ნათალური ურანი XII სახლში

ნათალური ურანი XII სახლში

საკვანძო სიტყვა _ „ნიჭიერება“

მისი მიდრეკილებები სკანდალურად უჩვეულოა. ამ ადამიანს ყველა ტრადიციისა და შაბლონის,ყველა აკრძალვისა და წინააღმდეგობის განადგურება სწადია.  კოლოსალური სურვილი აქვს განთავისუფლდეს საზოგადოების მხრიდან წამოყენებული მოთხოვნებისგან. აღაფთოვანებს ყველაფერი მისტიური და რომანტიული. ინტელექტუალური და იდუმალებით მოცულია. უჩვეულო მეთოდებით მოქმედებს კულისებიდან. მიდრეკილია საიდუმლო ინტიმური გაცნობებისა და კავშირებისკენ.

ასპექტი ხელს უწყობს განმარტოებულ კვლევით საქმიანობას. მოუგვარებელმა ქვეცნობიერმა კონფლიქტებმა შეიძლება მნიშვნელოვნად დაუმძიმოს  ცხოვრება. თვითკონტროლის დეფიციტის  და განვითარების სურვილის არქონის შემთხვევაში ადამიანი შეიძლება საკუთარი თავის უბოროტესი მტერი გახდეს და მთელი ცხოვრება მარტოობაში გაატაროს.

საბედნიეროდ,ის მიდრეკილია თვითჩაღრმავებისკენ. უმაღლესი სულიერი გამოცდილების ძიებას ხშირად მიჰყავს იოგამდე,მედიტაციამდე. შესაძლოა ნათელხილვის ან სხვა განსაკუთრებული ინტუიციური უნარებიც ჰქონდეს. არც ისე იშვიათია ნერვოზული გამოხდომები. აღენიშნებათ მიდრეკილება ფანტაზიორობისადმი. ნეგატიური მაგიური პრაქტიკების მიმართ ინტერესს სერიოზულ იმედგაცრუებამდე მიჰყავს და მძიმედ აზარალებს. საერთოდ,პარანორმალური უნარების გამოყენება მისთვის საზიანოა.

ხშირია კონტაქტის სრული გაწყვეტა ოჯახის რომელიმე წევრთან ან ახლო ნათესავთან. არც ისე იშვიათად აწყდება სიძულვილს გავნელიანი პირების მხრიდან.  ჭკვიანი მტრები ჰყავს. ასეთი ადამიანების მიმართ ხშირად განიცდიან უცნაურ და უსაფუძვლო შურს,გაუგებარ ეჭვიანობას.  ცხოვრება სავსეა ჭორებითა და უცნაური დაბრკოლებებით. ხანდახან მეგობრები მტრებად  უტრიალდებიან.

მოულოდნელად თავს დამტყდარი დაავადებები ან თავისუფლების უცაბედი აღკვეთა. მასობრივი სტიქიური უბედურებებისას,მოვლენათა ეპიცენტრში ხვდება. საერთოდ,უნდა ერიდოს უბედურ შემთხვევებს, განდევნას, დაპატიმრებას ან საავადმყოფოში იზოლაციას. მატერიალური მდგომარეობაც ფრიად არამდგრადია.

 

პაველ გლობა

+ საიდუმლოებების მოულოდნელად გამომჟღავნება. ინფორმაციის ფარული წყაროები. საიდუმლო გამოკვლევები. ძლიერი ალღო. მოულოდნელი დაწინაურება,ოკულტისტის დიდება. ხშირია გამჭრიახობის უცაბედი გამოვლენა,როგორც გამონათება სრულ სიბნელეში.

_დაუგეგმავი წინააღმდეგობები. საიდუმლო გადატრიალებები. მოულოდნელი იზოლაცია,ძალადობის საშიშროება. მუდამ საფრთხის მოლოდინშია. არ არის გამორიცხული დაპატიმრება. საიდუმლოებები უცაბედად მჟღავნდება.  ნევროსტენულ ტენდენციები_ შიშები, უძილობა,ისტერიულობა.

 

ფრენსის საკოიანი

საკუთარ თავს ქვეცნობიერის დეტალურად შესწვლას უძღვნის. ხშირად ისმენს მეგობრების აღსარებებს.

