მზე კუროში, ასცენდენტი ნიშნებში

მზე კუროში, ასცენდენტი ნიშნებში

სინთეთიკური დახასიათება

მზის მდებარეობა და ამოსვლის წერტილები

წყარო: http://www.aquarun.ru

ჰოროსკოპის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც უთითებს თვითშეცნობის სპეციფიკურ განსაკუთრებულობებსა და განუმეორებელ პიროვნულ შტრიხებზე, ქცევის განსაზღვრულ მანერებსა და ადამიანის თვითაღქმელობის უნარზე, უთითებს საკუთარი განვითარებისა და თვითგამოხატვის შინაგანი ძალების და შემოქმედებითი უნარების გამოყენების უპირატეს გზებზე. განსაზღვრავს ინდივიდუალური ნების გამოვლინებას და ახასიათებს “ცნობიერების ღერძს”, რომელიც ვლინდება აქტიურობის სხვადასხვა სფეროებში. ეს ფაქტორი ასევე უთითებს ადამიანის ურთიერთობაზე საკუთარ ცხოვრებასთან მიმართებაში და გამოცდილების გადამუშავების შესაძლებლობაზე, ხარისხობრივ, თვისობრივ განსხვავებაზე, მის რეაქციაზე გარემო წრეზე. ეს ფაქტორი ახდენს იმ შესაძლებლობის სიმბოლიზებას, რომელსაც ადამიანი უყენებს სამყაროს, იმ ქცევებს, რომლისკენაც საკუთარი ცხოვრებისეული პრინციპების გამოხატვისასაა მიდრეკილი, იმ გზას, რომლისკენაც ისწრაფვის, რათა განახორციელოს საკუთარი მიზნები და სურვილები.

მზე კუროში, ასცენდენტი ვერძში

პიროვნება _ შეტევითი (თავდასხმითი), ცხოვრებისეული ბირთვი _ შეუპოვარი (უდრეკი).

ეს ხასიათი სამყაროსთვის შთამაგონებლობის დემონსტრირებას ახდენს, მაგრამ მხედველობაში ყოველთვის მყარი მიზანი აქვს. ამ ადამიანებს შეუძლიათ საკუთარი თავის ხელში აყვანა (თვითფლობა), შეუძლიათ (როცა საქმე აქამდე მიდის) საკუთარი ზრახვების დაფარვა. ისინი რამდენადმე გაორებულ ხიბლს ფლობენ. ცეცხლდებიან, ყველასთან კამათში ებმებიან, მაგრამ მოულოდნელად გადადიან იუმორზე, ემოციონალურ კონტაქტზე, _ პარტნიორი ამის გამო იბნევა. გარშემომყოფებზე რამდენადმე გაუწონასწორებელ შთაბეჭდილებას ტოვებენ, ისინი უყვართ, მაგრამ გარშემომყოფებს მათი ქცევები  გამუდმებით აოცებს. სურთ, არამარტო გაიყოლონ სხვები, არამედ პარტნიორზე ზეგავლენაც მოახდინონ (ფაქტიურად დაეუფლონ მას). მოკლედ, სჭირდებათ _ მუდამ  დარწმუნებულნი იყვნენ, რის გამოც, პარტნიორს მუდმივად ცდიან. სხვებს შეუძლიათ გამოასწორონ ის, რასაც ეს ადამიანები დააშავებენ. მათ არ შეუძლიათ საკუთარი აწეწილი საქმეების დალაგება, _ რომელიც თავადვე აწეწეს. ენერგიის ხარჯვისას ეკონომიურები არიან. მათ სჭირდებათ პაუზები, ტკბილი ცხოვრება, რათა დამუხტონ აკუმლიატორი. ხანდახან ფულს გულუხვად გასცემენ, მაგრამ უფრო მეტად იმისთვის, რომ ამით დადებითი შთაბეჭდილება მოახდინონ. შეუძლიათ იყვნენ ძუნწებიც. თავად ხალისით ტკბებიან, მაგრამ გარშემომყოფებისგან რამდენადმე დაფარულნი არიან, რადგანაც სურთ იმაზე მეტად დატოვონ ასკეტის შთაბეჭდილება, ვიდრე რეალურად არიან. მაგრამ მათი ბირთვი მუდამ  ხიბლს ასხივებს, ასე რომ, ჩვეულებრივ, ცხოვრებაში კარგად ეწყობიან. თუ მათ გადაეწვებათ “დამცველი”, დარწმუნებული იყავით, რომ აუცილებლობის შემთხვევაში, ძალიან სწრაფად შეცვლიან მას.

