ნათალური ნეპტუნი V სახლში

ნათალური ნეპტუნი V სახლში

საკვანძო სიტყვა  _ „აღმშენებლობა

რომანტიული და რისკიანია. აიდეალებს საყვარელ ადამიანებს და ცნობიერად დრამატიზებს სიტუაციებს. მშვენიერი ასპექტია მსახიობების, მუსიკოსებისა და მხატვრებისთვის. შინაგანდ ყოველთვის ახალგაზრდაა. დიდ  მნიშვნელობას ანიჭებს სასიყვარულო კავშირებს. არც ისე იშვიათად უყვარდება თავისუფლებაშეზღუდული ადამიანი. შესაძლოა სიყვარულისთვის შვილის გაწირვაც მოუწიოს _ აბორტი ან გაშვილება. ხანდახან უყურადღებოდ ექცევა შვილებს. შეიძლება მიატოვოს კიდეც. არ არის გამორიცხული ნაშვილები ან უკანონო შვილები, გერები.  საერთოდ, შვილებთან(ბავშვებთან) არც ისე ცხადი ურთიერთობა აქვს, რითაც ისინი სათავისოდ სარგებლობენ. მათი ბიოლოგიური შვილები მეტად მგრძნობიერე და ინტუიციურები არიან, ხანდახან რთული ფსიქიკური პრობლემებით.

ინტუიციური ყნოსვა აქვთ მომგებიან გარიგებებზე, მაგრამ ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ ინვესტიციებსა და სპეკულაციებთან. რადგანაც ხორციელი სიამოვნების მიმართ ლტოლვა ძლიერია, ცუდად აკონტროლებს საკუთარ ვნებებს, რაც ხშირად ხდება შინაგანი შფოთისა და თავდაუჯერებლობის მიზეზი. დამახასიათებელია ფარული სასიყვარულო კავშირები, რასაც შედეგად მოსდევს მწარე იმედგაცრუება.

მისი ცხოვრება სავსეა სასიყვარულო  საზრუნავებით,რაც მას გონებას ურევს და მტივნეულად აძლიერებს ცხოვრების ეროტიულ ასპექტებს. ამის გამო, ადამიანი ხშირად უარს ამბობს დაქორწინებაზე ან ღრმად იძირება ჩახლართულ სასიყვარულო კავშირში. მან განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს საკუთარ ზნეობრივ განვითარებას. კონსტუქციული განვითარებისას, სიყვარული ადამიანი თვითგამოხატვაში ეხმარება. თვითსრულყოფაში კი ხელს შეუწყობენ საპირისპირო სქესის ადამიანები.

ასეთი ადამიანის ცხოვრება დიდწილად არის დამოკიდებული  ფორტუნაზე, რომელიც საკმაოდ ახირებულად ექცევა.

 

 

პაველ გლობა

+თვითაკვეთა.  უანგარობა.  ჭეშმარიტად ამაღლებული და სუფთა სიყვარული. თავგანწირულად ეხმარება ბავშვებს და ასეთივე დახმარებას იღებს მათი მხრიდან. ალტრუიზმი.  უამრავი ჰობი, სულიერი გატაცებები. ძლიერი შთაგონება. ფანტაზიები. გეგმები და პროექტები ხელოვნების სფეროში. მხატვრები, მუსიკოსები, მსახიობები.

-მარტივი ცხოვრების წესი. ქაოტურად ჩახლართული სასიყვარულო ურთიერთობები. განურჩევლობა სასიყვარულო პარტნიორებში (ხშირია პროსტიტუცია). მათი გზიდან გადაცდენა საკმაოდ მარტივია. ნებისმიერ საზიზღრობას ამაღლებული მოსაზრებებით ამართლებენ. უიღბლო მოთამაშეები. თამაშზე დამოკიდებულები. შვილებთან დაკავშირებული შიშები ან უბედურება მათი მხრიდან.

 

 

ფრენსის საკოიანი

სიყვარულისა და აღიარების ძლიერი მოთხოვნა, რაც რომანტიული კავშირებისა და შემოქმედებითი თვითგამოხატვის მეშვეობით კმაყოფილდება.  დაჯილდოებულნი არიან მუსიკალური და მხატვრული, განსაკუთრებით სამსახიობო ტალანტებით. სასიყვარულო და ეროტიული ურთიერთობები  უცნაური გარემოებების თანხლებით მიმდინარეობს.