ადამიანთა უმეტესობას წარმოდგენაც არ აქვთ თქვენ თავხედობაზე, გააფთრებაზე, სიგიჟეზე. შესაძლოა თქვენ თავადაც ვერ ხვდებოდეთ,რაზე ხართ წამსვლელი,რადგან ცდილობთ თავშეკავებით დამალოთ თქვენი ბუნების უჩვეულო,გამომგონებელი და იმპულსური ნაწილი ან მხოლოდ ფანტაზიებში მოახდინოთ მათი რეალიზება. ოცნებებიც კი საკმაოდ უცნაური გაქვთ.

 

ავესალომ პადვოდნი: „საიდუმლო ლაბორატორია“

ასეთი ადამიანი განმარტოებისას ვერ იგრძნობს თავს მშვიდად და წყნარად. იზოლაციის პირობებში მას თავში ყველაზე უჩვეულო,დიადი და მშფოთვარე იდეები მოსდის,რომელიც სამწუხაროდ იშვიათად არის კონსტრუქციული.

ის თავს მარტოდ გრძნობს,როდესაც გარესამყარო მეცნიერებისა და პროგრესის ისეთ საკითხებს განიხილავს,რაც საზოგადოებრივი ცნობიერებისა და განვითარების წინა პლანზე დგას. ის მოწყენილია და მძაფრად განიცდის,რა შორს არის ამ ყველაფრისგან.  მისი იდეები დეტალურ ანალიზს,შემოქმედებას,გადამუშავებასა და რეალობასთან ადაპტაციას მოითხოვს,რაც ყველას არ გამოსდის. მით უმეტეს,იმის გათვალისწინებით,რომ ეს ადამიანი სკეპტიკოსია.

ამ მდებარეობის სიღრმისეული დამუშავება დიად გენიოსებსა და წინასწარმეტყველებს ბადებს,რადგან აბსოლუტის შემოქმედებითი პრინციპი უზენაესი მენტალური გეგმებით მოქმედებს,როდესაც დედამიწაზე ისეთ აღმოჩენებს გზავნის,რომლებიც საუკუნეებით უსწრებენ დროს. თუ ადამიანი ასეთ ენერგეტიკას ვერ უძლებს,შეიძლება გაგიჟდეს ან ძლიერ დესტრუქციულ პირობებში აღმოჩნდეს. საბედნიეროდ,ასე ძალიან იშვიათად ხდება. ჩვეულებრივ,XII სახლის ურანი ბედის ნიშნებს დახმარებისა და მოწყალების მთხოვნელებთან,ღატაკებთან, მზურნველობამოკლებულებთან,განდეგილებსა და უბედურ ადამიანებთან შეხვედრის სახით გზავნის. თუ ადამიანი გაჭირვებულების უანგაროდ დახმარებას ისწავლის,ისე  გააქარწყლებს  სხვების და  საკუთარ ტანჯვას,თავადაც ვერ შეამჩნევს.

გარდა ამისა,მან უნდა ისწავლოს მსახურების მოკლე,მაგრამ ინტენსიური პერიოდების მორჩილებით მოთმენა,რომლის აზრიც გაცილებით მოგვიანებით გახდება ცნობილი ან სულაც არასდროს. უპიროვნებო მსახურების გახალტურება ან ანგარება სწრაფად მიიყვანს უკიდურესად უარყოფით შედეგებამდე.

ზოგადად,ეს ადამიანი შეიძლება საკმაოდ გულგრილი იყოს სხვისი გასაჭირის მიმართ(ურანი კოსმიურ ხედვას იძლევა,რაც დაბალ დონეზე ძლიერ დამახინჯებას გულისხმობს),მაგრამ არც მწვავე თანაგრძნობის მოკლე ჩართვებია გამორიცხული,რომელიც ასევე ნიშნებად უნდა აღიქვას და კონსტრუქციულად განახორციელოს,იმ შემთხვევაშიც,თუ წუთის შემდეგ სრულ უაზრობად მოეჩვენება.

 

ბორის იზრაიტელი

კარმა,რომელსაც ადამიანი საზოგადოებისგან იღებს,ჩვეულ აღქმაზე პრინციპულად  მაღლა დგას. ხშირად მისი გაშიფრვა შეუძლებელია,რადგან მისი ფესვები ძალიან ღრმად მიდის და მთლიანად კაცობრიობის,მთელი ცივილიზაციის კარმას უახლოვდება. ადამიანი მალავს გამოცხადებებს. თვითანალიზით კავდება მკვეთრი გარდატეხების დროს. ნებისმიერ მოულოდნელ სიტუაციას თვითჩაღმავებისკენ მიჰყავს.