მზე კუროში, ასცენდენტი კუროში

პიროვნება _ სასიამოვნო, ცხოვრებისეული ბირთვი _ შეუპოვარი (უდრეკი).

ეს ხასიათი სამყაროს ისეთად წარმოუდგება, როგორიც სინამდვილეშია _ თვითკმარი, საკუთარ თავში ეჭვი არასდროს ეპარება. ეს ადამიანები ფლობენ ამტანობასა და მოთმინებას, მიმზიდველობასა და გრაციოზულობას. ცხოვრება  წარმოუდგებათ დიდ სადაზღვევო საზოგადოებად, რომელშიც საჭიროა საკუთარი თავისთვის მყარი ადგილის უზრუნველყოფა. მათი სქელშუბლიანობა სახუმარო თემაა, მაგრამ ამის გამო არ ბოროტდებიან. საქმეს სერიოზულად კიდებენ ხელს – იქნება ეს ცხოვრება თუ სიყვარული. უყვართ ყველაფერი, რასაც აქვს აზრი და მოაქვს სიამოვნება: ხელოვნება, არქიტექტურა; ისინი სიამოვნებით მღერიან, მოსწონთ ფერწერა, _ ყველაფერი, რაც ცხოვრებას ავსებს. საკუთარ თავს ძალიან არ უღრმავდებიან და ყველაფერს სწრაფად არ აკეთებენ, სამაგიეროდ ბოლომდე ასრულებენ იმას, რასაც ხელს ჰკიდებენ. თავებს არ იტვირთავენ. ამისგან მათ პრაქტიკული გონება იცავთ. მათი ძალის მიუხედავად სჭირდებათ: პაუზები, დასვენება, შვებულება, სანატორიუმში გამგზავრება. მათი სამუშაო სისტემატურია, სამაგალითოა. სურთ, რომ ყველაფერი იყოს უზრუნველყოფილი, ხელს არ აწერენ ბუნდოვან შეთანხმებებს. ასე რომ, მათ საკუთარ გარემოში არეულობა არ შეაქვთ, მაგრამ არც მოძრაობაში მოჰყავთ იგი. ეს უძრავი საყრდენი წერტილია, სადაც ადამიანი იღებს სიამოვნებას, ანებივრებს საკუთარ გრძნობებს; ასე რომ, ამ ადამიანებს სამყარო მუდმივად მოწესრიგებულად ეჩვენებათ. პატიებისთვის მუდამ  მზად არიან. მხოლოდ ერთია, თუ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გადაღლილები არიან, დაგროვებულ მობილიზებულ ძალას მიმართავენ მოწინააღმდეგეზე და ეს აგრესია, ნეგატიური განწყობა შეშლილობას ემსგავსება. მხოლოდ ერთია, მათი ჯანსაღი ეგოიზმი მიდრეკილია კომპრომისიკენ და ზუსტად ამაშია მათი ძალაც.

მზე კუროში, ასცენდენტი ტყუპებში

პიროვნება _ მრავალმხრივი, ცხოვრებისეული ბირთვი _ შეუპოვარი (უდრეკი).