თქვენი შემოქმედებითი თვითგამოხატვა წარმოსახვით არის გაფერადებული. თქვენ განსაკუთრებულად მიდრეკილი ხართ თეატრის, კინოსა და სხვა არტისტული საქმიანობებისკენ, სადაც შემოქმედებითი ფანტაზია მთავარ როლს ასრულებს.

სიყვარულში ხშირად ერთობით ფანტაზიებით, რასაც ძალიან ცოტა საერთო აქვს რეალობასთან.

 

 

 ავესალომ პადვოდნი  „მატყუარა“

ამ ადამიანს ძალიან უჭირს გაიგოს, „მეს“ რომელი სახება გამოსდის. ეს სახებები ამახინჯებენ რეალობას, როგორც გარშემომყოფების, ისე თავად სუბიექტისთვის. თუ ადამიანი ამით სარგებლობას დაიწყებს ანგარებიანი მიზნებით, თვითმოტყუების ეფექტი იზრდება. მით უმეტეს, რომ მას არასდროს მოუვა თავში აზრად, რომ  შეიძლება მისსავე შექმნილმა როლებმა მოატყუონ.

ნეპტუნი, როგორც ექსტაზის პლანეტა, ადამიანს აიძულებს ბედნიერებისგან გაშეშდეს, სახებას შექმნისას. მეორეს მხრივ, მას  ძალიან უყვარს სცენა, თეატრი, კინო და სპექტაკლი (დაზიანებისას, უფრო პრეტენზიული გემოვნება ექნება, მაგრამ ემოციური შეგრძნებები მაინც ძალიან ძლიერია).

დამუშავებული  ნეპტუნი ბრწყინვალე გაგების უნარს და პედაგოგიურ ნიჭს იძლევა. მას იშვიათი უნარი აქვს, ყველაფერი ისე ახსნას, რომ მისი ახსნილი აუცილებლად მივიდეს ადრესატამდე. მას მონუსხული უსმენენ არამარტო ბავშვები, ხანდახან უფროსებიც.

სიყვარული მხედველობის სიცხადეს ართმევს, აბრმავებს. ის ვერაფერს დაინახავს, საკუთარი ბედნიერების გარდა. საყვარელი  ადამიანის  კონტურებიც კი საკმაოდ ბუნდოვანი იქნება და ისიც, თუ მანიპულატორი არ აღმოჩნდა, აბსოლუტურად  დაკარგავს ცნობიერების სიცხადეს. ეს საერთო ბურუსი ძალიან ართულებს  ურთერთგაგებას.

რელიგიური განცდები დაკავშირებულია მდგომარეობის შეცვლასთან. შესაძლოა მედიტაცია ან ტრანსი. თუმცა თავიდან ადამიანი დაბალ ან საშუალო ასტრალურ შრეებში გადის, რომელიც არ უნდა აერიოს უმაღლესში.

 

ბორის იზრაიტელი

ძლიერი ქვეცნობიერი კავშირი ბავშვებთან. ადამიანი საკმაოდ ნაყოფიერია. იტაცებს მუსიკა, სიმღერა, ფერწერა, კინემატოგრაფია, კულინარია. რომანტიულ კავშირებში _ ტყუილები და საიდუმლოებები(ან თვითონ ატყუებს, ან მას ატყუებენ, ან ორივე ერთად).

დასვენებისა და გართობისთვის რეკომენდებულია საზღვაო კრუიზები.

 

 

ბილ ჰერბსთი

შეგნებული ადამიანი. ადამიანის ცნობიერ  ნაწილზე აღბეჭდილია იმქვეყნიური მისტიკა. თქვენს მიერ შექმნილი სახებისთვის დამახასიათებელია დახვეწილობის მაგიისა და რბილი აღქმის თანაგრძნობა. თქვენ სულაც არ ხართ საკუთარ თავზე შეყვარებული ნარცისი, რადგან  თქვენთვის გაცილებით მნიშვნელოვანია ერთიანობის განცდა შემსრულებელსა და მაყურებელს შორის. თუმცა კი ნამდვილად შეგიძლიათ ვარსკვლავი გახდეთ, რადგან უხილავი ქარიზმის პოეტური ნაკადი უამრავ ნაკლს ფარავს.  მაგალითად, ხასიათის სიმტკიცის დანაკლისს. თქვენი ექსპრესია შესაძლოა იყოს საფუძვლიანი და მიწიერი, თუმცა თავად ნიღაბი ქმნის პრაქტიკულად  სრული გამჭირვალობის შეგრძნებას. მახე _ მაყურებელთა  მოტყუება, ასევე თვითმოტყუებაც. მაშინ როდესაც თქვენს ამოცანას წარმოადგენს  საყოველთაო ემპათიის განვითარება და ყველა მაყურებლის თანაგრძნობა.