ემიგრაცია,იზოლაცია და მარტოობა საკმაოდ ცვალებადია და დიდხანს არ გრძელდება.

 

 

ბილ ჰერბსთი

წარმოსახვა. თქვენი ოცნებები უჩვეულო,ნორმიდან ამოვარდნილ,ზებუნებრივი მოლოდინის ნაპერწკლებს ყრის.  თქვენს წარმოსახვით სამყაროში არ არსებობს არავითარი აკრძალვა. იქ ყველაფერი შესაძლებელია. თქვენ თავისუფლად გამოხატავთ თავს ფანტაზიებში და ყურადღებას არ აქცევთ,რამდენად მისაღები და განხორციელებადია ეს რეალობაში. ოცნებების სამყაროში არათუ სხვა ადამიანების,საკუთარი თავის განსჯაც კი ქრება. მახე მაშინ იგება,როდესაც ფანტაზიების გადმოტანას რეალობაში ცდილობთ. თქვენს ოცნებებში არ არსებობს არავითარი წინააღმდეგობა,მაგრამ რეალურ სამყაროში თქვენი დინამიკა შეიძლება პატარა ფულის მონეტამ შეაჩეროს ან აგურის კედელს  შეასკდეთ. ყურადღებით იყავით იმასთან,რა გადაგაქვთ ერთი სფეროდან მეორეში. ამოცანა_ფანტაზიების მეშვეობით მიხვდეთ,რომ ამ სამყაროში ყველაფერი ისეთი არ არის,როგორც ჩანს,რომ ცხოვრების ნორმები მხოლოდ ილუზიებია. სამყაროში აბსოლუტურად ყველაფერი უნიკალურია და არაფერს შეედრება.

განფოკუსირებული ინტუიცია. თქვენ აღგაფრთოვანებთ ახალი სულიერი თვისებების აღმოჩენა და საერთოდ,ყველაფრის  გამოკვლევა,რასაც ფსიქიკასთან აქვს კავშირი. ინტუიცია_ეს გარეკოსმოსური ვიზიტია, გაუთვალისწინებელი ნახტომი,რომელიც ლოგიკის ჩვეულ პროცესს ანადგურებს; ნეონური წარწერა,რომელიც მოულოდნელად იელვებს უკუნ სიბნელეში. ის ან ჩართულია,ან გამორთული,ცხელი ან ცივი,მაგრამ არასდროს ოდნავ თბილი. ამოცანა_ გააღვიძოთ თქვენი ზეცნობიერება,როგორ რევოლუციურადაც არ უნდა გეჩვენებოდეთ. ინტუიციური აღქმა ფესვებიანად „გაფეთქებთ“ ყოფიერებიდან,რომ შეძლოთ იპოვოთ ახალი,უფრო ნაყოფიერი ნიადაგი განვითარებისთვის.

განცალკევება და განმარტოება.  ადამიანები უნიკალურ,შეიძლება ითქვას,უცნაურად პიროვნებად გთვლიან და თქვენც ცდილობთ აღმოაჩინოთ,რა გამოგარჩევთ ასე სხვებისგან. თქვენ განმარტოვდებით იმისთვის,რომ იპოვოთ რეალური საკუთარი თავი. ასეთ იზოლაციის პერიოდებში თქვენი ინტერესი მიმართულია საიდუმლო სფეროების კვლევისკენ,განსაკუთრებით იგულისხმება მენტალური გამოკვლევები. რაც უფრო მჭიდრო კონტაქტში შედიხართ თქვენს საიდუმლო მესთან,მით უფრო ძლიერ  გრძნობთ მოთხოვნას,გაუხსნათ ის სხვა ადამიანებს. ამოცანა_შემოუშვათ რჩეული პიროვნებები თქვენს საიდუმლო სამყაროში. როგორც კი თქვენი ნდობა ისეთ მასშტაბებს მიაღწევს,რომ მათთან თავს  უსაფრთხოდ იგრძნობთ,შეგიძლიათ თანდათან დაიწყოთ თქვენი შინაგანი სამყაროს საზოგადოებისთვის წარდგენა. მიზანი_შეურწყათ ერთმანეთს თქვენი „უკანონო“ და  ჩვეულებრივი „მეები“,ისე რომ,საბოლოო ჯამში,იარსებოს მხოლოდ ერთმა „მემ“,მისაღებმა და სრულიად განსაკუთრებულმა.