ეს ხასიათი გარშემომყოფებს იმდენად ენერგიული (მოქმედი) არ ეჩვენებათ, რამდენადაც სინამდვილეშია. ეს ადამიანები ტოვებენ რამდენადმე დამუხრუჭებულობის შთაბეჭდილებას. თავის მხრივ, შეუძლიათ ყველა სახის სულიერებასთნ ცხოველი ურთიერთობა  გარშემომყოფებს მხოლოდ იმ შემთხვევაში გადასცენ, თუ  მათ გარემოში თავს წყნარად, მშვიდად გრძნობენ. არ სურთ არავის გადაგდება (მიგდება), რადგანაც ეს  თავად მათივე უსაფრთხოებას დაემუქრება. თავისთავად, რამდენადმე ართულებენ ურთიერთობას. თავიდან შთაგონებითა და აღფრთოვანებით უახლოვდებიან ადამიანებს, მაგრამ სწრაფადვე იპყრობთ შიში, რომ ძალიან ბევრი წამოროშეს. რაც შეეხება პრაქტიკულ საგნებს, აქ ისინი ნამდვილად კომუნიკაბელურნი არიან და სწრაფად რეაგირებენ, თუმცა-ღა, ამის შემდეგ თავს საკუთარ ციხე-სიმაგრეს აფარებენ. ისინი გულმოდგინენი და თავაზიანები არიან. ოღონდ, ფუნდამენტალურ, თეორიულ საკითხებზე ისინი არც ისე დიდი ხალისით საუბრობენ. მათი გონება მიმართულია ცხოვრებისეულ პრობლემებზე. აქ ადვილად პოულობენ სარგებლიან შეთავაზებას, აქვთ მოხერხებული ხელები, რაც საშუალებას აძლევთ ეკონომია გაწიონ მომსახურებაზე. შეუძლიათ გაიგონ სად იყიდება, _ თუნდაც ერთი თეთრით იაფად, _ ბენზინი და წავიდნენ იქ, თუ ძალიან შორი გზა არაა. თუ უზრუნველყოფილია შრომის ანაზღაურება, ბრწყინვალე მუშაკები არიან და ასეთ შესაძლებლობას ყოველთვის პოულობენ. მათი გემოვნება და დახვეწილობა, შესაძლებელია, კარგად იქნეს გამოყენებული. საჭიროებისას კი შეუძლიათ გამოავლინონ სიმყარე და დაჟინებულებაც. მოკლედ, ისინი სიამოვნებით წყვეტენ მუშაობას, რადგან ცხოვრება სიამოვნების გარეშე _ დიდი მადლობა, მხოლოდ ჩემს გარეშე. ნებისმიერი მზადაა ასეთ ცხოვრებისეულ პოზიციას შეუერთდეს.

მზე კუროში, ასცენდენტი კირჩხიბში

პიროვნება _ მგრძნობიარე, ცხოვრებისეული ბირთვი _ შეუპოვარი (უდრეკი).

ეს ადამიანები, სამყაროში, თავს კარგად იმ შემთხვევაში გრძნობენ, თუ შეძლებენ, საიმედო ცხოვრებისეული ფარით, საკუთარი გრძნობების დაფარვას. ისინი სხვადასხვა გვარი დინებების მიმართ შთაბეჭდილებებიანები, მგრძნობიარენი არიან. საკუთარ სახლს სიამოვნებით აფარებენ თავს, მაგრამ არ იკეტებიან. სურთ კარგად ცხოვრება, მაგრამ არა სხვებზე უკეთ. აქვთ ემოციონალური თანაგრძნობის უნარი და სხვებს უწევენ კიდეც ამ თანაგრძნობას. ამასთანავე, ისწრაფვიან საპირისპირო სქესისაკენ, საჭიროებენ მხარდაჭერას. ისწრაფვიან სიყვარულისკენ, სიამოვნებით ქმნიან ოჯახს. მაგრამ ამასთან ერთად, სურთ სიწყნარე, წესრიგი და უზრუნველყოფა. ის, ვისაც შემოაქვს უწესრიგობა _ არასასურველია. ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა, რათა იცხოვროს უწესრიგობაში. თუ სხვები  თავს დაანებებენ,  მომთმენები არიან. თუ არ დაარღვევს სიწყნარეს, ნებისმიერს შეუძლია აკეთოს ის, რაც მოესურვება. ეს ადამიანები დიდი ხნით მერყეობენ, მაგრამ თუ რაიმე თქვეს, ამ ნათქვამს საკმაო ძალა აქვს. უფრთხილდებიან იმას, რაც მათ ეკუთვნით. შვებულებაში გასვლისას (გამგზავებისას), ქურდებისგან საკუთარი ბინის დაცვაზე ზრუნავენ. უყვართ ბუნება, მისგან იღებენ ძალას და ასევე, გადაჭარბებულად ბევრ ენერგიას (ძალას) ძილისგან იღებენ  _ თუ, რა თქმა უნდა, შეძლებენ დაძინებას, რაც, სამწუხაროდ, ხშირად სულიერ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. როცა ძილი უფრთხებათ, გარშემომყოფებზე აფრქვევენ მრისხანებას.