რომანტიკა. სიყვარულის გაცემა. თუ V  სახლის მარსი რომანტიული მეომარია; მერკური _ რომანტიული პოეტი; ვენერა კი რომანტიული ლამაზმანი, ნეპტუნი რომანტიული მისტიკოსია. მისი ტრფობა ტრანსცედენტურია, თითქმის რელიგიური. სიყვარულში დიადი სიწმინდე ატანს. როდესაც საქმე სიყვარულს ეხება, თქვენ  სულიერი მისწრაფებების ოლიმპიურ სიმაღლეებზე ადიხართ და იქიდან ეტრფით მიჯნურს, რადგან რომანტიკის ფიზიკური ასპექტი თქვენთვის არც ისე მნიშვნელოვანია. თუმცა არის მახეებიც. კოსმიური და პირადი სიყვარული ერთმანეთში ირევა. ძალიან ხშირად სიყვარულს ტანჯვისა და მსხვერპლშეწირვისკენ  მიჰყავხართ _ ვიღაცას ტკივილს აყენებთ.  თქვენთვის აუცილებელია  ჭეშმარიტი სიყვარული და შეიძლება საკუთარ თავს და სხვებს ეფიცებოდეთ, რომ იპოვეთ ის, სინამდვილეში კი… ამოცანა _  წარმატებით შეუთავსოთ ტრანსცედენტური მისწრაფებები  სულიერ ერთიანობას, მიწიერი ცხოვრების მეტად პრაგმატული მოთხოვნების გათვალისწინებით.

სექსუალური სპექტაკლი.  სექსუალური აქტი თქვენთვის ყოფიერი საზრუნავისგან გათავისუფლების ინტერლუდიაა, ის ფანტაზიას უფრო ჰგავს, ვიდრე რეალობას.  უფრო ემოციურია, ვიდრე ფიზიკური. ეს ჰოლივუდისა და სამოთხის ჯადოსნური ნაერთია. სექსუალური ურთიერთობა გარედან მშვიდად და თანაბრად მიმდინარეობს. ეს რომანტიული ცეკვაა, თითქოს თქვენი სხეული პარტნიორის სხეულთან არის შედუღაბებული. მახე _ პასიურობა ან საკუთარი თავით შეპყრობილობა. თქვენი საზღვრები ძალიან მარტივად იშლება, რის გამოც შეიძლება სხვა განზომილებაში გადახვიდეთ და მთელი „სამუშაო“ პარტნიორს დაუტოვოთ. ამოცანა _ აქციეთ სექსი  კოსმიურ ცენტრთან მისასვლელ გზად. სექსი შთაგონებულ აღმაფრენას უნდა ჰგავდეს და არა მძიმე სამუშაო პროცესს. მოინათლეთ მის წყნარ  წყლებში, თუმცა იფრთხილეთ, რომ არ ჩაიხრჩოთ.

პირადი შემოქმედება.  თქვენი შემოქმედება უფრო სულიერია, ვიდრე მატერიალური. უფრო უხილავი, ვიდრე რეალური. რა მიმართულებაც არ უნდა აირჩიოთ, თქვენი შემოქმედებითი ძალისხმევისთვის, თავად პროცესი გარკვეულწილად იდუმალი იქნება _ ეს არა იმდენად  რაღაც ახლებურის შექმნის შინაგანი პროცესია, რამდენადაც ზებუნებრივი ენერგიის გამოღვიძება. თქვენ ხდებით ღვთაებრივი კვერთხის ბატონი, წვიმის შემლოცველი,  ტრანსში ჩავარდნილი მედიუმი, რომელიც მიღმიერ სამყაროს უკავშირდება. თქვენ ასევე შესაძლოა იყოთ ილუზიონისტი, თაღლითი. მხოლოდ კარგად დარწმუნდით, რომ იცით, რით განსხვავდება ეს შემოქმედებითი მდგომარეობები ერთმანეთისგან.