თავგანწირული დახმარება.  როდესაც თქვენ დახმარებას უწევთ ვინმეს ღიად,ყოველგვარი პირობების გარეშე,სრულიად განსაკუთრებული რამ ხდება. თავგანწირვა თქვენი შანსია,გასცდეთ მატერიალურ სამყაროს. ცხადია,შეუძლებლია წინასწარ განსაზღვროთ,რა სახით და რა მეთოდებით  გაუწევთ დახმარებას,რადგან ფორმაც და არსიც სრულიად არაპროგნოზირებადია. სინამდვილეში რაც უფრო რადიკალურია თქვენი ეს ნიჭი,მით უფრო ფართოდ იშლება ახალი ჰორიზონტები. მახე_სიჯიუტე. თქვენ თანდათან შეიძლება დაემსგავსოთ  ბეჯით მღვდელს,რომელსაც ყველას სულის გადარჩენა განუზრახავს,მათი სურვილის და ამის საჭიროების მიუხედავად. გახსოვდეთ,რომ ჭეშმარიტი დახმარება სხვის საჭიროებაზე კორექტული გამოხმაურებაა. ამოცანა _ გააღვიძოთ საკუთარ თავში უფრო ძლევამოსილი და დიადი ნება,ვიდრე ეგოს ნებაა.

განვლილი ცხოვრებები. დამოუკიდებლობის თემა ამ ცხოვრებაში წინა ცხოვრებიდან გადმოგყვათ. შესაძლოა თქვენ იმდენად მონდომებული დისიდენტი იყავით,რომ სხვებს უარყოფდით. თქვენთვის დამახასიათებელი იყო გაწყვეტილი შეთანხმებები და მოულოდნელი განშორებები(როგორც პირადი,ისე საზოგადოებრივი ხასიათის). ან  ისეთი ადამიანი იყავით,რომელსაც იმდენად სურდა აღიარების მოპოვება,რომ მსხვერპლად გასწირა და ქვეცნობიერში გადაისროლა საკუთარი ინდივიდუალობა. ნებისმიერ შემთხვევაში,თავისუფლების თემამ განვითარების ისეთ საფეხურს მიაღწია,როდესაც თვალსაჩინო გახდა წარსული ინკარნაციების პატერნების  ამ ცხოვრებაში გადმოტანის აუცილებლობა. გახსოვდევთ,რომ ყოველთვის,როდესაც მოულოდნელ განხეთქილებას და განშორებას აწყდებით ურთიერთობაში,როდესაც ადამიანთა შოკში ჩაგდება ან სტატუს კვოს დამხობა გწადიათ,თქვენ კარმული რითმების დინებაში შედიხართ. ამოცანა_ აღადგინოთ პირადი თავისუფლების მთლიანობა ისე,რომ არც საკუთარი და არც სხვების ცხოვრება დააზიანოთ. შეისწვლეთ,რას ნიშნავს დამოუკიდებლობა,ისწავლეთ ნაყოფიერი რეფორმებისა და უაზრო ამბოხის ერთმანეთისგან გარჩევა.

 

 

ფელიქს ველიჩკო

ბედის მოულოდნელი გარდატეხები. ნეგატიურია ყველაფრისთვის,ოკულტური და ფსიქიკური ზრახვების გარდა,რაც სუბიექტის უჩვეულო ქცევებს აქეზებს. თუ მთლიანი ჰოროსკოპი დაზიანებულია,საავადმყოფოში ან მონასტერში  იზოლაციის,ემიგრაციის ან განდევნის სახით ვლინდება. ურანის ასეთი მდებარეობა ხელს უწყობს ადამიანის უჩვეულოდ ღრმა ფსიქოლოგიური და ფენომენალური უნარების გახსნას,მაგრამ მნიშნველოვნად აზარალებს მის ფინანსურ მდგომარეობას. ამ უდარდელ ადამიანს არ სურს დროის დაკარგვა თვითანალიზსა და თვითკონტროლზე,არ უყვარს ან აშინებს გადაადგილების თავისუფლების  შეზღუდვები.