მზე კუროში, ასცენდენტი ლომში

პიროვნება _ დომინირებული, ცხოვრებისეული ბირთვი _  შეუპოვარი (უდრეკი).

ეს ხასიათი  საკუთარი ღირსების გრძნობით, მაგრამ მშვიდობიანად გამოდის. ეს ადამიანები რამდენადმე განცალკევებულად, მაგრამ დიდგვაროვნულად იჭერენ თავებს. მათთვის განკუთვნილია ცხოვრების საუკეთესო მხარეები. ასკეტიზმს არ ემხრობიან. აფასებენ კარგ განათლებას, საკუთარი მოქცევის (კარგად მოქცევის, მაგალითად, დახვეწილი მანერები) უნარს. არ რისკავენ საკუთარი მომავლით. რაც აქვს _  აქვს და იცის რა აქვს. მათთვის მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილი სოციალური მდგომარეობა და, ჩვეულებრივ, აღწევენ კიდეც. დაიკავებენ რა ამ მდგომარეობას, მეტ-ნაკლებად, ინარჩუნებენ სამართლიანობას, მაგრამ უშვებენ იმ მცირედი გამონაკლისების შესაძლებლობას, რომელიც მათთვის სარგებლიანია. ყველგან, სადაც გამოჩდებიან, სწრაფად იპყრობენ გულებს, საპირსპირო სქესისთვის საკმაოდ მიმზიდველნი არიან. ალი სწრაფად აგიზგიზდება და  ერთიდან მეორე ობიექტზე ხტუნავენ. მათი წინააღმდეგობის გაწევის ძალა, ასევე დიდია. მათთვის საშიშროებას წარმოადგენს ნებისმიერი სახის სიამოვნების გადაჭარბებულად მიღება. ის, რასაც ისინი აწარმოებენ, გამოსდით. მოკლედ, ისინი არ ისახავენ ზედმეტად დიდ მიზნებს. არ სჭირდებათ მთის მწვერვალები, სრულიად აკმაყოფილებთ ბორცვის ქვეშ მდელოზე ბატონობა. და ბორცვზეც ყველაფერი იმდენად პომპეზურია, თითქოს ადამიანი მაღალ მწვერვალზე იყოს. ვინც მზადაა ამ სიხარულის გაზიარებისთვის _ ის ძვირფასი სტუმარია, სახლში მისთვის (სტუმრისთვის) მუდამ ყველაფერი მზადაა. მაგრამ სახლის გარეთ არაფერს დათმობენ, თვალყურს ადევნებენ, რომ ფასეულობები _ შინაგანი და გარეგანი _ მთლიანი იყოს. შეუძლიათ ანგარიში გაუწიონ საკუთარ ძალებს. მრისხანებაში მხოლოდ მაშინ ვარდებიან, როცა საკუთარი, ბრწყინვალე უზრუნველყოფისთვის შექმნილ საშიშროებას გრძნობენ.

მზე კუროში, ასცენდენტი ქალწულში

პიროვნება _ აქტიურ-ქმედითი, ცხოვრებისეული ბირთვი _ შეუპოვარი (უდრეკი)