შეჯიბრი. ნეპტუნის სიმბოლიკა არ შეესაბამება შეჯიბრის უხეშ ენერგიას. ფაქიზი შეგრძნებები თქვენი უნარების საფუძველია.  თქვენს შიგნით რაღაც გრძნობს, რომელი გადაწყვეტილება იქნება ყველაზე ბუნებრივი, ნებისმიერი შეჯიბრის დროს. თუმცა როდესაც იმარჯვებთ, თქვენი ეგო დისტანცირდება. თქვენ არ საჭიროებთ აღიარებას, არ ისწრაფვით აპოლოდისმენტებისკენ, მოგების ჩაჯიბებისკენ. თუმცა წესების კონცეფცია ცუდად გაქვთ გააზრებული. თქვენ შეიძლება ისე ტყუოდეთ, ვერც აცნობიერებდეთ ან გულუბრყვილოდ იმედოვნებდეთ, რომ ასეთი ქცევა გართობის ნაწილია. მაგრამ ეს მახე მხოლოდ დაასამარებს თქვენს რეპუტაციას. ამოცანა _ განივითაროთ იდეალური ყნოსვა ცხოვრებისეულ თამაშში; ითამაშეთ რბილად, ნაზად, ნუ იძალადებთ ნურავისზე, განსაკუთრებით საკუთარ თავზე.

 

 

ბრუნო ჰუბერი

მთვარე და ნეპტუნი მნიშვნელოვნად განსაზღვრავენ ჩვენს სიყვარულის უნარს.

V  სახლისთვის თვისებრივია  დემონტრაციული ხასიათის  მკაფიო სექსუალური ქვეტექსტები. თუმცა ჩვენს დროში V სახლი შეიძლება განზრახ ასექსუალობასაც დემონტრირებდეს , რაც შოკის მომგვრელი და  ხშირად შეურაცხმყოფელი მანერებითაც ვლინდება. ამ სახლის ნეპტუნისთვის სიყვარული მზრუნველობა და სინაზეა, რაც მაინცდამაინც სექსისკენ არ მიდის, თუმცა ფარულ  სექსულობაზეა დაფუძნებული. ფილოსოფიურ კონცეფციებსაც კი ნეპტუნი იდეალური რომანტიული სიყვარულის თემით ავსებს. როგორც მთვარეს V სახლში, ნეპტუნსაც უყვარს ტაქტილური კონტაქტი, თუ ოპოზიციით არ არის დაბლოკილი. ამ შემთხვევაში (ოპოზიიცის), ის სიყვარულის  მხოლოდ სულიერ კონცეფციას ემხრობა და საერთოდ უარყოფს ხორციელ  სიამოვნებას.

 

ფელიქს ველიჩკო

აქ ნეპტუნი საშულებას იძლევა, კარგად გამოიყენოთ წარმოსახვა ყველაფერში, გარდა სიყვარულისა. მისი განმარტება გადაულახავ სირთულეებს ბადებს, რადგან პრაქტიკულად თითქმის შეუძლებელია სტანდარტული ქცევებიდან გადახრების წინასწარ განჭვრეტა. ერთი რამ ცხადია: ეს შემოქმედებითი პიროვნებაა, ორიგინალური თვითგამოხატვითა და ჩახლართული წარმოადგენებით სიყვარულსა და საკუთარ გრძნობებზე. ეს ბუნებრივად აისახება მის პირად ურთიერთობებსა და ოჯახურ ცხოვრებაზეც, რომელიც საკმაოდ არეული და იდუმალებით მოცულია, სავსეა საიდუმლობებით, უცნაური ჩვევებით, ხშირად მეუღლეთა განშორებითაც (განქორწინების გარეშე).

ზედმეტად იდეალისტური მიდგომის გამო, ადამიანი იმაზე მეტს ელის სიყვარულისგან, ვიდრე რეალურად იღებს. ძლიერ შთაგონებადია, მარტივად ექცევა სხვისი გავლენის ქვეშ, ხშირად განიცდის იმედგაცრუებას თვითგამოხატვაში. ცუდად ერკვევა ადამიანებში, რადგან უჭირს მათი რეალურად აღქმა. ის მუდმივად ცდილობს ადამიანები თავის წარმოსახვაში შექმნილ იდეალს მოარგოს. ცხადში ოცნებობს. სიყვარულში ტანჯავს უარყოფის შიში. აკლია სიმტკიცე და შეუპოვრობა, ძალიან უჭირს მიზნების პოვნა. არ უყვარს მძიმე სამუშაო. ახასიათებს აღიარების მოთხოვნა გაწეული დამხარებისთვის. დაშაულის გრძნობას განიცდის მშობლების წინაშე, თუ მათ მოლოდინებს ვერ ამართლებს.


About Qet

Scroll To Top