ის ხელს უწყობს სხვა ადამიანებში ამა თუ იმ ნიჭის აღმოჩენას და იმავეს ელის მათგანაც. უყვარს მათი დახმარება,ვინც განვითარებით მასზე დაბალ საფეხურზე იმყოფება. ძლიერი ინტუიციის მფლობელია,მაგრამ საკმარის ყურადღებას არ უთმობს ხარისხიანი განათლების მიღებას. გამომგონებლურია და უნარი აქვს ადამიანები რთული,ჩიხური სიტუაციებიდან გამოიყვანოს,თუმცა პასუხიმგებლობას თავს არიდებს. კარგი მდებარეობაა მეცნიერული კვლევებისთვის,სამედიცინო სფეროში ან დიდ კოლექტივებში მუშაობისთვის. მის ფანტაზიებს წინასწარმეტყველური ხასიათი აქვს და ხშირად სრულდება.

XII სახლის ურანი დიდ რაოდენობის ჭკვიან მტრებზე,ეჭვიანობაზე,შურზე,ოკულტიზმისა და მაგიისკენ მიდრეკილებაზე მეტყველებს. ასევე საიდუმლოდ გადანახული ნივთების დაკარგვაზეც მიუთითებს.

ასეთი ადამიანი ხშირად მონაწილეობს საიდუმლო ორგანიზაციებში. არ არის გამორიცხული გულის შეტევები, სასტიკი აგრესია, უბედური შემთხვევები, განსაკუთრებით მაშინ,როდესაც უცხო მხარეში იმყოფება. ურანი არღვევს ორგანიზმის ბუნებრივ რითმს. ძლიერი ასპექტების შემთხვევაში,შესაძლებელია ინტუიციური უნარების და ნათელხილვის განვითარება. თუ რელოკაციისას(ადგილსამყოფელის შეცვლა)  ურანი XII სახლიდან გამოდის,მისი მხოლოდ დადებითი თვისებები აქტიურდება.

 

ცნობილი ადამიანები XII სახლის ურანით:

ვერძში: Martin Luther King, Charles Manson, Jeanne Moreau, Peter O’Toole…

კუროში: Saddam Hussein, Morgan Freeman, Juan Carlos I of Spain, Alex Ferguson, Ian Brady, George Bernard Shaw, Dionne Warwick, Peter Fonda…

ტყუპებში: Arnold Schwarzenegger, Mick Jagger, Steven Spielberg, Jean Reno, Cher, Fanny Ardant, Voltaire, Edie Sedgwick, Helen Mirren, Theodore Roosevelt, Arthur Conan Doyle, Billy Joel, Gérard Darmon, Van Morrison, Linda Hunt, Billy Connolly, Larry Flynt, J. M. Barrie, Richard Strauss…

კირჩხიბში: Meryl Streep, John Travolta, Richard Gere, Sting, Michael Moore, Jeff Goldblum, David Hasselhoff, Christopher Columbus, Michel Platini, Twiggy, Maria Montessori, Cyrano de Bergerac…

ლომში: Madonna, Sharon Stone, Yannick Noah, Mylène Farmer, John F. Kennedy, Jr., Tim Robbins, Rainer Maria Rilke, Jim Kerr, Sergei Rachmaninoff, Thomas Mann…

ქალწულში:  Natalie Dessay, Otto Klemperer, Franklin D. Roosevelt, Brooke Shields, Anna Nicole Smith, Conan O’Brien, Jean-Jacques Rousseau, Anne Heche, Igor Stravinsky, Harry S. Truman, John Keats, Stefan Zweig…

სასწორში: Adolf Hitler, Jennifer Aniston, Charlie Chaplin, Gerard Butler, Ewan McGregor, Enrique Iglesias, Javier Bardem, Dwayne Johnson, Vince Vaughn, Dannii Minogue, Melanie Brown, Shemar Moore, Jawaharlal Nehru, Robert Hooke, Vaslav Nijinsky, Ralph Waldo Emerson…

მორიელში: Eva Longoria, Alicia Keys, Norah Jones, Kelly Rowland, Jeff Hardy, Norman Rockwell, Juan Peron…

მშვილდოსანში: Paris Hilton, Cristiano Ronaldo, Mila Kunis, Zac Efron, Anne Hathaway, Novak Djokovic, Clark Gable, Fred Astaire, Enzo Ferrari, B. F. Skinner, Hirohito, George Gershwin…

თხის რქაში: Muhammad, Thomas Jefferson, Louise Bourgeois…

მერწყულში: Dean Martin, William Burroughs, Johannes Brahms…

თევზებში: Nostradamus, Richard Burton, John D. Rockefeller, Gabriel García Márquez, Robert F. Kennedy, Peter the Great, Giulietta Masina, Stéphane Mallarmé…


About Qet

Scroll To Top