ეს ხასიათი საკუთარ თავს მყარად ეყრდნობა. ამ ადამიანებს ფეხქვეშ მყარი მიწა აქვთ და არანაირი სურვილი არ აქვთ, რომ ეს შეცვალონ. ისინი დაკავშირებულნი არიან რეალობასთან როგორც გონებით, ასევე გრძნობით და მათთვის არც ისე ადვილია ზიანის მიყენება. იციან საკუთარი თავის ფასი, ფლობენ ამტანობას, აზროვნებენ ცნობიერად, გრძნობენ რეალურად. ეს მათ დაბრკოლებების გადასალახად დიდ ძალას ანიჭებთ. შეუძლიათ ნებისმიერ რამეს მოჰკიდონ ხელი და სადღესასწაულო საღამოსაც კი შესაბამისად გააფორმებენ. კულტურის მოვლენები იმდენად აინტერესებთ, რამდენადაც მათთვის გასაგები უნდა იყოს და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მათ შეხედულებებს. ავლენენ შესამჩნევ სიჯიუტეს, მაგრამ არავის გასულელება არ სურთ; მხოლოდ საკუთარი სიმყარის შენარჩუნება სურთ, არ უნდათ დინებიდან ამოვარდნენ. კარგად აწარმოებენ მეურნეობას, ორმაგად და სამმაგად უზრუნველყოფენ საკუთარ სიბერეს. მათი არსებობის შესახებ და მათ ცხოვრებაში გაჩენილი ეჭვების თაობაზე არ სურთ რაიმეს მოსმენა; უარს ამბობენ ახლო ურთიერთობა დაამყარონ იმ ადამიანებთან, რომლებიც სხვანაირად უყურებენ ცხოვრებას. ისინი დაძაბული სამუშაო დღის შემდეგ სიამოვნებით ისვენებენ, ხოლო სამუშაო _ მუდამ დაძაბული აქვთ. მათი დაძაბული სამუშაო _ მათი სიამაყეა, საუბარი უნდა მიდიოდეს მყარ საგნებზე. მხოლოდ ერთია, იდეების წარმოშობა, მათზე ფიქრი და ფილოსოფოსობა _ ეს არაფერია; შედეგი უნდა იყოს რეალური და ხილული. ოინებს ისინი სიამოვნებით უცქერენ (და სიამოვნებით განიცდიან ამ ოინებს, მხოლოდ ცქერით) კინოში ანდა ტელევიზორის ეკრანზე.

მზე კუროში, ასცენდენტი სასწორში

პიროვნება _ მეგობრული; ცხოვრებისეული ბირთვი _ შეუპოვარი (უდრეკი).

ეს _ გარშემომყოფების ფავორიტები (საყვარელი ადამიანები) არიან. ისინი ხშირად გამაოგნებლად ხიბლიანები (მომხიბვლელები), ტაქტიანები და საყვარლები არიან და სხვებს თითქმის მუდამ მოსწონთ. ადრე ასეთებად წარმოედგინათ ბედნიერების ანგელოზები, მაგრამ ამასთან ერთად უნდა აღინიშნოს, რომ _ საერთოდ არ არიან ანგელოზები! ისინი ფლობენ მხატვრულ მიდრეკილებებს, საკუთარ თავზე ზრუნავენ და კარგად იცვამენ, უყვართ ელეგანტურობა და სიფაქიზე. მაგრამ მათი შინაგანი ცხოვრება არც ისე ჰარმონიულია. როცა ეძლევიან გრძნობებს, ეს აქვეითებს მათ აღმქმელობას და შეზღუდვებში ვარდებიან, გრძნობა აღქმაზე მბრძანებლობს. მათ შეუძლიათ რადენადმე მოეშვან (მოდუნდნენ) კიდეც, თუმცა ასევე ელეგანტურობით, _ ოღონდ მაშინ, თუ ეს  მათი დღის განწყობას შეესაბამება. მოკლედ, ისინი ზრუნავენ ქორწინებაზე და მის გამყარებას მყარი შეთანხებით ცდილობენ. მარტოობაში ინავლებიან, მათთვის აუცილებელია გრძნობებზე პასუხი, საჭიროებენ სითბოს. ასე რომ, ისინი მუდმივად ისწრაფვიან სამხრეთისკენ (ანუ სითბოსკენ). თუ მათი შინაგანი ცხოვრება არაა სავსე, იყინებიან,  სითბოს გარეთ ეძებენ, ძალიან ათბობენ ბინას და არ გადიან ქუჩაში, სანამ ცა ნაცრისფერია. მაგრამ ეს ყველაფერი შეიძლება განიკურნოს, რადგანაც მხოლოდ ერთი გამოჩენით მოაქვთ ბედნიერება. მათკენ სიამოვნებით ილტვიან, ამასთანავე, მაჭანკლობაზე თავადაც ხშირად სწრაფად დადებითად პასუხობენ, რამეთუ მათი გრძნობები მუდამ გახსნილია. განებივრებულნი არიან და ეს თავდაუჯერებლებად აქცევთ. არასდროს იციან, ნამდვილად აფასებენ მათ, თუ უბრალოდ _ საპირისპირო სქესისთვის მიმზიდველი თოჯინები არიან.

