დანახვის საშუალება ნაკლებად აქვთ. შესაძლოა გარშემომყოფები რთულ, ჩაკეტილ ადამიანად თვლიდნენ.

პიროვნება და სექსუალური ენერგია კონსტრუქციულად ვერ ვლინდება. ასპექტი შეიძლება გამოვლინდეს სექსუალურობის ნაკლებლობაში ან ჰიპერსექსუალურობაში ცხოველურ ან/და სიმპატიკური&პარასიმპატიკური სისტემების დონეზე. მზე-პლუტონის კვადრატი პირადი ურთიერთობებში სირთულეებს ქმნის, რადგან ინდივიდი შესაძლოა ძალადობისკენ ან მანიპულირებისკენ იყოს მიდრეკილი. გამოვლინდება თუ არა – დამოკიდებულია სხვა ასპექტებზე.

ერთ-ერთი ასპექტია, რაც ხელს უწყობს ადამიანის მაფიის, კრიმინალური წრის წარმომადგენლად, დაზვერვის თანამშრომლად ჩამოყალიბებაში.

მზის კვადრატი: არავითარ შემთხვევაში არ ღირს სარკისთვის დაბრალება

მზის კვადრატი პლანეტას ინდივიდის ნების დისჰარმონიული იმპულსებისა და იმპერატიული გარემოებების დარტყმის ქვეშ აყენებს. ამ შემთხვევაში ინდივიდი არ არის მიდრეკილი საკუთარი თვითგამოხატვა დისჰარმონიულად ჩათვალოს, ვერ შეამჩნევს საკუთარ უხეშობას, სიმკაცრეს, არაკომპეტენტურობას, სამაგიეროდ, პლანეტის პრინციპების ჩართვისას  აღნიშნულ მახასიათებლებს საკმაოდ მსუბუქად გრძნობს სხვა ადამიანებსა და გარემოში. კვადრატის დამუშავების მეორე და მესამე დონეზე შესაძლოა თვლიდეს, რომ მას პლანეტარული პრინციპების შესაბამისი გარე და შინაგანი მტრები ჰყავს, რისი მიზანიც მისთვის გამოხატვის შესაძლებლობებში ხელის შეშლაა.

მაგალითად მზისა და მთვარის კვადრატის დროს ადამიანმა დროდადრო საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ შეიძლება უხეში შეცდომები და უტაქტობა გამოავლინოს ქალებთან ურთიერთობაში, გაუცნობიერებლად ეშინოდეს და არ უყვარდეს ისინი, ამავე დროს კი მათ მიმართ ძლიერ მისწრაფებას განიცდიდეს, რამდენადაც შინაგანად ქალი-დედის სახე მნიშვნელოვნად აქტიურია. თუ მზე ვერძშია – აგრესიისა და უხეშობის ალბათობაა, თუ თევზებშია – ცრუ პოზიცია და ინიციატივები არასასიამოვნო შედეგებით და ა.შ.

კარმული ამოცანა მდგომარეობს პლანეტის სფეროებში გამოხატვის თავისუფლებისა და ინიციატივის მკაცრ შეზღუდვებში, მზის პრინციპის უმაღლესი გამოვლინება მოითხოვება, ანუ მუდმივი უპიროვნო ყურადღება პლანეტის სფეროებში, გარეგანი ინიციატივა დასაშვებია მხოლოდ მინიმალური გამოვლენით იძულებით (აუცილებელ) გარემოებებში.

შინაგანი ზრდის თვალსაზრისით, ასპექტი საკმაოდ პერსპექტიულია საკუთარ თავზე ჭეშმარიტი ძალაუფლების მოპოვებისა და უფრო მაღალ ეგრეგორზე გადასვლის მხრივ (პლანეტის სფეროებში), რაც უფრო შემოქმედებით და შინაგანად თავისუფალ ცხოვრებას ნიშნავს. დადებითი ენერგეტიკის შემთხვევაში შესაძლოა გარე დისჰარმონიულ ნებას დაეუფლონ და გარშემომყოფებზე მიმართონ – ასე ვიღებთ ე.წ. შავი მასწავლებლის ასპექტს, განსაკუთრებით მზის უმაღლეს პლანეტებთან კვადრატის შემთხვევაში. დამუშავება იძლევა უმაღლესი ეგრეგორის მითითებებით კარმის იმ დელიკატურ თემებზე მსუბუქად მუშაობის უნარს, რომლებიც შორეულ მომავალს ეხება.

პლუტონის კვადრატი: „ანგელოზის ფრთები ბედის ჯვრით გახეხილ ადგილებზე იზრდება“

პლუტონის კვადრატი ვლინდება პლანეტის სფეროებში ადამიანისთვის იმ უსიამოვნო მსხვერპლის გაღებაში, რასაც მისგან ბედი ითხოვს (ყოველშემთხვევაში თავად ასე თვლის). მას უწევს იმ აზრის მიღება რომ შეუფერებელ დროს უსიამოვნო შედეგების გამომწვევი მსხვერპლის გაღება მისთვის უსარგებლო თვისებების მოცილებაში ეხმარება – ასეთია ამ კარმული პროგრამის აზრი.

გარემოში პლანეტის პრინციპების გამოვლენას  ინდივიდი რადიკალურად ვერ მოაგვარებს, სამყაროში წესრიგის დამყარების სურვილი უჩნდება რისთვისაც შესაბამისი ძალაუფლება დასჭირდება. კარმული ჩანაფიქრი ურთიერთსაპირისპირო ხასიათისაა: ინდივიდის ქვეცნობიერსა და შინაგან სამყაროში წესრიგისა და „სისუფთავის“ დამყარება პლანეტის სფეროების მიხედვით; ამისთვის კი ინდივიდს მოუწევს პლანეტის შესაბამის ქვეცნობიერ პროგრამებსა და ინსტინქტებზე ძალაუფლების დამყარება.

სანამ ინდივიდი ამას ვერ აცნობიერებს, არაერთხელ უწევს მძიმე მსხვერპლის გაღება და შევიწროვება იმ სტილით, რომლითაც ინდივიდი გამოიწვევს – განურჩევლად, ქვეცნობიერად ან ცნობიერად, განზრახ თუ შემთხვევით, საუკეთესო თუ უარეს გამოვლენით. პლანეტის სფეროებში ადამიანი ჩანს როგორც გამადიდებელ მინაში – მინიმალური ნაკლოვანებებითა და შეცდომებით.

ასპექტი იძლევა სულიერი განვითარებისა და თვითწმენდის დიდ შესაძლებლობებს; ასევე დიქტატორული პრინციპების მქონე „შავ მასწავლებლის“ ასპექტია პლანეტარული პრინციპების გამოვლენის დაბალ და საშუალო დონეზე ძალაუფლებით, გავლენით, ცეცხლითა და მახვილით მოქმედებით. საშუალო დონეზე დამახასიათებელია სხვებთან ურთიერთობაში სასტიკად მოქცევა ნიჰილიზმისა და უხეში ქცევის გამოყენებით, რაც პლანეტის პრინციპების შესაბამის სფეროებში ვლინდება.

შინაგანად ადამიანს სურს სამყაროს მისი ჭეშმარიტი სახე დაანახოს, მაგრამ  ერთმნიშვნელოვნად  არ გამოდის ან (მისი აზრით) სამყარო არ მისულა მისი რეალური, სრულყოფილი სახის დანახვის დონემდე.

წყარო: Het Monster, ქეთრინ ობიე, ავესალომ პოდვოდნი, ფრენსის საკოიანი, შესტოპალოვი და სხვა წყაროები.


About Tamta

Scroll To Top