მზე კუროში, ასცენდენტი მორიელში

პიროვნება _ ექსცენტრიკული; ცხოვრებისეული ბირთვი _ შეუპოვარი (უდრეკი).

ეს ხასიათი, სამყაროს, საკუთარი ნების გატარებისას,  დიდსულოვან ამტანობას უჩვენებს. ისინი სხვებს პირდაპირ ესხმიან თავს. როცა სხვები უკან იხევენ, ფრთხილად ხითხითებენ, თითქოს-და, თანაუგრძნობენ კიდეც, მაგრამ მოგვიანებით უფრო რბილად, მაგრამ მყარად ეკიდებიან. აღწევენ იმას, რაც სურთ. ამასთან ერთად, შეუძლიათ გამოიყენონ სიყვარულის ღირსებული საშუალებები. გარშემომყოფებზე ხშირად  უსინდოსო ადამიანების შთაბეჭდილებას ახდენენ, მაგრამ ეს ასე არაა. ისინი მხოლოდ უზრუნველყოფენ საკუთარ თავს და რადგანაც მოუსვენრები არიან, ამიტომ ყველაფერი დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს. ქცევებში სწრაფები არიან, მაგრამ სიტუაციას მუდმივად აკონტროლებენ. ნამქერი, ქარბუქი არ აშინებთ. თუ გარეთ უამინდობაა, სახლში არ ჩერდებიან, რაც მნიშვნელოვან უპირატესობას ანიჭებთ. გრძნობენ, რომ ყველაზე წინ მიდიან, საკუთარი თავი პიედესტალზე აჰყავთ. ამასთან ერთად, ვერ ამჩნევენ, რომ უკნიდან ვიღაც ეპარებათ და ბრძოლა თავიდან იწყება. თუ  ტყის ამოძირკვაა საჭირო, მაშინ, ერთ ადგილზე არასდროს ჩერდებიან. მათ ხშირად უსამართლოდ ემიჯნებიან. ამას აღიქვამენ როგორც ღრმა შეურაცხყოფას და ნებისმიერი შესაძლებლობის შემთხვევაში, შურს ძიობენ.

მზე კუროში, ასცენდენტი მშვილდოსანში

პიროვნება _ წინამძღოლი; ცხოვრებისეული ბირთვი _ შეუპოვარი (უდრეკი).

ამ ხასიათს  ორი მიმართულებით შეუძლია განვითარება. პირველ შემთხვევაში _ ეს უხეში ეგოისტია, მეორე შემთხვევაში _ მუდამ მზადაა დაეხმაროს თანამოქალაქეებს. მიმართულების არჩევის საფუძველი ჩაყრილია ბავშვობაში: გარემო აყალიბებს განვითარებას.

ამ ადამიანებმა იციან, რომ ადამიანთა თანაცხოვრება დაკავშირებულია ვალდებულებებთან. თუ მათ გარშემო ყველას მხოლოდ საკუთარი წილის მოხვეჭა  სურს, ისე, რომ მხედველობაში არ იღებენ მოვალეობებს, _ მაშინ მათ შეუძლიათ დაანახონ სხვებს თუ სად და როგორ იზამთრებენ კიბორჩხალები, ისინი ყველას მიუჩენენ ადგილს! ხშირად მიმზიდველებად ჩანან, მაგრამ უფრო მეტ პირობას დებენ, ვიდრე ასრულებენ. მათი ქცევა შთამბეჭდავია, ამავდროს, მათი არსობრივი შინაგანი ბირთვი არასაკმარისად განვითარებულია. ეს წინააღმდეგობრიობა მათთან ურთიერთობას ართულებს, რამეთუ, ქვეცნობიერად თავადაც იციან მის შესახებ. ისინი _ ბრწყინვალე აღმზრდელები არიან, რომლებიც “აღსაზრდელებს”  პრაქტიკული ცხოვრებისთვის ამზადებენ. გეგმების აგებისას, მხედველობიდან რჩებათ რეალობა. პატივს სცემენ პარტნიორს, ზრუნავენ სუსტებზე, მზადაც კი არიან სახლში წაიყვანონ ისინი, _ ოღონდაც, თუ ეს უკანასკნელნი კარგად მოიქცევიან, _ მაგრამ, პურის პირველი ნაჭერის შემდეგ, ვალდებულნი არიან მათთან ერთად იმუშაონ, რათა მზრუნველობა  მომავალშიც გაგრძელდეს: ისინი მზად არიან დახმარების გასაწევად, მაგრამ ეს განსაზღვრავს განსაზღვრულ ვალდებულებებს, უსაქმურები  არ სჭირდებათ. ხოლო მუშაობა, მართლაც, რომ შეუძლიათ და მზადაც კი არიან სხვებსაც ასწავლონ.

მზე კუროში, ასცენდენტი თხის რქაში

პიროვნება _ პატივმოყვრული; ცხოვრებისეული ბირთვი _ შეუპოვარი (უდრეკი).

ეს ხასიათი ფლობს საფუძვლიან სიმყარეს, რომელსაც ვერ ამოთხრით. ამ ადამიანებმა მუდამ იციან რა უნდათ და ისწრაფვიან საკუთარი სურვილების რეალიზაციისკენ. საკმაოდ ეკონომიურები არიან (ზოგავენ ყველაფერს, სადაც და რამდენდაც კი შესაძლებელია). სტრესი დინებიდან აგდებთ, თუმცა ზარმაცები საერთოდ არ არიან, მაგრამ საკუთარ თავს აჩქარების საშუალებას არ აძლევენ, ცხოვრობენ საკუთარ ცხოვრებისეულ რიტმში. ის, ვინც იწყებს მათ აჩქარებას, უბრალოდ ვერაფერს აღწევს. ეს ადამიანები მიჩვეულნი არიან დაიცვან ის, რაც გააკეთეს, მაშინაც კი, თუ ამისთვის დასჭირდებათ კერძო დეტექტივის დაქირავება. დეტალურად ადევნებენ თვალყურს მოლაპარაკების დაცვას, ხოლო ნებისმიერ დარღვევას შეუბრალებლად სდევნიან. შინაგანი მოწყობა _ მიცემული პირობა უნდა შესრულდეს! ვალდებულებები, ასეთი ადამიანების მიერ, როგორც ვალი, ისე განიხილება. როცა  სულიერი საკითხებით დაკავებას იწყებენ, შესანიშნავად მოქმედებენ. ცხოვრების ბოლოს, როცა უკან იხედებიან, ხედავენ, რომ ცხოვრებაში საქმე კარგად შეასრულეს (მაშინაც კი, თუ ეს საქმე არც ისე დიდი მოცულობის და მნიშვნელობის იყო). გარშემოყოფები მათ ხშირად  ძუნწებს უწოდებენ. ქორწინება, ხშირად გათვლაზეა დაფუძნებული, ვნებები გარეგან გამოვლინებას ვერ პოულობენ. ყველაფერი აღიქმება როგორც _ რბილი, მაგრამ მზარდი ქაფი, რომელიც  მყარ ხალიჩად გადაიქცევა, _ ამ ხალიჩაზე კი ცხოვრება მიედინება.

მზე კუროში, ასცენდენტი მერწყულში

პიროვნება _ ცვალებადი; ცხოვრებისეული ბირთვი _  შეუპოვარი (უდრეკი).

ეს ხასიათი გარშემომყოფებისთვის მიმზიდველ ხიბლს ფლობს. ეს ადამიანები ჭირვეულები არიან, მაგრამ ადვილად ეთანხმებიან სხვებს. მათი აღმქმელობა, თითქოს-და, ცვალებადად ჩანს, მაგრამ ისინი მუდმივად მოძრაობაში არიან და გადამწყვეტ მომენტში სწორად რეაგირებენ. ისინი ზრუნავენ საკუთარ განათლებაზე და უყვართ მეგობრების გაოცება, უყვართ როცა კარგად გამოიყურებიან. ისინი საყვარლები არიან და ნებისმიერ საღამოსა (გართობის გამო მოწყობილი საღამოები) და გართობაში გამოცოცხლება შეაქვთ. სარგებელს იღებენ საკუთარი მიმზიდველობიდან, აგროვებენ ქონებას “ღამით”, მოულოდნელად ყიდულობენ სახლს ანდა მიწის ნაკვეთს. მთელი საკუთარი მოძრაობით, ჩვეულებრივ, მყარად არიან დაკავშირებულნი განსაზღვრულ ადგილთან. აქვთ პრაქტიკული აზროვნება. მათი სასიყვარულო კავშირები ორიგინალურია, მაჭანკლობა მოულოდნელი და მუდამ გამაოგნებელია. შუაღამისას შესაძლებელია კართან ჩაცმულნი და ხელში ნემსით აღმოჩდნენ, ასევე, დღისით შეუძლიათ ოთახის ჩუსტებით  მიირბინონ პაემანზე (ქალაქის ცენტრში!) _ მათ ხომ არ უყვართ დაგვიანება?! მათ ეს უხდებათ, ისინი საყვარელი მარტოხელები არიან, რომლებთან ურთიერთობაც ნებისმიერს სურს. მათი ზემოქმედება ძლიერია, ისინი მომხიბვლელები არიან (ყველაზე განსხავებული საშუალებებით _ ხანდახან გემოვნებიანადაც კი). მრავალს ეჩვენება ზედაპირულ-სენსაციურ ადამიანებად, მაგრამ მათ იციან, სად იყიდება პურის ნაჭერი კარაქით, ამასთანავე ყოველთვის უფრო მეტ კარაქს ყიდულობენ, ვიდრე პურს. მათზე იშვიათად ბრაზდებიან!

მზე კუროში, ასცენდენტი თევზებში

პიროვნება _ დაუცველი; ცხოვრებისეული ბირთვი _ შეუპოვარი (უდრეკი).

ეს ხასიათი ფლობს კარგ ცხოვრებისეულ ინსტიქტს, რომელიც რეალობაშია ფესვგადგმული. ეს ადამიანები გრძნობენ, რომ ვალდებულნი არიან გაერკვნენ ვისი ნდობაა შესაძლებელი, ვისი ერთგულება შეიძლება. ინსტიქტი  მაჭანკლობაშიც ეხმარებათ, ასე რომ, ისინი ირჩევენ პარტნიორს, რომელიც იზრუნებს მათ უსაფრთხოებაზე. მათი შინაგანი სირბილე რამდენადმე ფარავს მათსავე ხისტ, თუმცა-ღა, კომუნიკაციურ ბირთვს, რაც  გარშემომყოფებთან ურთიერთობას ამსუბუქებს. ისინი მიდიან, ლაპარაკს იწყებენ, იზიდავენ, სხვებს საოცრად გადასცემენ განწყობას. მრავალს ისინი  რამდენადმე მოწყვლადებად ეჩვენებათ. ისინი საკუთარ სტილს რთულად პოულობენ. მხოლოდ ერთია, შეუძლიათ დუმილი და დუმილით გაგება. შეუძლიათ შეიგრძნონ და ჩაწვდნენ; გრძნობენ, რომ პარტნიორობაში ბევრი რამით აღემატებიან. სიყვარულში ვნებებით სავსენი არიან, მაგრამ თავს არ კარგავენ, _ ბრწყინვალე შერწყმაა. მარტოობას რთულად იტანენ, მაგრამ ამ ყველაფრის გავლა მაინც უწევთ, ამის წყალობით იციან ურთიერთობის ფასი _ საკუთარი სახლის ფასი. ფლობენ ბუნების ინსტიქტურ გრძნობას, გრძნობენ ამინდის ცვალებადობას, შეუძლიათ  ცხოველებთან კარგი კავშირი დაამყარონ და ადამიანური საწყისი ბუნებასთან ჰარმონიაში მოიყვანონ. მაგრამ ისინი ასევე გრძნობენ იმ წერტილსაც, რომლის გადალახვაც _ საკუთარი ცხოველური ბუნებიდან გამომდინარე _ არაა საჭირო. ადამიანი ვალდებულია აღზარდოს საკუთარი პირველყოფილი მდგომარეობა. ასე რომ, ისინი შინაგანად ცივილიზაციის განვითარების ერთგულნი არიან.

 სტატიის ავტორი: ნინო


About Tamta

Scroll To Top